პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინა - "თუ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში მოვა, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ"
ლალი მოროშკინა - "თუ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში მოვა, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ"

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მოვა, ევ­რო­პას პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ვთხოვ , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა და ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა ლალი მო­როშ­კი­ნამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას კო­მენ­ტა­რის მო­სა­პო­ვებ­ლად ზუგ­დიდ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­რე­ბი დაყ­ვე­ბოდ­ნენ; ზუგ­დი­დის შტაბ­ში კი, რო­გორც მო­როშ­კინ­მა აღ­ნიშ­ნა, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", სა­კუ­თა­რი მხარ­და­ჭე­რა გა­და­ცე­მა "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის დი­ლა­შიც" და­ა­ფიქ­სი­რა, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის წინ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოვ­ცხად­დი, სა­დაც რექ­ტორ­მა გია კავ­თუ­აშ­ვილ­მა, მი­თხრა, რომ ის, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი იყო და ჩემს გამო, მისი ბიზ­ნე­სი საფრ­თხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხელ­ფასს შე­მი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ თუ ვიქ­ნე­ბო­დი ჩუ­მად და არ ვიხ­მა­უ­რებ­დი. ეს ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია",- გა­ნა­ცხა­და მო­როშ­კი­ნამ.

მი­სი­ვე თქმით, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი წიგ­ნის "გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა" ავ­ტო­რო­ბა იყო. მო­როშ­კი­ნას შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა სას­წავ­ლე­ბელ­ში სოდ-ისა და კუდ-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხე­დან და სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ­გან მი­ი­ღო რექ­ტორ­მა მი­თი­თე­ბა მო­როშ­კი­ნას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მი­სი­ვე თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მმარ­თველ­მა გუნ­დმა ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ და­ედ­გო­მე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლალი მოროშკინა - "თუ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში მოვა, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ"

ლალი მოროშკინა - "თუ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში მოვა, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ"

იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პირველ ოქტომბერს გამართული არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მოვა, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ , - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლალი მოროშკინამ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ჟურნალისტური გამოძიების მიზნით, როლანდ ახალაიას კომენტარის მოსაპოვებლად ზუგდიდში ჩავიდა, სადაც გაურკვეველი პირები დაყვებოდნენ; ზუგდიდის შტაბში კი, როგორც მოროშკინმა აღნიშნა, მხარდაჭერა გამოუცხადა "ქართულ ოცნებას", საკუთარი მხარდაჭერა გადაცემა "შალვა რამიშვილის დილაშიც" დააფიქსირა, რის გამოც, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"სასწავლო წლის დაწყების წინ, უნივერსიტეტში გამოვცხადდი, სადაც რექტორმა გია კავთუაშვილმა, მითხრა, რომ ის, როგორც ბიზნესმენი შევიწროებული იყო და ჩემს გამო, მისი ბიზნესი საფრთხეში იმყოფებოდა. ხელფასს შემინარჩუნებდნენ თუ ვიქნებოდი ჩუმად და არ ვიხმაურებდი. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია",- განაცხადა მოროშკინამ.

მისივე თქმით, მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი წიგნის "გისოსებს მიღმა საქართველოა" ავტორობა იყო. მოროშკინას შეფასებით, ყველა სასწავლებელში სოდ-ისა და კუდ-ის წარმომადგენლები სხედან და სავარაუდოდ, მათგან მიიღო რექტორმა მითითება მოროშკინას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა გუნდმა ძალაუფლება შეინარჩუნა, ამ ქვეყანაში აღარ დაედგომება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა