მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ბექაური - "ცოტნე გამსახურდია ნაცემია"
ქეთი ბექაური - "ცოტნე გამსახურდია ნაცემია"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ნა­ცე­მია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ად­ვო­კატ­მა ქეთი ბე­ქა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თავი აქვს გა­ხეთ­ქი­ლი და სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ 8 სექ­ტემ­ბერს შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო და ამის შემ­დეგ გუ­შინ ვნა­ხე. მას აშ­კა­რად ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აქვს. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ და­ე­ცა და და­ზი­ა­ნე­ბა ამის შე­დე­გად მი­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და ქეთი ბე­ქა­ურ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ეს ვერ­სია რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ქეთი ბე­ქა­ურს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­აქვს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს მას შემ­დეგ, რაც მან ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ნახა, მი­მარ­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­საც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ომ­ბუდსმე­ნი მომ­ხდა­რით უკვე და­ინ­ტე­რეს­და და გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლებს.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2009 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის მუხ­ლე­ბით 9 წლი­თა და 3 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ქეთი ბექაური - "ცოტნე გამსახურდია ნაცემია"

ქეთი ბექაური - "ცოტნე გამსახურდია ნაცემია"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია ნაცემია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას თავი აქვს გახეთქილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"ცოტნე გამსახურდიამ 8 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო და ამის შემდეგ გუშინ ვნახე. მას აშკარად ძალადობის კვალი აქვს. თუმცა ამბობს, რომ დაეცა და დაზიანება ამის შედეგად მიიღო", - განაცხადა ქეთი ბექაურმა.

ადვოკატის თქმით, ეს ვერსია რეალობას არ შეესაბამება და მომხდარი ძალადობას უკავშირდება. ქეთი ბექაურს უფლებადამცველებთან ერთად, მომხდარის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეაქვს.

როგორც ადვოკატი აცხადებს მას შემდეგ, რაც მან ცოტნე გამსახურდია ნახა, მიმართა სახალხო დამცველსაც.

"ინტერპრესნიუსი" სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ომბუდსმენი მომხდარით უკვე დაინტერესდა და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით 9 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"