პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?
დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გან­გაშს ტე­ხენ: სულ უფრო მეტი პა­ცი­ენ­ტი აფა­სებს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად თა­ვის გა­რეგ­ნო­ბას და ათას­გვარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას უძებ­ნის. ვარ­სკვლა­ვე­ბიც კი, რო­მელ­თა იმი­ჯით სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, მიდ­რე­კი­ლი არი­ან კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს იკურ­ნე­ბა. დის­მორ­ფო­ფო­ბია მო­დუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. ამ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტის­მე­ტად არი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი გა­რეგ­ნო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ფექ­ტით. ეს ფო­ბია ძი­რი­თა­დად მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ვი­თარ­დე­ბა და 30 წლის­თვის "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი" ან ქი­რურ­გი­უ­ლად ერე­ვა სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში, ან ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით იკურ­ნე­ბა.

ამე­რი­კელ ჰა­ი­დი მონ­ტაგს უამ­რა­ვი პრე­ტენ­ზია ჰქონ­და სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის მი­მართ. გა­და­ი­კე­თა მკერ­დი, ცხვი­რი, ტუ­ჩე­ბი, წარ­ბე­ბი, ნი­კა­პი, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თავი მა­ინც არ მოს­წონს. არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ძა­გე­ლი იხ­ვის ჭუკი, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ დედა არ აქებ­და და ბი­ჭე­ბი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ. ათი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის მერე ეწ­ვია წარ­მა­ტე­ბა. მაგ­რამ ამ­ბობს, რომ კვლავ უკ­მა­ყო­ფი­ლოა და არ გა­მო­რი­ცხავს, კი­დევ მი­მარ­თოს პლას­ტი­კურ ქი­რურგს. ფსი­ქო­ლო­გე­ბი კი ურ­ჩე­ვენ, ქი­რურ­გე­ბამ­დე ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სებ­თან ჩა­ე­წე­როს ვი­ზიტ­ზე.

სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი ანა­რეკ­ლის არ სჯე­რა კელი ოს­ბორნ­საც: "როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რო­გო­რი გამ­ხდა­რი ხარ ახლა, მინ­და ყვე­ლას ვუ­პა­სუ­ხო: "რა სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობთ?! სად ხე­დავთ სი­გამ­ხდრეს? კარ­გი ნაკ­ვე­ბი ვარ!" მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­ლიც გა­მო­ეკ­ვე­თა და 46 ზომა ტა­ნი­სა­მოსს ატა­რებს, მა­ინც არ სჯე­რა სა­კუ­თა­რი თა­ვის. ეს ალ­ბათ ბავ­შვო­ბის კომ­პლექ­სე­ბია - დე­და­მი­სი შე­რო­ნი გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცის გა­და­კე­თე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში. შო­უ­ბიზ­ნეს­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა კე­ლიმ და­ად­გი­ნა, რომ მისი პა­რა­მეტ­რე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს და სი­გამ­ხდრის­კენ მი­მა­ვა­ლი ხან­გრძლი­ვი გზა და­ი­წყო. მთა­ვა­რია, მე­ტის­მე­ტად შორს არ წა­ვი­დეს.

სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ყო­ველ­თვის, ყვე­ლა­ფერს ამარ­ცხებს. ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლილი ალე­ნი ასე­ვე ამ­ტკი­ცებს, რომ დის­მორ­ფია ტან­ჯავს და ქმარს უძღვნის მად­ლო­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის. იგი გა­მუდ­მე­ბით უმ­ტკი­ცებს ლი­ლის, რომ ის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. ამი­ტო­მაც შე­ეშ­ვა და­უს­რუ­ლე­ბელ დი­ე­ტებს და ცოტა მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყუ­რე­ბა სარ­კე­ში.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა გა­რე­მო ჰქონ­და ნი­კოლ კიდ­მანს სახ­ლში, თუმ­ცა ის დღე­საც მსუქ­ნად მი­იჩ­ნევს თავს. ათი წლის წინ სი­ცი­ლით აღი­ა­რა, რომ მო­დურ ბუ­ტიკ­ში შე­სუ­ლი და პა­ტა­რა ზო­მის კა­ბე­ბის შემ­ყუ­რე ვე­რაფ­რით ვერ იჯე­რებს, რომ რო­მე­ლი­მე მათ­განს მა­ინც თვი­თონ ჩა­იც­ვამს. არა­და, მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თმევს თავს ყვე­ლა­ფერს და მო­დელს 44 წლის ასაკ­შიც მშვე­ნი­ე­რი ფი­გუ­რა აქვს. რაღა უნდა მეტი?

"მე ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი დის­მორ­ფი ვარ", - აღი­ა­რა სარა მი­შელ გე­ლარ­მა ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მსა­ხი­ობს თავი ყო­ველ­თვის სრუ­ლად და ულა­მა­ზოდ მი­აჩ­ნდა, სარ­კე­საც კი გა­ურ­ბო­და ხოლ­მე, რომ არ დამ­წუხ­რე­ბუ­ლი­ყო. მხო­ლოდ შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ მო­ეშ­ვა ცოტა გულს. "ამ მოვ­ლე­ნამ სრუ­ლი­ად მო­მაც­დი­ნა თვი­თ­ძი­ე­ბე­ბის­გან და გა­მო­მა­ფხიზ­ლა. - ამ­ბობს სარა და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად დარ­დობს თა­ვის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, - დის­მორ­ფია ეგო­ის­ტუ­რი რა­მაა, ხოლო როცა შვი­ლი გყავს, აღარც სა­კუ­თარ თავს ეკუთ­ვნი და არც სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, არა­მედ ამ პა­ტა­რა არ­სე­ბას, რო­მე­ლიც შენ გვერ­დით არის. და ეს ძა­ლი­ან მა­გა­რია".

უმა თურ­მა­ნი ხში­რად აღი­ა­რებს, რომ დის­მორ­ფო­ფო­ბია ყურ­მოკ­ვრით როდი გა­უ­გო­ნია. თა­ვის დრო­ზე დე­დის მე­გო­ბარ­მა შე­ნიშ­ნა, რომ 13 წლის უმას ცხვი­რი ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და. ეს საკ­მა­რი­სი იყო, რომ მო­მა­ვალ ვარ­სკვლავს მოს­ვე­ნე­ბა და­ე­კარ­გა. მალე სხე­უ­ლის მოხ­დე­ნი­ლო­ბა­შიც ეჭვი შე­ე­პა­რა, არ მოს­წონ­და ფე­ხე­ბის ფორ­მა, სი­გამ­ხდრე. ისევ დე­დამ უშ­ვე­ლა, ყო­ფილ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მა­ნე­კენ­მა და გო­გო­ნა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში გა­უშ­ვა, რომ თვით­შე­ფა­სე­ბა აე­მაღ­ლე­ბი­ნა. რაკი უმა თა­ვი­სი ცხვი­რით დარ­ჩა, ალ­ბათ, ეშ­ვე­ლა კი­დეც. თუმ­ცა ხან­და­ხან ახ­ლაც წა­მოს­ცდე­ბა, ცოტა მოვ­სუქ­დი და არ მომ­წონ­სო, რი­თაც აოგ­ნებს ჟურ­ნა­ლის­ტებს.

დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?

დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?

ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ: სულ უფრო მეტი პაციენტი აფასებს არაადეკვატურად თავის გარეგნობას და ათასგვარ ნაკლოვანებას უძებნის. ვარსკვლავებიც კი, რომელთა იმიჯით საუკეთესო პროფესიონალები არიან დაკავებული, მიდრეკილი არიან კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი მონაცემები. საბედნიეროდ, ეს იკურნება. დისმორფოფობია მოდური დაავადებაა, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე სწრაფად ვრცელდება. ამ ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანები მეტისმეტად არიან შეწუხებული თავიანთი გარეგნობის უმნიშვნელო დეფექტით. ეს ფობია ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება და 30 წლისთვის "დაზარალებული" ან ქირურგიულად ერევა საკუთარ გარეგნობაში, ან ფსიქოლოგის დახმარებით იკურნება.

ამერიკელ ჰაიდი მონტაგს უამრავი პრეტენზია ჰქონდა საკუთარი გარეგნობის მიმართ. გადაიკეთა მკერდი, ცხვირი, ტუჩები, წარბები, ნიკაპი, თუმცა საკუთარი თავი მაინც არ მოსწონს. არასდროს ყოფილა საძაგელი იხვის ჭუკი, თუმცა ამბობს, რომ დედა არ აქებდა და ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ. ათი პლასტიკური ოპერაციის მერე ეწვია წარმატება. მაგრამ ამბობს, რომ კვლავ უკმაყოფილოა და არ გამორიცხავს, კიდევ მიმართოს პლასტიკურ ქირურგს. ფსიქოლოგები კი ურჩევენ, ქირურგებამდე ფსიქოანალიტიკოსებთან ჩაეწეროს ვიზიტზე.

სარკეში საკუთარი ანარეკლის არ სჯერა კელი ოსბორნსაც: "როცა მეუბნებიან, როგორი გამხდარი ხარ ახლა, მინდა ყველას ვუპასუხო: "რა სისულელეს ამბობთ?! სად ხედავთ სიგამხდრეს? კარგი ნაკვები ვარ!" მიუხედავად იმისა, რომ წელიც გამოეკვეთა და 46 ზომა ტანისამოსს ატარებს, მაინც არ სჯერა საკუთარი თავის. ეს ალბათ ბავშვობის კომპლექსებია - დედამისი შერონი გამუდმებით რაღაცის გადაკეთებით იყო დაკავებული, საკუთარ გარეგნობაში. შოუბიზნესში აღმოჩენილმა კელიმ დაადგინა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და სიგამხდრისკენ მიმავალი ხანგრძლივი გზა დაიწყო. მთავარია, მეტისმეტად შორს არ წავიდეს.

სიყვარული, როგორც ყოველთვის, ყველაფერს ამარცხებს. ბრიტანელი მომღერალი ლილი ალენი ასევე ამტკიცებს, რომ დისმორფია ტანჯავს და ქმარს უძღვნის მადლობას დახმარებისთვის. იგი გამუდმებით უმტკიცებს ლილის, რომ ის ყველაზე ლამაზია. ამიტომაც შეეშვა დაუსრულებელ დიეტებს და ცოტა მეტად თავდაჯერებული იყურება სარკეში.

ძნელი სათქმელია, რა გარემო ჰქონდა ნიკოლ კიდმანს სახლში, თუმცა ის დღესაც მსუქნად მიიჩნევს თავს. ათი წლის წინ სიცილით აღიარა, რომ მოდურ ბუტიკში შესული და პატარა ზომის კაბების შემყურე ვერაფრით ვერ იჯერებს, რომ რომელიმე მათგანს მაინც თვითონ ჩაიცვამს. არადა, მართლაც შესანიშნავად ართმევს თავს ყველაფერს და მოდელს 44 წლის ასაკშიც მშვენიერი ფიგურა აქვს. რაღა უნდა მეტი?

"მე ასპროცენტიანი დისმორფი ვარ", - აღიარა სარა მიშელ გელარმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში. მსახიობს თავი ყოველთვის სრულად და ულამაზოდ მიაჩნდა, სარკესაც კი გაურბოდა ხოლმე, რომ არ დამწუხრებულიყო. მხოლოდ შვილის გაჩენის შემდეგ მოეშვა ცოტა გულს. "ამ მოვლენამ სრულიად მომაცდინა თვითძიებებისგან და გამომაფხიზლა. - ამბობს სარა და შედარებით ნაკლებად დარდობს თავის ნაკლოვანებებზე, - დისმორფია ეგოისტური რამაა, ხოლო როცა შვილი გყავს, აღარც საკუთარ თავს ეკუთვნი და არც საკუთარ ნაკლოვანებებს, არამედ ამ პატარა არსებას, რომელიც შენ გვერდით არის. და ეს ძალიან მაგარია".

უმა თურმანი ხშირად აღიარებს, რომ დისმორფოფობია ყურმოკვრით როდი გაუგონია. თავის დროზე დედის მეგობარმა შენიშნა, რომ 13 წლის უმას ცხვირი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. ეს საკმარისი იყო, რომ მომავალ ვარსკვლავს მოსვენება დაეკარგა. მალე სხეულის მოხდენილობაშიც ეჭვი შეეპარა, არ მოსწონდა ფეხების ფორმა, სიგამხდრე. ისევ დედამ უშველა, ყოფილმა პროფესიონალმა მანეკენმა და გოგონა სამოდელო ბიზნესში გაუშვა, რომ თვითშეფასება აემაღლებინა. რაკი უმა თავისი ცხვირით დარჩა, ალბათ, ეშველა კიდეც. თუმცა ხანდახან ახლაც წამოსცდება, ცოტა მოვსუქდი და არ მომწონსო, რითაც აოგნებს ჟურნალისტებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება