საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს
საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს

ჟურ­ნალ­მა Vanity Fair-მა, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს მა­სა­ლებს იმის შე­სა­ხებ, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ი­ე­ტო­ლო­გია ტომ კრუ­ზის ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე, მო­რი­გი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ 2001 წელს ნი­კოლ კიდ­მა­ნის და ტომ კრუ­ზის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, სწო­რედ სა­ი­ენ­ტო­ლო­გე­ბის გამო ჩა­მო­შორ­დნენ კიდ­მანს აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლე­ბი.

11 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვის შემ­დეგ, ტომ­მა და ნი­კოლ­მა ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა გა­ი­ნა­წი­ლეს, თუმ­ცა რო­გორც ჟურ­ნალ Vanity Fair-ს ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სა­ი­ენ­ტო­ლოგ­მა, მარ­ტი რეტ­ბან­მა გა­ნუ­ცხა­და, კიდ­მანს არ სურ­და რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქო­ნო­დათ ამ რე­ლი­გი­ას­თან. კრუზს კი მათი შვი­ლე­ბის სწო­რედ სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ტრა­დი­ცი­ე­ბით აღ­ზრდა სურ­და. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ი­ენ­ტო­ლო­გებ­მა ნი­კოლ კიდ­მანს შვი­ლე­ბი აუმ­ხედ­რეს. სა­ი­ენ­ტო­ლო­გებ­მა მსა­ხი­ო­ბი S.P-დ (suppressive person) მო­ნათ­ლეს, რაც ქარ­თუ­ლად "დამ­თრგუნ­ველ პირს" ნიშ­ნავს.

სა­ი­ენ­ტო­ლოგ ჯონ ბრუ­სოს გან­ცხა­დე­ბით, ტომ კრუ­ზი ორ შვილ­თან ერ­თად პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ეს­წრე­ბო­და ეკ­ლე­სი­ის სე­მი­ნა­რებს, სა­დაც მათ უხ­სნიდ­ნენ, თუ რას ნიშ­ნავს "დამ­თრგუნ­ვე­ლი პირი" და რო­გორ უნდა ამო­ეც­ნოთ ის.

"ბავ­შვებ­მა ნი­კოლს ზურ­გი შე­აქ­ცი­ეს, რად­გან მათ ასე­თი ინ­სტრუქ­ცია მი­ი­ღეს. ისი­ნი მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბოდ­ნენ: "ჯონ დე­დაჩ­ვე­ნი S.P-ია! ჩვენ არ გვინ­და მისი ნახ­ვა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა!" - გა­ნა­ცხა­და ჯონ ბრუ­სომ.

ჟურ­ნა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კიდ­მა­ნი ვერ იტან­და სა­ი­ენ­ტო­ლოგ­თა შეხ­ვედ­რებს, ხოლო სა­ი­ენ­ტო­ლო­გებ­მა სა­კუ­თარ მრევლს კიდ­მა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის ნახ­ვა აუკ­რძა­ლეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტომ კრუზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭორი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, კეტი ჰოლმსი მის­თვის სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ლი­დე­რებ­მა შე­არ­ჩი­ეს, სიც­რუ­ეა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Vanity Fair-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნი­კოლ კიდ­მა­ნი - გლა­მუ­რუ­ლი მე­ძა­ვი V magazine-ის ფო­ტო­სე­სი­ა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს

საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს

ჟურნალმა Vanity Fair-მა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს მასალებს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს საიეტოლოგია ტომ კრუზის ოჯახურ ცხოვრებაზე, მორიგი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ 2001 წელს ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის განქორწინების შემდეგ, სწორედ საიენტოლოგების გამო ჩამოშორდნენ კიდმანს აყვანილი შვილები.

11 წლიანი ქორწინების დანგრევის შემდეგ, ტომმა და ნიკოლმა ბავშვებზე მეურვეობა გაინაწილეს, თუმცა როგორც ჟურნალ Vanity Fair-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა საიენტოლოგმა, მარტი რეტბანმა განუცხადა, კიდმანს არ სურდა რაიმე შეხება ჰქონოდათ ამ რელიგიასთან. კრუზს კი მათი შვილების სწორედ საიენტოლოგიის ტრადიციებით აღზრდა სურდა. სწორედ ამიტომ, საიენტოლოგებმა ნიკოლ კიდმანს შვილები აუმხედრეს. საიენტოლოგებმა მსახიობი S.P-დ (suppressive person) მონათლეს,  რაც ქართულად "დამთრგუნველ პირს" ნიშნავს.

საიენტოლოგ ჯონ ბრუსოს განცხადებით, ტომ კრუზი ორ შვილთან ერთად პერმანენტულად ესწრებოდა ეკლესიის სემინარებს, სადაც მათ უხსნიდნენ, თუ რას ნიშნავს "დამთრგუნველი პირი" და როგორ უნდა ამოეცნოთ ის.

"ბავშვებმა ნიკოლს ზურგი შეაქციეს, რადგან მათ ასეთი ინსტრუქცია მიიღეს. ისინი მეჩურჩულებოდნენ: "ჯონ დედაჩვენი S.P-ია! ჩვენ არ გვინდა მისი ნახვა და მასთან ურთიერთობა!" - განაცხადა ჯონ ბრუსომ.

ჟურნალის ინფორმაციით, კიდმანი ვერ იტანდა საიენტოლოგთა შეხვედრებს, ხოლო საიენტოლოგებმა საკუთარ მრევლს კიდმანის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ნახვა აუკრძალეს.

რამდენიმე დღის წინ ტომ კრუზმა განაცხადა, რომ გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს ყოფილი მეუღლე, კეტი ჰოლმსი მისთვის საიენტოლოგიის ლიდერებმა შეარჩიეს, სიცრუეა.

მომზადებულია Vanity Fair-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: ნიკოლ კიდმანი - გლამურული მეძავი V magazine-ის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება