პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცდომები წინასაარჩევნო სტრატეგიაში
შეცდომები წინასაარჩევნო სტრატეგიაში

"ამ პროგ­რა­მა­ში ვე­რა­ფერს აღ­მო­ა­ჩენთ სა­ო­ცარს და ისეთს, რაც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან ნამ­დვილ თუ ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ას აქამ­დე არ უთ­ქვამს. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტია ის, რომ ჩვენ გვაქვს რე­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც პროგ­რა­მა­ში გვაქვს მი­თი­თე­ბუ­ლი," - გა­ნა­ცხა­და წინა კვი­რას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მოკ­ლედ, გან­სხვა­ვე­ბულს ვე­რა­ფერს გთა­ვა­ზობთ, უბ­რა­ლოდ, უნდა გვენ­დოთ, რომ ჩვენ შე­გის­რუ­ლებთ, რა­საც გპირ­დე­ბით, სხვე­ბი კი - არაო.

რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვაკ­რი­ტი­კებ, ამას იმი­ტომ კი არ ვა­კე­თებ, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა არ გა­მი­ხარ­დე­ბა, არა­მედ იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, ასე გა­მარ­ჯვე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. ლა­მის ექ­ვსი თვე წერ­და მის მიერ შეკ­რე­ბი­ლი გუნ­დი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მას და დღეს ამ­ბობს, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულს ვე­რა­ფერს გთა­ვა­ზობთ, უბ­რა­ლოდ, უნდა მენ­დო­თო. და რა­ტომ ვერ გვთა­ვა­ზობთ? რამ შე­გი­შა­ლათ ხელი? განა მხო­ლოდ იმის იმე­დად ყოფ­ნა, რომ ამომ­რჩე­ველს სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მოს­წონს, მას აღარ ენ­დო­ბა და დაგ­ვი­ჭერს მხარ­სო, შე­იძ­ლე­ბა? ასე­თი, ვინც მზა­დაა, ყვე­ლას და­უ­ჭი­როს მხა­რი, ოღონდ არა - სა­ა­კაშ­ვილს, ამომ­რჩე­ველ­თა მცი­რე ნა­წი­ლია. ამომ­რჩევ­ლის დიდი ნა­წი­ლი მი­შა­ზე უკე­თესს ელო­დე­ბა, ელო­დე­ბა იმას, ვინც მას ცხოვ­რე­ბას გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი მათ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იმა­საც კი ვერ ეუბ­ნე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მათი მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა პენ­სია. ამ­ბო­ბენ, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე მეტი იქ­ნე­ბაო. კი მაგ­რამ, იმის­თვის, რომ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი დათ­ვა­ლოთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლაა სა­ჭი­რო? რის­თვის გყავთ ამ­დე­ნი ექ­სპერ­ტი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, და­ათ­ვლე­ვი­ნეთ და მი­თხა­რით კონ­კრე­ტუ­ლად, რომ პენ­სი­ო­ნერ­მა იცო­დეს, თქვე­ნი მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ცხოვ­რე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფერს გპირ­დე­ბით, რად­გან არ ვიცი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ მო­ვალ, ბი­უ­ჯე­ტი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხვდე­ბა, ხა­ზი­ნა შე­იძ­ლე­ბა ცა­რი­ე­ლი და­ტო­ვო­ნო. კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ვინ გთხოვთ, პენ­სი­ო­ნე­რებს დაჰ­პირ­დით, რომ პენ­სია ჩემი მოს­ვლის მე­ო­რე დღეს­ვე 200 ლარი გახ­დე­ბაო, დაჰ­პირ­დით, ჩემი მოს­ვლი­დან ერთ წე­ლი­წად­ში გახ­დე­ბა ამ­დე­ნი და ამ­დე­ნი-თქო. ის ერთი წელი ბი­უ­ჯე­ტი ხომ თქვენს ხელთ იქ­ნე­ბა?

იხი­ლეთ ვრცლად

შეცდომები წინასაარჩევნო სტრატეგიაში

შეცდომები წინასაარჩევნო სტრატეგიაში

"ამ პროგრამაში ვერაფერს აღმოაჩენთ საოცარს და ისეთს, რაც ჩვენს ხელისუფლებას ან ნამდვილ თუ ფსევდოოპოზიციას აქამდე არ უთქვამს. მთავარი აქცენტია ის, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ვალდებულება და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც პროგრამაში გვაქვს მითითებული," - განაცხადა წინა კვირას ბიძინა ივანიშვილმა. მოკლედ, განსხვავებულს ვერაფერს გთავაზობთ, უბრალოდ, უნდა გვენდოთ, რომ ჩვენ შეგისრულებთ, რასაც გპირდებით, სხვები კი - არაო.

როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვაკრიტიკებ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მისი წარმატება არ გამიხარდება, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ასე გამარჯვება გაუჭირდება. ლამის ექვსი თვე წერდა მის მიერ შეკრებილი გუნდი საარჩევნო პროგრამას და დღეს ამბობს, სხვებისგან განსხვავებულს ვერაფერს გთავაზობთ, უბრალოდ, უნდა მენდოთო. და რატომ ვერ გვთავაზობთ? რამ შეგიშალათ ხელი? განა მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ამომრჩეველს სააკაშვილი არ მოსწონს, მას აღარ ენდობა და დაგვიჭერს მხარსო, შეიძლება? ასეთი, ვინც მზადაა, ყველას დაუჭიროს მხარი, ოღონდ არა - სააკაშვილს, ამომრჩეველთა მცირე ნაწილია. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიშაზე უკეთესს ელოდება, ელოდება იმას, ვინც მას ცხოვრებას გაუუმჯობესებს, "ქართული ოცნება" კი მათ წინასაარჩევნოდ იმასაც კი ვერ ეუბნება, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში რამდენი იქნება პენსია. ამბობენ, საარსებო მინიმუმზე მეტი იქნებაო. კი მაგრამ, იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი დათვალოთ, ხელისუფლებაში მოსვლაა საჭირო? რისთვის გყავთ ამდენი ექსპერტი დაქირავებული, დაათვლევინეთ და მითხარით კონკრეტულად, რომ პენსიონერმა იცოდეს, თქვენი მოსვლის შემთხვევაში როგორ გაუუმჯობესდება ცხოვრება.

ივანიშვილი ამბობს, კონკრეტულად არაფერს გპირდებით, რადგან არ ვიცი, ხელისუფლებაში რომ მოვალ, ბიუჯეტი რა მდგომარეობაში დამხვდება, ხაზინა შეიძლება ცარიელი დატოვონო. კი ბატონო, მაგრამ ვინ გთხოვთ, პენსიონერებს დაჰპირდით, რომ პენსია ჩემი მოსვლის მეორე დღესვე 200 ლარი გახდებაო, დაჰპირდით, ჩემი მოსვლიდან ერთ წელიწადში გახდება ამდენი და ამდენი-თქო. ის ერთი წელი ბიუჯეტი ხომ თქვენს ხელთ იქნება?

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა