სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ გირი - "ლამაზმანი” სულელური რომანტიკული კომედიაა"
რიჩარდ გირი - "ლამაზმანი” სულელური რომანტიკული კომედიაა"

რო­მან­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მა "ლა­მაზ­მა­ნი" (1990) მსა­ხი­ობ რი­ჩარდ გი­რის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთ საკ­ვან­ძო ნა­მუ­შევ­რად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ თა­ვად ვარ­სკვლავს მისი გახ­სე­ნე­ბაც არ უნდა. რი­ჩარდ გირ­მა ავ­სტრა­ლი­ურ ჟურ­ნალ Woman's Day-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ცდი­ლობს სუ­რა­თი და­ი­ვი­წყოს.

"ამ ფილ­მის შე­სა­ხებ გა­მუდ­მე­ბით მის­ვა­მენ კი­თხვას, მაგ­რამ მე მისი და­ვი­წყე­ბა მინ­და. ეს უბ­რა­ლოდ სუ­ლე­ლუ­რი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­აა!", - აცხა­დებს მსა­ხი­ო­ბი.

62 წლის რი­ჩარ­დმა აღი­ა­რა, რომ თა­ვის გმირს, ედ­ვარდ ლი­უ­ისს ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნად არ მი­იჩ­ნე­ევს. მისი აზ­რით, ფილ­მის გმი­რი იმ ადა­მი­ან­თა ჯგუფს ეკუთ­ვნის, რო­მელ­თა მი­ზე­ზით მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სე­ბი ხდე­ბა. მაგ­რამ ფილ­მის შემ­ქმნე­ლებ­მა ჭკვი­ა­ნი ფი­ნან­სის­ტი "მშვე­ნი­ერ უფ­ლის­წუ­ლად" აქ­ცი­ეს.

"ლა­მაზ­მა­ნის" მეშ­ვე­ო­ბით უოლ-სტრი­ტის ბრო­კე­რე­ბი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს მათ სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ", - ამ­ბობს გირი.

რი­ჩარდ გირი სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლით კმა­ყო­ფი­ლი არ არის. იგი საკ­მა­ოდ ცი­ვად მო­იხ­სე­ნი­ებს იმ ქა­ლებ­საც, რომ­ლებ­თა­ნაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რო­მა­ნი ქონ­და. მათ შო­რის არი­ან კიმ ბე­სინ­ჯე­რი, უმა თურ­მა­ნი, პრის­ცი­ლა პრეს­ლი. რი­ჩარ­დის აზ­რით, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ ბედ­ნი­ე­რე­ბა მსა­ხი­ობ კერი ლო­უ­ელ­თან (Carey Lowell) იპო­ვა, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გრძნო­ბა­თა დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­და.

"80-ია­ნებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბას სტა­ტუ­სის გამო ამ­ყა­რებ­დნენ, მაგ­რამ კე­რის დახ­მა­რე­ბით, მე გა­ვი­აზ­რე, რა არის კარ­გი და რა ცუდი. ახლა სიყ­ვა­რულს ფულ­ზე და სხვა სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე მაღ­ლა ვა­ყე­ნებ", - ამ­ბობს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, გირი კე­რის უკვე 15 წე­ლია ხვდე­ბა. წყვილს 12 წლის შვი­ლი, ჰო­მერ ჯე­იმ­სი (Homer James) ჰყავთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsme.com-ის მი­ხედ­ვით.

რიჩარდ გირი - "ლამაზმანი” სულელური რომანტიკული კომედიაა"

რიჩარდ გირი - "ლამაზმანი” სულელური რომანტიკული კომედიაა"

რომანტიკული მელოდრამა "ლამაზმანი" (1990) მსახიობ რიჩარდ გირის ცხოვრებაში ერთ-ერთ საკვანძო ნამუშევრად ითვლება, მაგრამ თავად ვარსკვლავს მისი გახსენებაც არ უნდა. რიჩარდ გირმა ავსტრალიურ ჟურნალ Woman's Day-თან საუბრისას განაცხადა, რომ ცდილობს სურათი დაივიწყოს.

"ამ ფილმის შესახებ გამუდმებით მისვამენ კითხვას, მაგრამ მე მისი დავიწყება მინდა. ეს უბრალოდ სულელური რომანტიკული კომედიაა!", - აცხადებს მსახიობი.

62 წლის რიჩარდმა აღიარა, რომ თავის გმირს, ედვარდ ლიუისს ღირსეულ ადამიანად არ მიიჩნეევს.  მისი აზრით, ფილმის გმირი იმ ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა მიზეზით მსოფლიო ფინანსური კრიზისები ხდება. მაგრამ ფილმის შემქმნელებმა ჭკვიანი ფინანსისტი "მშვენიერ უფლისწულად" აქციეს. 

"ლამაზმანის" მეშვეობით უოლ-სტრიტის ბროკერები ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან, საბედნიეროდ, დღეს მათ სკეპტიკურად უყურებენ", - ამბობს გირი.

რიჩარდ გირი საკუთარი წარსულით კმაყოფილი არ არის. იგი საკმაოდ ცივად მოიხსენიებს იმ ქალებსაც, რომლებთანაც ახალგაზრდობაში რომანი ქონდა. მათ შორის არიან კიმ ბესინჯერი, უმა თურმანი, პრისცილა პრესლი. რიჩარდის აზრით, რომელმაც საბოლოოდ ბედნიერება მსახიობ კერი ლოუელთან (Carey Lowell) იპოვა, ჰოლივუდის მსახიობებთან ურთიერთობისას გრძნობათა დეფიციტს განიცდიდა.

"80-იანებში ურთიერთობას სტატუსის გამო ამყარებდნენ, მაგრამ კერის დახმარებით, მე გავიაზრე, რა არის კარგი და რა ცუდი. ახლა სიყვარულს ფულზე და სხვა სისულელეებზე მაღლა ვაყენებ", - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი. 

შეგახსენებთ, გირი კერის უკვე 15 წელია ხვდება. წყვილს 12 წლის შვილი, ჰომერ ჯეიმსი (Homer James) ჰყავთ.

მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება