როგორ ხიბლავს ზუკა ძამუნაშვილი უცნობებს

როგორ ხიბლავს ზუკა ძამუნაშვილი უცნობებს

ხუჭუჭთმიანი ზუკა ძამუნაშვილი მაყურებელმა სერიალიდან - "შუა ქალაქში" გაიცნო და შეიყვარა, თუმცა კამერის წინ დგომა მისთვის არც მანამდე ყოფილა უცხო. ზუკას ხუჭუჭთმიანი დედა ქეთი ასათიანიც ფილმის - "გარიგება" - ერთ-ერთი ეპიზოდიდან გვახსოვს. ახლა დედა-შვილი ფილმში - "ანოს და ვანოს თავგადასავალი" - გადაიღეს. როგორც ზუკა ამბობს, მუშაობის პროცესი იმდენად მოსწონდა, რომ ერთ დღეს სიცხიანმაც კი იმუშავა.

ზუკა:

- ამჟამად წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ვსწავლობ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ადრე "ოლიმპშიც" ვთამაშობდი, მაგრამ ბოლო დროს სკეიტბორდით სრიალით ვარ გატაცებული. კომპიუტერული პროგრამებიც მაინტერესებს, საიტებს ვქმნი.

- სკოლაში რა საგნები მოგწონს გამორჩეულად და თუ გაქვს გადაწყვეტილი, მომავალში რა პროფესიას აირჩევ?

- მსახიობობა მინდა, მაგრამ პროგრამისტობისკენაც მიმიწევს გული და არ ვიცი, რას გადავწყვეტ. სხვათა შორის, გადაღებების დროს ოპერატორის პროფესიამაც დამაინტერესა.

- მსახიობობა მანამდეც გინდოდა, ვიდრე სერიალში მიგიწვევდნენ? როგორ შეგარჩიეს კალანდაძის როლზე?

- კი, მსახიობობა მანამდეც მინდოდა. ერთხელ "რუსთავი 2"-ზე "საშლელის" კასტინგზეც მივედი, "შუა ქალაქში" კი შემთხვევით მოვხვდი - ეს ჯაბა კილაძის დამსახურებაა.

ქეთი:

- მე და ჯაბა ვმეგობრობთ. როცა სერიალში კალანდაძის როლის შემსრულებელი დასჭირდათ, მას მაშინვე ზუკა გახსენებია. მართალია, მაშინ ზურიკო 10 წლის იყო, ისინი კი 12 წლის ბავშვს ეძებდნენ, მაგრამ ჯაბამ ყველა დაარწმუნა, - ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ნახოთო. საბოლოოდ, ზუკა როლზე დაამტკიცეს. ამ სერიალის შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმში გადაიღეს. სხვათა შორის, 5 წლის იყო, როცა ჩემმა ძმისშვილმა - თამთა ასათიანმა თავის სადიპლომო ფილმში, ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღო. შესაძლოა, სწორედ აქედან გაუჩნდა ქვეცნობიერი სურვილი, მსახიობი გამხდარიყო.

ზუკა:

- თავდაპირველად გადაღებების დროს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ ამას შევეჩვიე და ქუჩაში ყველა რომ მცნობდა, მიხაროდა. მალე გამოვა ფილმი - "ყველაფერი ადამიანებზე", რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით რეჟისორმა გიორგი აბაშიშვილმა გადაიღო. ამ ფილმში სოფლელი ბიჭის, უჩას როლს ვასრულებ. მისი მშობლები გაყრილები არიან და ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ჰყავთ მეზობელი - 100 წლის ბაბუ, რომელსაც უჩა ყველაფერში ეხმარება. სხვათა შორის, "გარიგება 2"-ში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლსაც ვთამაშობ.

- ქალბატონო ქეთი, თქვენ ყველას 20 წლის წინ გადაღებული "გარიგებიდან" ახსოვხართ. კიდევ რომელ ფილმში მონაწილეობთ?

ქეთი:

- პროფესიით მსახიობი არ ვარ და ეს ბევრმა არც იცის. გასაკვირი ისაა, რომ "გარიგებაში" მხოლოდ ერთ კადრში ვმონაწილეობ, რომელიც ჩემსავე სახლშია გადაღებული, მაგრამ ხალხი დღემდე მცნობს. ისევე, როგორც ზუკას, შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეც ბავშვობიდანვე მქონდა, ბევრი რეჟისორი მეგობარიც მყავს და გული მწყდება, მსახიობობა რომ არ ავირჩიე პროფესიად. სხვათა შორის, წლების წინ "მთვარის გლობუსში", ერთ-ერთ როლზე დამამტკიცეს, მაგრამ მეუღლისგან წინააღმდეგობას წავაწყდი... ბედნიერი ვარ, რომ 3 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს, მათთან ერთად ადამიანი ნამდვილად ვერ მოიწყენს.

- ზუკას დედმამიშვილები რას საქმიანობენ?

- ზუკას და - ლიკა შენგელია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე და აპარატის უფროსია, ადრე კი "ნატალის" მოდელი იყო. ვახტანგ შენგელია კალათბურთელია - საბერძნეთის საკმაოდ ცნობილ გუნდში თამაშობს, ამჟამად თბილისშია. ზუკას მამის მხრიდან კიდევ ერთი და ჰყავს - თაკო ძამუნაშვილი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს.

- თქვენ რა პროფესიის ხართ?

- პროგრამისტი გახლავართ. თავის დროზე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, მერე კი ხატვა დავიწყე, ასტროლოგიამ, ფსიქოლოგიამ გამიტაცა და ახლა ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში ვეხმარები... საკმაოდ კარგი მიღწევები მქონდა მარკეტინგის სფეროში - საქართველოში "ჰერბალაიფი" მე შემოვიტანე, თბილისში პირველი კაფე-ბარი - "მასკარადი" გავხსენი, რომელიც სხვათა შორის, საკმაოდ პოპულარული გახლდათ; შემდეგ ქობულეთში ბუნგალო გავაკეთე. ამ ყველაფერს გასართობად ვაკეთებდი და არა იმიტომ, რომ ფული "მეკეთებინა"...

- ზუკა ოჯახშიც ისეთივე ონავარია, როგორიც სერიალში?

ქეთი:

- ჯერ ადამიანი არ შემხვედრია, ეს კითხვა რომ არ დაესვას. ზუკა ხალხის ყურადღებას ყოველთვის იქცევდა და ამიტომაც, სულ ვფიქრობდი, - ამ ბავშვს თუ რაიმე ნიჭი აღმოაჩნდა, აუცილებლად პოპულარული გახდება-მეთქი. ისეთი ენერგეტიკა აქვს, ადამიანების კეთილგანწყობილებას იმსახურებს და ზოგჯერ მაღაზიებში რაღაცებს ჩუქნიან კიდეც. სხვათა შორის, ზურა ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ბიჭია და რაც მთავარია, მოსმენის უნარი და კულტურა აქვს. მართალია, ახლა გარდატეხის ასაკშია, მაგრამ არა მგონია, რადიკალურად შეიცვალოს. ზოგჯერ მაოცებს კიდეც თავისი დაკვირვებებით: არ არსებობს, ადამიანს შეხედოს და ვერ მიხვდეს, ვისთან აქვს საქმე. მასთან პრობლემა არასდროს მქონია. რასაც ვუხსნი, ისე ესმის, როგორც საჭიროა. ზურას აღზრდით ჩემი ბიძაშვილი - ხათუნა ასათიანია დაკავებული, რომელსაც საკუთარი შვილი არა ჰყავს და ცხადია, ზურიკოს ის ძალიან უყვარს.

- ზუკა, მასწავლებლებს ისევე ხომ არ აბრაზებ, როგორც სერიალში გოგა ბარბაქაძის გმირს აბრაზებდი? რაიმე ხრიკებს ხომ არ უწყობ მათ?

- არა, ნერვებს არავის ვუშლი. პირადი კონფლიქტები არასდროს მქონია არც მასწავლებლებთან, არც - ბავშვებთან. ეზოში მაგარი მეგობრები მყავს. ვინაიდან წელს ახალ სკოლაში გადავედი, ჯერ კლასელების კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი, მაგრამ 123-ე სკოლაში, სადაც აქამდე ვსწავლობდი, ნამდვილად ბევრი მეგობარი მყავს.

- როგორი მოსწავლე ხარ? წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კითხვა თუ გიყვარს?

- ნორმალურად ვსწავლობ. უნდა ვაღიარო, წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კითხვა არ მიყვარს, რის გამოც დედა სულ მსაყვედურობს, მაგრამ აი, "ჰარი პოტერზე" ვგიჟდები. კარგად ვერთობი კომპიუტერით, სკეიტბორდით კი შემიძლია, მთელი დღე ვისრიალო; კლუბები და ცეკვა, კონცერტებზე სიარული მიყვარს. ნებისმიერი ჟანრის გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ.

ქეთი:

- სხვათა შორის, ცეკვაზე "ერისიონში" დამყავდა. ახლა სკოლაში ხრიდოლს ასწავლიან. ზუკა ცხენოსნობითაცაა გატაცებული და ხშირად ჯირითობს.

- ზუკა, გადაღებებს ბევრი დრო მიაქვს?

- დიახ და როცა მუშაობა მიწევს, იმ პერიოდში საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი მაქვს. "ანო და ვანოს თავგადასავალს" რომ ვიღებდით, ერთ დღეს მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ რეჟისორს ეს ამბავი დავუმალე და მაინც ვიმუშავე. სხვათა შორის, ამ ფილმში ძალიან კარგი მსახიობები მონაწილეობენ: რუსკა მაყაშვილი, ვანო თარხნიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ნიკა გრიგოლია და სხვები. სამუშაო პროცესი ძალიან სახალისოა. ჩემი პერსონაჟი - ვანო ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია.

მას კონსტრუქტორებით თამაში, კოლექციონერობა ანუ რაღაცების შეგროვება მოსწონს. ჰყავს დაიკო - ანო და გაუთხოვარი ძიძა - დოდო. ჰოდა, როგორც სერიალში - "შუა ქალაქი" - კალანდაძე ამწარებს დათოს, ისე აგიჟებს ვანო დოდოს. ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! 20 წლის წინ ბაბუს მიერ დაწერილ, მაგრამ დაუმთავრებელ ზღაპარს იპოვიან და ფილმიც ამაზეა. დანარჩენს თავადვე იხილავთ, როცა ეკრანზე გამოვა.

ქეთი:

- "ანოს და ვანოს თავგადასავალის" რეჟისორები ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე არიან. "ცისკარას" შემდეგ, მგონი, საქართველოში მსგავსი საბავშვო ზღაპარი არც გადაუღიათ. სცენარი რომ წავიკითხე, როგორც ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, ისე ვიცინოდი. ფილმი სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს იქნება მზად. სხვათა შორის, ამ ფილმში ბოროტი დედინაცვლის ეპიზოდური როლის შემსრულებელი დასჭირდათ და მე შემომთავაზეს, - იქნებ თქვენ დაგვეხმაროთო. მათ წინადადებას დავთანხმდი.

- ზუკა, "შუა ქალაქის" ახალი სეზონი იწყება. შენთვის ჯერ არ დაურეკავთ?

- არა, და საერთოდაც, კარგა ხანია, არავინ დამკავშირებია, რაზეც გული მწყდება...

ქეთი:

- როგორც დედას, არანაირი ამბიცია არ მაქვს, რომ ჩემი შვილი პოპულარული ან გამოჩენილი იყოს. მე მხოლოდ ის მიხარია, რაც მას ახარებს. შვილების არჩევანს ყოველთვის პატივს ვცემდი და მათ მიზნის მიღწევაში შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. ღმერთმა ქნას, ზუკასგან კარგი მსახიობი დადგეს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება