სატელევიზიო კონკურს "ემის" 2012 წლის დაჯილდოებამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა. ნომინირებულ სერიალთა შორის ლიდერობენ "შეშლილები", რომელიც 60-იანი წლების სარეკლამო აგენტებზე მოგვითხრობს და საშინელებათა ჟანრის სერიალი "ამერიკული horror-ისტორია". ნომინირებულთა შორის არის ასევე ვესტერნი "ჰეტფილდი & მაკკოი" და ვიქტორიანული დრამა "დაუნტონის სააბატო".
მხოლოდ სამი ნომინაციით დაკმაყოფილდა პოპულარული ფენტეზის ჟანრის სერიალი "სამეფო კარის თამაში".
ცალკეულ ნომინაციებში წარდგენილნი არიან ამერიკული კინოს ვარსკვლავები ალექ ბოლდუინი "სტუდია 30"-ში, ქევინ ქოსთნერი "ჰეტფილდსა და მაკკოიში" და ვუდი ჰარელსონი, რომელმაც ისტორიულ მინისერიალში "თამაშის ცვლილებები" ამერიკელი სენატორი ჯონ მაქქეინი განასახიერა.
გამარჯვებულთა ვინაობა კვირას, 23 სექტემბერს გამოვლინდება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალს მსახიობები ჯიმი ქიმელი და კერი ვაშინგტონი გაუძღვებიან.
მომზადებულია imdb.com-ის მიხედვით.