ჩინეთში, კერძოდ კი შენჩჟენში, მშობლებმა პირველკლასელი 4 ტყუპი ვარცხნილობებით დანომრეს - მასწავლებლებსა და თანაკლასელებს ბავშვების ცნობა უჭირდათ.
პირველკლასელი ბიჭები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. პრობლემის თავიდან ასაცილებლად მათ მშობლებმა "ციფრებიანი ვარცხნილობა" გაუკეთეს. ახლა ბავშვებს თავზე 1,2,3 და 4 ნომრები აწერიათ.
ბავშვებს უკვე არა სახელებით, არამედ ციფრებით მიმართავენ. ფსიქოლოგების აზრით, ეს ბიჭების ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა მათი დედა, ტამ შაოიუნი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის ასე უკეთესია.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.