პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ჯავახიშვილი - არ არის გამორიცხული, ბანკ "ქართუში" ბიძინა ივანიშვილს წილი დაუყადაღონ
ნოდარ ჯავახიშვილი - არ არის გამორიცხული, ბანკ "ქართუში" ბიძინა ივანიშვილს წილი დაუყადაღონ

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს ბან­კის და­ყა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბანკ "ქარ­თუ­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს წილი და­უ­ყა­და­ღონ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბანკ "ქარ­თუს" პრე­ზი­დენ­ტმა, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბან­კი მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე პა­სუხს არ აგებს, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, წი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სა­კი­თხი და­ა­ყე­ნონ.

"სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოა და ამი­ტომ ასე­თი უკა­ნო­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ზუს­ტად არ იცის, არის თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბანკ "ქარ­თუს" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

"ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ა­კე­თოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ასეთ დო­კუ­მენტზე ხელი მო­წე­რი­ლი აქვს და წარ­დგე­ნი­ლია ეროვ­ნულ ბან­კში. თუმ­ცა იმის მერე, გა­ა­კე­თა თუ არა გა­ნა­ცხა­დი ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ, ჩემ­თვის უც­ნო­ბია და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვი­ტყვი, არის თუ არა ის "ქარ­თუს" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ორი სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცე­ლი მი­ი­ღო და სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­ე­კის­რა ჯა­რი­მის სა­ხით თან­ხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­და­სახ­დე­ლად კი­დევ 7 დღე მი­ე­ცე­მა, გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლოა ,ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და­უ­ყა­და­ღონ.

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ორი ოქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჯამ­ში 148 650 131 ლა­რით და­ჯა­რიმ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს, რო­მელ­მაც ჯა­რი­მე­ბი შე­ამ­ცი­რა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 74 325 065 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჯა­რი­მის გა­დახ­და­ზე უარს ამ­ბობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ნოდარ ჯავახიშვილი - არ არის გამორიცხული, ბანკ "ქართუში" ბიძინა ივანიშვილს წილი დაუყადაღონ

ნოდარ ჯავახიშვილი - არ არის გამორიცხული, ბანკ "ქართუში" ბიძინა ივანიშვილს წილი დაუყადაღონ

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბანკის დაყადაღების უფლება არ აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბანკ "ქართუში" ბიძინა ივანიშვილს წილი დაუყადაღონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბანკ "ქართუს" პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბანკი მისი დამფუძნებლის ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, წილის რეალიზაციაზე საკითხი დააყენონ.

"სასამართლოს გადაწყვეტილებაც და კონტროლის პალატის გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად უკანონოა და ამიტომ ასეთი უკანონობის შემთხვევაში როგორ შეიძლება კანონიერების ფარგლებში გავაკეთო კომენტარი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, ჯავახიშვილი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ბანკ "ქართუს" ბენეფიციარი დამფუძნებელი.

"ჩვენი კანონმდებლობით, ბენეფიციარი დამფუძნებელი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის ბენეფიციარი დამფუძნებელია. ბიძინა ივანიშვილს ასეთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს და წარდგენილია ეროვნულ ბანკში. თუმცა იმის მერე, გააკეთა თუ არა განაცხადი ბატონმა ბიძინამ, ჩემთვის უცნობია და, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, არის თუ არა ის "ქართუს" ბენეფიციარი დამფუძნებელი", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო და სააღსრულებო წარმოება დაიწყო.

დოკუმენტების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.

ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმების გადასახდელად კიდევ 7 დღე მიეცემა, გადაუხდელობის შემთხვევაში კი - იძულებითი აღსრულების ღონისძიებები დაიწყება, რომლის ფარგლებში შესაძლოა ,ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არსებული ქონება დაუყადაღონ.

კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა.

ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ