ანტონიო ბანდერასი კარლოს საურის ფილმში "33 დღე" პაბლო პიკასოს განასახიერებს. სურათი მოგვითხრობს იმ დროზე, როცა ცნობილი ესპანელი მხატვარი სურათ "გერნიკაზე" (ესპ. Guernica) მუშაობდა. პიკასომ ტილო 1937 წელს დახატა და მისი თემა ქალაქ გერნიკას დაბომბვაა. მხატვარმა სურათი 33 დღეში შეასრულა.
ფილმის "33 დღე" ბიუჯეტი დაახლოებით 7 მლნ დოლარია. გადაღებები 2012 წლის ზაფხულში, პარიზში და გერნიკაში დაიწყება.
ბანდერასის ბოლო სამსახიობო ნამუშევარი სტივენ სპილბერგის ფილმში "ნოკაუტი" (ორიგინალური დასახელებაა- "Haywire") შესრულებული როლია. ბანდერასთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ - ჯინა კარანო, იუენ მაკგრეგორი, მაიკლ დუგლასი, ჩენინგ ტატუმი და მაიკლ ფასბენდერი.
აღსანიშნავია, რომ მომავალში ბანდერასი კიდევ ერთი ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის როლში მოგვევლინება. სურათის გადაღებას საიმონ უეტსი აპირებს.
მომზადებულია Variety-ის მიხედვით.