გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ინიციატივა სამეფო ბუტანს ეკუთვნის. გადაწყვეტილება გაეროს 193 წევრი ქვეყნის წარმამადგენლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს.
გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნებს რეკომენდაცია ეძლევათ, დღესასწაული "საგანმანათლებლო პროგრამაბით აღნიშნონ". რატომ შეირჩა ბედნიერების დღედ 20 მარტი, უცნობია.
გაერომ ერის კეთილდღეობის დასადგენად ისეთი ფაქტორის გათვალისწინება დაიწყო როგორიცაა, ბედნიერების დონე, რადგან მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი ობიექტურ სურათს ვერ იძლევა.
გაეროს საერთაშორისო დღეების კალენდარი ასზე მეტ დღესასწაულს ითვლის, მათ შორის ბიოლოგიური მრავაფეროვნების დღეს (22 მაისი), ჰეპატიტის დღეს (28 ივლისი), მშობლიური ენის დღეს (21 თებერვალი) და ინტელექტუალური საკუთრების დღეს (26 აპრილი).
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.