მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 სექტემბრის ტერაქტიდან 11 წელი შესრულდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 11 წელი შესრულდა

11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი­დან 11 წელი შეს­რულ­და. BBC-ის ცნო­ბით, ნიუ-იორკში დღეს სამ­გლო­ვი­ა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი. ტე­რაქ­ტში და­ღუ­პულ­თა ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მათი ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ მე­მო­რი­ალ­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ოთხი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან პირ­ვე­ლი - ბო­ინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ჩრდი­ლო­ე­თის ცა­თამბჯენს 93-ე და 99-ე სარ­თუ­ლებს შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 08:45 სა­ათ­ზე შე­ე­ჯა­ხა. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 81 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 11 წევ­რი.

შე­ჯა­ხე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ლიფ­ტის მა­ღა­რო­დან გა­მო­სუ­ლი სი­ცხით კი, ადა­მი­ა­ნე­ბი ფო­ი­ე­ში უჰა­ე­რო­ბის გამო იღუ­პე­ბოდ­ნენ.

მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:03 სა­ათ­ზე "ტყუ­პე­ბის" სამ­ხრეთ ცა­თამბჯენს, 77-ე და 81-ე სარ­თუ­ლებს შო­რის შე­ე­ჯა­ხა. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 56 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - ეკი­პა­ჟის 9 წევ­რი და 5 ტე­რო­რის­ტი. 09:59 სა­ათ­ზე, მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, ორი­ვე ცა­თამბჯე­ნი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა.

მე­სა­მე გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი - ბო­ინგ-757 პენ­ტა­გო­ნის მახ­ლობ­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:45 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 184 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - 59 მგზავ­რი, 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი.

მე­ო­თხე თვითმფრი­ნა­ვი პენ­სილ­ვა­ნი­ის ტყე­ში, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, პიტსბურ­გი­დან 125 კი­ლო­მეტრში ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 37 მგზავ­რი, მათ შო­რის - 4 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 7 წევ­რი.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს სულ და­ი­ღუ­პა 1973 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 24 დღემ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

11 სექტემბრის ტერაქტიდან 11 წელი შესრულდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 11 წელი შესრულდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 11 წელი შესრულდა. BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკში დღეს სამგლოვიარო ღონისძიებებია დაგეგმილი. ტერაქტში დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან შეიკრიბებიან.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.

მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი - ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

2001 წლის 11 სექტემბერს სულ დაიღუპა 1973 ადამიანი, აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა