პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა მახარაძე: "დიახ, ვარ საძაგელი გომბიო!"
თინა მახარაძე: "დიახ, ვარ საძაგელი გომბიო!"

ფსი­ქოს სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი თინა მა­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტე­ლე­სე­რი­ა­ლი­დან ("გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან") გა­იც­ნო, სა­დაც ის თა­მუ­ნას როლს თა­მა­შობ­და.

- ორი დღის წინ დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­ექ­ტებ­ზე ვი­მუ­შა­ვე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში - ლონ­დონ­ში, შე­ფილდში, ტა­ლინ­სა და ა.შ. მალე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მივ­დი­ვარ.

- სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" აღარ თა­მა­შობ. რო­გორ შე­ა­ფა­სებ გა­ნახ­ლე­ბულ სე­რი­ალს?

- გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, არ მი­ნა­ხავს. მხო­ლოდ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს", "რა? სად? რო­დის?" და "კა­ცე­ბის შოუს" ვუ­ყუ­რებ. ეს გა­და­ცე­მე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ "გო­გო­ნას გა­რე­უბ­ნი­დან", სხვე­ბის­გან მსმე­ნია, რომ არ მოს­წონთ.

- რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს თუ გამ­სგავ­სე­ბენ?

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჩემს ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად მი­უ­წე­რი­ათ, კრის­ტენ სტი­უ­არტს ჰგავ­ხა­რო. ხოლო რო­დე­საც მა­კი­აჟს ვი­კე­თებ, მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის მამ­სგავ­სე­ბენ და მის კი­ნოგ­მირს, "მა­ლე­ნას" მე­ძა­ხი­ან. რა თქმა უნდა, მე ასე არ ვფიქ­რობ.

- სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შენი ნამ­დვი­ლი გა­რეგ­ნო­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის უც­ნო­ბი იყო. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნამ­დვი­ლი სა­ხით წარ­მო­უ­დე­ქი, რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ?

- ოოო, ნუ გა­მახ­სე­ნებთ... ყვე­ლა­ზე ცუდ კომ­პლი­მენტს გე­ტყვით, რო­მე­ლიც უთ­ქვამთ: უი, ცხოვ­რე­ბა­ში უფრო ლა­მა­ზი ყო­ფილ­ხარ, ვიდ­რე სე­რი­ალ­ში ხარო. იმე­დი მაქვს, ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლა უკე­თე­სი ვარ. ასე­თი რა­მეც უთ­ქვამთ, შენ ის არ ხარ, "დამ­ბუ­ლი" (და არა დაბ­მუ­ლი) კბი­ლე­ბი რომ გაქ­ვსო (იცი­ნის)...

- წარ­მო­იდ­გი­ნე, გი­ბა­რებს პრე­ზი­დენ­ტი და გნიშ­ნავს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- აუფ, წარ­მო­ვიდ­გი­ნე და რა მა­გა­რი იქ­ნე­ბო­და (იცი­ნის)! იცი, პირ­ველ რიგ­ში, რას გა­ვა­კე­თებ­დი? რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ კი­ნო­რე­ჟი­სორს და­ვა­პა­ტიმ­რებ­დი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას მი­ვუს­ჯი­დი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­რა­ლუ­რად და­ზი­ა­ნე­ბის გამო. აგ­რეთ­ვე სპე­ცი­ა­ლურ ლი­ცენ­ზი­ას შე­მო­ვი­ღებ­დი და უნი­ჭო, გა­უ­ნათ­ლე­ბელ რე­ჟი­სო­რებ­სა და მსა­ხი­ო­ბებს არ მივ­ცემ­დი თე­ატრსა და კი­ნო­ში თა­მა­შის უფ­ლე­ბას.

- რო­მელ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ფილმზე ფიქ­რობთ, რომ უნი­ჭოდ არის გა­და­ღე­ბუ­ლი?

- "მა­მა­ჩე­მის გელფ­რენ­დი" ფილ­მია? უნი­ჭო მსა­ხი­ობს ტექ­სტის და­ზე­პი­რე­ბა არ შვე­ლის. რო­დე­საც უნი­ჭო ხარ, ხელ-ფეხ­საც კი უნი­ჭოდ ამოძ­რა­ვებ, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მი­მი­კა­ზე.

- სე­რე­ნა­და თუ უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- წლე­ბის წინ, მე-7 კლას­ში რომ ვი­ყა­ვი, მიმ­ღე­რეს. იმ­ხა­ნად სე­რე­ნა­და "მო­სუ­ლი პონ­ტი" იყო, მაგ­რამ ახლა რომ ვინ­მემ სე­რე­ნა­და მიმ­ღე­როს, ვი­ტი­რებ, ღმერ­თო, რა და­ვა­შა­ვე-მეთ­ქი.

- მა­მა­კაც­მა რო­გორ უნდა გა­მო­ხა­ტოს სიყ­ვა­რუ­ლი?

- რო­გორც ჩემი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი გა­მო­ხა­ტავს - ვჩხუ­ბობთ, ვყვი­რით, მერე ვრიგ­დე­ბით, ერ­თად ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს, ვკი­თხუ­ლობთ წიგ­ნებს, მერე ისევ ვჩხუ­ბობთ­, თუ რო­მე­ლი ფილ­მი სჯობს, რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია უკე­თე­სი... მერე კვლავ ვრიგ­დე­ბით და ერ­თად და­ვე­ხე­ტე­ბით მშრალ ხიდ­ზე, ნავ­თლუღ­ში... ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე ვარ და არა ისე­თის - ქა­ლე­ბი მა­მა­კაცს სა­ჩუქ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით რომ ირ­ჩე­ვენ. ასეთ ქა­ლებს გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევ და მათ­თან არ ვურ­თი­ერ­თობ.

- რო­მე­ლი მწერ­ლის რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გმირ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ას­ტრიდ ლინდგრე­ნის ყვე­ლა გმირ­თან, ნა­ბო­კო­ვის ჰუმ­ბერტთან, აგ­რეთ­ვე, რე­მარ­კის რა­ვიკ­თან.

- ასი დღით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი რომ გახ­დე, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- იმ­დენ რა­მეს, სა­ი­დან და­ვი­წყო, არც კი ვიცი. პირ­ველ რიგ­ში, ფა­ნა­ტი­კო­სებ­სა და აგ­რე­სო­რებს და­ვა­პა­ტიმ­რებ­დი, რად­გან რო­დე­საც ასე­თი ხალ­ხი შემ­ცირ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე უკეთ იქ­ნე­ბა. თავს არ დავ­ზო­გავ­დი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბი­სათ­ვის და აუ­ცი­ლებ­ლად ლე­გა­ლურს გავ­ხდი­დი მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბას. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, რად­გან გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რი მაქვს (იცი­ნის).

- მა­რი­ხუ­ა­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას რა­ტომ და­უშ­ვებ­დი?

- იმი­ტომ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა შემ­ცირ­დე­ბა და "პლანს" ბოთ­ლით აღარ მო­წე­ვენ. ასე­თი რამ ხომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. მა­რი­ხუ­ა­ნის გა­ბო­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბო­ლე­ბას რომ ნიშ­ნავს, ეს არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა. ამი­ტომ, რო­დე­საც მა­რი­ხუ­ა­ნის მო­წე­ვა იქ­ნე­ბა ლე­გა­ლუ­რი, კვი­რა­ში ერთ დღეს შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, გა­ა­ბო­ლე­ბენ ისე, რო­გორც ეწე­ვი­ან სი­გა­რეტს, სვა­მენ ღვი­ნოს... ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ და­ი­წყე­ბენ ჩემ­ზე მით­ქმა-მოთ­ქმას, რომ ამ­პარ­ტა­ვა­ნი ვარ, გომ­ბიო, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი... დიახ, ვარ სა­ძა­გე­ლი გომ­ბიო (იცი­ნის).

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- ან­ტის­ტრე­სულ პოს­ტერს, რო­მე­ლიც მე გა­ვა­კე­თე.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - სუ­ლით რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რია. ყო­ველ­თვის სი­ახ­ლეს ეძებს. არ უყ­ვარს ხალ­ხმრავ­ლო­ბა, არის საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლი და კრი­ტი­კუ­ლი.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

თინა მახარაძე: "დიახ, ვარ საძაგელი გომბიო!"

თინა მახარაძე: "დიახ, ვარ საძაგელი გომბიო!"

ფსიქოს სტუმარია მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც საზოგადოებამ ტელესერიალიდან ("გოგონა გარეუბნიდან") გაიცნო, სადაც ის თამუნას როლს თამაშობდა.

- ორი დღის წინ დავბრუნდი თბილისში. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე ვიმუშავე ევროპის სხვადასხვა ქალაქში - ლონდონში, შეფილდში, ტალინსა და ა.შ. მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივდივარ.

- სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" აღარ თამაშობ. როგორ შეაფასებ განახლებულ სერიალს?

- გულწრფელად გეუბნებით, არ მინახავს. მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალებს", "რა? სად? როდის?" და "კაცების შოუს" ვუყურებ. ეს გადაცემები ყველაზე მეტად მომწონს. რაც შეეხება ახალ "გოგონას გარეუბნიდან", სხვებისგან მსმენია, რომ არ მოსწონთ.

- რომელიმე ცნობილ ადამიანს თუ გამსგავსებენ?

- სოციალურ ქსელში, ჩემს ფოტოებზე ხშირად მიუწერიათ, კრისტენ სტიუარტს ჰგავხარო. ხოლო როდესაც მაკიაჟს ვიკეთებ, მონიკა ბელუჩის მამსგავსებენ და მის კინოგმირს, "მალენას" მეძახიან. რა თქმა უნდა, მე ასე არ ვფიქრობ.

- სერიალის სცენარიდან გამომდინარე, შენი ნამდვილი გარეგნობა მაყურებლისთვის უცნობი იყო. როდესაც საზოგადოებას ნამდვილი სახით წარმოუდექი, რას გეუბნებოდნენ?

- ოოო, ნუ გამახსენებთ... ყველაზე ცუდ კომპლიმენტს გეტყვით, რომელიც უთქვამთ: უი, ცხოვრებაში უფრო ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე სერიალში ხარო. იმედი მაქვს, ცხოვრებაში მართლა უკეთესი ვარ. ასეთი რამეც უთქვამთ, შენ ის არ ხარ, "დამბული" (და არა დაბმული) კბილები რომ გაქვსო (იცინის)...

- წარმოიდგინე, გიბარებს პრეზიდენტი და გნიშნავს კულტურის მინისტრად, რას გააკეთებდი?

- აუფ, წარმოვიდგინე და რა მაგარი იქნებოდა (იცინის)! იცი, პირველ რიგში, რას გავაკეთებდი? რამდენიმე ქართველ კინორეჟისორს დავაპატიმრებდი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას მივუსჯიდი ადამიანების მორალურად დაზიანების გამო. აგრეთვე სპეციალურ ლიცენზიას შემოვიღებდი და უნიჭო, გაუნათლებელ რეჟისორებსა და მსახიობებს არ მივცემდი თეატრსა და კინოში თამაშის უფლებას.

- რომელ თანამედროვე ქართულ ფილმზე ფიქრობთ, რომ უნიჭოდ არის გადაღებული?

- "მამაჩემის გელფრენდი" ფილმია? უნიჭო მსახიობს ტექსტის დაზეპირება არ შველის. როდესაც უნიჭო ხარ, ხელ-ფეხსაც კი უნიჭოდ ამოძრავებ, რომ არაფერი ვთქვათ მიმიკაზე.

- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?

- წლების წინ, მე-7 კლასში რომ ვიყავი, მიმღერეს. იმხანად სერენადა "მოსული პონტი" იყო, მაგრამ ახლა რომ ვინმემ სერენადა მიმღეროს, ვიტირებ, ღმერთო, რა დავაშავე-მეთქი.

- მამაკაცმა როგორ უნდა გამოხატოს სიყვარული?

- როგორც ჩემი საყვარელი მამაკაცი გამოხატავს - ვჩხუბობთ, ვყვირით, მერე ვრიგდებით, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ვკითხულობთ წიგნებს, მერე ისევ ვჩხუბობთ­, თუ რომელი ფილმი სჯობს, რომელი ნაწარმოებია უკეთესი... მერე კვლავ ვრიგდებით და ერთად დავეხეტებით მშრალ ხიდზე, ნავთლუღში... ასეთი ურთიერთობის მომხრე ვარ და არა ისეთის - ქალები მამაკაცს საჩუქრის ღირებულების მიხედვით რომ ირჩევენ. ასეთ ქალებს განუვითარებლებად მივიჩნევ და მათთან არ ვურთიერთობ.

- რომელი მწერლის რომელი ნაწარმოების გმირთან იმეგობრებდი?

- ასტრიდ ლინდგრენის ყველა გმირთან, ნაბოკოვის ჰუმბერტთან, აგრეთვე, რემარკის რავიკთან.

- ასი დღით საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდე, რას გააკეთებდი?

- იმდენ რამეს, საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. პირველ რიგში, ფანატიკოსებსა და აგრესორებს დავაპატიმრებდი, რადგან როდესაც ასეთი ხალხი შემცირდება, საქართველოს საქმე უკეთ იქნება. თავს არ დავზოგავდი ნებისმიერ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებისათვის და აუცილებლად ლეგალურს გავხდიდი მარიხუანის მოხმარებას. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს (იცინის).

- მარიხუანის ლეგალიზაციას რატომ დაუშვებდი?

- იმიტომ, რომ ნარკოტიკების მოხმარება შემცირდება და "პლანს" ბოთლით აღარ მოწევენ. ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში ხდება. მარიხუანის გაბოლება საქართველოში დაბოლებას რომ ნიშნავს, ეს არის ჩვენი პრობლემა. ამიტომ, როდესაც მარიხუანის მოწევა იქნება ლეგალური, კვირაში ერთ დღეს შეიკრიბებიან, გააბოლებენ ისე, როგორც ეწევიან სიგარეტს, სვამენ ღვინოს... ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყებენ ჩემზე მითქმა-მოთქმას, რომ ამპარტავანი ვარ, გომბიო, გაუნათლებელი... დიახ, ვარ საძაგელი გომბიო (იცინის).

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- ანტისტრესულ პოსტერს, რომელიც მე გავაკეთე.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - სულით რევოლუციონერია. ყოველთვის სიახლეს ეძებს. არ უყვარს ხალხმრავლობა, არის საკმაოდ პრეტენზიული და კრიტიკული.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება