ყოველ მეხუთე რუსს უკვე ნაყიდი აქვს, ან თანახმაა იყიდოს ყალბი დიპლომი. ასეთია პორტალ Joblist.ru-ს მიერ ჩატარებული ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგები. გამოკითხულთა 8%-მა ყალბი დიპლომი დაწინაურების, ან კარგი სამსახურის შოვნის მიზნით იყიდა. 10% კი "ცოდნის შავ ბაზარზე ყიდვას აპირებს".
გამოკითხული რუსების 82% ყალბი დიპლომის ყიდვას არ აპირებს. 36% კი საკუთარი სამსახურით კმაყოფილია და დიპლომის გაყალბება საჭიროდ არ მიაჩნია.
რაც შეეხებათ დამსაქმებლებს, გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათ ყველაზე ხშირად თავად დიპლომის ფლობის ფაქტი აინტერესებთ და არა მისი ხარისხი.
მომზადბეულია joblist.ru-ს მიხედვით.