2 წლის ბსაეტ-ჰაუნდის ჯიშის ძაღლი ტელეფონის ყურმილით თამაშობდა, როდესაც ყელზე შემთხვევით ტელეფონის კაბელი შემოეხვია. კაბელთან "ბრძოლის" დროს ძაღლმა ციფრები 999 აკრიფა და პოლიციას გამოუძახა.
სამაშველო სამსახურის ოპერატორმა ვერაფერი გაიგო, ყურმილის მეორე ბოლოდან მხოლოდ უცნაური ხმები ისმოდა. დაფიქსირებული ნომრის მისამართზე პოლიციელთა ჯგუფი გაგზავნეს.
სამართალდამცავები კარის შეტეხვას ლამობდნენ, როდესაც მეზობელი სახლიდან ოჯახის მეგობარმა მათ სათადარიგო გასაღები გადასცა. პოლიციამ მისაღებ ოთახში ტელეფონის კაბელში გახლართული ძაღლი აღმოაჩინა. პოლიციელებს ძაღლის დანახვაზე სიცილი აუტყდათ.
"პოლიციელებმა მითხრეს, რომ ყურმილიდან უცნაური ხმები ესმოდათ, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ეს ძაღლი იქნებოდა. მათ ეგონათ, ვინმე ძირს დაეცა და დაშავდა, ან თავდასხმის მსხვერპლი გახდა", - განაცხადა ძაღლის პატრონმა, ლიდიამ.
"ვერ ვხვდები ეს როგორ მოახერხა, მე ხომ ძველი ტელეფონი მაქვს, რომელსაც არა ღილაკები, არამედ ძველებური ნომრის ასაკრეფი აქვს", - დასძინა მან.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.