პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე ჟღენტი: "თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"
კოტე ჟღენტი: "თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე და­სავ­ლე­თევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი აკე­თე­ბენ თუ არა პრე­ვენ­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს და მო­უ­წო­დე­ბენ თუ არა ამ კონ­კრე­ტულ სა­ხელ­მწი­ფოს არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად წარ­მარ­თვის­კენ. ალ­ბათ, არა, რად­გან და­სავ­ლეთ­ში არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა ისე­თი­ვე მოვ­ლე­ნაა, რო­გო­რიც მზის ამოს­ვლა-ჩას­ვლა. თუ დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მსგავს გან­ცხა­დე­ბებს არ გა­ა­კე­თე­ბენ, ალ­ბათ, ეს იქ­ნე­ბა ნი­შა­ნი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლად დას­რულ­და ან და­სავ­ლეთ­მა ჩვენ­ზე ხელი ჩა­იქ­ნია და კვალ­ში ჩა­ვუ­დე­ქით ბე­ლო­რუს-რუ­სეთ-აზერ­ბა­ი­ჯან­სა და მსგავს ქვეყ­ნებს.

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტი თუ პო­ლი­ტი­კო­სი სტუმ­რობ­და და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, და­წყე­ბუ­ლი შვე­დე­თი­სა თუ პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბით და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. გა­სულ კვი­რას­ვე ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა შტე­ფან ფუ­ლემ და ქეთ­რინ ეშ­ტონ­მა. სა­ნამ და­სავ­ლე­თი ჩვენ­გან დე­მოკ­რა­ტი­ის მა­გა­ლითს ელო­დე­ბა, მა­ნამ NDI-მ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბოლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, რეს­პონ­დენ­ტთა 37% ხმას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", 12% - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", 3% - კი ქდმ-ს მის­ცემ­და. პო­ლი­ტო­ლოგ კოტე ჟღენ­ტთან სა­უ­ბა­რი სწო­რედ NDI-ს გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით და­ვი­წყეთ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს ერთს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა NDI კი ცდი­ლობს აჩ­ვე­ნოს მე­ო­რე. კვლავ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვაა ამ გა­მო­კი­თხვის მე­თო­დო­ლო­გი­ას­თან და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ტომ უკ­ვეთს NDI ერ­თსა და იმა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და NDI-ს შე­უძ­ლია, მათ მო­რი­გე­ო­ბით მა­ინც შე­უკ­ვე­თოს სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და არ ჩა­ა­ცივ­დეს რა­ღაც მი­ზე­ზით ერთ ან ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მი­ზე­ზი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რით, არის ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცი­უ­რი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, გა­მოვ­კი­თხოთ მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც, წი­ნას­წარ ვი­ცით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ აზრს. ასე­თი კა­ტე­გო­რი­აა, ვთქვათ, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. NDI-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი კი ამ­ტკი­ცებს, რეს­პონ­დენ­ტებს შემ­თხვე­ვით ვარ­ჩევ­თო, მაგ­რამ მე და კი­დევ უამ­რავ ადა­მი­ანს, ამის არ გვჯე­რა. უფრო ზუს­ტად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა NDI-ს კვლე­ვის შე­დე­გებს ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევს.

- NDI-ს კვლე­ვი­სას, კი­თხვა­ზე, მოგ­წონთ თუ არა ესა თუ ის პი­როვ­ნე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი და­ფიქ­სირ­და. ერ­თა­დერ­თი, რა­საც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია, პატ­რი­არ­ქის 91%-იანი რე­ი­ტინ­გია. და­ნარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი კი ასე გა­ნა­წილ­და: ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი-62%, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი-61%, გიგი უგუ­ლა­ვა-8%, და­ვით ბაქ­რა­ძე -55%, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე-49%, ინგა გრი­გო­ლია-41%, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი-39%.

- ეს ხომ ანეკ­დო­ტია?! თუნ­დაც ის ხალ­ხი რომ და­ვით­ვა­ლოთ, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ცი­ებ­ზე მი­დის, მივ­ხვდე­ბით, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი, პატ­რი­არ­ქის რე­ი­ტინ­გის გა­მოკ­ლე­ბით, აბ­სურ­დუ­ლია. მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას რა მი­ზა­ნი აქვს, ნათ­ლად ჩანს - შე­ამ­ზა­დოს ფონი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას რომ შე­ე­გუ­ოს. არა­და, არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მთლად ასე­თი გან­წყო­ბა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა NDI-ს კი­თხვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და­უ­წუ­ნა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი გუ­ლის­ხმობ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ 5 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვის შე­დე­გებს. ერთ-ერთი კი­თხვა ასე იყო ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი - "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის მო­უ­წო­დებ­და ხალ­ხს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის­კენ. და­უ­ჭერთ თუ არა მხარს ივა­ნიშ­ვი­ლის ამ მო­წო­დე­ბას?" ხმე­ბი ასე გა­ნა­წილ­და - 62% მხარს არ და­უ­ჭერს, 16%-მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა, არ იცის 18%-მა, პა­სუხზე უარი 4%-მა გა­ნა­ცხა­და.

- პირ­და­პირ ვთქვათ - მთე­ლი ეს გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და ორი რა­ღა­ცის გამო. პირ­ველ რიგ­ში, იმის­თვის, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კი­თხვა და­ეს­ვათ და ეს შე­დე­გი გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ და მე­ო­რე - და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ თურ­მე რეს­პონ­დენ­ტებს მე­რა­ბიშ­ვი­ლი მოს­წონთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ ამ­ბობს, რომ ხალ­ხს საპ­რო­ტეს­ტოდ გა­იყ­ვანს. მისი გან­ცხა­დე­ბით, თუ ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ის ხალ­ხს აქ­ცი­ე­ბის­კენ იმ მიზ­ნით მო­უ­წო­დებს, რომ მომ­ხრე­ე­ბი და­ით­ვა­ლოს და აჩ­ვე­ნოს, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი.

- აშშ-ის ახა­ლი ელჩი რი­ჩარდ ნორ­ლან­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნორ­ლან­დის­გან ბევ­რს ელო­დე­ბა. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ხომ არ არის ეს იმე­დი თუ მო­ლო­დი­ნი?

- რა­საც უნდა ფიქ­რობ­დეს რი­ჩარდ ნორ­ლან­დი და რა ინ­სტრუქ­ცი­აც უნდა ჰქონ­დეს ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, ამას არ გა­ახ­მო­ვა­ნებს. ასე­ვე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ელჩმა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა და­ი­წყოს ოპო­ზი­ცი­ის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. თუმ­ცა ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია ნორ­ლან­დის გა­მოს­ვლა სე­ნატ­ში, რომ­ლის დრო­საც საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა კი, რომ არ სმე­ნია ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კრი­ტი­კის შე­სა­ხებ, ზღვარ­გა­და­სუ­ლი ცი­ნიზ­მია. გული მწყდე­ბა, რომ ასე სა­უბ­რო­ბენ ჩვე­ნი ელ­ჩე­ბი. ნორ­ლან­დი ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და ვა­შინგტონს მი­აწ­ვდის ობი­ექ­ტურ და სა­მარ­თლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას - რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ისე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი ელჩი ამას გა­ა­კე­თებს და ისე აღარ იქ­ნე­ბა, რო­გორც ადრე - ჯორჯ ბუშ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე რომ მი­უ­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. თუ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ას­კვნი­ან, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და დარ­ღვე­ვე­ბით, ამ არ­ჩევ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ვინ "გა­უპ­რა­ვებს".

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კოტე ჟღენტი: "თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"

კოტე ჟღენტი: "თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"

საინტერესოა, როდესაც რომელიმე დასავლეთევროპულ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი დიპლომატები აკეთებენ თუ არა პრევენციულ განცხადებებს და მოუწოდებენ თუ არა ამ კონკრეტულ სახელმწიფოს არჩევნების დემოკრატიულად წარმართვისკენ. ალბათ, არა, რადგან დასავლეთში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ისეთივე მოვლენაა, როგორიც მზის ამოსვლა-ჩასვლა. თუ დადგება დღე, როდესაც საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები მსგავს განცხადებებს არ გააკეთებენ, ალბათ, ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმატებულად დასრულდა ან დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და კვალში ჩავუდექით ბელორუს-რუსეთ-აზერბაიჯანსა და მსგავს ქვეყნებს.

გასულ კვირას საქართველოს ბევრი მაღალი რანგის დიპლომატი თუ პოლიტიკოსი სტუმრობდა და თითოეული მათგანი, დაწყებული შვედეთისა თუ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებით და ნატოს გენერალური მდივნით დამთავრებული, ხაზს უსვამდა საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას. გასულ კვირასვე ანალოგიური განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა შტეფან ფულემ და ქეთრინ ეშტონმა. სანამ დასავლეთი ჩვენგან დემოკრატიის მაგალითს ელოდება, მანამ NDI-მ წინასაარჩევნოდ ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 37% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", 12% - "ქართულ ოცნებას", 3% - კი ქდმ-ს მისცემდა. პოლიტოლოგ კოტე ჟღენტთან საუბარი სწორედ NDI-ს გამოკითხვის შედეგებით დავიწყეთ.

- საზოგადოება ხედავს ერთს, ხელისუფლება NDI კი ცდილობს აჩვენოს მეორე. კვლავ ძალიან ბევრი კითხვაა ამ გამოკითხვის მეთოდოლოგიასთან და იმასთან დაკავშირებით, რატომ უკვეთს NDI ერთსა და იმავე ორგანიზაციებს საველე სამუშაოებს. საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა და NDI-ს შეუძლია, მათ მორიგეობით მაინც შეუკვეთოს საველე სამუშაოები და არ ჩააცივდეს რაღაც მიზეზით ერთ ან ორ ორგანიზაციას. მიზეზი, საზოგადოების აზრით, არის ის, რომ აღნიშნული არასამთავრობოები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან. არსებობს ტენდენციური შედეგების მიღების რამდენიმე საშუალება, მაგალითად, გამოვკითხოთ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც, წინასწარ ვიცით, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ დააფიქსირებენ აზრს. ასეთი კატეგორიაა, ვთქვათ, საჯარო სამსახურებში დასაქმებულები. NDI-ს ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რესპონდენტებს შემთხვევით ვარჩევთო, მაგრამ მე და კიდევ უამრავ ადამიანს, ამის არ გვჯერა. უფრო ზუსტად, საზოგადოება NDI-ს კვლევის შედეგებს ყურადღებას აღარ აქცევს.

- NDI-ს კვლევისას, კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, საინტერესო შედეგი დაფიქსირდა. ერთადერთი, რასაც აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, პატრიარქის 91%-იანი რეიტინგია. დანარჩენი ადგილები კი ასე განაწილდა: ვანო მერაბიშვილი-62%, მიხეილ სააკაშვილი-61%, გიგი უგულავა-8%, დავით ბაქრაძე -55%, გიორგი თარგამაძე-49%, ინგა გრიგოლია-41%, ბიძინა ივანიშვილი-39%.

- ეს ხომ ანეკდოტია?! თუნდაც ის ხალხი რომ დავითვალოთ, ვინც ბიძინა ივანიშვილის აქციებზე მიდის, მივხვდებით, რომ ზემოხსენებული შედეგი, პატრიარქის რეიტინგის გამოკლებით, აბსურდულია. მის გამოქვეყნებას რა მიზანი აქვს, ნათლად ჩანს - შეამზადოს ფონი, საზოგადოება ხელისუფლების მიერ არჩევნებში გამარჯვებას რომ შეეგუოს. არადა, არ არის საზოგადოებაში მთლად ასეთი განწყობა.

- ბიძინა ივანიშვილმა NDI-ს კითხვების ფორმულირება დაუწუნა. "ქართული ოცნების" ლიდერი გულისხმობდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. ერთ-ერთი კითხვა ასე იყო ფორმულირებული - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებდა ხალხს საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერთ თუ არა მხარს ივანიშვილის ამ მოწოდებას?" ხმები ასე განაწილდა - 62% მხარს არ დაუჭერს, 16%-მა დადებითი პასუხი გასცა, არ იცის 18%-მა, პასუხზე უარი 4%-მა განაცხადა.

- პირდაპირ ვთქვათ - მთელი ეს გამოკითხვა ჩატარდა ორი რაღაცის გამო. პირველ რიგში, იმისთვის, რომ ზემოხსენებული კითხვა დაესვათ და ეს შედეგი გამოექვეყნებინათ და მეორე - დაემტკიცებინათ, რომ თურმე რესპონდენტებს მერაბიშვილი მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი არ ამბობს, რომ ხალხს საპროტესტოდ გაიყვანს. მისი განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგმა არ დააკმაყოფილა, ის ხალხს აქციებისკენ იმ მიზნით მოუწოდებს, რომ მომხრეები დაითვალოს და აჩვენოს, რამდენად რეალურია არჩევნების შედეგი.

- აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოში ჩამოვიდა და მუშაობას შეუდგა. საზოგადოების დიდი ნაწილი ნორლანდისგან ბევრს ელოდება. გადაჭარბებული ხომ არ არის ეს იმედი თუ მოლოდინი?

- რასაც უნდა ფიქრობდეს რიჩარდ ნორლანდი და რა ინსტრუქციაც უნდა ჰქონდეს ამერიკის ხელისუფლებისგან, ამას არ გაახმოვანებს. ასევე, წარმოუდგენელია, რომ ელჩმა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, რადიკალური განცხადებების გაკეთება დაიწყოს ოპოზიციის ან ხელისუფლების სასარგებლოდ. თუმცა ჩვენთვის ცნობილია ნორლანდის გამოსვლა სენატში, რომლის დროსაც საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა საქართველოში არსებული ვითარება. აშშ-ში საქართველოს ელჩ თემურ იაკობაშვილის განცხადება კი, რომ არ სმენია ზემოხსენებული კრიტიკის შესახებ, ზღვარგადასული ცინიზმია. გული მწყდება, რომ ასე საუბრობენ ჩვენი ელჩები. ნორლანდი ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვაშინგტონს მიაწვდის ობიექტურ და სამართლიან ინფორმაციას - რა მდგომარეობა იქნება როგორც არჩევნების წინ, ისე არჩევნების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩი ამას გააკეთებს და ისე აღარ იქნება, როგორც ადრე - ჯორჯ ბუშმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რომ მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. თუ სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაასკვნიან, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ამ არჩევნებს ხელისუფლებას არავინ "გაუპრავებს".

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა