პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ჯიშკარიანი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ჯაბა ჯიშკარიანი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ნა­ძა­ლა­დე­ვის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი და "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი ჯაბა სა­მუ­შია ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ინ­ცი­დენ­ტი დღეს რა­დიო "უც­ნობ­ში" გა­და­ცე­მის შემ­დეგ მოხ­და.

რო­გორც რა­დიო "უც­ნო­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა პრო­დი­უ­სერ­მა ნა­თია გამ­ცემ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჯიშ­კა­რი­ან­სა და სა­მუ­ში­ას შო­რის კა­მა­თი გა­და­ცე­მა "დი­ა­ლო­გე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ი­წყო. მისი თქმით, ეთერ­ში მათ ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი გა­მარ­თეს.

"სა­კა­მა­თო თემა იყო ის, თუ ვინ ვის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა მოხ­სნას კან­დი­და­ტუ­რა და რას იზა­მენ გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, შევ­ლენ თუ არა პარ­ლა­მენ­ტში. ჯიშ­კა­რი­ან­მა სა­მუ­ში­ას უთხრა, რომ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ტე­ლი­ტი პარ­ტია და მე­რა­ბიშ­ვი­ლის შექ­მნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ცემ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შია და ჯიშ­კა­რი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა, ისი­ნი დაც­ვამ მა­ლე­ვე გა­აშ­ვე­ლა. გამ­ცემ­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მხა­რე­ე­ბი შე­რიგ­დნენ და ხე­ლიც კი ჩა­მო­არ­თვეს ერ­თმა­ნეთს.

თა­ვად ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­მა კი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ მას ჯაბა სა­მუ­ში­ას­თან მხო­ლოდ კა­მა­თი მო­უ­ვი­და. "რაც მოხ­და, მე ამას კა­მათს და­ვარ­ქმევ­დი", -აღ­ნიშ­ნა ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ჯაბა სა­მუ­ში­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ჯაბა ჯიშკარიანი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჯაბა ჯიშკარიანი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"თავისუფალი საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი და "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დღეს რადიო "უცნობში" გადაცემის შემდეგ მოხდა.

როგორც რადიო "უცნობის" აღმასრულებელმა პროდიუსერმა ნათია გამცემლიძემ განაცხადა, ჯიშკარიანსა და სამუშიას შორის კამათი გადაცემა "დიალოგების" მიმდინარეობისას დაიწყო. მისი თქმით, ეთერში მათ ხმაურიანი პოლიტიკური დებატები გამართეს.

"საკამათო თემა იყო ის, თუ ვინ ვის სასარგებლოდ უნდა მოხსნას კანდიდატურა და რას იზამენ გაყალბების შემთხვევაში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები, შევლენ თუ არა პარლამენტში. ჯიშკარიანმა სამუშიას უთხრა, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" არის ხელისუფლების სატელიტი პარტია და მერაბიშვილის შექმნილი", - განაცხადა გამცემლიძემ.

მისივე თქმით, გადაცემის დასრულების შემდეგ სამუშია და ჯიშკარიანი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა, ისინი დაცვამ მალევე გააშველა. გამცემლიძის განმარტებით, მოგვიანებით მხარეები შერიგდნენ და ხელიც კი ჩამოართვეს ერთმანეთს.

თავად ჯაბა ჯიშკარიანმა კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მას ჯაბა სამუშიასთან მხოლოდ კამათი მოუვიდა. "რაც მოხდა, მე ამას კამათს დავარქმევდი", -აღნიშნა ჯიშკარიანმა.

ჯაბა სამუშიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა