საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარში მონაწილე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარში მონაწილე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რორს გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პი­რის დრო­უ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით ეფექ­ტუ­რი ღი­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან აც­ნო­ბეს.

ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გლ­და­ნის #8-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­სა და დარ­ღვე­ვის სიმ­რავ­ლით ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და. "სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არა­ერთ ან­გა­რიშ­ში მი­უ­თი­თებ­და გლ­და­ნის #8-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ასე­თი ფაქ­ტი ძი­რი­თა­დად სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე რჩე­ბო­და, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის, ასე­ვე თა­ვად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მიერ. არა­ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­გან პა­ტი­მარ­თა დაც­ვის მიზ­ნით მათ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას შე­ე­ხე­ბო­და, დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ არ სრულ­დე­ბო­და", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, გა­ტარ­დეს სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პი­რის დრო­უ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით.

ამავდრო­უ­ლად, ომ­ბუდსმე­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს მო­უ­წო­დებს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­როს ყვე­ლა იმ ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ მო­ხე­ლეს, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტის­თვის #8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და დღე­საც მუ­შა­ობს.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან მდუ­მა­რე თან­ხმო­ბით ჩა­დე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს, რაც თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც უნდა იწ­ვევ­დეს. ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი იყ­ვნენ ჩვენს ან­გა­რი­შებ­ში, რო­გორც პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბა­დამ­რღვე­ვე­ბი, კვლავ აგ­რძე­ლებ­დნენ საქ­მი­ა­ნო­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ხოლო და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის დამ­კვიდ­რე­ბა, კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს მათ მიერ ჩა­დე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ში­ნა­არსს. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ნი­ტო­რინ­გის დროს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სპე­ცი­ა­ლურ პრე­ვენ­ცი­ულ ჯგუფს სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი გლ­და­ნის #8-ე სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც პა­ტიმ­რე­ბი ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას ითხო­ვენ. პა­ტიმ­რე­ბი მათ მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის წე­რი­ლო­ბი­თი და­დას­ტუ­რე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ, თუმ­ცა დაწ­ვრი­ლე­ბით ყვე­ბი­ან მათ ან სხვა პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე. ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­ხელ­დე­ბო­და ვინ­მე "ანგო", "ხონ­სკი" და ბექა მჟა­ვა­ნა­ძე. ზა­ფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის დროს ყვე­ბოდ­ნენ ქერა, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­ზე, ვინ­მე ოლეგ­ზე", - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნი აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­პის წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის 2010 წლის ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გლ­და­ნის #8 სა­პყრო­ბი­ლე­ში ვი­ზი­ტის დროს კო­მი­ტეტს პრაქ­ტი­კუ­ლად არ მი­უ­ღია გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­თავ­სე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარ­მა დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში ყოფ­ნი­სას არა­სა­თა­ნა­დოდ ექ­ცე­ოდ­ნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "კარ­ცერ­სა" და საშ­ხა­პე­ებ­ში, ასე­ვე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბის დროს.

რო­გორც პა­ტიმ­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა (კე­ტით, მუშ­ტით, წიხ­ლით ცემა) ისეთ დარ­ღვე­ვებს მოჰ­ყვე­ბო­და, რო­გო­რი­ცაა საკ­ნის კარ­ზე და­კა­კუ­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთ­ში ხმა­მა­ღა­ლი ლა­პა­რა­კი ან სხვა საკ­ნებ­ში გან­თავ­სე­ბულ პა­ტიმ­რებ­თან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ცნო­ბით, დე­ლე­გა­ცი­ამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში ვი­ზი­ტის დროს საკ­ნებ­ში უჩ­ვე­უ­ლო სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარში მონაწილე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარში მონაწილე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღინისძიებების გატარების მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმართა უფლებების უგულვებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით ყოველთვის გამოირჩეოდა. "სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ. არაერთი რეკომენდაცია, რომელიც შესაძლო ანგარიშსწორებისგან პატიმართა დაცვის მიზნით მათ სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეხებოდა, დეპარტამენტის მიერ არ სრულდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული რეაგირება წინ გადადგმული ნაბიჯია და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, გატარდეს სათანადო ღონისძიებები ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ამავდროულად, ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოუწოდებს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ ზემდგომ თანამდებობაზე მყოფ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის #8-ე დაწესებულებაში მუშაობდა და დღესაც მუშაობს.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც თავად ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასაც უნდა იწვევდეს. ის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ ჩვენს ანგარიშებში, როგორც პატიმართა უფლებადამრღვევები, კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა შინაარსს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები გლდანის #8-ე საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ესაუბრებიან, თუმცა, ამ შემთხვევაშიც პატიმრები ფაქტების გასაჯაროებისგან თავის შეკავებას ითხოვენ. პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის წერილობითი დადასტურებისგან თავს იკავებენ, თუმცა დაწვრილებით ყვებიან მათ ან სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ყველაზე ხშირად სახელდებოდა ვინმე "ანგო", "ხონსკი" და ბექა მჟავანაძე. ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის დროს ყვებოდნენ ქერა, ცისფერთვალება თანამშრომელზე, ვინმე ოლეგზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლდანის #8 საპყრობილეში ვიზიტის დროს კომიტეტს პრაქტიკულად არ მიუღია განცხადებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, სხვა დაწესებულებებში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათ გლდანის საპყრობილეში ყოფნისას არასათანადოდ ექცეოდნენ თანამშრომლები, განსაკუთრებით კი "კარცერსა" და საშხაპეებში, ასევე, დაწესებულებაში მიღების დროს.

როგორც პატიმრები ამტკიცებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა (კეტით, მუშტით, წიხლით ცემა) ისეთ დარღვევებს მოჰყვებოდა, როგორიცაა საკნის კარზე დაკაკუნება, ერთმანეთში ხმამაღალი ლაპარაკი ან სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან გამოლაპარაკება. სახალხო დამცველის ცნობით, დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეში ვიზიტის დროს საკნებში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ