კომპანია "ევროპაბეთი" აზარტული თამაშების სფეროში ლიდერი კომპანია გახლავთ. მას ძალზედ დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში პოკერის პოპულარიზაციაში და სპორტის სახეობად ჩამოყალიბებაში.
დღეს უკვე "ევროპაბეთი" წარმოგვიდგენს თავის გუნდს, რომელიც გარდა იმისა რომ ადგილობრივად გაზრდის თამაშის დონეს, საზღვარგარეთაც საერთაშორისო ტურნირებზეც საქართველოს და კერძოდ "ევროპაბეთის" სახელით მიიღებს მონაწილეობას, რაშიც თავისთავად კომპანია მას ყველანაირ ხელშეწყობას გაუწევს.
გუნდის წევრები არიან "ევრპაბეთის" ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები, ისინი ითამაშებენ "ევროპაბეთის" პოკერ რუმში და შექმნიან თავიანთ თამაშებს მსხვილ მაგიდებზე.
კომპანიის პოკერ რუმში შეიქმნება სპეციალური ტურნირებიც, სადაც "ევროპაბეთის" გუნდის წევრის თამაშიდან გამოთიშვისათვის მოთამაშეს დამატებით დაერიცხება ფულადი ჯილდოები.
ონლაინ რეჟიმში ევროპაბეთის გუნდის წევრების ე.წ. ნიკზე, მარჯვენა ზედა კუთხეში გაკეთებული იქნება სპეციალური აღნიშვნა "PRO".
ევროპაბეთის გუნდის შემადგენლობა:
რევაზ გუჯამიძე (AK-AA-ONLY) - გუნდის კაპიტანი
პოკერს თამაშობს 2002 წლიდან, ბოლოს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე RPS (RUSSIAN POKER SERIES) დაიკავა მეორე ადგილი.
აქვს თამაშის გამოცდილება, როგორც ONLINE ასევე OFFLINE, ანუ ცოცხლად.
ენვერ ხვიტია (TRY_HRD_FISH)
პოკერს თამაშობს 2005 წლიდან, აქვს მიღებული მონაწილეობა არაერთ LIVE ტურნირში საქართველოში და დაკავებული აქვს საპრიზო ადგილებიც.
აქვს თამაშის გამოცდილება, როგორც ONLINE ასევე OFFLINE.
ილო კიწბაბაშვილი (SHPIL)
გუნდის ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ძალზედ პერსპექტიული წევრი, პოკერს თამაშობს 2007 წლიდან.
აქვს საკმაოდ კარგი შედეგები ონლაინ თამაშის პროცესში.
იმისათვის რომ გახდეთ ევროპაბეთის გუნდის წევრი საჭიროა:
1) იყოთ პოკერის პროფესიონალი მოთამაშე;
2) იყოთ ლოიალური კომპანია "ევროპაბეთის" მიმართ;
3) იყოთ აღიარებული და საპატივცემულო პიროვნება პოკერის მოთამაშეთა წრეში;
4) გიყვარდეთ პოკერი და აქტიურად ზრუნავდეთ საკუთარი თამაშის დონის გაუმჯობესებაზე.