საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ძიძიგური: "მარნეულში დამთავრდა ხელისუფლების ტყუილები"
ზვიად ძიძიგური: "მარნეულში დამთავრდა ხელისუფლების ტყუილები"

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ქვე­მო ქარ­თლში არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა არ მოხ­დე­ბა!

"მი­წის დე­ფი­ცი­ტის გამო ქვე­მო ქარ­თლში ჩაგ­ვრის სხვა­დას­ხვა ფორ­მაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი ჩაგ­რავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი - ქარ­თველს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს"

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი, რო­მე­ლიც ორ თვე­ზე მე­ტია, ქვე­მო ქარ­თლის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს მარ­თავს, ამ რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სო­ფელ­ში გლე­ხებ­მა მაჩ­ვე­ნეს, რო­გორ ჰყავ­დათ ძრო­ხა დაბ­მუ­ლი ბა­გა­ზე შუ­ა­დღი­სას და რო­გორ ჭამ­და სა­ქო­ნე­ლი ზამ­თრის თი­ვას პა­პა­ნა­ქე­ბა ზა­ფხულ­ში, როცა მინ­დვ­რე­ბი ბა­ლა­ხი­თაა აბი­ბი­ნე­ბუ­ლი. მარ­ნე­უ­ლი­სა და დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნებ­ში უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია სახ­ნავ-სა­თე­სად, მაგ­რამ არა გლე­ხე­ბის­თვის. დმა­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლის მა­მას 3 ათას ჰექ­ტარ­ზე მეტი მიწა აქვს ნა­ყი­დი. გლე­ხე­ბი კი ყო­ველ­გვა­რი სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი. ასე­თი სუ­რა­თია მთელ რე­გი­ონ­ში. მი­წის დე­ფი­ცი­ტის გამო ქვე­მო ქარ­თლში ჩაგ­ვრის სხვა­დას­ხვა ფორ­მაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი ჩაგ­რავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი - ქარ­თველს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს და ა.შ. ერთი რამ კი ცხა­დია: ქვე­მო ქარ­თლში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია - მი­წე­ბი თუ კერ­ძო ბიზ­ნე­სი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე ხდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქ ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­უწ­ვდე­ბა ხელი ადა­მი­ან­თა ქო­ნე­ბა­ზე. აქ უფრო გა­ლა­ღე­ბუ­ლი არი­ან, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე სხვა კუ­თხე­ში.

- რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ეს არის ერ­თგვა­რი გა­რი­გე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რა­საც წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას. შე­ვის­წავ­ლე ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ქვე­მო ქარ­თლშია და ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებს დავ­სა­ხავთ კო­ა­ლი­ცი­ა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ქვე­მო ქარ­თლში მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოს.

- ბა­ტო­ნო ზვი­ად, არის კი იმის შან­სი, რომ იმ მი­წებს, რო­მე­ლიც კა­პი­კებ­ში შე­ის­ყი­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გლე­ხო­ბას და­უბ­რუ­ნე­ბენ?

- უპირ­ვე­ლე­სად გა­სარ­კვე­ვია, ესა თუ ის მი­წის ნაკ­ვე­თი კა­ნო­ნი­ე­რად თუ არის შეს­ყი­დუ­ლი. ყვე­ლა ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, გა­და­ი­ხე­დე­ბა. სა­კი­თხა­ვია, რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ასე­უ­ლო­ბით ჰექ­ტა­რი მიწა და გლე­ხო­ბა სა­ძოვ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო? ეს რე­გი­ო­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან უპატ­რო­ნოდ იყო მი­ტო­ვე­ბულ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ კი ვი­თა­რე­ბა შეც­ვა­ლა. უკვე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მარ­ნე­ულ­ში, რო­მე­ლიც არის ქვე­მო ქარ­თლის გული, ჩა­ტარ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­გი­ო­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­იკ­რი­ბონ სწო­რედ მარ­ნე­ულ­ში და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უთხრან - არა! ხოლო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და რო­მე­ლიც ბაღ­ნა­რად გა­და­აქ­ცევს ამ ქვე­ყა­ნას, მხარ­ში უნდა ამო­უდ­გნენ.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­ნე­ულ­ში არ­ჩევ­ნებს მუ­დამ მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით იგებ­და, ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, შე­იც­ვა­ლა რამე?

- მო­საზ­რე­ბა, რომ მარ­ნე­ულ­ში ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მორ­ჩი­ლია, არას­წო­რია და ამა­ში ად­ვი­ლად და­გარ­წმუ­ნებთ: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­სებ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­დის, სად წა­ვიყ­ვა­ნოთ, არ ვი­ცით. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მარ­ნე­ულ­ში. ვა­პი­რებთ არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­მო ქარ­თლში წა­ვიყ­ვა­ნოთ ათა­სი კაცი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ ოქ­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. არ ვფიქ­რობთ, რომ ქვე­მო ქარ­თლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­საა. ეს რე­გი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და იქ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა თვი­თონ გა­და­წყვეტს, ვის და­უ­ჭი­როს არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. არ ვა­პი­რებთ ქვე­მო ქარ­თლში პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას და აქ არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­და­ბა­რე­ბას.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ქვე­მო ქარ­თლში არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა არ მოხ­დე­ბა!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას ემუქ­რე­ბა, თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­ე­კა­რე­ბით, რა­საც გი­კე­თებთ, იმას აღარ გა­გი­კე­თებ­თო. ამის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დებს. მარ­ნე­ულ­ში დამ­თავ­რდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტყუ­ი­ლე­ბი - მი­წას და­გიბ­რუ­ნებ, თუ ხმას მომ­ცე­მო!" ამას ეუბ­ნე­ბი­ან ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ მო­სახ­ლე­ო­ბას და ეს ტყუ­ი­ლი ეს­მით უკვე 8 წე­ლია. ამ­ჯე­რად ეს მე­თო­დი ძა­ლა­და­კარ­გუ­ლია, რად­გან ხალ­ხი ხე­დავს, რომ გა­მოჩ­ნდა ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად და­ა­მარ­ცხებს. ასე რომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბოს, უშე­დე­გო იქ­ნე­ბა. ქვე­მო ქარ­თლში შიში გა­ტე­ხი­ლია და ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩე­ვანს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" გა­ა­კე­თებს.

- ბა­ტო­ნო ზვი­ად, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად მარ­ნე­ულ­ში თქვენ წარ­გად­გენთ.

- მოვ­ლე­ნებს წინ ნუ გა­ვუს­წრებთ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში თვი­თონ გა­ნა­ცხა­დებს ამის შე­სა­ხებ.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ზვიად ძიძიგური: "მარნეულში დამთავრდა ხელისუფლების ტყუილები"

ზვიად ძიძიგური: "მარნეულში დამთავრდა ხელისუფლების ტყუილები"

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბება არ მოხდება!

"მიწის დეფიციტის გამო ქვემო ქართლში ჩაგვრის სხვადასხვა ფორმაა გავრცელებული. ქართველი ჩაგრავს აზერბაიჯანელს, აზერბაიჯანელი - ქართველს, აზერბაიჯანელი - აზერბაიჯანელს"

კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელიც ორ თვეზე მეტია, ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, ამ რეგიონის მოსახლეობის პრობლემებზე გვესაუბრება:

- მარნეულის რაიონის აზერბაიჯანულ სოფელში გლეხებმა მაჩვენეს, როგორ ჰყავდათ ძროხა დაბმული ბაგაზე შუადღისას და როგორ ჭამდა საქონელი ზამთრის თივას პაპანაქება ზაფხულში, როცა მინდვრები ბალახითაა აბიბინებული. მარნეულისა და დმანისის რაიონებში უზარმაზარი ტერიტორიებია სახნავ-სათესად, მაგრამ არა გლეხებისთვის. დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის მამას 3 ათას ჰექტარზე მეტი მიწა აქვს ნაყიდი. გლეხები კი ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე არიან დარჩენილი. ასეთი სურათია მთელ რეგიონში. მიწის დეფიციტის გამო ქვემო ქართლში ჩაგვრის სხვადასხვა ფორმაა გავრცელებული. ქართველი ჩაგრავს აზერბაიჯანელს, აზერბაიჯანელი - ქართველს, აზერბაიჯანელი - აზერბაიჯანელს და ა.შ. ერთი რამ კი ცხადია: ქვემო ქართლში აბსოლუტურად ყველაფერი ხელისუფლების ხელშია - მიწები თუ კერძო ბიზნესი. და ეს ყველაფერი მოსახლეობის შევიწროებისა და ჩაგვრის ხარჯზე ხდება. ხელისუფლებას აქ ყველანაირად მიუწვდება ხელი ადამიანთა ქონებაზე. აქ უფრო გალაღებული არიან, ვიდრე საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში.

- რა არის ამის მიზეზი?

- ეს არის ერთგვარი გარიგება ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს შორის, რასაც წერტილი უნდა დაესვას. შევისწავლე ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვემო ქართლშია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს დავსახავთ კოალიციაში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვემო ქართლში მდგომარეობა კარდინალურად უნდა შეიცვალოს.

- ბატონო ზვიად, არის კი იმის შანსი, რომ იმ მიწებს, რომელიც კაპიკებში შეისყიდეს, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში გლეხობას დაუბრუნებენ?

- უპირველესად გასარკვევია, ესა თუ ის მიწის ნაკვეთი კანონიერად თუ არის შესყიდული. ყველა ფაქტი, რომელიც ეჭვის საფუძველს იძლევა, გადაიხედება. საკითხავია, რატომ გახდა აუცილებელი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩენილიყო ასეულობით ჰექტარი მიწა და გლეხობა საძოვრების გარეშე დარჩენილიყო? ეს რეგიონი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლებისგან უპატრონოდ იყო მიტოვებულ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ კი ვითარება შეცვალა. უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მარნეულში, რომელიც არის ქვემო ქართლის გული, ჩატარდება "ქართული ოცნების" რეგიონული შეხვედრა. ხელისუფლების მიერ საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილი ადამიანები უნდა შეიკრიბონ სწორედ მარნეულში და ამ ხელისუფლებას უთხრან - არა! ხოლო ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და რომელიც ბაღნარად გადააქცევს ამ ქვეყანას, მხარში უნდა ამოუდგნენ.

- ხელისუფლება მარნეულში არჩევნებს მუდამ მაღალი პროცენტით იგებდა, ახლა რა მდგომარეობაა, შეიცვალა რამე?

- მოსაზრება, რომ მარნეულში ხალხი ხელისუფლების მორჩილია, არასწორია და ამაში ადვილად დაგარწმუნებთ: "ქართული ოცნების" ოფისებში იმდენი ხალხი მოდის, სად წავიყვანოთ, არ ვიცით. ასეთი მდგომარეობა გვაქვს მარნეულში. ვაპირებთ არჩევნების პერიოდში ქვემო ქართლში წავიყვანოთ ათასი კაცი, რომლებიც იქნებიან კომისიის წევრები და ხელისუფლებას არ მისცემენ ოქმების გაყალბების საშუალებას. არ ვფიქრობთ, რომ ქვემო ქართლი ხელისუფლებისაა. ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და იქ მცხოვრები მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს არჩევნებში მხარი - ხელისუფლებას თუ ბიძინა ივანიშვილს. არ ვაპირებთ ქვემო ქართლში პოზიციების დათმობას და აქ არსებული პოლიტიკური სიტუაციის ხელისუფლებისთვის გადაბარებას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბება არ მოხდება!

ხელისუფლება მოსახლეობას ემუქრება, თუ "ქართულ ოცნებას" გაეკარებით, რასაც გიკეთებთ, იმას აღარ გაგიკეთებთო. ამის შესახებ მოსახლეობა ჩვენთან საუბარში დაუფარავად აცხადებს. მარნეულში დამთავრდა ხელისუფლების ტყუილები - მიწას დაგიბრუნებ, თუ ხმას მომცემო!" ამას ეუბნებიან ყველა არჩევნების წინ მოსახლეობას და ეს ტყუილი ესმით უკვე 8 წელია. ამჯერად ეს მეთოდი ძალადაკარგულია, რადგან ხალხი ხედავს, რომ გამოჩნდა ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას ნამდვილად დაამარცხებს. ასე რომ, ხელისუფლების მცდელობა, არჩევნები გააყალბოს, უშედეგო იქნება. ქვემო ქართლში შიში გატეხილია და ამომრჩეველი არჩევანს "ქართულ ოცნებაზე" გააკეთებს.

- ბატონო ზვიად, არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად მარნეულში თქვენ წარგადგენთ.

- მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს პერიოდში თვითონ განაცხადებს ამის შესახებ.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა