საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო, რომელიც ”ბოევიკებმა” იციან
საიდუმლო, რომელიც ”ბოევიკებმა” იციან

ლა­ფან­ყუ­რის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ზე­თი "ვერ­სია" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა "იბე­რი­ის" ლი­დერს, ვაჟა წიკ­ლა­ურს ესა­უბ­რე­ბა:

- ჩეჩ­ნებ­მა და ქის­ტებ­მა ალა­ჰი და­ი­ფი­ცეს, რომ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სა­ა­კაშ­ვილს. ამ კაც­მა ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყო ლა­ფან­ყურ­ში, მაგ­რამ შე­დე­გი მალე თვი­თონ­ვე მო­უტ­რი­ალ­დე­ბა, არ შერ­ჩე­ბა არც უდა­ნა­შა­უ­ლო ქარ­თვე­ლი და არც ჩე­ჩე­ნი ბი­ჭე­ბის სის­ხლი.

- რა­ი­მე ახა­ლი დე­ტა­ლი ხომ არ არის ცნო­ბი­ლი?

- და­ღუ­პუ­ლი "ტე­რო­რის­ტე­ბი­დან" რამ­დე­ნი­მე კაცი ამათ ორი წლის წინ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ევ­რო­პი­დან, სა­დაც თავს აფა­რებ­დნენ. აქ სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბად და­ნიშ­ნეს და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­უქ­მნეს. შემ­დეგ, არ­ჩევ­ნე­ბის წინ ამ ვაჟ­ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს თავ­ში მო­უ­ვი­და გე­ნი­ა­ლუ­რი იდეა: რა­ი­მე სა­ხის სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­დე­ბა. ადრე გი­თხა­რით, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, პრო­ვო­კა­ცია სა­მა­ჩაბ­ლოს სა­ზღვრებ­თან იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რეს. იქ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლია და ამ კურ­დღლებს ად­გილ­ზე­ვე და­ა­დუ­ღებ­დნენ რუ­სე­ბი, ამი­ტომ გა­ი­თა­მა­შეს ლა­ფან­ყუ­რის ვა­რი­ან­ტი, სა­დაც ვი­თომ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის გა­მო­სახ­სნე­ლად სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ჩა­ხო­ცეს ხალ­ხი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, იქ არა­ვი­ნაც არ გა­უ­ტა­ცი­ათ.

ოპე­რა­ცია სულ სხვა­ნა­ი­რად ჩა­ტარ­და: ამათ და­ი­ბა­რეს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ჩეჩ­ნე­ბი და პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სთხო­ვეს ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რათა სა­მო­მავ­ლოდ, სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთ­თან კო­ორ­დი­ნა­ცია ჰქო­ნო­დათ. ჩეჩ­ნებ­მა და ქის­ტებ­მა ეს საქ­მე ორ თვე­ში მო­აგ­ვა­რეს, და­ღეს­ტან­ში გა­და­ვიდ­ნენ. სა­ჭი­რო ხალ­ხი ნა­ხეს და შეხ­ვედ­რის დრო და ად­გი­ლიც დათ­ქვეს. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი სპე­ცჯ­გუ­ფი, კუ­რი­ერ ქის­ტებ­თან და ჩეჩ­ნებ­თან ერ­თად გა­ვი­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, სა­დაც უკვე და­მა­ლუ­ლი იყო კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი. ამის შემ­დეგ სცე­ნა­რი ისე წა­რი­მარ­თა, ნე­ბის­მი­ერ ჰო­ლი­ვუ­დელ რე­ჟი­სორს შე­შურ­დე­ბო­და, როცა ჩვე­ნე­ბი ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ, იმ მხრი­დან, სა­ი­და­ნაც უკვე მო­მა­ვა­ლი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, გა­ვარ­და სამი სნა­ი­პე­რის ტყვია და სამი ქარ­თვე­ლი სპეც­რაზ­მე­ლი მი­წა­ზე და­ვარ­და. ჩეჩ­ნებ­მა და ქის­ტებ­მა სწრა­ფად გა­ი­გეს რაც მოხ­და. მათ და­ი­ნა­ხეს, რომ ტყვია არ უს­ვრი­ათ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებს. სნა­ი­პე­რე­ბი სრუ­ლი­ად სხვა ად­გილ­ზე იყ­ვნენ და მიხ­ვდნენ, რომ ის­რო­და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი, რათა გა­მო­ეწ­ვია შე­ტე­ვის იმი­ტა­ცია. ეს რომ გა­ი­ზი­ა­რეს, იმა­საც მიხ­ვდნენ, რომ თვი­თო­ნაც გან­წი­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ქარ­თვე­ლებ­მა თუკი თა­ვი­სი­ა­ნე­ბი არ და­ინ­დეს, მათ ვინ­ღა და­ინ­დობ­და? ამი­ტომ გაქ­ცე­ვა არ­ჩი­ეს და სწო­რედ ეს გაქ­ცე­უ­ლი, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მი­მა­ვა­ლი უია­რა­ღო ხალ­ხი ამო­ხო­ცა ჩა­საფ­რე­ბულ­მა ჯგუფ­მა, რათა იმ სი­ბინ­ძუ­რის მოწ­მე­ე­ბი მო­ე­შო­რე­ბი­ნათ თა­ვი­დან, რაც შემ­დეგ მოხ­და: მოწ­მე­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ, შე­სახ­ვედ­რად მი­მა­ვალ სტუმ­რებ­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში. მოკ­ლედ, ეს იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბინ­ძუ­რად დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ანუ მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის, არა­ვის სჯე­რა. ან რა და­სა­ჯე­რე­ბე­ლია. როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნე­ბენ სა­წყო­ბი­დან ახ­ლად­გად­მო­ტა­ნილ, ჯერ კი­დევ ზეთ­შე­უმშრალ არ­სე­ნალს, რო­მე­ლიც ვი­თომ მოკ­ლულ "ტე­რო­რის­ტებს" აარ­თვეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მისი ტა­რე­ბა ტყე­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს.

- თქვენ თქვით, რომ პირ­ვე­ლად ის­რო­ლეს სნა­ი­პე­რებ­მა. მათ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ნიშ­ნე ჰქონ­დათ, თუ სულ ერთი იყო ვის მოკ­ლავ­დნენ?

- აი, ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვა. მოკ­ლუ­ლია სამი კაცი: ჩო­ხე­ლი, წიკ­ლა­უ­რი და ხვე­დე­ლი­ძე. პირ­ვე­ლი ორი აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტავ­და თა­ვის სიმ­პა­თი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ. ამას არ მა­ლავ­დნენ და ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ კი­დეც. ანუ არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ ნა­ცე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ხვე­დე­ლი­ძეს, მა­საც რა­ღაც პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო ჰქონ­და პრობ­ლე­მა. მოკ­ლედ, სნა­ი­პე­რებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, ვინ იყო სა­მიზ­ნე, ამით არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბიც გა­დი­ოდ­ნენ საქ­მი­დან და თა­ვის­თა­ვად, პრო­ვო­კა­ცი­ის და­წყე­ბაც მათი სიკ­ვდი­ლის ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, დღეს რომ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი იბ­რა­ლე­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­ცი­ელს ამარ­თლე­ბენ, რა­ტომ არ კი­თხუ­ლობ­დნენ, რა­ტომ უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო სამ­ხედ­რო ექი­მი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს?

ექი­მი იმ­ყო­ფე­ბო­და ყვე­ლა­ზე უსარ­თხო ად­გილ­ზე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში შე­ტა­კე­ბის და­წყე­ბის წინ და თუ იღუ­პე­ბა, ეს ყო­ველ­თვის ბო­ლოს ხდე­ბა, როცა მთე­ლი მისი ჯგუ­ფი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. აქ კი მოკ­ლუ­ლია სამი კაცი და ამ სამ კაც­ში ერთი ექი­მია. მოკ­ლედ, ეს დე­ტა­ლე­ბი ბევ­რის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნა ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში.

- თუკი სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­სა­დე­ბად ჩა­ი­დი­ნა, ან აშ­კა­რად შეც­და, რად­გან ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ­თა მხრი­დან სი­ჩუ­მეა და არა­ვინ არ გვებ­რძვის, ანდა აწი უნდა ვე­ლო­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს?

- ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამი­ტო­მაც ისი­ნი არა­ფერ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ქარ­თველ ხალ­ხს. არა­და, სა­ა­კაშ­ვილს სურ­და, ჩეჩ­ნებს თბი­ლის­ში ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია და­ე­წყოთ, სწო­რად ვერ გათ­ვა­ლა. ჩეჩ­ნებ­მა და ქის­ტებ­მა ალა­ჰი და­ი­ფი­ცეს სა­ა­კაშ­ვი­ლის და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, ამი­ტომ ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია დღეს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, სა­დაც ჩა­დის, ყველ­გან პა­ტა­რა ბავ­შვებს შე­მო­იხ­ვევს ხოლ­მე. იქ­ნებ ჩეჩ­ნებ­მა ბავ­შვე­ბი მა­ინც და­ინ­დონ და აღა­რა­ფე­რი მო­მი­წყო­ნო. ბავ­შვე­ბის ხათ­რით, შე­იძ­ლე­ბა არა­ვინ მი­ე­კა­როს, მაგ­რამ ერთ დღეს ყელ­ში რომ ამო­უ­ვი­დეს ვინ­მეს და აღარც ბავ­შვი და­ზო­გოს, მერე რაღა ვქნათ?

ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას. თქვენ ქა­ლაქ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ჩა­მო­დის და ბავ­შვებს მი­ა­გე­ბებთ ძა­ლად­და­ზე­პი­რე­ბუ­ლი "მიშა, მი­შას!" ძა­ხი­ლით, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი მა­ინც და­ინ­დეთ.

და­ვით დე­ვი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საიდუმლო, რომელიც ”ბოევიკებმა” იციან

საიდუმლო, რომელიც ”ბოევიკებმა” იციან

ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთი ”ვერსია” წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ლიდერს, ვაჟა წიკლაურს ესაუბრება:

- ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ სააკაშვილს. ამ კაცმა ძალიან ბინძური პროვოკაცია მოაწყო ლაფანყურში, მაგრამ შედეგი მალე თვითონვე მოუტრიალდება, არ შერჩება არც უდანაშაულო ქართველი და არც ჩეჩენი ბიჭების სისხლი.

- რაიმე ახალი დეტალი ხომ არ არის ცნობილი?

- დაღუპული "ტერორისტებიდან" რამდენიმე კაცი ამათ ორი წლის წინ ჩამოიყვანეს ევროპიდან, სადაც თავს აფარებდნენ. აქ სამხედრო ინსტრუქტორებად დანიშნეს და ცხოვრების ყველანაირი პირობა შეუქმნეს. შემდეგ, არჩევნების წინ ამ ვაჟბატონ სააკაშვილს თავში მოუვიდა გენიალური იდეა: რაიმე სახის სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და არჩევნების გაურკვეველი დროით გადადება. ადრე გითხარით, რომ თავდაპირველად, პროვოკაცია სამაჩაბლოს საზღვრებთან იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. იქ რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილია და ამ კურდღლებს ადგილზევე დაადუღებდნენ რუსები, ამიტომ გაითამაშეს ლაფანყურის ვარიანტი, სადაც ვითომ გატაცებული ბიჭების გამოსახსნელად სპეცოპერაციაში ჩახოცეს ხალხი. სინამდვილეში, იქ არავინაც არ გაუტაციათ.

ოპერაცია სულ სხვანაირად ჩატარდა: ამათ დაიბარეს ჩამოყვანილი ჩეჩნები და პანკისელი ქისტები, რომლებსაც სთხოვეს ჩრდილოკავკასიელ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებთან დაკავშირება, რათა სამომავლოდ, საჭირო შემთხვევაში ერთმანეთთან კოორდინაცია ჰქონოდათ. ჩეჩნებმა და ქისტებმა ეს საქმე ორ თვეში მოაგვარეს, დაღესტანში გადავიდნენ. საჭირო ხალხი ნახეს და შეხვედრის დრო და ადგილიც დათქვეს. ამის შემდეგ ჩვენი სპეცჯგუფი, კურიერ ქისტებთან და ჩეჩნებთან ერთად გავიდა დანიშნულების ადგილზე, სადაც უკვე დამალული იყო კიდევ ერთი ქართული ჯგუფი. ამის შემდეგ სცენარი ისე წარიმართა, ნებისმიერ ჰოლივუდელ რეჟისორს შეშურდებოდა, როცა ჩვენები ადგილზე მივიდნენ, იმ მხრიდან, საიდანაც უკვე მომავალი ჩრდილოკავკასიელები გამოჩნდნენ, გავარდა სამი სნაიპერის ტყვია და სამი ქართველი სპეცრაზმელი მიწაზე დავარდა. ჩეჩნებმა და ქისტებმა სწრაფად გაიგეს რაც მოხდა. მათ დაინახეს, რომ ტყვია არ უსვრიათ ჩრდილოკავკასიელებს. სნაიპერები სრულიად სხვა ადგილზე იყვნენ და მიხვდნენ, რომ ისროდა ჩასაფრებული ქართული ჯგუფი, რათა გამოეწვია შეტევის იმიტაცია. ეს რომ გაიზიარეს, იმასაც მიხვდნენ, რომ თვითონაც განწირულები იყვნენ. ქართველებმა თუკი თავისიანები არ დაინდეს, მათ ვინღა დაინდობდა? ამიტომ გაქცევა არჩიეს და სწორედ ეს გაქცეული, მოლაპარაკებაზე მიმავალი უიარაღო ხალხი ამოხოცა ჩასაფრებულმა ჯგუფმა, რათა იმ სიბინძურის მოწმეები მოეშორებინათ თავიდან, რაც შემდეგ მოხდა: მოწმეების ლიკვიდაციის შემდეგ, შესახვედრად მიმავალ სტუმრებზე მიიტანეს იერიში. მოკლედ, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბინძურად დადგმული პროვოკაცია, რომლის ოფიციალური ანუ მთავრობის მიერ გავრცელებული ვერსიის, არავის სჯერა. ან რა დასაჯერებელია. როცა ტელევიზიით აჩვენებენ საწყობიდან ახლადგადმოტანილ, ჯერ კიდევ ზეთშეუმშრალ არსენალს, რომელიც ვითომ მოკლულ "ტერორისტებს" აართვეს. წარმოუდგენელია, მისი ტარება ტყეში გადაადგილების დროს.

- თქვენ თქვით, რომ პირველად ისროლეს სნაიპერებმა. მათ კონკრეტული სანიშნე ჰქონდათ, თუ სულ ერთი იყო ვის მოკლავდნენ?

- აი, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. მოკლულია სამი კაცი: ჩოხელი, წიკლაური და ხვედელიძე. პირველი ორი აშკარად გამოხატავდა თავის სიმპათიას ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამას არ მალავდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ კიდეც. ანუ არასასურველი პირები იყვნენ ნაცებისთვის. რაც შეეხება ხვედელიძეს, მასაც რაღაც პირადი ურთიერთობის გამო ჰქონდა პრობლემა. მოკლედ, სნაიპერებმა კარგად იცოდნენ, ვინ იყო სამიზნე, ამით არასასურველი პირებიც გადიოდნენ საქმიდან და თავისთავად, პროვოკაციის დაწყებაც მათი სიკვდილის ტერორისტებისთვის გადაბრალებით იყო შესაძლებელი. ძალიან მაინტერესებს, დღეს რომ სამხედრო ექსპერტები იბრალებენ და ხელისუფლების საქციელს ამართლებენ, რატომ არ კითხულობდნენ, რატომ უნდა დაღუპულიყო სამხედრო ექიმი სპეცოპერაციის დროს?

ექიმი იმყოფებოდა ყველაზე უსართხო ადგილზე, ყოველ შემთხვევაში შეტაკების დაწყების წინ და თუ იღუპება, ეს ყოველთვის ბოლოს ხდება, როცა მთელი მისი ჯგუფი ლიკვიდირებულია. აქ კი მოკლულია სამი კაცი და ამ სამ კაცში ერთი ექიმია. მოკლედ, ეს დეტალები ბევრისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ სააკაშვილმა რაღაც საშინელება ჩაიდინა ლოპოტას ხეობაში.

- თუკი სააკაშვილმა ეს არჩევნების გადასადებად ჩაიდინა, ან აშკარად შეცდა, რადგან ჩრდილოკავკასიელთა მხრიდან სიჩუმეა და არავინ არ გვებრძვის, ანდა აწი უნდა ველოდეთ ამ ყველაფერს?

- ჩრდილოკავკასიელებმა ძალიან კარგად იციან, რა მოხდა სინამდვილეში, ამიტომაც ისინი არაფერში ადანაშაულებენ ქართველ ხალხს. არადა, სააკაშვილს სურდა, ჩეჩნებს თბილისში ტერაქტების სერია დაეწყოთ, სწორად ვერ გათვალა. ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს სააკაშვილის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან შეშფოთებულია დღეს ჩვენი პრეზიდენტი, სადაც ჩადის, ყველგან პატარა ბავშვებს შემოიხვევს ხოლმე. იქნებ ჩეჩნებმა ბავშვები მაინც დაინდონ და აღარაფერი მომიწყონო. ბავშვების ხათრით, შეიძლება არავინ მიეკაროს, მაგრამ ერთ დღეს ყელში რომ ამოუვიდეს ვინმეს და აღარც ბავშვი დაზოგოს, მერე რაღა ვქნათ?

ამიტომ მოვუწოდებ ყველას. თქვენ ქალაქში სააკაშვილი რომ ჩამოდის და ბავშვებს მიაგებებთ ძალადდაზეპირებული "მიშა, მიშას!" ძახილით, საკუთარი შვილები მაინც დაინდეთ.

დავით დევიძე

გაზეთი "ვერსია"

(შემოკლებული ვერსია)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა