მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება
მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება

20 სექ­ტემ­ბერს "პრო­ფი­ლი" ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს იწყებს. გა­და­ცე­მა ხუთი წლის გახ­და და ამი­ტომ ცვლი­ლე­ბა­საც ბევ­რს გვპირ­დე­ბი­ან. რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა სტი­ლი წამ­ყვან­მა, ის გლა­მუ­რუ­ლი იმი­ჯი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მაია ასა­თი­ანს ავ­თან­დილ­მა შე­უქ­მნა, ჯინ­სის და­ხე­ულ მოკ­ლე კომ­ბი­ნე­ზონ­სა და კე­დებ­ზე გაც­ვა­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­რა­თებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მა­ყუ­რებ­ლის დიდ ნა­წილს წამ­ყვა­ნის ახა­ლი იმი­ჯი მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რიც. კონ­კუ­რე­ტი კო­ლე­გა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ეს ან ღა­და­ვია, ან შე­მო­მა­პა­რეთ, ლაბ­რა­დო­რიც თუ არის და როს­ტო გა­და­ცე­მა­ში". ასეთ კრი­ტი­კას მაია აღარ პა­სუ­ხობს, მი­აჩ­ნია, რომ დუ­მი­ლი ოქ­როა და "პრო­ფი­ლის" ლან­ძღვა - ჩავ­ლი­ლი მდი­ნა­რე.

- წელს "პრო­ფი­ლი" ხუთი წლის ხდე­ბა და უკვე მე­ა­თე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს ვი­წყებთ. ყო­ველ წელს პრე­ტენ­ზია გვაქვს, რომ ამ ჟანრ­ში მო­დის კა­ნონ­მდებ­ლე­ბი ვი­ყოთ. მა­ყუ­რე­ბე­ლი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ყო­ვე­ლი სე­ზო­ნის გახ­სნა ახა­ლი სი­ტყვა იყო გა­სარ­თობ მე­დი­ა­ში. დრო იც­ვლე­ბა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იხ­ვე­წე­ბა და ჩვენც მას­თან ფე­ხის აწყო­ბა გვი­წევს. "პრო­ფი­ლის" წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო არის არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი, არა­მედ ამ რე­ი­ტინ­გის სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ახა­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მი­სას ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვიყო. ში­ნა­გა­ნად ადა­მი­ა­ნი ვერ შე­იც­ვლე­ბა, მით უმე­ტეს ჩემს ასაკ­ში, მაგ­რამ მინ­და, რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შევ­თა­ვა­ზო მა­ყუ­რე­ბელს. წელს გა­დავ­წყვი­ტე, უფრო ში­ნა­უ­რუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არა ფა­მი­ლა­რუ­ლი. ში­ნა­გა­ნად არ შე­ვიც­ვლე­ბი, არ შე­იც­ვლე­ბა ჩემი საქ­ცი­ე­ლი, არ გავ­ხდე­ბი უტაქ­ტო და ვიქ­ნე­ბი ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა­ში ისე მაც­ვია, რო­გორც ახლა ეკ­რან­ზე გა­მოვ­ჩნდე­ბი. ჩემი ოცწ­ლი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 15 წელი რე­პორ­ტი­ო­რი ვი­ყა­ვი და ჯინ­სი და კედი ჩემ­თვის უცხო ხილი არ არის. ჩემი და ავ­თან­დი­ლის ტან­დე­მი ოც წელს ით­ვლის. კა­რი­ე­რა­ში მა­საც სი­ახ­ლე აქვს, მო­დის ახა­ლი სახ­ლი გახ­სნა და ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მა გვა­კავ­ში­რებს. ვფიქ­რობ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცვლი­ლე­ბე­ბის ხილ­ვა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ხან­და­ხან სარ­კე­ში ყუ­რე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვიც კი მოგ­ბეზ­რდეს.

- ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბის წინ იმი­ჯის შეც­ვლით ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­რის­კეთ.

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ ასეთ დროს, პირ­ველ რიგ­ში, მა­ყუ­რებ­ლის აზრი გვა­ინ­ტე­რე­სებს. ვინც არ რის­კავს, იმას არც უმარ­თლებს. ბევ­რი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი შემ­დეგ ამ­ბო­ბენ, თით­ქოს "პრო­ფილ­ში" არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა. ძვე­ლი თე­მე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დარ­ჩე­ბა, ახა­ლი სა­ხე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, და­კარ­გუ­ლე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი ლან­ძღვის ატა­ნა ღირს იმად, რომ თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და­დე­ბი­თად შე­იც­ვა­ლოს. ამას ყო­ველ­გვა­რი კეკ­ლუ­ცო­ბის გა­რე­შე გე­უბ­ნე­ბით. ხუთ­შა­ბა­თი სა­ღა­მო, ათი სა­ა­თი - ეს ჩვე­ნი დროა. 20 სექ­ტემ­ბერს გა­ვალთ ეთერ­ში და მა­ყუ­რე­ბელს დიდ სი­ურპრიზს ვუმ­ზა­დებთ, რად­გან "პრო­ფი­ლის" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა. სე­ზო­ნის პირ­ველ ნა­წილს შოუს პრინ­ციპ­ზე ავა­გებთ. ისევ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ მა­ყუ­რე­ბელ­თან, მათ წე­რი­ლებს, სურ­ვი­ლებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ისი­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ერთ წრე­ზე ტრი­ა­ლე­ბენ, ამ მხრივ თუ გექ­ნე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბი?

- დიახ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­კე­ტინ­გუ­ლად პა­ტა­რა ბა­ზა­რია. თუმ­ცა ვა­მა­ყობთ, რომ "პრო­ფი­ლი" ის გა­და­ცე­მაა, სა­დაც ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი იბა­დე­ბი­ან. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ხმა­უ­რის­თვის, კრი­ტი­კის­თვის, შე­ქე­ბის­თვის და ლან­ძღვის­თვის. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა ერ­თდრო­უ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნი, გლა­მუ­რუ­ლი, სა­ჭო­რაო, სა­ხალ­ხო, მხი­ა­რუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა სე­ზონს ასე ვი­წყებთ. ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი­ვე და­წე­სე­ბუ­ლი თა­მა­სა კი­დევ უფრო მაღ­ლა ავ­წი­ოთ.

- თქვენს ახალ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნდა, უკვე მოჰ­ყვა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში...

- თუ შე­იძ­ლე­ბა, აქ მხო­ლოდ გა­ვი­ცი­ნებ და მეტს არა­ფერს ვი­ტყვი.

- თქვენ­მა კო­ლე­გა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა, თქვე­ნი ახა­ლი ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, "ეს ან ღა­და­ვია, ან შე­მო­მა­პა­რეთ, ლაბ­რა­დო­რიც თუ არის და როს­ტო გა­და­ცე­მა­ში".

- თუ შე­იძ­ლე­ბა, გა­ვი­ცი­ნებ. პრე­სას გაქვთ ერთი კარ­გი მე­თო­დი, რო­დე­საც წერთ, "იცი­ნის" და შემ­დეგ ამას ფრჩხი­ლებ­ში სვამთ...

- ახალ სე­ზონ­ზე კონ­კუ­რენ­ცია ალ­ბათ უფრო გა­იზ­რდე­ბა?

- ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "პრო­ფი­ლი" არა­სო­დეს გა­სუ­ლა ეთერ­ში ცა­რი­ელ ზოლ­ზე. ხუთ­შა­ბათ სა­ღა­მოს, ათ სა­ათ­ზე, სხვა­დას­ხვა არხზე ჩნდე­ბო­და გა­და­ცე­მე­ბი და მერე ქრე­ბო­და, ან სა­ე­თე­რო დღეს იც­ვლი­და. ამის გამო, თვი­თტ­კბო­ბა არა­სო­დეს გვქო­ნია. აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით კონ­კუ­რენ­ცი­ის­თვის. ნე­ბის­მი­ერ გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც გა­ბე­დავს და ეთერ­ში "პრო­ფი­ლის" დროს გავა, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ და ასეთ გამ­ბე­და­ო­ბას ვუ­წო­ნებ (იღი­მე­ბა).

- რამ­დე­ნად ჯან­სა­ღია ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში კონ­კუ­რენ­ცია?

- ჩვენ­თან კონ­კუ­რენ­ცია ხან­და­ხან მტრო­ბას ემ­სგავ­სე­ბა, თუმ­ცა მე ჩემი ღირ­სე­ბა მაქვს და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

- ადრე ყო­ველ­თვის პა­სუ­ხობ­დით კო­ლე­გე­ბის კრი­ტი­კას...

- დუ­მი­ლი ოქ­როა... მთა­ვა­რია, ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე აკე­თოს. რთუ­ლი თვე მო­დის, სა­არ­ჩევ­ნო თე­მა­ტი­კით დატ­ვირ­თუ­ლი, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ახლა ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, დაღ­ლილ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ცოტა გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ. არ მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ სხვა რა­ღა­ცე­ბით დავ­კავ­დე. სო­ცი­ა­ლურ ქსელს თვალს ვა­დევ­ნებ, მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ვი­ღებ კრი­ტი­კას, მაგ­რამ ვი­საც დღეს იმის­თვის სცა­ლია, რომ "პრო­ფი­ლი" ლან­ძღოს, მა­შინ გა­მო­დის, რომ მარ­თლაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა ვყო­ფილ­ვართ.

- ლან­ძღა­ვენ გა­და­ცე­მას და თან უყუ­რე­ბენ?

- ამას ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, მაგ­რამ "პრო­ფი­ლის" ლან­ძღვა უკვე ჩავ­ლი­ლი მდი­ნა­რეა.

- ფო­ტო­სე­სი­ის დროს მი­თხა­რით, მა­ყუ­რე­ბელს არ ეგო­ნოს, რად­გან ამ ფორ­მა­ში გა­და­ვი­ღე ფო­ტო­ე­ბი, სტუ­დი­ა­შიც ასე­თი ჩაც­მუ­ლი გა­მოვ­ჩნდე­ბიო.

- და­ვე­ლო­დოთ ხუთ­შა­ბათ სა­ღა­მოს და ვნა­ხოთ, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იმი­ჯით წარვდგე­ბი. 35 წლის ვარ და თი­ნე­ი­ჯერს ვერ და­ვემ­სგავ­სე­ბი, უბ­რა­ლოდ, ის გლა­მუ­რუ­ლი სტი­ლი, რო­მე­ლიც ავ­თან­დილ­მა მო­ი­ფიქ­რა, უფრო ყო­ველ­დღი­უ­რი გახ­დე­ბა.

- ხში­რად ამ­ბობთ, რომ "პრო­ფი­ლი" სა­ხალ­ხო გა­და­ცე­მაა.

- სწო­რედ ამი­ტომ, თუ გა­და­ცე­მა სა­ხალ­ხოა, წამ­ყვან­საც ისე უნდა ეც­ვას, რო­გორც მის მა­ყუ­რე­ბელს აც­ვია.

- თქვენს ახალ იმიჯ­ზე აზრი ორად გა­ი­ყო, გარ­და კრი­ტი­კო­სე­ბი­სა, არ­სე­ბობს მე­ო­რე ნა­წი­ლი, ვინც აღ­ნიშ­ნა, სად იყო მაია ასა­თი­ა­ნი აქამ­დეო.

- აქ ვი­ყა­ვი, ამ დღეს ვე­ლო­დე­ბო­დი. ფი­ზი­კუ­რად მზად უნდა იყო, რომ ეს გა­რის­კო. სამი თვე, სა­ნამ ეთერ­ში არ ვი­ყა­ვით, აქ­ტი­უ­რად ვცუ­რავ­დი, ვვ­არ­ჯი­შობ­დი. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ ფორ­მა­ში ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ეს­თე­ტი­კუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.

- თუმ­ცა წო­ნის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს გქო­ნი­ათ.

- დიახ, მაგ­რამ რო­დე­საც წლე­ბი გე­მა­ტე­ბა, ჯობს, სპორ­ტუ­ლი ფორ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, რად­გან ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბი ისე­თი, რო­გო­რიც 18 წლის ასაკ­ში იყა­ვი.

- გა­და­ცე­მა­ში თა­ნა­წამ­ყვა­ნი ხომ არ გე­ყო­ლე­ბათ?

- (იცი­ნის) მე იგი­ვე ვარ მა­რად და მა­რად.

- არც ცხო­ვე­ლებს ვე­ლო­დეთ?

- ცხო­ვე­ლე­ბის მე­ში­ნია (იღი­მე­ბა).

- ალ­ბათ სკან­და­ლუ­რი სტუმ­რე­ბი ისევ გე­ყო­ლე­ბათ, გა­სულ სე­ზონ­ზე, სტუ­დი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბიც ვნა­ხეთ.

- ვა­მა­ყობ, რომ ბევრ და­ხუ­რულ თე­მა­ზე პირ­ვე­ლად ჩვენ­თან და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. სკან­და­ლი სკან­და­ლის­თვის არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ მო­რა­ლურ ზღვარს არ უნდა გა­და­ა­ბი­ჯო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ზო­გი­ერთ სტუ­მარს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვედ­რია, დას­მუ­ლა შე­კი­თხვაც, რა­ტომ მო­ვიწ­ვი­ეთ გა­და­ცე­მა­ში ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი და რა­ტომ და­ვუთ­მეთ დრო. ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვართ და სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, რომ სა­ე­თე­რო დრო მხო­ლოდ და­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს და­ვუთ­მოთ, ან ვინ გან­სა­ზღვრავს ამას? ამ ლო­გი­კით ეთერ­ში მხო­ლოდ სან­ტა-კლა­უ­სი უნდა გყავ­დეს. რო­დე­საც ადა­მი­ანს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს, ჩვენ ვყვე­ბით მის ის­ტო­რი­ას და ის ცუ­დია თუ კარ­გი, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად გან­სა­ზღვრავს.

- "პრო­ფი­ლი" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტუ­დი­ით გავა ეთერ­ში...

- დიახ, ძა­ლი­ან დიდი სტუ­დია გვაქვს, რამ­დე­ნი­მე ზო­ნად დავ­ყა­ვით. სივ­რცე იმ­დე­ნად დი­დია, რომ ბევ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა. სტუ­დი­ა­ში ერთი ცენ­ტრა­ლუ­რის ნა­ცვლად, ახლა სამი სხვა­დას­ხვა გა­მო­სას­ვლე­ლი გვექ­ნე­ბა. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ჩვენ­თან ხში­რად ხვდე­ბი­ან და­კარ­გუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს.

- "პრო­ფი­ლის" სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზეც დო­ზი­რე­ბუ­ლად აწ­ვდი­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ ბოლო სე­ზონ­ზე სა­კუ­თარ თავ­ზე აღარ სა­უბ­რობ­დით.

- დიდი ხა­ნია, რაც გა­და­ცე­მა­ში ჩემს შე­სა­ხებ არა­ფე­რი მით­ქვამს. ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ... რა გი­თხრათ, რით გა­გა­ხა­როთ (იღი­მე­ბა).

- არ მახ­სოვს ასე­თი სი­ტყვა­ძუნ­წი მაია ასა­თი­ა­ნი.

- სი­ტყვებს ვზო­მავ (იღი­მე­ბა)... რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბელს ჩემ შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი უჩ­ნდე­ბა, თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი მეძ­ლე­ვა, ვუ­პა­სუ­ხო.

- გუნ­დი თუ შე­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ობს...

- გუნ­დი კი არა, უკვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვართ, იმ­დე­ნად ხმა­შე­წყო­ბი­ლად ვმუ­შა­ობთ. გა­და­ცე­მის ხა­რის­ხი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ღირ­სე­ბის საქ­მეა. ჩვენს გუნდში მთა­ვა­რი ის არის, რომ თა­ნას­წო­რე­ბი ვართ. ეკ­რან­ზე მხო­ლოდ მე ვჩან­ვარ, რად­გან წამ­ყვა­ნი ვარ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მზა­დე­ბის პრო­ცე­სი უფრო მიყ­ვარს. "პრო­ფი­ლის" ავ­ტო­რო­ბა ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვის, ვიდ­რე მისი წაყ­ვა­ნა. გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი მაია ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა მისი წამ­ყვა­ნის­გან. წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რის მო­გო­ნი­ლია.

- ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხართ, ვიდ­რე ეკ­რან­ზე. ისიც უთ­ქვამთ, რომ ეთერ­ში სხვა­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კობთ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი ვარ, მხო­ლოდ მე ვიცი. რო­გორ ფიქ­რობთ, ცხოვ­რე­ბა­ში სხვა­ნა­ი­რად ვლა­პა­რა­კობ? ეკ­რანს თა­ვი­სი ეს­თე­ტი­კა აქვს. ისე არ უნდა ლა­პა­რა­კობ­დე, რო­გორც სახ­ლში ან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ცხოვ­რე­ბა­ში უწ­მა­წუ­რი სი­ტყვაც მით­ქვამს და ხმა­მაღ­ლაც მი­სა­უბ­რია მე­გო­ბარ­თან, მაგ­რამ ეკ­რან­ზე სხვა­ნა­ი­რად ვიქ­ცე­ვი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­ვი­ღა­ლე თა­ვის მარ­თლე­ბით და იმის მტკი­ცე­ბით, რომ რო­დე­საც სა­ჯა­რო პერ­სო­ნა ხარ, გაკ­რი­ტი­კე­ბენ. თუ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძე­ლით, რომ მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­მო­დის, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მიგ­ვიღ­წე­ვია, მაგ­რამ რო­გორც კი ჩათ­ვლი, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ხარ, იმ დღეს დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ეს წლე­ბის წინ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე და დღემ­დე ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბი­სას, ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ დამ­წყე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ.

- მაია, დას­ვე­ნე­ბის დრო­საც გა­და­ცე­მის ახალ სე­ზონ­ზე ფიქ­რობ­დით?

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და გა­და­ცე­მა, რომ­ლი­თაც სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, შარ­შან იან­ვარ­ში დავ­გეგ­მეთ. უბ­რა­ლოდ, რთუ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იდეა იყო და დროს მო­ი­თხოვ­და. კარგ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქტს ერთ და ორ დღე­ში ვერ გა­ა­კე­თებ. არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რამ­დე­ნი ღამე გა­ა­თე­ნეს და რო­გორ იშ­რო­მეს, ამა­ზე მეც მი­სა­უბ­რია. ეს მა­ყუ­რებ­ლის საქ­მე არ არის. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დას­ვე­ნე­ბა გა­მო­მი­ვი­და, ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. ათი დღე თურ­ქეთ­ში და­ვის­ვე­ნე ჩემს შვილ­თან ერ­თად. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ჩემი შვი­ლის გვერ­დით ვარ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად ვიმ­ყო­ფე­ბით, მთა­ვა­რია, ერ­თად ვი­ყოთ.

- ხში­რად გა­მი­გია, რომ მაია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­გი­ო­ნებ­შია. რო­გორ გხვდე­ბათ მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემი შრო­მის თან­მდე­ვია. ეს იმ­დე­ნად სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, რომ რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბელს ვხვდე­ბი, მგო­ნია, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მის და­მარ­ცხე­ბას შევ­ძლებ, ნე­ბის­მი­ერ გა­სა­ჭირს გა­ვუმკლავ­დე­ბი. ეს არის ის, რაც პი­როვ­ნუ­ლად მა­საზ­რდო­ებს. ადრე თქვენც მე­კი­თხე­ბო­დით, რო­გორ გა­ვუ­ძე­ლი იმ უარ­ყო­ფით ტალ­ღას, რო­მე­ლიც ერთი პე­რი­ო­დი წა­მო­ვი­და. პა­სუ­ხი ერ­თია, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბომ და ყუ­რა­დღე­ბამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა, რომ­ლე­ბიც მა­შინ ქუ­ჩა­ში მხვდე­ბოდ­ნენ, მა­ნუ­გე­შებ­დნენ და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

- რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ, რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მა გაქვთ, რა­ტომ გა­ნიც­დი­დით ასე უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს?

- იმი­ტომ, რომ მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და რკი­ნის­გან არ ვარ შექ­მნი­ლი. რაც უფრო დი­დია წარ­მა­ტე­ბა, უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც იზ­რდე­ბა. არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, როცა ცუ­დად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. კარ­გია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და იმე­დია, თა­ვი­დან არ და­ი­წყე­ბა. რე­ა­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბამ ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი რამ მო­მი­ტა­ნა, არ იყო მარ­ტი­ვი.

- ეს ტალ­ღა თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს თუ შე­ე­ხო?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა და კი­დევ კარ­გი, რომ არ შე­ე­ხოთ. ალ­ბათ მო­რა­ლუ­რად არც ისე ცუ­დად მი­ცხოვ­რია. უამ­რავ რა­ღა­ცას ამ­ბობ­დნენ... ამ ასაკ­ში უკვე ვის­წავ­ლე იმის და­ნახ­ვა, სა­ი­დან უბე­რავს ქარი. მთა­ვა­რია, პი­როვ­ნუ­ლად სა­კუ­თა­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. გზის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. დრო ისე­თი უც­ნა­უ­რი რამ არის, ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­რი­ტე­ბა და თა­ვის ად­გილ­ზე დად­გე­ბა. ამი­ტომ ჯო­ბია, მდი­ნა­რის პი­რას ჩა­მოჯ­დე და და­ე­ლო­დო.

- თქვენ ახლა ამ მდი­ნა­რის პი­რას ზი­ხართ და ელო­დე­ბით?

- დიახ... ვიცი, ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს ალ­ბათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მკი­თხავთ. ამ კი­თხვას ხში­რად მის­ვა­მენ. სიყ­ვა­რულ­საც ვე­ლო­დე­ბი, რა­ტო­მაც არა. სუ­ლე­ლი ვიქ­ნე­ბი, რომ ეს არ გი­თხრათ. რა თქმა უნდა, მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­რა­ლუ­რად და­მი­ცავს ამ ყვე­ლაფ­რის­გან და პრობ­ლე­მებ­თან მარ­ტო არ დამ­ტო­ვებს. იმე­დია, ასე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა. ში­ნა­გა­ნად არ ვარ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც გა­რეგ­ნუ­ლად ვჩან­ვარ.

- არ მჯე­რა, რომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არ გყავთ.

- რო­გორ არა, მაგ­რამ ასე მგო­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ამ ბოლო დროს, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს ვუღ­რმავ­დე­ბი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მი­ჭირს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ გა­მიც­ნო. თით­ქოს ჩემი სა­ხით ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბენ. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, ბე­დიც არ იყო. ალ­ბათ არ გა­მოჩ­ნდა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ისე შე­ვიყ­ვა­რებ­დი, რომ თავს დავ­კარ­გავ­დი. თუ გა­მოჩ­ნდე­ბა, რა­ტო­მაც არა.

- სა­ჩუქ­რებს თუ გიგ­ზავ­ნი­ან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი?

- შე­იძ­ლე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტურ რა­ღა­ცას ვამ­ბობ, მაგ­რამ რო­დე­საც სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი სა­ჩუ­ქარს მიგ­ზავ­ნის, ფა­მი­ლა­რო­ბად მი­მაჩ­ნია და არ მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, ძვე­ლი ყა­ი­დის ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვო, მაგ­რამ თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ.

- მაია, ამ ხუთ­მა წელ­მა რე­ა­ლუ­რად შეგცვა­ლათ?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა ამო­ატ­რი­ა­ლა. რე­ა­ლუ­რად ამ­დე­ნი წელი აქამ­დე მოვ­დი­ო­დი და აქ რომ მო­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ არც ისე იოლი ყო­ფი­ლა. ჩემს თავს სულ ვე­კი­თხე­ბი, ღირ­და ამად? რო­გორ არ ღირ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, ყო­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი უდი­დე­სი აზარ­ტია და ჩვე­ნი გა­და­ცე­მა ახ­ლაც დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. ჩვენ უნდა მოვხსნათ ჩვე­ნი­ვე შექ­მნი­ლი რე­კორ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმ ფილ­მს მახ­სე­ნებს, ჯო­ტია ცა­ა­ვა ქვას რომ ის­ვრის... (იღი­მე­ბა).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება

მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება

20 სექტემბერს "პროფილი" ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. გადაცემა ხუთი წლის გახდა და ამიტომ ცვლილებასაც ბევრს გვპირდებიან. რადიკალურად შეიცვალა სტილი წამყვანმა, ის გლამურული იმიჯი, რომელიც თავის დროზე მაია ასათიანს ავთანდილმა შეუქმნა, ჯინსის დახეულ მოკლე კომბინეზონსა და კედებზე გაცვალა. სოციალურ ქსელში სურათებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლის დიდ ნაწილს წამყვანის ახალი იმიჯი მოეწონა, მაგრამ იყო განსხვავებული აზრიც. კონკურეტი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი ასე გამოეხმაურა: "ეს ან ღადავია, ან შემომაპარეთ, ლაბრადორიც თუ არის და როსტო გადაცემაში". ასეთ კრიტიკას მაია აღარ პასუხობს, მიაჩნია, რომ დუმილი ოქროა და "პროფილის" ლანძღვა - ჩავლილი მდინარე.

- წელს "პროფილი" ხუთი წლის ხდება და უკვე მეათე სატელევიზიო სეზონს ვიწყებთ. ყოველ წელს პრეტენზია გვაქვს, რომ ამ ჟანრში მოდის კანონმდებლები ვიყოთ. მაყურებელი დამეთანხმება, რომ ყოველი სეზონის გახსნა ახალი სიტყვა იყო გასართობ მედიაში. დრო იცვლება, სატელევიზიო ტექნოლოგიები იხვეწება და ჩვენც მასთან ფეხის აწყობა გვიწევს. "პროფილის" წარმატების საიდუმლო არის არა მხოლოდ მაღალი რეიტინგი, არამედ ამ რეიტინგის სტაბილურობა. ახალი სეზონის დადგომისას ყოველთვის ვცდილობ, მეც განსხვავებული ვიყო. შინაგანად ადამიანი ვერ შეიცვლება, მით უმეტეს ჩემს ასაკში, მაგრამ მინდა, რაიმე განსხვავებული შევთავაზო მაყურებელს. წელს გადავწყვიტე, უფრო შინაურული ვყოფილიყავი, მაგრამ არა ფამილარული. შინაგანად არ შევიცვლები, არ შეიცვლება ჩემი საქციელი, არ გავხდები უტაქტო და ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. რეალურად ცხოვრებაში ისე მაცვია, როგორც ახლა ეკრანზე გამოვჩნდები. ჩემი ოცწლიანი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, 15 წელი რეპორტიორი ვიყავი და ჯინსი და კედი ჩემთვის უცხო ხილი არ არის. ჩემი და ავთანდილის ტანდემი ოც წელს ითვლის. კარიერაში მასაც სიახლე აქვს, მოდის ახალი სახლი გახსნა და ბევრი ერთობლივი გეგმა გვაკავშირებს. ვფიქრობ, მაყურებლისთვის ცვლილებების ხილვა უფრო საინტერესოა, ხანდახან სარკეში ყურებისას შეიძლება, საკუთარი თავიც კი მოგბეზრდეს.

- ახალი სეზონის დაწყების წინ იმიჯის შეცვლით ალბათ ძალიან გარისკეთ.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ დროს, პირველ რიგში, მაყურებლის აზრი გვაინტერესებს. ვინც არ რისკავს, იმას არც უმართლებს. ბევრი სიახლე გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნეები შემდეგ ამბობენ, თითქოს "პროფილში" არანაირი სიახლე არ ყოფილა. ძველი თემებიდან რამდენიმე დარჩება, ახალი სახეების აღმოჩენა, ქველმოქმედება, დაკარგულები, ნებისმიერი ლანძღვის ატანა ღირს იმად, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება დადებითად შეიცვალოს. ამას ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე გეუბნებით. ხუთშაბათი საღამო, ათი საათი - ეს ჩვენი დროა. 20 სექტემბერს გავალთ ეთერში და მაყურებელს დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ, რადგან "პროფილის" ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი დაიწყება. სეზონის პირველ ნაწილს შოუს პრინციპზე ავაგებთ. ისევ ვითანამშრომლებთ მაყურებელთან, მათ წერილებს, სურვილებს გავითვალისწინებთ.

- ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ისინი რესპონდენტების ერთ წრეზე ტრიალებენ, ამ მხრივ თუ გექნებათ სიახლეები?

- დიახ, ყველანაირად ვეცდებით, მაგრამ საქართველოში მარკეტინგულად პატარა ბაზარია. თუმცა ვამაყობთ, რომ "პროფილი" ის გადაცემაა, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან. ჩვენ ვემზადებით ხმაურისთვის, კრიტიკისთვის, შექებისთვის და ლანძღვისთვის. პირველი გადაცემა ერთდროულად ხმაურიანი, გლამურული, საჭორაო, სახალხო, მხიარული და მრავალფეროვანი იქნება. ყველა სეზონს ასე ვიწყებთ. ვცდილობთ, ჩვენივე დაწესებული თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ.

- თქვენს ახალ ფოტოებს, რომელიც სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდა, უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში...

- თუ შეიძლება, აქ მხოლოდ გავიცინებ და მეტს არაფერს ვიტყვი.

- თქვენმა კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანმა, თქვენი ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ "ფეისბუქზე" დაწერა, "ეს ან ღადავია, ან შემომაპარეთ, ლაბრადორიც თუ არის და როსტო გადაცემაში".

- თუ შეიძლება, გავიცინებ. პრესას გაქვთ ერთი კარგი მეთოდი, როდესაც წერთ, "იცინის" და შემდეგ ამას ფრჩხილებში სვამთ...

- ახალ სეზონზე კონკურენცია ალბათ უფრო გაიზრდება?

- ხუთი წლის განმავლობაში "პროფილი" არასოდეს გასულა ეთერში ცარიელ ზოლზე. ხუთშაბათ საღამოს, ათ საათზე, სხვადასხვა არხზე ჩნდებოდა გადაცემები და მერე ქრებოდა, ან საეთერო დღეს იცვლიდა. ამის გამო, თვითტკბობა არასოდეს გვქონია. აქტიურად ვემზადებით კონკურენციისთვის. ნებისმიერ გადაცემას, რომელიც გაბედავს და ეთერში "პროფილის" დროს გავა, წარმატებას ვუსურვებ და ასეთ გამბედაობას ვუწონებ (იღიმება).

- რამდენად ჯანსაღია ქართულ ტელესივრცეში კონკურენცია?

- ჩვენთან კონკურენცია ხანდახან მტრობას ემსგავსება, თუმცა მე ჩემი ღირსება მაქვს და ამ თემაზე საუბარი არ მინდა.

- ადრე ყოველთვის პასუხობდით კოლეგების კრიტიკას...

- დუმილი ოქროა... მთავარია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. რთული თვე მოდის, საარჩევნო თემატიკით დატვირთული, ამიტომ ვფიქრობ, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაღლილ ტელემაყურებელს ცოტა განტვირთვის საშუალება მივცეთ. არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვა რაღაცებით დავკავდე. სოციალურ ქსელს თვალს ვადევნებ, მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის, ვიღებ კრიტიკას, მაგრამ ვისაც დღეს იმისთვის სცალია, რომ "პროფილი" ლანძღოს, მაშინ გამოდის, რომ მართლაც წარმატებული გადაცემა ვყოფილვართ.

- ლანძღავენ გადაცემას და თან უყურებენ?

- ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ "პროფილის" ლანძღვა უკვე ჩავლილი მდინარეა.

- ფოტოსესიის დროს მითხარით, მაყურებელს არ ეგონოს, რადგან ამ ფორმაში გადავიღე ფოტოები, სტუდიაშიც ასეთი ჩაცმული გამოვჩნდებიო.

- დაველოდოთ ხუთშაბათ საღამოს და ვნახოთ, საკმაოდ საინტერესო იმიჯით წარვდგები. 35 წლის ვარ და თინეიჯერს ვერ დავემსგავსები, უბრალოდ, ის გლამურული სტილი, რომელიც ავთანდილმა მოიფიქრა, უფრო ყოველდღიური გახდება.

- ხშირად ამბობთ, რომ "პროფილი" სახალხო გადაცემაა.

- სწორედ ამიტომ, თუ გადაცემა სახალხოა, წამყვანსაც ისე უნდა ეცვას, როგორც მის მაყურებელს აცვია.

- თქვენს ახალ იმიჯზე აზრი ორად გაიყო, გარდა კრიტიკოსებისა, არსებობს მეორე ნაწილი, ვინც აღნიშნა, სად იყო მაია ასათიანი აქამდეო.

- აქ ვიყავი, ამ დღეს ველოდებოდი. ფიზიკურად მზად უნდა იყო, რომ ეს გარისკო. სამი თვე, სანამ ეთერში არ ვიყავით, აქტიურად ვცურავდი, ვვ­არჯიშობდი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ჩემთვის მთავარია, ესთეტიკურად გამოვიყურებოდე.

- თუმცა წონის პრობლემა არასოდეს გქონიათ.

- დიახ, მაგრამ როდესაც წლები გემატება, ჯობს, სპორტული ფორმა შეინარჩუნო, რადგან ვერასოდეს გახდები ისეთი, როგორიც 18 წლის ასაკში იყავი.

- გადაცემაში თანაწამყვანი ხომ არ გეყოლებათ?

- (იცინის) მე იგივე ვარ მარად და მარად.

- არც ცხოველებს ველოდეთ?

- ცხოველების მეშინია (იღიმება).

- ალბათ სკანდალური სტუმრები ისევ გეყოლებათ, გასულ სეზონზე, სტუდიაში ჩატარებული მცირე პლასტიკური ოპერაციებიც ვნახეთ.

- ვამაყობ, რომ ბევრ დახურულ თემაზე პირველად ჩვენთან დაიწყეს საუბარი. სკანდალი სკანდალისთვის არასოდეს გამიკეთებია, მაინც ვფიქრობ, რომ მორალურ ზღვარს არ უნდა გადააბიჯო. ყოფილა შემთხვევა, რომ მაყურებელი ზოგიერთ სტუმარს კრიტიკულად შეხვედრია, დასმულა შეკითხვაც, რატომ მოვიწვიეთ გადაცემაში ესა თუ ის ადამიანი და რატომ დავუთმეთ დრო. ჩვენ ჟურნალისტები ვართ და სწორად არ მიმაჩნია, რომ საეთერო დრო მხოლოდ დადებით ადამიანებს დავუთმოთ, ან ვინ განსაზღვრავს ამას? ამ ლოგიკით ეთერში მხოლოდ სანტა-კლაუსი უნდა გყავდეს. როდესაც ადამიანს საინტერესო ცხოვრება აქვს, ჩვენ ვყვებით მის ისტორიას და ის ცუდია თუ კარგი, მაყურებელი თავად განსაზღვრავს.

- "პროფილი" განახლებული სტუდიით გავა ეთერში...

- დიახ, ძალიან დიდი სტუდია გვაქვს, რამდენიმე ზონად დავყავით. სივრცე იმდენად დიდია, რომ ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გვექნება. სტუდიაში ერთი ცენტრალურის ნა­ცვლად, ახლა სამი სხვადასხვა გამოსასვლელი გვექნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენთან ხშირად ხვდებიან დაკარგულები ერთმანეთს.

- "პროფილის" სხვადასხვა გადაცემაში მაყურებელს საკუთარ ცხოვრებაზეც დოზირებულად აწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ ბოლო სეზონზე საკუთარ თავზე აღარ საუბრობდით.

- დიდი ხანია, რაც გადაცემაში ჩემს შესახებ არაფერი მითქვამს. ვიცი, რატომ, მაგრამ... რა გითხრათ, რით გაგახაროთ (იღიმება).

- არ მახსოვს ასეთი სიტყვაძუნწი მაია ასათიანი.

- სიტყვებს ვზომავ (იღიმება)... როდესაც მაყურებელს ჩემ შესახებ კითხვები უჩნდება, თქვენი საშუალებით შესანიშნავი შანსი მეძლევა, ვუპასუხო.

- გუნდი თუ შეიცვალა, რომელიც გადაცემაზე მუშაობს...

- გუნდი კი არა, უკვე ოჯახის წევრები ვართ, იმდენად ხმაშეწყობილად ვმუშაობთ. გადაცემის ხარისხი ყველა ჩვენგანის ღირსების საქმეა. ჩვენს გუნდში მთავარი ის არის, რომ თანასწორები ვართ. ეკრანზე მხოლოდ მე ვჩანვარ, რადგან წამყვანი ვარ, მაგრამ რეალურად მზადების პროცესი უფრო მიყვარს. "პროფილის" ავტორობა ბევრად უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე მისი წაყვანა. გადაცემის ავტორი მაია ძალიან განსხვავდება მისი წამყვანისგან. წამყვანი ავტორის მოგონილია.

- ამბობენ, რომ ცხოვრებაში განსხვავებული ხართ, ვიდრე ეკრანზე. ისიც უთქვამთ, რომ ეთერში სხვანაირად ლაპარაკობთ.

- ცხოვრებაში როგორი ვარ, მხოლოდ მე ვიცი. როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში სხვანაირად ვლაპარაკობ? ეკრანს თავისი ესთეტიკა აქვს. ისე არ უნდა ლაპარაკობდე, როგორც სახლში ან სამზარეულოში. ცხოვრებაში უწმაწური სიტყვაც მითქვამს და ხმამაღლაც მისაუბრია მეგობართან, მაგრამ ეკრანზე სხვანაირად ვიქცევი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე თავის მართლებით და იმის მტკიცებით, რომ როდესაც საჯარო პერსონა ხარ, გაკრიტიკებენ. თუ ხუთი წლის განმავლობაში შევძელით, რომ მუდმივად განხილვის საგანი ვყოფილიყავით, გამოდის, რომ წარმატებისთვის მიგვიღწევია, მაგრამ როგორც კი ჩათვლი, რომ ყველაზე მაგარი ხარ, იმ დღეს დამთავრდება ყველაფერი. ეს წლების წინ საკუთარ თავზე გამოვცადე და დღემდე ახალი სეზონის დაწყებისას, ისეთი განცდა მაქვს, რომ დამწყები ჟურნალისტი ვარ.

- მაია, დასვენების დროსაც გადაცემის ახალ სეზონზე ფიქრობდით?

- გაგიკვირდებათ და გადაცემა, რომლითაც სეზონი დაიწყება, შარშან იანვარში დავგეგმეთ. უბრალოდ, რთულად განსახორციელებელი იდეა იყო და დროს მოითხოვდა. კარგ სატელევიზიო პროდუქტს ერთ და ორ დღეში ვერ გააკეთებ. არ მიყვარს, როდესაც ჟურნალისტები საუბრობენ, რამდენი ღამე გაათენეს და როგორ იშრომეს, ამაზე მეც მისაუბრია. ეს მაყურებლის საქმე არ არის. საკმაოდ ხანგრძლივი დასვენება გამომივიდა, ძალიან გადაღლილი ვიყავი. ათი დღე თურქეთში დავისვენე ჩემს შვილთან ერთად. ყველაზე ბედნიერი ჩემი შვილის გვერდით ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიმყოფებით, მთავარია, ერთად ვიყოთ.

- ხშირად გამიგია, რომ მაია განსაკუთრებულად პოპულარული რეგიონებშია. როგორ გხვდებათ მაყურებელი?

- პოპულარობა ჩემი შრომის თანმდევია. ეს იმდენად საოცარი განცდაა, რომ როდესაც მაყურებელს ვხვდები, მგონია, რომ ყველა პრობლემის დამარცხებას შევძლებ, ნებისმიერ გასაჭირს გავუმკლავდები. ეს არის ის, რაც პიროვნულად მასაზრდოებს. ადრე თქვენც მეკითხებოდით, როგორ გავუძელი იმ უარყოფით ტალღას, რომელიც ერთი პერიოდი წამოვიდა. პასუხი ერთია, იმ ადამიანების სითბომ და ყურადღებამ გადამატანინა, რომლებიც მაშინ ქუჩაში მხვდებოდნენ, მანუგეშებდნენ და სიყვარულს გამოხატავდნენ.

- როდესაც წარმატებული ჟურნალისტი ხართ, რეიტინგული გადაცემა გაქვთ, რატომ განიცდიდით ასე უარყოფით კომენტარებს?

- იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ და რკინისგან არ ვარ შექმნილი. რაც უფრო დიდია წარმატება, უარყოფითი მხარეც იზრდება. არავის სიამოვნებს, როცა ცუდად მოიხსენიებენ. კარგია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და იმედია, თავიდან არ დაიწყება. რეალურად წარმატებამ ბევრი უარყოფითი რამ მომიტანა, არ იყო მარტივი.

- ეს ტალღა თქვენი ოჯახის წევრებს თუ შეეხო?

- ჯერჯერობით არა და კიდევ კარგი, რომ არ შეეხოთ. ალბათ მორალურად არც ისე ცუდად მიცხოვრია. უამრავ რაღაცას ამბობდნენ... ამ ასაკში უკვე ვისწავლე იმის დანახვა, საიდან უბერავს ქარი. მთავარია, პიროვნულად საკუთარი, ადამიანური სახე შეინარჩუნო. გზის ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი. დრო ისეთი უცნაური რამ არის, ყველაფერი დაიწრიტება და თავის ადგილზე დადგება. ამიტომ ჯობია, მდინარის პირას ჩამოჯდე და დაელოდო.

- თქვენ ახლა ამ მდინარის პირას ზიხართ და ელოდებით?

- დიახ... ვიცი, ინტერვიუს ბოლოს ალბათ პირად ცხოვრებაზე მკითხავთ. ამ კითხვას ხშირად მისვამენ. სიყვარულსაც ველოდები, რატომაც არა. სულელი ვიქნები, რომ ეს არ გითხრათ. რა თქმა უნდა, მინდა, ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს ადამიანი, რომელიც მორალურად დამიცავს ამ ყველაფრისგან და პრობლემებთან მარტო არ დამტოვებს. იმედია, ასეთი ადამიანი გამოჩნდება. შინაგანად არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც გარეგნულად ვჩანვარ.

- არ მჯერა, რომ თაყვანისმცემლები არ გყავთ.

- როგორ არა, მაგრამ ასე მგონია, რომ წარმატებამ პირად ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. ამ ბოლო დროს, როდესაც საკუთარ თავს ვუღრმავდები, აღმოვაჩინე, რომ მიჭირს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც წარმატების შემდეგ გამიცნო. თითქოს ჩემი სახით ცნობილ ადამიანთან ურთიერთობენ. არ ვიცი, შეიძლება, ბედიც არ იყო. ალბათ არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვისაც ისე შევიყვარებდი, რომ თავს დავკარგავდი. თუ გამოჩნდება, რატომაც არა.

- საჩუქრებს თუ გიგზავნიან თაყვანისმცემლები?

- შეიძლება არაადეკვატურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ როდესაც სრულიად უცნობი ან შედარებით ნაკლებად ნაცნობი ადამიანი საჩუქარს მიგზავნის, ფამილარობად მიმაჩნია და არ მიყვარს. შეიძლება, ძველი ყაიდის ქალის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.

- მაია, ამ ხუთმა წელმა რეალურად შეგცვალათ?

- ჩემი ცხოვრება ამოატრიალა. რეალურად ამდენი წელი აქამდე მოვდიოდი და აქ რომ მოვედი, მივხვდი, რომ არც ისე იოლი ყოფილა. ჩემს თავს სულ ვეკითხები, ღირდა ამად? როგორ არ ღირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ყოველი სექტემბერი უდიდესი აზარტია და ჩვენი გადაცემა ახლაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ უნდა მოვხსნათ ჩვენივე შექმნილი რეკორდი. ეს ყველაფერი კი იმ ფილმს მახსენებს, ჯოტია ცაავა ქვას რომ ისვრის... (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები