Chanel-მა პარიზში ორიგინალური, ინდურ სტილში ჩვენება მოაწყო. ამჯერად მოდური არტის გიგანტმა პოდიუმად სადღესასწაულოდ გაშლილ სუფრათა შორის ბილიკები აარჩია.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მეფურად ევახშმათ და ამასთან, მოდის სახლის ახალი კოლექციისთვის ედევნებინათ თვალი.
"Chanel-ის სუფრაზე" მხოლოდ მოოქროვილი დანა-ჩანგალი ელაგა, ხოლო მიმტანები ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შამპანურს დაატარებდნენ.
თუმცა მიუხედავად ამ ფუფუნებისა, საღამო მაინც სევდიანი იყო. ის შანელის ერთ-ერთ კუტურიეს ფრანსუა ლესაჟს მიეძღვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩვენებაზე chanel-ის 2012 წლის საშემოდგომო კოლექცია წარადგინეს.
კომპანიის კრეატიული დირექტორის კარლ ლაგერფელდის მუზა ამჯერად მუმბაი გახდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კარლი შთაგონებისთვის სხვა ქვეყნების კულტურას ირჩევს. მაგალითისთვის სხვა ჩვენებების სახელები ასე ჟღერდა: პარიზი-მოსკოვი, პარიზი-ბიზანტია, პარიზი-შანჰაი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.