პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაშორდა თუ არა მარინა ბერიძე მეუღლეს?
დაშორდა თუ არა მარინა ბერიძე მეუღლეს?

თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს. ვინ ვის და­შორ­და, ვისი ოჯა­ხი და­ინ­გრა და ვის ვინ შე­უყ­ვარ­და, ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჭო­რე­ბის თე­მაა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ჭო­რა­ო­ბენ და ხში­რად არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ. ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ჭორი, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე ქმარს, მუ­სი­კოს ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვილს და­შორ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი 35 წლის ქა­ლია, რო­მელ­ზეც ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მის ცო­ლად შერ­თვა­საც აპი­რებს.

ჩვენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ვცა­დეთ და ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყეთ - ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს და­ვუ­რე­კეთ, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც, რა თქმა უნდა, არ გა­გიმ­ხელთ.

- ერთი ცუდი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე და მინ­და გა­და­ვა­მოწ­მო.

- რა ამ­ბა­ვი?

- ამ­ბო­ბენ, ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლი ცოლს და­შორ­დაო.

- მერე, ეგაა ცუდი ამ­ბა­ვი?

- აბა, კარ­გია?

- გა­აჩ­ნია ვის­თვის. ზუ­რას თუ 35 წლის ქალი მოჰ­ყავს ცო­ლად, არა მგო­ნია, ცუდი იყოს. აი, მა­რი­ნა­სი კი რა მო­გახ­სე­ნოთ, მის­თვის ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა კარ­გი ეგ ამ­ბა­ვი...

- თქვენ არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ მათი ოჯა­ხუ­რი უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ?

- არ მგო­ნია, მარ­თა­ლი იყოს ეგ ამ­ბა­ვი. ნაშა ვის არ ჰყო­ლია, მა­გის გამო ცოლს ნუ და­ა­შო­რებთ კაცს. ნუ ჩა­ე­რე­ვით ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში, თო­რემ, ხომ იცით მა­რი­ნას ამ­ბა­ვი (იცი­ნის).

ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლი

- ბა­ტო­ნო ზურა, მარ­თა­ლია, რომ ცოლს და­შორ­დით?

- რა სი­სუ­ლე­ლეა?!.

- ამ­ბო­ბენ, 35 წლის ქალ­ზე ყო­ფილ­ხართ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) კარ­გით რაა, რა არის ახლა ეს?! არ მცა­ლია, გზა­ში ვარ, და­მა­ნე­ბეთ თავი!..

მა­რი­ნა ბე­რი­ძე

- რო­გორ ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა?

- მშვე­ნივ­რად, გმად­ლობ.

- ერთი ჭორი გა­ვი­გეთ თქვენ შე­სა­ხებ და მინ­და გა­და­ვა­მოწ­მო.

- კი ბა­ტო­ნო, გის­მენთ.

- მარ­თა­ლია, რომ ქმარს და­შორ­დით?

- რას ამ­ბობთ (იცი­ნის), რო­გორ გა­მამ­ხი­ა­რუ­ლეთ. ჩემს პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბას უკვე სა­ზღვა­რი აღარ აქვს. ჩემი და ჩემი ქმრის და­ცი­ლე­ბა­ზეც ალა­პა­რაკ­და ხალ­ხი, არა?

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვე­ნი მე­უღ­ლე 35 წლის ქალს ირ­თავს ცო­ლად...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მარ­თლა? გა­მი­ხარ­დე­ბო­და, ასე რომ იყოს. რა მაგ­რად მო­მივ­ლია, რა ფორ­მა­შია ბიჭი (იცი­ნის). ძა­ლი­ან კარგ გუ­ნე­ბა­ზე და­მა­ყე­ნეთ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დაშორდა თუ არა მარინა ბერიძე მეუღლეს?

დაშორდა თუ არა მარინა ბერიძე მეუღლეს?

თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. ვინ ვის დაშორდა, ვისი ოჯახი დაინგრა და ვის ვინ შეუყვარდა, ქალაქში ყველაზე აქტუალური ჭორების თემაა. განსაკუთრებით ბევრს პოპულარულ ადამიანებზე ჭორაობენ და ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ. ახლახან გავრცელდა ჭორი, რომ მარინა ბერიძე ქმარს, მუსიკოს ზურაბ ლალიაშვილს დაშორდა. როგორც ამბობენ, ოჯახის დანგრევის მიზეზი 35 წლის ქალია, რომელზეც ზურაბ ლალიაშვილი ყოფილა შეყვარებული და მის ცოლად შერთვასაც აპირებს.

ჩვენ, რასაკვირველია, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ და ცოტა შორიდან დავიწყეთ - ოჯახის ახლობელს დავურეკეთ, რომლის ვინაობასაც, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ.

- ერთი ცუდი ამბავი გავიგე და მინდა გადავამოწმო.

- რა ამბავი?

- ამბობენ, ზურა ლალიაშვილი ცოლს დაშორდაო.

- მერე, ეგაა ცუდი ამბავი?

- აბა, კარგია?

- გააჩნია ვისთვის. ზურას თუ 35 წლის ქალი მოჰყავს ცოლად, არა მგონია, ცუდი იყოს. აი, მარინასი კი რა მოგახსენოთ, მისთვის ნამდვილად არ იქნება კარგი ეგ ამბავი...

- თქვენ არაფერი გსმენიათ მათი ოჯახური უთანხმოების შესახებ?

- არ მგონია, მართალი იყოს ეგ ამბავი. ნაშა ვის არ ჰყოლია, მაგის გამო ცოლს ნუ დააშორებთ კაცს. ნუ ჩაერევით ოჯახის ცხოვრებაში, თორემ, ხომ იცით მარინას ამბავი (იცინის).

ზურა ლალიაშვილი

- ბატონო ზურა, მართალია, რომ ცოლს დაშორდით?

- რა სისულელეა?!.

- ამბობენ, 35 წლის ქალზე ყოფილხართ შეყვარებული...

- (მაწყვეტინებს) კარგით რაა, რა არის ახლა ეს?! არ მცალია, გზაში ვარ, დამანებეთ თავი!..

მარინა ბერიძე

- როგორ ხართ, ქალბატონო მარინა?

- მშვენივრად, გმადლობ.

- ერთი ჭორი გავიგეთ თქვენ შესახებ და მინდა გადავამოწმო.

- კი ბატონო, გისმენთ.

- მართალია, რომ ქმარს დაშორდით?

- რას ამბობთ (იცინის), როგორ გამამხიარულეთ. ჩემს პოპულარულობას უკვე საზღვარი აღარ აქვს. ჩემი და ჩემი ქმრის დაცილებაზეც ალაპარაკდა ხალხი, არა?

- ამბობენ, რომ თქვენი მეუღლე 35 წლის ქალს ირთავს ცოლად...

- (მაწყვეტინებს) მართლა? გამიხარდებოდა, ასე რომ იყოს. რა მაგრად მომივლია, რა ფორმაშია ბიჭი (იცინის). ძალიან კარგ გუნებაზე დამაყენეთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება