სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" დაცვის თანამშრომელი თავის არეში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება,"კიდობანში" დასაქმებული პერსონალის ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის ზ.ი. პირველადი ვერსიით, მან თავი სამსახურებრივი იარაღით მოიკლა. ახალგაზრდას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
თვითმკვლელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, ზ.ი "კიდობანში" დაახლოებით 2 თვე მუშაობდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.