პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჭირაქაძის ცოლი ფიფქიებზე არ ეჭვიანობს
ირაკლი ჭირაქაძის ცოლი ფიფქიებზე არ ეჭვიანობს

ირაკ­ლი ჭი­რა­ქა­ძეს ქუ­ჩა­ში ბევ­რი ვერ ცნობს. ზუს­ტად რომ არ მცოდ­ნო­და, რომ ერთ-ერთი ბან­კის რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სან­ტას უნდა შევ­ხვედ­რო­დი ინ­ტერ­ვი­უს­თვის, ალ­ბათ მეც ვერ ვიც­ნობ­დი. მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, ირაკ­ლიმ სან­ტას ფორ­მა მო­ირ­გოს, ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ სწო­რედ ის მაჩო სან­ტა-კლა­უ­სია, რო­მელ­საც ფიფ­ქი­ე­ბი გარს ეხ­ვე­ვი­ან.

- თუ ადრე მაქ­სი­მუმ სამი ფიფ­ქია ჰყავ­და, ახლა უფრო ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი აქვს სან­ტას.

- ფიფ­ქი­ე­ბის სიმ­რავ­ლე იმან გა­მო­იწ­ვია, რომ პორ­ტი­რე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ბან­კი­დან ბან­კში და სხვა ბან­კის ფიფ­ქი­ე­ბიც მოხ­ვდნენ მისი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

- ალ­ბათ ყვე­ლას შურს თქვე­ნი, ასე­თი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში რომ ხართ...

- რა თქმა უნდა. თვი­თონ გა­და­ღე­ბის მო­მენ­ტი ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს სა­ხა­ლი­სო.

- ადრე ამ­ბობ­დით, რომ ცეკ­ვა თქვე­ნი და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის იმპრო­ვი­ზა­ცია იყო. ამ შემ­თხვე­ვა­ზე ცეკ­ვა­ზე დიდ­ხანს იმუ­შა­ვეთ?

- დიდ­ხანს არ გვი­მუ­შა­ვია. რუს­კა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გოა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დის. რო­დე­საც ასე­თი ნი­ჭი­ე­რი პარტნი­ო­რი გყავს, შენც თა­ვის­თა­ვად მას­თან ერ­თად ბევ­რი რამ კარ­გად გა­მოგ­დის. პირ­ვე­ლი ორი კლი­პი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩვე­ნი იმპრო­ვი­ზა­ცია იყო. ახლა უკვე ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ ისი­ნი ძი­რი­თად მოძ­რა­ო­ბებს გვას­წავ­ლი­ან, რომ­ლი­თაც ცეკ­ვა იგე­ბა.

- გა­და­ღე­ბის დროს ალ­ბათ ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ და კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში...

- ბოლო სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ზე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ მახ­სენ­დე­ბა. ზამ­თარ­ში კი გა­და­ღე­ბე­ბი გვი­ან გვქონ­და ხოლ­მე და იყო შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც დავ­სხე­ბო­დით, იქ გვე­ძი­ნე­ბო­და მეც და რუს­კა­საც. წლის ბო­ლოს სამ­სა­ხურ­ში ბევ­რი საქ­მე მქონ­და და გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, რუს­კაც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი იყო.

- ზამ­თარ­ში წვე­რი ალ­ბათ გათ­ბობ­დათ კი­დეც, ზა­ფხულ­ში დის­კომ­ფორ­ტი ხომ არ შე­გიქ­მნათ?

- გა­და­ღე­ბე­ბის დროს ყვე­ლა­ზე დიდ დის­კომ­ფორ­ტს წვე­რი მიქ­მნის, რო­მელ­საც წე­ბო­თი მა­წე­ბე­ბენ. ზამ­თარ­ში, როცა გა­რეთ გვქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლად ცი­ო­და, მაგ­რამ მე კარ­გად ჩაც­მუ­ლი ვი­ყა­ვი და არ მცი­ო­და. გა­და­ღე­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რუ­ლი ვი­ყა­ვი. შეს­ვე­ნე­ბებ­ზე წვე­რი ჭა­მა­ში ხელს მიშ­ლი­და. პა­ტარ-პა­ტა­რა ლუკ­მე­ბით ვიკ­ვე­ბე­ბო­დი, ძა­ლი­ან ვწვა­ლობ­დი. თუ მომ­ძვრე­ბო­და, მერე წე­ბოს თა­ვი­დან წას­მა სჭირ­დე­ბო­და.

- ბავ­შვო­ბა­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ის გჯე­რო­დათ?

- რა­ღაც მო­მენ­ტამ­დე, რა თქმა უნდა, მჯე­რო­და. სი­მარ­თლე გთხრათ, რა ასაკ­ში მივ­ხვდი, რომ არ არ­სე­ბობ­და, არ მახ­სოვს.

- გია ჭი­რა­ქა­ძის შვი­ლი ხართ, რო­გორც ვიცი, მა­მამ ვერ აგამ­ღე­რათ. ალ­ბათ ოჯახ­ში იყო მცდე­ლო­ბა, თქვენც მომ­ღე­რა­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით...

- ვერ ამამ­ღე­რა არაა ამ შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტი ფორ­მუ­ლი­რე­ბა. სმე­ნა არ მაქვს და ვერ ავმღერ­დი. დე­და­საც კარ­გი სმე­ნა აქვს და გა­და­სა­რე­ვად მღე­რის. მე არ გა­მი­მარ­თლა. ხდე­ბა ხოლ­მე ასეც. რიტ­მის გრძნო­ბა ყო­ველ­თვის მქონ­და და მე­გობ­რე­ბის წრე­ში სულ ვცეკ­ვავ­დი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­მაც ამ რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, კარ­გად იცო­და ჩემი ცეკ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც ქე­ი­ფის დროს ვამ­ჟღავ­ნებ­დი და იმი­ტო­მაც მი­მიწ­ვია. არა­და, ცეკ­ვა­ზე არას­დროს მივ­ლია.

- რეკ­ლა­მა­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ხართ. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი ხომ არ გა­გიჩ­ნდათ?

- პრო­ექ­ტში რომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მარ­თლა კარ­გად უნდა ცეკ­ვავ­დე. ვინც ამ რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სა­ლო­მე ჭა­ჭუა, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი და ლიკა ლა­ბა­ძე, მარ­თლა მა­გა­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა და მარ­თლა კარ­გად უნდა ცეკ­ვავ­დე. მე არ მგო­ნია, ისე კარ­გად ვცეკ­ვავ­დე, რომ ასეთ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ვერ­თო. თან, რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­თხრეს, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" დიდი ფი­ზი­კუ­რი რე­სურ­სი მი­აქვს. პრო­ექ­ტის ყუ­რე­ბა კარ­გია, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რთუ­ლი.

- რა პრო­ფე­სია გაქვთ?

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, "გე­პე­ი­ში" ჩა­ვა­ბა­რე. ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტი იყო სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის ინ­ჟი­ნე­რი, სა­დაც ორი წელი ვის­წავ­ლე და მერე მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი საქ­მე არ იყო. სწავ­ლას თავი და­ვა­ნე­ბე და მთა­ში წა­ვე­დი. ჩემი პრო­ფე­სია მაშ­ვე­ლო­ბა. ოთხი წელი "ეუ­თო­ში" ვი­მუ­შა­ვე და სა­ზღვრის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი ვი­ყა­ვი. მათ მაშ­ვე­ლო­ბას ვას­წავ­ლი­დი.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ყაზ­ბეგ­ში ცოტა ხნის წინ ძვე­ლი ტურ­ბა­ზა გა­რე­მონტდა და ძა­ლი­ან კარ­გი სას­ტუმ­რო გა­კეთ­და, იმ სას­ტუმ­რო­ში ვმუ­შა­ობ. სა­თხი­ლა­მუ­რო და სა­ბა­გი­რო ტრა­სის გაკ­თე­ბას ვგეგ­მავთ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, ყაზ­ბე­გი ზამ­თრის კუ­რორ­ტიც გავ­ხა­დოთ. გვინ­და, ზამ­თარ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო ტუ­რიზ­მი გან­ვა­ვი­თა­როთ, რომ ჩრდი­ლო­ე­თი­და­ნაც მო­ვი­ზი­დოთ ტუ­რის­ტე­ბი. რაც გზა ჩა­ი­კე­ტა, ძა­ლი­ან გა­ჭირ­და ყაზ­ბეგ­ში ცხოვ­რე­ბა.

- უკვე ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი სან­ტას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რია?

- მყავს მე­უღ­ლე და ორი გო­გო­ნა. თერ­თმე­ტი და შვი­დი წლის.

- ალ­ბათ ხში­რად უკი­თხავთ, ამ­დე­ნი ლა­მა­ზი ფიფ­ქი­ას გვერ­დით რომ ხართ, მე­უღ­ლე არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ვენ­დო­ბით ერ­თმა­ნეთს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტი არ ყო­ფი­ლა. პირ­ველ სა­რეკ­ლა­მო რგოლს რომ ვი­ღებ­დით, ბავ­შვებს უნ­დო­დათ, მა­მი­კო სან­ტა ენა­ხათ. წა­ვიყ­ვა­ნე გა­და­ღე­ბებ­ზე. სახ­ლში რომ მი­ვე­დით, უფ­როს­მა გო­გომ დე­დას ჰკი­თხა, არ ეჭ­ვი­ა­ნო­ბო? მე­უღ­ლეს ჩემ­თვის არ უთ­ქვამს, რომ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, არც მის საქ­ცი­ელ­ში შე­მიმ­ჩნე­ვია მსგავ­სი რამ. არ ვაძ­ლევთ ერ­თმა­ნეთს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს.

- ალ­ბათ მას შემ­დეგ, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე სან­ტა გახ­დით, თქვენ­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს ელო­დე­ბი­ან...

- მომ­თხოვ­ნი ბავ­შვე­ბი არ არი­ან. ალ­ბათ აღარც სჯე­რათ, რომ სან­ტას­გან სა­ჩუ­ქა­რი უნდა მი­ი­ღონ. ამ ყვე­ლა­ფერს თან ისიც ერ­თვის, რომ ჩემი უფ­რო­სი გო­გოს და­ბა­დე­ბის დღე დე­კემ­ბრის ბო­ლო­საა, მე­უღ­ლე­საც დე­კემ­ბერ­ში აქვს და­ბა­დე­ბის დღე. ჩემი სი­დედ­რის და­ბა­დე­ბის დღე 2 იან­ვარ­საა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჩუქ­რებს ახალ წელს ყო­ველ­თვის ხში­რად ვა­რი­გებ.

- მე­უღ­ლე სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში თქვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­გორ აფა­სებს?

- რა თქმა უნდა, აქვს შე­ნიშ­ვნე­ბი. ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. წინა შემ­თხვე­ვებ­ზე უთ­ქვამს, ორი­გი­ნალს ძა­ლი­ან ჰბა­ძა­ვო. ახლა ბევ­რად უფრო ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა იყო და ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც მო­მი­წო­ნა.

- მამა კრი­ტი­კუ­ლია?

- მამა სა­ერ­თოდ არაა კრი­ტი­კუ­ლი ჩემ მი­მართ. რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი რეკ­ლა­მა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სულ მა­მის ჩრდი­ლის ქვეშ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ სულ ვცდი­ლობ­დი, ისეთ სფე­რო­ში და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა თავი, რომ მისი სა­ხე­ლის დახ­მა­რე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბო­და და ჩე­მით მე­პო­ვა ად­გი­ლი. მა­მას თვი­თო­ნაც არ უყ­ვარს, როცა შვი­ლი მშობ­ლის დახ­მა­რე­ბით იწევს წინ, მგო­ნი შევ­ძე­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცის­თვის ჩე­მით მი­მეღ­წია.

- წვე­რის გა­რე­შე თუ გცნო­ბენ?

- ახლა უფრო მცნო­ბენ. მაგ­რამ პირ­ვე­ლი რეკლმა რომ გა­მო­ვი­და, მა­შინ ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ვფიქ­რობ­დი, უხა­რის­ხო არ გა­მო­ვი­დეს-მეთ­ქი. ვი­ცო­დი, რომ წვე­რი მექ­ნე­ბო­და და ვამ­ბობ­დი, თუ არ გა­მო­მი­ვა არა­ფე­რი, მერე მა­ინც ვე­რა­ვინ მიც­ნობს-მეთ­ქი. მა­გი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მერე, როცა გა­მო­ვი­და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი და ბევ­რს მო­ე­წო­ნა, ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვერ მიც­ნო. სა­მა­გი­ე­როდ, მიც­ნო ძმა­კა­ცის 3 წლის შვილ­მა, რო­მელ­მაც რეკ­ლა­მის პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვის მერე თქვა, ეს სან­ტა კლა­უ­სი ზა­ფხულ­ში ჩვენ­თან იყო კო­ჯორ­შიო. ჩემს ძმა­კაცს გა­ე­ცი­ნა. იფიქ­რა, რომ ბავ­შვს სან­ტა ვინ­მე­ში აე­რია. მან იცო­და, რომ რეკ­ლა­მა­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ვერ მიც­ნო.

- თქვენ რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით სან­ტას, რო­მელ­საც თა­მა­შობთ?

- რა თქმა უნდა, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, მაჩო სან­ტა რომ უნდა მე­თა­მა­შა. რეკ­ლა­მის იდეა იყო, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. მოკ­ლედ, კარ­გი ტიპი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ვცდი­ლობ, ეს ვი­თა­მა­შო და ალ­ბათ გა­მომ­დის, რად­გან ხალ­ხს მოს­წონს და ყო­ველ ახალ წელს უნ­დათ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ნახ­ვა. ბო­ლოს გა­და­ღე­ბებ­ზე ვხუმ­რობ­დით, შე­მოდ­გო­მა­სა და გა­ზა­ფხულ­ზე რო­გორ ერ­თო­ბა სან­ტა, გა­და­სა­ღე­ბი დაგ­ვრჩაო.

- ჩემი აზ­რით, ნამ­დვი­ლი სან­ტა ასე არ უნდა იქ­ცე­ო­დეს. ასა­კი მა­ინც არ უნდა უწყობ­დეს ხელს.

- ნამ­დვი­ლად. იმ სან­ტას, რო­მელ­საც ვთა­მა­შობ, ახალ­გაზ­რდუ­ლი სული აქვს.

- და ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მა­ტუ­ლობს და მა­ტუ­ლობს.

- მეც ვი­კი­თხე, შემ­დეგ­ში კი­დევ რამ­დე­ნი ფიფ­ქია უნდა მყავ­დეს-მეთ­ქი. არ ვიცი, მათი ფან­ტა­ზია სა­დამ­დე წავა.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა, ფიფ­ქია და თოვ­ლის ბა­ბუა და­ქორ­წინ­დნენ.

- კი, მაგ­რამ სან­ტას და ფიფ­ქი­ას შვი­ლე­ბი არა­ვის უნა­ხავს.

- თუმ­ცა არც მე­ქალ­თა­ნე სან­ტა გვი­ნა­ხავს აქამ­დე.

- (იცი­ნის) ვნა­ხოთ. ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი. რეკ­ლა­მის კრე­ა­ტი­ულ იდე­ებ­ში მე არ ვე­რე­ვი ხოლ­მე.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ირაკლი ჭირაქაძის ცოლი ფიფქიებზე არ ეჭვიანობს

ირაკლი ჭირაქაძის ცოლი ფიფქიებზე არ ეჭვიანობს

ირაკლი ჭირაქაძეს ქუჩაში ბევრი ვერ ცნობს. ზუსტად რომ არ მცოდნოდა, რომ ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში მონაწილე სანტას უნდა შევხვედროდი ინტერვიუსთვის, ალბათ მეც ვერ ვიცნობდი. მაგრამ საკმარისია, ირაკლიმ სანტას ფორმა მოირგოს, ყველა მიხვდება, რომ სწორედ ის მაჩო სანტა-კლაუსია, რომელსაც ფიფქიები გარს ეხვევიან.

- თუ ადრე მაქსიმუმ სამი ფიფქია ჰყავდა, ახლა უფრო ფართო არჩევანი აქვს სანტას.

- ფიფქიების სიმრავლე იმან გამოიწვია, რომ პორტირება გახდა შესაძლებელი ბანკიდან ბანკში და სხვა ბანკის ფიფქიებიც მოხვდნენ მისი ყურადღების ცენტრში.

- ალბათ ყველას შურს თქვენი, ასეთი ლამაზი გოგონების გარემოცვაში რომ ხართ...

- რა თქმა უნდა. თვითონ გადაღების მომენტი ძალიან დამღლელია, მაგრამ ამავე დროს სახალისო.

- ადრე ამბობდით, რომ ცეკვა თქვენი და რუსკა მაყაშვილის იმპროვიზაცია იყო. ამ შემთხვევაზე ცეკვაზე დიდხანს იმუშავეთ?

- დიდხანს არ გვიმუშავია. რუსკა ძალიან ნიჭიერი გოგოა და ყველაფერი კარგად გამოსდის. როდესაც ასეთი ნიჭიერი პარტნიორი გყავს, შენც თავისთავად მასთან ერთად ბევრი რამ კარგად გამოგდის. პირველი ორი კლიპი თავიდან ბოლომდე ჩვენი იმპროვიზაცია იყო. ახლა უკვე ქორეოგრაფები გვეხმარებიან, მაგრამ ისინი ძირითად მოძრაობებს გვასწავლიან, რომლითაც ცეკვა იგება.

- გადაღების დროს ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ გაუთვალისწინებელ და კურიოზულ სიტუაციაში...

- ბოლო სარეკლამო რგოლზე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. ზამთარში კი გადაღებები გვიან გვქონდა ხოლმე და იყო შემთხვევები, სადაც დავსხებოდით, იქ გვეძინებოდა მეც და რუსკასაც. წლის ბოლოს სამსახურში ბევრი საქმე მქონდა და გვიანობამდე ვმუშაობდი, რუსკაც ძალიან დატვირთული იყო.

- ზამთარში წვერი ალბათ გათბობდათ კიდეც, ზაფხულში დისკომ­ფორტი ხომ არ შეგიქმნათ?

- გადაღებების დროს ყველაზე დიდ დისკომფორტს წვერი მიქმნის, რომელსაც წებოთი მაწებებენ. ზამთარში, როცა გარეთ გვქონდა გადაღებები, სერიოზულად ციოდა, მაგრამ მე კარგად ჩაცმული ვიყავი და არ მციოდა. გადაღებებზე ყველაზე დაჩაგრული ვიყავი. შესვენებებზე წვერი ჭამაში ხელს მიშლიდა. პატარ-პატარა ლუკმებით ვიკვებებოდი, ძალიან ვწვალობდი. თუ მომძვრებოდა, მერე წებოს თავიდან წასმა სჭირდებოდა.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?

- რაღაც მომენტამდე, რა თქმა უნდა, მჯეროდა. სიმართლე გთხრათ, რა ასაკში მივხვდი, რომ არ არსებობდა, არ მახსოვს.

- გია ჭირაქაძის შვილი ხართ, როგორც ვიცი, მამამ ვერ აგამღერათ. ალბათ ოჯახში იყო მცდელობა, თქვენც მომღერალი ყოფილიყავით...

- ვერ ამამღერა არაა ამ შემთხვევაში ზუსტი ფორმულირება. სმენა არ მაქვს და ვერ ავმღერდი. დედასაც კარგი სმენა აქვს და გადასარევად მღერის. მე არ გამიმართლა. ხდება ხოლმე ასეც. რიტმის გრძნობა ყოველთვის მქონდა და მეგობრების წრეში სულ ვცეკვავდი. ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ამ რეკლამაში მონაწილეობა შემომთავაზა, კარგად იცოდა ჩემი ცეკვის შესაძლებლობები, რომელსაც ქეიფის დროს ვამჟღავნებდი და იმიტომაც მიმიწვია. არადა, ცეკვაზე არასდროს მივლია.

- რეკლამაში "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილე გოგონების გარემოცვაში ხართ. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- პროექტში რომ მიიღო მონაწილეობა, მართლა კარგად უნდა ცეკვავდე. ვინც ამ რეკლამაში მონაწილეობენ, სალომე ჭაჭუა, ჯულიანა ბარ-გნარი და ლიკა ლაბაძე, მართლა მაგარი მოცეკვავეები არიან. პროექტში მონაწილეობა სერიოზული გამოწვევაა და მართლა კარგად უნდა ცეკვავდე. მე არ მგონია, ისე კარგად ვცეკვავდე, რომ ასეთ პროექტებში ჩავერთო. თან, როგორც მონაწილეებმა მითხრეს, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" დიდი ფიზიკური რესურსი მიაქვს. პროექტის ყურება კარგია, მაგრამ მონაწილეობა რთული.

- რა პროფესია გაქვთ?

- სკოლა რომ დავამთავრე, "გეპეიში" ჩავაბარე. ახალი ფაკულტეტი იყო სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, სადაც ორი წელი ვისწავლე და მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. სწავლას თავი დავანებე და მთაში წავედი. ჩემი პროფესია მაშველობა. ოთხი წელი "ეუთოში" ვიმუშავე და საზღვრის დამკვირვებლების ინსტრუქტორი ვიყავი. მათ მაშველობას ვასწავლიდი.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ყაზბეგში ცოტა ხნის წინ ძველი ტურბაზა გარემონტდა და ძალიან კარგი სასტუმრო გაკეთდა, იმ სასტუმროში ვმუშაობ. სათხილამურო და საბაგირო ტრასის გაკთებას ვგეგმავთ. ყველანაირად ვცდილობთ, ყაზბეგი ზამთრის კურორტიც გავხადოთ. გვინდა, ზამთარში სათხილამურო ტურიზმი განვავითაროთ, რომ ჩრდილოეთიდანაც მოვიზიდოთ ტურისტები. რაც გზა ჩაიკეტა, ძალიან გაჭირდა ყაზბეგში ცხოვრება.

- უკვე ყველასთვის ნაცნობი სანტას პირადი ცხოვრება როგორია?

- მყავს მეუღლე და ორი გოგონა. თერთმეტი და შვიდი წლის.

- ალბათ ხშირად უკითხავთ, ამდენი ლამაზი ფიფქიას გვერდით რომ ხართ, მეუღლე არ ეჭვიანობს?

- მე და ჩემი მეუღლე ვენდობით ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ეჭვიანობის მომენტი არ ყოფილა. პირველ სარეკლამო რგოლს რომ ვიღებდით, ბავშვებს უნდოდათ, მამიკო სანტა ენახათ. წავიყვანე გადაღებებზე. სახლში რომ მივედით, უფროსმა გოგომ დედას ჰკითხა, არ ეჭვიანობო? მეუღლეს ჩემთვის არ უთქვამს, რომ ეჭვიანობდა, არც მის საქციელში შემიმჩნევია მსგავსი რამ. არ ვაძლევთ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს.

- ალბათ მას შემდეგ, რაც თანამედროვე სანტა გახდით, თქვენგან განსაკუთრებულ საჩუქრებს ელოდებიან...

- მომთხოვნი ბავშვები არ არიან. ალბათ აღარც სჯერათ, რომ სანტასგან საჩუქარი უნდა მიიღონ. ამ ყველაფერს თან ისიც ერთვის, რომ ჩემი უფროსი გოგოს დაბადების დღე დეკემბრის ბოლოსაა, მეუღლესაც დეკემბერში აქვს დაბადების დღე. ჩემი სიდედრის დაბადების დღე 2 იანვარსაა. აქედან გამომდინარე, საჩუქრებს ახალ წელს ყოველთვის ხშირად ვარიგებ.

- მეუღლე სარეკლამო რგოლებში თქვენს მონაწილეობას როგორ აფასებს?

- რა თქმა უნდა, აქვს შენიშვნები. ბოლო ნამუშევარი ძალიან მოეწონა. წინა შემთხვევებზე უთქვამს, ორიგინალს ძალიან ჰბაძავო. ახლა ბევრად უფრო ორიგინალური გადაწყვეტა იყო და ჩემმა მეუღლემაც მომიწონა.

- მამა კრიტიკულია?

- მამა საერთოდ არაა კრიტიკული ჩემ მიმართ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მოსწონს. ამ შემთხვევაში არაფერი უთქვამს, მაგრამ პირველი რეკლამა ძალიან მოეწონა. მთელი ცხოვრება სულ მამის ჩრდილის ქვეშ ვიყავი. ამიტომ სულ ვცდილობდი, ისეთ სფეროში დამემკვიდრებინა თავი, რომ მისი სახელის დახმარება არ დამჭირვებოდა და ჩემით მეპოვა ადგილი. მამას თვითონაც არ უყვარს, როცა შვილი მშობლის დახმარებით იწევს წინ, მგონი შევძელი, ცხოვრებაში რაღაცისთვის ჩემით მიმეღწია.

- წვერის გარეშე თუ გცნობენ?

- ახლა უფრო მცნობენ. მაგრამ პირველი რეკლმა რომ გამოვიდა, მაშინ ძალიან ვინერვიულე. ვფიქრობდი, უხარისხო არ გამოვიდეს-მეთქი. ვიცოდი, რომ წვერი მექნებოდა და ვამბობდი, თუ არ გამომივა არაფერი, მერე მაინც ვერავინ მიცნობს-მეთქი. მაგიტომაც დავთანხმდი მონაწილეობაზე. მერე, როცა გამოვიდა სარეკლამო რგოლი და ბევრს მოეწონა, ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვერ მიცნო. სამაგიეროდ, მიცნო ძმაკაცის 3 წლის შვილმა, რომელმაც რეკლამის პირველივე ნახვის მერე თქვა, ეს სანტა კლაუსი ზაფხულში ჩვენთან იყო კოჯორშიო. ჩემს ძმაკაცს გაეცინა. იფიქრა, რომ ბავშვს სანტა ვინმეში აერია. მან იცოდა, რომ რეკლამაში ვიღებდი მონაწილეობას და ვერ მიცნო.

- თქვენ როგორ დაახასიათებდით სანტას, რომელსაც თამაშობთ?

- რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდი, მაჩო სანტა რომ უნდა მეთამაშა. რეკლამის იდეა იყო, რომ პოპულარული და წარმატებული უნდა ვყოფილიყავი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. მოკლედ, კარგი ტიპი უნდა ყოფილიყო. ვცდილობ, ეს ვითამაშო და ალბათ გამომდის, რადგან ხალხს მოსწონს და ყოველ ახალ წელს უნდათ ჩვენი ისტორიის ნახვა. ბოლოს გადაღებებზე ვხუმრობდით, შემოდგომასა და გაზაფხულზე როგორ ერთობა სანტა, გადასაღები დაგვრჩაო.

- ჩემი აზრით, ნამდვილი სანტა ასე არ უნდა იქცეოდეს. ასაკი მაინც არ უნდა უწყობდეს ხელს.

- ნამდვილად. იმ სანტას, რომელსაც ვთამაშობ, ახალგაზრდული სული აქვს.

- და ქალების რაოდენობაც მატულობს და მატულობს.

- მეც ვიკითხე, შემდეგში კიდევ რამდენი ფიფქია უნდა მყავდეს-მეთქი. არ ვიცი, მათი ფანტაზია სადამდე წავა.

- ხომ შეიძლება, ფიფქია და თოვლის ბაბუა დაქორწინდნენ.

- კი, მაგრამ სანტას და ფიფქიას შვილები არავის უნახავს.

- თუმცა არც მექალთანე სანტა გვინახავს აქამდე.

- (იცინის) ვნახოთ. ყველაფერია შესაძლებელი. რეკლამის კრეატიულ იდეებში მე არ ვერევი ხოლმე.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"