პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MRAP-ების მოდერნიზაციას პენტაგონი 21 მილიონს მოახმარს
MRAP-ების მოდერნიზაციას პენტაგონი 21 მილიონს მოახმარს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ და კომ­პა­ნია Navistar Defense-მა 21 მლნ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რეს ხელი. გა­რი­გე­ბა აშშ-ის არ­მი­ის­თვის გან­კუთ­ვნილ MaxxPro-ს ტი­პის ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­დე­გად, ამ ტი­პის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნე­ბი ახა­ლი სა­ხის თა­ვი­სუ­ფა­ლი და­კი­დე­ბის სა­კიდ­რებს, 465 ცხე­ნის ძა­ლის სიმ­ძლავ­რის დი­ზე­ლის ძრა­ვას და ტრან­სმი­სი­ას მი­ი­ღე­ბენ. დამ­კვეთს უკა­ნას­კნელ მო­დერ­ნი­ზი­რე­ბულ მან­ქა­ნას 2013 წლის მა­ი­სის ბო­ლოს გა­დას­ცე­მენ.

კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, MaxxPro-ების მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მან­ქა­ნე­ბი­დან მოხ­სნი­ლი ძვე­ლი მა­კომ­პლექ­ტებ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვა. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა კი სხვა და­ჯავ­შნუ­ლი ან კო­მერ­ცი­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

MaxxPro-ს ტი­პის ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი MRAP-ების კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ეს აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა იშიფ­რე­ბა, რო­გორც Mine Resistant Ambush Protected - და­ცუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი­სა და ჩა­საფ­რე­ბის­გან. მსგავ­სი კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მნი­ლი მან­ქა­ნე­ბი ძლი­ე­რი დაც­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. და­ჯავ­შნულ სამ­ხედ­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის იდეა სამ­ხრეთ აფ­რი­კელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს ეკუთ­ვნით. საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბის­თვის ნო­მერ 1-ელ საფრ­თხეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. ამი­ტო­მაც კონ­სტრუქ­ტო­რებ­მა მან­ქა­ნის ძი­რი­დან აფეთ­ქე­ბის ტალ­ღის ასა­რი­დებ­ლად, ფსკერს V-ებრი ფორ­მა მის­ცეს და კლი­რენ­სიც გა­ზარ­დეს.

MRAP-ის კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მნი­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნე­ბი სრულ­ფა­სო­ვან საბ­რძო­ლო ერ­თე­უ­ლებს წარ­მო­ად­გე­ნენ. მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მათი დამ­ზა­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის ბა­ზა­ზე ხდე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ მათ ძლი­ე­რი ძრა­ვა-ტრან­სმი­სია და დიდი ტვირ­თამ­წე­ო­ბა გა­აჩ­ნი­ათ.

ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, MRAP-ების წონა 24-25 ტო­ნამ­დეც ადის. შა­სის სა­ხით კი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ ვა­რი­ანტს სწო­რედ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. მაგ­რამ არის ერთი ნი­უ­ან­სი - სატ­ვირ­თოს შემ­თხვე­ვა­ში ძა­რა­სა და ღერ­ძებ­ზე დიდი დატ­ვირ­თვა მხო­ლოდ ტვირ­თის გა­და­ტა­ნი­სას მო­დის. MRAP-ი კი ჯავ­შნის გამო მუ­დამ დატ­ვირ­თუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, შა­სი­ზე მოქ­მე­დი მუდ­მი­ვი დატ­ვირ­თვი­სას, ამ ტი­პის მან­ქა­ნებს სა­ბა­ზო სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, შემ­ცი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სი აქვთ.

ჯერ კი­დევ ერა­ყის კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში, ათე­უ­ლო­ბით აფეთ­ქე­ბულ MRAP-ებში გა­დარ­ჩე­ნილ­მა ამე­რი­კელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მათი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სეს. ბოლო დროს აშშ-ის მთავ­რო­ბის დაკ­ვე­თით, MRAP-ების შექ­მნა-წარ­მო­ე­ბის ტემ­პე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზარ­და. მი­ზე­ზი ნა­თე­ლია. თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, ამე­რი­კუ­ლი ან სხვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის კო­ლო­ნის აფეთ­ქე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში იშ­ვი­ა­თო­ბას არ წარ­მო­ად­გენს. თა­ვის დრო­ზე, ჯერ კი­დევ ვი­ეტ­ნამ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას, გზებ­ზე თვით­ნა­კეთ ბომ­ბებ­ზე, სა­ჯა­რი­სო და­ნა­კარ­გე­ბის მხო­ლოდ 14 % მო­დი­ო­და. მა­შინ, როცა ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში ეს ციფ­რი 60-65 %-ს აღ­წევს.

ორი­ო­დე წლის წინ აშშ-ის სე­ნატ­მა MRAP-ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბის სე­რი­ულ წარ­მო­ე­ბა­ზე 22,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ყო. ეს თან­ხა, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბი­სათ­ვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ზე თით­ქმის 3-ჯერ მე­ტია, და­ახ­ლო­ე­ბით 15 400 მან­ქა­ნის შეს­ყიდ­ვას მოხ­მარ­დე­ბა.

მა­ღა­ლი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ვა­ნი სამ­ხედ­რო MRAP-ებს მა­ინც სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. მათი თქმით, ამე­რი­კე­ლე­ბის ავ­ღა­ნე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ასეთ მან­ქა­ნებ­ზე სა­ჭი­რო­ე­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში ათა­სო­ბით ასე­თი და­ჯავ­შნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­დას­რო­ლი­ლი. ამავდრო­უ­ლად, ბევრ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­საც პარ­ტი­ზა­ნებ­თან უწევთ ბრძო­ლა, ისი­ნი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

მაგ­რამ დაც­ვის მა­ღა­ლი დო­ნის მიღ­მა დიდი მა­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი მცი­რე სა­მა­ნევ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იმა­ლე­ბა, რაც ბევ­რი სა­ზღვაო ქვე­ი­თის აზ­რით, ჯა­რებს მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბას, მო­ბი­ლუ­რო­ბა­სა და სის­წრა­ფეს აკარ­გვი­ნებს. ამა­ვე დროს, ისი­ნი საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საწ­ვავ­საც მო­იხ­მა­რენ და შე­სა­ბა­მი­სად, მათი შე­ნახ­ვაც არც ისე იაფი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, MRAP-ების დახ­ვე­წა და სრულ­ყო­ფა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ ახა­ლი სა­ხის ჯავ­შან­ზე, რო­მე­ლიც გაზ­რდილ მე­დე­გო­ბას­თან ერ­თად, წო­ნის სიმ­ცი­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ერთ-ერთი ინო­ვა­ცია ამ ტი­პის საბ­რძო­ლო მან­ქა­ნებ­ში V-სებ­რი ფსკე­რის ნაც­ვლად, ფი­ჭუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რე­ბი ამ სა­კი­თხში სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლე­ბი არი­ან. მან­ქა­ნის კონ­სტრუქ­ცი­ი­დან V-სებ­რი ფსკე­რის ამო­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შემ­ცირ­დე­ბა მისი სი­მაღ­ლე. რაც საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფი­ჭის შემ­თხვე­ვა­ში, მან­ქა­ნას ტრა­დი­ცი­უ­ლი ბრტყე­ლი ფსკე­რი აქვს, აფეთ­ქე­ბი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ენერ­გი­ის შთან­თქმა კი ფი­ჭის დე­ფორ­მი­რე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა.

სტან­დარ­ტულ კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში, MaxxPro–ი 8,7 ლ-ის მო­ცუ­ლო­ბის დი­ზე­ლის ძრა­ვით აღი­ჭურ­ვე­ბა, სიმ­ძლავ­რით 330 ცხე­ნის ძალა. აღ­ჭურ­ვი­ლი მან­ქა­ნა 1,65 ტო­ნი­ა­ნი სა­სარ­გებ­ლო დატ­ვირ­თვი­სას, 17,1 ტო­ნას იწო­ნის.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

MRAP-ების მოდერნიზაციას პენტაგონი 21 მილიონს მოახმარს

MRAP-ების მოდერნიზაციას პენტაგონი 21 მილიონს მოახმარს

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის უწყებამ და კომპანია Navistar Defense-მა 21 მლნ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. გარიგება აშშ-ის არმიისთვის განკუთვნილ MaxxPro-ს ტიპის ჯავშანმანქანების მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

გაუმჯობესების შედეგად, ამ ტიპის სამხედრო მანქანები ახალი სახის თავისუფალი დაკიდების საკიდრებს, 465 ცხენის ძალის სიმძლავრის დიზელის ძრავას და ტრანსმისიას მიიღებენ. დამკვეთს უკანასკნელ მოდერნიზირებულ მანქანას 2013 წლის მაისის ბოლოს გადასცემენ.

კონტრაქტის პირობების თანახმად, MaxxPro-ების მოდერნიზაციის ფარგლებში, მანქანებიდან მოხსნილი ძველი მაკომპლექტებლები კომპანიის საკუთრებაში გადავა. მათი გამოყენება კი სხვა დაჯავშნული ან კომერციული ავტომობილების წარმოებისას იქნება შესაძლებელი.

MaxxPro-ს ტიპის ჯავშანმანქანები MRAP-ების კლასს მიეკუთვნება. ეს აბრევიატურა იშიფრება, როგორც Mine Resistant Ambush Protected - დაცული აფეთქებებისა და ჩასაფრებისგან. მსგავსი კონცეფციით შექმნილი მანქანები ძლიერი დაცვით გამოირჩევიან. დაჯავშნულ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებზე, მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების იდეა სამხრეთ აფრიკელ სპეციალისტებს ეკუთვნით. საბრძოლო მანქანებისთვის ნომერ 1-ელ საფრთხეს ასაფეთქებელი მოწყობილობები წარმოადგენენ. ამიტომაც კონსტრუქტორებმა მანქანის ძირიდან აფეთქების ტალღის ასარიდებლად, ფსკერს V-ებრი ფორმა მისცეს და კლირენსიც გაზარდეს.

MRAP-ის კონცეფციით შექმნილი სამხედრო მანქანები სრულფასოვან საბრძოლო ერთეულებს წარმოადგენენ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მათი დამზადება არსებული სატვირთო ავტომობილის ბაზაზე ხდება. ეს იმიტომ, რომ მათ ძლიერი ძრავა-ტრანსმისია და დიდი ტვირთამწეობა გააჩნიათ.

ზოგიერთ შემთხვევაში, MRAP-ების წონა 24-25 ტონამდეც ადის. შასის სახით კი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს სწორედ სატვირთო ავტომობილები წარმოადგენენ. მაგრამ არის ერთი ნიუანსი - სატვირთოს შემთხვევაში ძარასა და ღერძებზე დიდი დატვირთვა მხოლოდ ტვირთის გადატანისას მოდის. MRAP-ი კი ჯავშნის გამო მუდამ დატვირთულია. შესაბამისად, შასიზე მოქმედი მუდმივი დატვირთვისას, ამ ტიპის მანქანებს საბაზო სატვირთო ავტომობილებთან შედარებით, შემცირებული რესურსი აქვთ.

ჯერ კიდევ ერაყის კამპანიის დასაწყისში, ათეულობით აფეთქებულ MRAP-ებში გადარჩენილმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა მათი სიცოცხლისუნარიანობა სათანადოდ შეაფასეს. ბოლო დროს აშშ-ის მთავრობის დაკვეთით, MRAP-ების შექმნა-წარმოების ტემპები რამდენჯერმე გაიზარდა. მიზეზი ნათელია. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ამერიკული ან სხვა რომელიმე ქვეყნის სამხედრო კონტიგენტის კოლონის აფეთქება ავღანეთში იშვიათობას არ წარმოადგენს. თავის დროზე, ჯერ კიდევ ვიეტნამში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას, გზებზე თვითნაკეთ ბომბებზე, საჯარისო დანაკარგების მხოლოდ 14 % მოდიოდა. მაშინ, როცა ერაყსა და ავღანეთში ეს ციფრი 60-65 %-ს აღწევს.

ორიოდე წლის წინ აშშ-ის სენატმა MRAP-ის ტექნოლოგიების გამოყენებით საბრძოლო მანქანების სერიულ წარმოებაზე 22,4 მილიარდი დოლარი გამოყო. ეს თანხა, რომელიც შედარებისათვის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე თითქმის 3-ჯერ მეტია, დაახლოებით 15 400 მანქანის შესყიდვას მოხმარდება.

მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, მავანი სამხედრო MRAP-ებს მაინც სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, ამერიკელების ავღანეთიდან წასვლის შემდეგ, ასეთ მანქანებზე საჭიროება მკვეთრად შემცირდება. თუმცა, ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ათასობით ასეთი დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებაა გადასროლილი. ამავდროულად, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ქვეყნებში, რომლებსაც პარტიზანებთან უწევთ ბრძოლა, ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მაგრამ დაცვის მაღალი დონის მიღმა დიდი მასით გამოწვეული მცირე სამანევრო შესაძლებლობები იმალება, რაც ბევრი საზღვაო ქვეითის აზრით, ჯარებს მთავარ უპირატესობას, მობილურობასა და სისწრაფეს აკარგვინებს. ამავე დროს, ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით საწვავსაც მოიხმარენ და შესაბამისად, მათი შენახვაც არც ისე იაფი სიამოვნებაა.

მიუხედავად ამისა, MRAP-ების დახვეწა და სრულყოფა აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალისტები მუშაობენ ახალი სახის ჯავშანზე, რომელიც გაზრდილ მედეგობასთან ერთად, წონის სიმცირით გამოირჩევა. ერთ-ერთი ინოვაცია ამ ტიპის საბრძოლო მანქანებში V-სებრი ფსკერის ნაცვლად, ფიჭური კონსტრუქციების გამოყენებაა. განსაკუთრებით აქტიურები ამ საკითხში სამხრეთ აფრიკელები არიან. მანქანის კონსტრუქციიდან V-სებრი ფსკერის ამოღების შემთხვევაში, შემცირდება მისი სიმაღლე. რაც საბრძოლო პირობებში მნიშვნელოვანია. ფიჭის შემთხვევაში, მანქანას ტრადიციული ბრტყელი ფსკერი აქვს, აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის შთანთქმა კი ფიჭის დეფორმირების ხარჯზე ხდება.

სტანდარტულ კომპლექტაციაში, MaxxPro–ი  8,7 ლ-ის მოცულობის დიზელის ძრავით აღიჭურვება, სიმძლავრით 330 ცხენის ძალა. აღჭურვილი მანქანა 1,65 ტონიანი სასარგებლო დატვირთვისას, 17,1 ტონას იწონის.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე