საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გააკვირვა ნინო მუმლაძის მეგობრები მისმა სამსახურმა
რატომ გააკვირვა ნინო მუმლაძის მეგობრები მისმა სამსახურმა

"რე­ი­ტინ­გი" ახალ რუბ­რი­კას გთა­ვა­ზობთ, სა­დაც რეს­პონ­დენ­ტებს მათი რე­ჟი­მის, სა­მუ­შაო გა­რე­მოს, ჩვე­ვე­ბი­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე­ბით. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო მუმ­ლა­ძე გახ­ლავთ. მარ­თა­ლია, მას რა­ი­მე ახი­რე­ბა ან ჩვე­ვე­ბი ვერ ვუ­პო­ვეთ, რო­მე­ლიც უკვე ცხოვ­რე­ბის წე­სად აქვს ქცე­უ­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, ნი­ნომ ექ­სკლუ­ზი­უ­რად "რე­ი­ტინ­გის­თვის" თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის რე­ცეპ­ტი გაგ­ვან­დო.

- ნინო, ცხოვ­რე­ბის რო­გო­რი სტი­ლი გაქვს? რა რე­ჟი­მით ცხოვ­რობ?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, მიყ­ვარს მე­გობ­რებ­თან გარ­თო­ბა და ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას არას­დროს ვიკ­ლებ, თუმ­ცა გარ­თო­ბას სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ, შა­ბათ-კვი­რას კი ვცდი­ლობ, ისე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­ვერ­თო, რო­გორც ამას ადრე ვა­კე­თებ­დი, ანუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო ცხოვ­რე­ბის­გან.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ხარ, დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა გი­წევს, გი­ჭირს გა­მო­ფხიზ­ლე­ბა?

- კი. სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ადრე, დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ, სა­მა­გი­ე­როდ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ვცდი­ლობ, კარ­გად გა­მო­ვი­ძი­ნო და და­ნაკ­ლი­სი შე­ვივ­სო. დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა და გა­მო­ფხიზ­ლე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს, რად­გან არ ვარ ამ გრა­ფიკს მიჩ­ვე­უ­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყველ­გან ვიგ­ვი­ა­ნებ­დი, სკო­ლა­შიც იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ო­დი პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე (იცი­ნის). ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ჩემი მე­გობ­რე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, როცა გა­ი­გეს, რომ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი გავ­ხდი, ყვე­ლას გა­უჩ­ნდა კი­თხვა, განა რას დაგ­პირ­დნენ ამის­თა­ნას, რომ ამ რე­ჟიმს და­თან­ხმდიო (იცი­ნის).

- მო­ბი­ლი­ზე­ბას, გო­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, იმის მო­ფიქ­რე­ბას, რა ჩა­იც­ვა ან რა უნდა გა­ა­კე­თო, გაღ­ვი­ძე­ბი­დან რამ­დენ ხან­ში ახერ­ხებ?

- დი­ლით ძა­ლი­ან მი­ჭირს გა­მო­ფხიზ­ლე­ბა და რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს წი­ნას­წარ ვამ­ზა­დებ, წინა დღით ვგეგ­მავ ყვე­ლა დე­ტალს, რომ დი­ლით სა­ფიქ­რა­ლი არა­ფე­რი მქონ­დეს, სახ­ლი­დან სამ­სა­ხუ­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვფხიზ­ლდე­ბი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი შევ­დი­ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.

- რო­დის სა­უზ­მობ? ალ­ბათ დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ვერ ახერ­ხებ ამას...

- არა, დი­ლით სა­უზ­მო­ბას ვერ ვას­წრებ, ამი­ტომ ჩემი სა­უზ­მო­ბის დრო გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 12 სა­ათ­ზე დგე­ბა.

- რად­გან სა­უზ­მე­ზე ჩა­მო­ვარ­და სა­უ­ბა­რი, აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ კი­დევ უფრო გამ­ხდარ­ხარ, ისევ დი­ე­ტა­ზე ხარ?

- გამ­ხდა­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­ვი­კე­ლი და ეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა გახ­და ჩემ გარ­შე­მო, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ჩე­რე­ბენ და მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ მი­ვაღ­წიე ამ შე­დეგს. ბა­თუმ­ში მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნაც­ნობ-უც­ნო­ბი­ა­ნად ყვე­ლა ამ შე­კი­თხვით მომ­მარ­თავ­და. სე­რი­ალ "ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბის" და­წყე­ბი­სას ჭარ­ბი წონა არ მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ ნელ-ნელა მო­ვი­მა­ტე, და­ვი­წყე დი­ე­ტე­ბის დაც­ვა, რი­თაც უფრო მეტი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნე ჩემს ორ­გა­ნიზმს და იმის მა­გივ­რად, რომ წო­ნა­ში და­მეკ­ლო, უფრო ვი­მა­ტებ­დი.

ისე გა­ვიწ­ვა­ლე თავი, რომ ოდ­ნა­ვი შიმ­ში­ლის დრო­საც კი აუ­ტა­ნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი მე­წყე­ბო­და, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვი­ცავ­დი დი­ე­ტას. ბო­ლოს, სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის­თვის უნდა მი­მე­მარ­თა და სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ელე­ნე გი­ორ­გა­ძე, შე­დე­გად 18 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი.

- წო­ნის კლე­ბას­თან ერ­თად დაგ­ჭირ­დე­ბო­და გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა, სა­მო­სის ზო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა...

- კი, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მივ­ხვდი, რომ ტან­საც­მე­ლი აღარ გა­მაჩ­ნდა და გა­ნახ­ლე­ბა­ზე და­ვი­წყე ზრუნ­ვა (იცი­ნის). შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი არას­დროს მა­ნი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მიკ­ვირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც დაღ­ლი­ლე­ბი, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი მი­დი­ან მა­ღა­ზი­ებ­ში, იზო­მე­ბენ ათას­ნა­ირ სა­მოსს და ამით გა­მო­დი­ან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე სა­მოსს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვყი­დუ­ლობ, თუ რა­ღაც ახა­ლი მჭირ­დე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ მიყ­ვარს ბევ­რი სი­ა­რუ­ლი, მირ­ჩევ­ნია ვეწ­ვიო ისეთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებს, სა­დაც ბევ­რი მა­ღა­ზი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი. "ქარ­ვას­ლა", "თბი­ლი­სი მოლი", "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი" ჩემ­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ რო­მე­ლი­მე ქუჩა.

- რაც შე­ე­ხე­ბა შენს სა­მუ­შაო გა­რე­მოს, გვი­თხა­რი, რო­გო­რია შენი სა­მუ­შაო მა­გი­და, თუ არის იქ ისე­თი ნივ­თი, რომე­ლიც ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ში თან გქონ­და და ყო­ველ­თვის შენ გვერ­დი­თაა?.. ცოტა მეტი გვი­ამ­ბე იმა­ზე, რაც ეთერს მიღ­მა ხდე­ბა...

- ეთე­რის შემ­დეგ ვსხდე­ბით, ვგეგ­მავთ მო­მა­ვა­ლი დღის გა­და­ცე­მას და მერე მივ­დი­ვართ ჩვენს საქ­მე­ებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­მუ­შაო მა­გი­დას, იქ არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი ნივ­თი არ მაქვს, მას­ზე დევს კომ­პი­უ­ტე­რი, რო­მელ­შიც არის ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მჭირ­დე­ბა.

- ხომ არ გაქვს კა­ლა­მი ან ბლოკ­ნო­ტი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში ან სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე იყე­ნებ?

- არა, პი­რი­ქით, სულ კალ­მის ძი­ე­ბა­ში ვარ, არას­დროს არ მაქვს ჩემი კა­ლა­მი, ყო­ველ­თვის ვკარ­გავ.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც ასე იყა­ვი?

- არა, მა­შინ უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვი გახ­ლდით. სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცას გე­ტყვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ხერ­ხე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და გემ­რი­ელ რა­ღა­ცებს ვამ­ზა­დებ, არ მიყ­ვარს და­ლა­გე­ბა, ამი­ტომ ისე­ვე, რო­გორც ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ჩან­თა­ში, ჩემ­თა­ნაც ყო­ველ­თვის დიდი არე­უ­ლო­ბაა. ამ ბოლო დროს სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­ტა­რა ჩან­თებს ვი­ძენ, რომ ნაკ­ლე­ბი ქა­ო­სი შე­იქ­მნას, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ არე­ვას. იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბავ­შვო­ბა­ში სას­კო­ლო ჩან­თე­ბიც, რო­მელ რვე­ულ­ში რა მქონ­და მი­წე­რი­ლი და რო­მელ წიგნ­ში რა ფურ­ცე­ლი მედო, ვერ ვი­გებ­დი, მაგ­რამ მა­ინც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რო­გორც სკო­ლა­ში, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- თქვი, რომ გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ. მოდი, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის გაგ­ვიმ­ხი­ლე შე­ნე­უ­ლი კერ­ძის რე­ცეპ­ტი, რო­მელ­საც თა­ვად აკე­თებ და მი­ირ­თმევ...

- სპე­ცი­ა­ლუ­რად "რე­ი­ტინ­გის­თვის" გა­გიმ­ხელთ ერთი კერ­ძის რე­ცეპტს, რო­მე­ლიც ღია ეთერ­ში არას­დროს მოგ­ვიმ­ზა­დე­ბია, მაგ­რამ ჩემ­თვის ხში­რად ვი­კე­თებ. ეს გახ­ლავთ "კარ­ტო­ფი­ლი ფრან­გუ­ლად". თუ­ნუ­ქის სა­ცხობს მო­ვას­ხათ ცოტა ზეთი და მას­ზე და­ვა­წყოთ 5 ცალი მო­ხარ­შუ­ლი და მრგვლად დაჭ­რი­ლი კარ­ტო­ფი­ლი, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი, კარ­ტო­ფილ­ზე ფე­ნად უნდა გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ მო­ხარ­შუ­ლი ქათ­მის ფილე, ამა­სო­ბა­ში არა­ჟა­ნი უნდა გა­ვა­თხე­ლოთ წყლით, შე­ვა­ზა­ვოთ საყ­ვა­რე­ლი სუ­ნე­ლით ან მწვა­ნი­ლით და ამით ქა­თა­მი კარ­გად უნდა გა­ვა­ჯე­როთ, ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ზე­მო­დან და­ვა­ლა­გოთ თხლად დაჭ­რი­ლი სოკო, შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს ვა­თავ­სებთ ღუ­მელ­ში. როცა მიხ­ვდე­ბით, რომ კარ­ტო­ფი­ლიც კარ­გა­დაა შებ­რა­წუ­ლი და ქა­თა­მიც, ღუმ­ლი­დან გა­მოგ­ვაქვს, მო­ვაყ­რით გა­ხე­ხილ ყველს, სა­სურ­ვე­ლია, თუ ყვე­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი იქ­ნე­ბა, თუ არა­და სულ­გუ­ნიც გა­მოდ­გე­ბა, შემ­დეგ ისევ შე­ვაბ­რუ­ნებთ ღუ­მელ­ში, გა­ვა­ჩე­რებთ ხუთი წუთი და მერე უკვე შე­გიძ­ლი­ათ გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვათ.

- ვი­სა­უბ­რეთ დი­ლით ად­გო­მა­ზე, სამ­სა­ხურ­ზე, კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, მაგ­რამ ცხო­ვ­რ­ების წეს­ში შე­დის გარ­თო­ბაც, გვი­თხა­რი, რას აკე­თებ სამ­სა­ხუ­რის შემ­დე...

- თუ ისე მო­ხერ­ხდა, რომ მო­რი­გი გა­და­ცე­მა მარ­ტი­ვად დავ­გეგ­მეთ, მა­შინ შუ­ა­დღის შემ­დეგ ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბი, მაგ­რამ თუ სირ­თუ­ლე­ებს წა­ვა­წყდით, მა­შინ უფრო გვი­ან, სა­დღაც ექვს სა­ათ­ზე ვამ­თავ­რებთ მუ­შა­ო­ბას. მერე დაღ­ლი­ლი მივ­დი­ვარ სახ­ლში, ვუს­მენ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას, შევ­დი­ვარ "ფე­ის­ბუქ­ზე", ვე­სა­უბ­რე­ბი ჩემს მე­გობ­რებს და ვცდი­ლობ ადრე და­ვი­ძი­ნო, რომ მე­ო­რე დღეს ცინ­ცხლად ვიყო ეთერ­ში. სა­ერ­თოდ, საკ­მა­ოდ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს და სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ცოტა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მრჩე­ბა. გარ­და გა­და­ცე­მი­სა, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ სე­რი­ა­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბით, ამ საქ­მეს ვა­კე­თებ რო­გორც "რეალ ტვ"-ზე, ასე­ვე "პიკ­ზე" და შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხან­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე­ზეც" და­ვი­წყო სე­რი­ა­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პა­რას­კევს, სახ­ლში მოს­ვლი­სა და დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ვხვდე­ბი ჩემს მე­გობ­რებს და მივ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად, რა­საც ებ­მის შა­ბა­თი დღე, ორ­დღი­ა­ნი კარ­გი მოლ­ხე­ნის შემ­დეგ კვი­რას ისევ თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბას ვუბ­რუნ­დე­ბი და ვემ­ზა­დე­ბი ახა­ლი სა­მუ­შაო კვი­რის­თვის. სა­ერ­თოდ, აქ­ტი­უ­რი გარ­თო­ბა მიყ­ვარს, მაგ­რამ უკ­მა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის გარ­თო­ბის ბევ­რი ობი­ექ­ტი, უკვე მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და ერ­თსა დი იმა­ვე ად­გი­ლას სი­ა­რუ­ლი, სა­წყე­ნია, რომ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ნორ­მა­ლუ­რი კლუ­ბია თბი­ლის­ში.

- მარ­თა­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა თუ გიყ­ვარს, თუ გაქვს საყ­ვა­რე­ლი გა­და­ცე­მა?

- 2006 წლი­დან ვმუ­შა­ობ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მაგ­რამ რაც უნდა პა­რა­დოქ­სუ­ლი იყოს, ტე­ლე­ვი­ზო­რი არ მიყ­ვარს, საყ­ვა­რე­ლი გა­და­ცე­მაც კი არ მაქვს, არც ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი მიყ­ვარს, შარ­შან გა­და­ცე­მა­ში გვქონ­და პრე­სის მი­მო­ხილ­ვა, წელს კი აღარ გვაქვს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს (იცი­ნის). არ მიყ­ვარს სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა. თუ მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, მირ­ჩევ­ნია წა­ვი­კი­თხო რო­მა­ნი, ვუ­ყუ­რო ფილ­მს ან ვე­კონ­ტაქ­ტო ჩემს მე­გობ­რებს.

- დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, რას აკე­თებ აუ­ცი­ლებ­ლად?

- როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ვსვამ ერთ ჭიქა უშაქ­რო, მა­გარ ჩაის, ჩემი წი­თე­ლი ჭი­ქით. მიყ­ვარს გა­დავ­სე­ბუ­ლი ჭიქა ჩაი ან ყავა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სი­თხის მი­ღე­ბა კარ­გია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ამი­ტო­მაც მაქვს დიდი წი­თე­ლი ჭიქა, რომ­ლი­თაც მი­ვირ­თმევ სა­სურ­ველ სი­თხეს. მერე ვცდი­ლობ, ცოტა ხანს კომ­პი­უ­ტერს მი­ვუჯ­დე, რის გა­მოც სულ ჩხუ­ბი მაქვს ჩემს დას­თან, ასე­ვე ვე­სა­უბ­რე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს და ვი­ძი­ნებ. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოხ­და ისე, რომ მარ­ტო ვარ, ტე­ლევ­ზორს ვრთავ და მისი ხმა­უ­რის ფონ­ზე ვი­ძი­ნებ, რათა მარ­ტო­ო­ბა არ ვიგ­რძნო.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ გააკვირვა ნინო მუმლაძის მეგობრები მისმა სამსახურმა

რატომ გააკვირვა ნინო მუმლაძის მეგობრები მისმა სამსახურმა

"რეიტინგი" ახალ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც რესპონდენტებს მათი რეჟიმის, სამუშაო გარემოს, ჩვევებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ვესაუბრებით. ჩვენი პირველი სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო მუმლაძე გახლავთ. მართალია, მას რაიმე ახირება ან ჩვევები ვერ ვუპოვეთ, რომელიც უკვე ცხოვრების წესად აქვს ქცეული, სამაგიეროდ, ნინომ ექსკლუზიურად "რეიტინგისთვის" თავისი საყვარელი კერძის რეცეპტი გაგვანდო.

- ნინო, ცხოვრების როგორი სტილი გაქვს? რა რეჟიმით ცხოვრობ?

- მთელი ცხოვრება აქტიური და მხიარული ადამიანი ვიყავი, მიყვარს მეგობრებთან გართობა და ამ სიამოვნებას არასდროს ვიკლებ, თუმცა გართობას სამუშაო დღეებში ნაკლებად ვახერხებ, შაბათ-კვირას კი ვცდილობ, ისევე აქტიურად გავერთო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან.

- იქიდან გამომდინარე, რომ დილის გადაცემის წამყვანი ხარ, დილით ადრე გაღვიძება გიწევს, გიჭირს გამოფხიზლება?

- კი. სამუშაო დღეებში ძალიან ადრე, დილის ექვს საათზე ვიღვიძებ, სამაგიეროდ დასვენების დღეებში ვცდილობ, კარგად გამოვიძინო და დანაკლისი შევივსო. დილით ადრე გაღვიძება და გამოფხიზლება ძალიან მიჭირს, რადგან არ ვარ ამ გრაფიკს მიჩვეული. მთელი ცხოვრება ყველგან ვიგვიანებდი, სკოლაშიც იშვიათად მივდიოდი პირველ გაკვეთილზე (იცინის). ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი მეგობრები შოკირებული დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ დილის გადაცემის წამყვანი გავხდი, ყველას გაუჩნდა კითხვა, განა რას დაგპირდნენ ამისთანას, რომ ამ რეჟიმს დათანხმდიო (იცინის).

- მობილიზებას, გონების კონცენტრაციას, იმის მოფიქრებას, რა ჩაიცვა ან რა უნდა გააკეთო, გაღვიძებიდან რამდენ ხანში ახერხებ?

- დილით ძალიან მიჭირს გამოფხიზლება და რაღაცის გაკეთება, ამიტომ ყველაფერს წინასწარ ვამზადებ, წინა დღით ვგეგმავ ყველა დეტალს, რომ დილით საფიქრალი არაფერი მქონდეს, სახლიდან სამსახურისკენ მიმავალ გზაზე კი საფუძვლიანად ვფხიზლდები და მობილიზებული შევდივარ ტელევიზიაში.

- როდის საუზმობ? ალბათ დილის ექვს საათზე ვერ ახერხებ ამას...

- არა, დილით საუზმობას ვერ ვასწრებ, ამიტომ ჩემი საუზმობის დრო გადაცემის დასრულების შემდეგ, 12 საათზე დგება.

- რადგან საუზმეზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ უფრო გამხდარხარ, ისევ დიეტაზე ხარ?

- გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ წონაში საგრძნობლად დავიკელი და ეს ყველაზე აქტუალური თემა გახდა ჩემ გარშემო, უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეკითხებიან, როგორ მივაღწიე ამ შედეგს. ბათუმში მაღაზიის გამყიდველებიდან დაწყებული, ნაცნობ-უცნობიანად ყველა ამ შეკითხვით მომმართავდა. სერიალ "ბიჭები და გოგოების" დაწყებისას ჭარბი წონა არ მაწუხებდა, მაგრამ ნელ-ნელა მოვიმატე, დავიწყე დიეტების დაცვა, რითაც უფრო მეტი ზიანი მივაყენე ჩემს ორგანიზმს და იმის მაგივრად, რომ წონაში დამეკლო, უფრო ვიმატებდი.

ისე გავიწვალე თავი, რომ ოდნავი შიმშილის დროსაც კი აუტანელი თავის ტკივილები მეწყებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ საერთოდ ვეღარ ვიცავდი დიეტას. ბოლოს, სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რადიკალური ზომებისთვის უნდა მიმემართა და სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ელენე გიორგაძე, შედეგად 18 კილო მაქვს დაკლებული.

- წონის კლებასთან ერთად დაგჭირდებოდა გარდერობის განახლება, სამოსის ზომების შემცირება...

- კი, ჩემდა საბედნიეროდ, ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ტანსაცმელი აღარ გამაჩნდა და განახლებაზე დავიწყე ზრუნვა (იცინის). შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ საყიდლებზე სიარული არასდროს მანიჭებს სიამოვნებას, სიმართლე გითხრათ, მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც დაღლილები, განერვიულებულები მიდიან მაღაზიებში, იზომებენ ათასნაირ სამოსს და ამით გამოდიან მდგომარეობიდან. მე სამოსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვყიდულობ, თუ რაღაც ახალი მჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ არ მიყვარს ბევრი სიარული, მირჩევნია ვეწვიო ისეთ სავაჭრო ცენტრებს, სადაც ბევრი მაღაზიაა განთავსებული. "ქარვასლა", "თბილისი მოლი", "თბილისი ცენტრალი" ჩემთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე უბრალოდ რომელიმე ქუჩა.

- რაც შეეხება შენს სამუშაო გარემოს, გვითხარი, როგორია შენი სამუშაო მაგიდა, თუ არის იქ ისეთი ნივთი, რომე­ლიც ყველა სამსახურში თან გქონდა და ყოველთვის შენ გვერდითაა?.. ცოტა მეტი გვიამბე იმაზე, რაც ეთერს მიღმა ხდება...

- ეთერის შემდეგ ვსხდებით, ვგეგმავთ მომავალი დღის გადაცემას და მერე მივდივართ ჩვენს საქმეებზე. რაც შეეხება ჩემს სამუშაო მაგიდას, იქ არანაირი ზედმეტი ნივთი არ მაქვს, მასზე დევს კომპიუტერი, რომელშიც არის ყველა ის ინფორმაცია, რაც მჭირდება.

- ხომ არ გაქვს კალამი ან ბლოკნოტი, რომლებსაც მხოლოდ სამსახურში ან სამსახურის საქმეზე იყენებ?

- არა, პირიქით, სულ კალმის ძიებაში ვარ, არასდროს არ მაქვს ჩემი კალამი, ყოველთვის ვკარგავ.

- სკოლის პერიოდშიც ასე იყავი?

- არა, მაშინ უფრო მოწესრიგებული ბავშვი გახლდით. საინტერესო რაღაცას გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მეხერხება სამზარეულოში ტრიალი და გემრიელ რაღაცებს ვამზადებ, არ მიყვარს დალაგება, ამიტომ ისევე, როგორც ქალების უმრავლესობის ჩანთაში, ჩემთანაც ყოველთვის დიდი არეულობაა. ამ ბოლო დროს სპეციალურად პატარა ჩანთებს ვიძენ, რომ ნაკლები ქაოსი შეიქმნას, მაგრამ მაინც ვახერხებ არევას. იმავე მდგომარეობაში იყო ბავშვობაში სასკოლო ჩანთებიც, რომელ რვეულში რა მქონდა მიწერილი და რომელ წიგნში რა ფურცელი მედო, ვერ ვიგებდი, მაგრამ მაინც წარმატებული მოსწავლე ვიყავი, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში.

- თქვი, რომ გემრიელ კერძებს ამზადებ. მოდი, ჩვენი მკითხველისთვის გაგვიმხილე შენეული კერძის რეცეპტი, რომელსაც თავად აკეთებ და მიირთმევ...

- სპეციალურად "რეიტინგისთვის" გაგიმხელთ ერთი კერძის რეცეპტს, რომელიც ღია ეთერში არასდროს მოგვიმზადებია, მაგრამ ჩემთვის ხშირად ვიკეთებ. ეს გახლავთ "კარტოფილი ფრანგულად". თუნუქის საცხობს მოვასხათ ცოტა ზეთი და მასზე დავაწყოთ 5 ცალი მოხარშული და მრგვლად დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარტოფილზე ფენად უნდა გადავანაწილოთ მოხარშული ქათმის ფილე, ამასობაში არაჟანი უნდა გავათხელოთ წყლით, შევაზავოთ საყვარელი სუნელით ან მწვანილით და ამით ქათამი კარგად უნდა გავაჯეროთ, ასევე შეგვიძლია ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი სოკო, შემდეგ ამ ყველაფერს ვათავსებთ ღუმელში. როცა მიხვდებით, რომ კარტოფილიც კარგადაა შებრაწული და ქათამიც, ღუმლიდან გამოგვაქვს, მოვაყრით გახეხილ ყველს, სასურველია, თუ ყველი ჰოლანდიური იქნება, თუ არადა სულგუნიც გამოდგება, შემდეგ ისევ შევაბრუნებთ ღუმელში, გავაჩერებთ ხუთი წუთი და მერე უკვე შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.

- ვისაუბრეთ დილით ადგომაზე, სამსახურზე, კულინარიაზე, მაგრამ ცხო­ვ­რ­ების წესში შედის გართობაც, გვითხარი, რას აკეთებ სამსახურის შემდე...

- თუ ისე მოხერხდა, რომ მორიგი გადაცემა მარტივად დავგეგმეთ, მაშინ შუადღის შემდეგ ვთავისუფლდები, მაგრამ თუ სირთულეებს წავაწყდით, მაშინ უფრო გვიან, სადღაც ექვს საათზე ვამთავრებთ მუშაობას. მერე დაღლილი მივდივარ სახლში, ვუსმენ სასიამოვნო მუსიკას, შევდივარ "ფეისბუქზე", ვესაუბრები ჩემს მეგობრებს და ვცდილობ ადრე დავიძინო, რომ მეორე დღეს ცინცხლად ვიყო ეთერში. საერთოდ, საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს და სამუშაო დღეებში ცოტა თავისუფალი დრო მრჩება. გარდა გადაცემისა, დაკავებული ვარ სერიალების გახმოვანებით, ამ საქმეს ვაკეთებ როგორც "რეალ ტვ"-ზე, ასევე "პიკზე" და შეიძლება ცოტა ხანში ტელეკომპანია "მზეზეც" დავიწყო სერიალების გახმოვანება. მიუხედავად ამისა, პარასკევს, სახლში მოსვლისა და დასვენების შემდეგ ვხვდები ჩემს მეგობრებს და მივდივარ გასართობად, რასაც ებმის შაბათი დღე, ორდღიანი კარგი მოლხენის შემდეგ კვირას ისევ თავის მოწესრიგებას ვუბრუნდები და ვემზადები ახალი სამუშაო კვირისთვის. საერთოდ, აქტიური გართობა მიყვარს, მაგრამ უკმაყოფილი ვარ იმით, რომ საქართველოში არ არის გართობის ბევრი ობიექტი, უკვე მომაბეზრებელი გახდა ერთსა დი იმავე ადგილას სიარული, საწყენია, რომ თითზე ჩამოსათვლელი ნორმალური კლუბია თბილისში.

- მართალია ტელევიზიაში მუშაობ, მაგრამ ტელევიზორის ყურება თუ გიყვარს, თუ გაქვს საყვარელი გადაცემა?

- 2006 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში, მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ტელევიზორი არ მიყვარს, საყვარელი გადაცემაც კი არ მაქვს, არც ჟურნალ-გაზეთები მიყვარს, შარშან გადაცემაში გვქონდა პრესის მიმოხილვა, წელს კი აღარ გვაქვს, რაც ძალიან მახარებს (იცინის). არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა. თუ მაქვს თავისუფალი დრო, მირჩევნია წავიკითხო რომანი, ვუყურო ფილმს ან ვეკონტაქტო ჩემს მეგობრებს.

- დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებული, რას აკეთებ აუცილებლად?

- როცა ძალიან დაღლილი ვბრუნდები, აუცილებლად ვსვამ ერთ ჭიქა უშაქრო, მაგარ ჩაის, ჩემი წითელი ჭიქით. მიყვარს გადავსებული ჭიქა ჩაი ან ყავა, როგორც აღმოჩნდა, სითხის მიღება კარგია ორგანიზმისთვის, ამიტომაც მაქვს დიდი წითელი ჭიქა, რომლითაც მივირთმევ სასურველ სითხეს. მერე ვცდილობ, ცოტა ხანს კომპიუტერს მივუჯდე, რის გამოც სულ ჩხუბი მაქვს ჩემს დასთან, ასევე ვესაუბრები ჩემი ოჯახის წევრებს და ვიძინებ. იშვიათ შემთხვევაში, თუ მოხდა ისე, რომ მარტო ვარ, ტელევზორს ვრთავ და მისი ხმაურის ფონზე ვიძინებ, რათა მარტოობა არ ვიგრძნო.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება