პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინვენტარიზაცია - საშუალება თუ იარაღი?
ინვენტარიზაცია - საშუალება თუ იარაღი?

"ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია - სა­შუ­ა­ლე­ბა თუ ია­რა­ღი?" - ასე­თი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ლე­ვან კა­ლან­და­ძე ჟურ­ნალ "ლი­ბე­რა­ლის" 20 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში. სტა­ტია "მე­დი­ა­პა­ლიტ­რის" ექვს სხვა­დას­ხვა შპს-ში სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის ერ­თდრო­უ­ლად და­წყე­ბას ეძღვნე­ბა. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას სრუ­ლად.

კა­ნო­ნის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და მისი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე სა­გა­და­სა­ხა­დო სექ­ტორ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რად მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კა - ქვეყ­ნის სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კა "სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის" და­სა­ცა­ვად დღეს ამ სამ ხარ­ვეზს ეფუძ­ნე­ბა.

გა­სულ კვი­რას, მე­დია-ჰოლ­დინგ "პა­ლიტ­რა­ში" სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ე­ბის შეს­ვლის შემ­დეგ გა­ჩე­ნი­ლი ეჭ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ორი მთა­ვა­რი კი­თხვა გა­უჩ­ნდა:

- რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლად და კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რებს?

- ტექ­ნი­კუ­რად რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ია­რა­ღად, თა­ნაც ისე, რომ კა­ნო­ნი არ და­ირ­ღვეს?

სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მე­დია-ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვალ ექვს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად შე­ვი­და. ჰოლ­დინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი წი­ნას­წარ და­უ­გეგ­მა­ვი იყო. და­ი­წყო ჰოლ­დინ­გის სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია. პა­რა­ლე­ლუ­რად, მცი­რე დრო­ით კომ­პა­ნი­ე­ბის სა­სა­წყო­ბო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და სა­წარ­მოო ფარ­თე­ბი და­ი­ლუ­ქა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც და­ლუქ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­გა­და­სა­ხა­დომ პო­ლი­ტი­კა მა­ლე­ვე შეც­ვა­ლა.

თა­ვი­დან­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ამ საქ­მე­ში ერთი და, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლის შე­სა­ხებ. კა­ნო­ნი (სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის მუხ­ლი 255, პუნ­ქტი 3) ცალ­სა­ხად გან­სა­ზღვრავს, რომ "სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რებ­მა გო­ნივ­რულ ფარ­გლებ­ში არ უნდა და­არ­ღვი­ოს პი­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მი და არ უნდა გა­ა­ჩე­როს მისი საქ­მი­ა­ნო­ბა".

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეს პირ­და­პი­რი დი­რექ­ტი­ვა მე­დია-ჰოლ­დინგთან და მის ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ცალ­სა­ხად და­ირ­ღვა. ასე­ვე, სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა (სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, მუხ­ლი 261) და ამა­ვე კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ლუქ­ვის პრაქ­ტი­კას სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­ლუქ­ვას მხო­ლოდ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა­გან. კერ­ძოდ კი, და­ლუქ­ვა გა­და­უ­დე­ბელ გას­ვლით სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბას მოჰ­ყვე­ბა (სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, მუხ­ლი 265-ე). გა­და­უ­დე­ბე­ლი გას­ვლი­თი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს (სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, მუხ­ლი 265-ე, პუნ­ქტი მე-3) და ისიც, მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ (სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, მუხ­ლი 265-ე, პუნ­ქტი 1) გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში. მა­გა­ლი­თად, თუ:

- არ­სე­ბობს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ;

- არ­სე­ბობს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ზრდის შე­სა­ხებ;

- არ ხდე­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნა ან წარ­დგე­ნი­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია;

- არ­სე­ბობს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­გან თა­ვის არი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან პი­რის გას­ვლით, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით, და­მალ­ვით და ა.შ.

მე­დია-ჰოლ­დინ­გის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ "პა­ლიტ­რა­ში" გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბა ჩა­ტარ­და და არა გა­და­უ­დე­ბე­ლი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­გა­და­სა­ხა­დო ორგა ნო­ებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლი გეგ­მუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის და­წყე­ბამ­დე 10 დღით ადრე უნდა გა­აფრ­თხი­ლონ. გეგ­მურ შე­მოწ­მე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა "დაბ­რალ­და" კომ­პი­უ­ტერს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის წე­სით არ­ჩევს შე­სა­მოწ­მე­ბელ ობი­ექ­ტებს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვერ­სი­ით გა­მო­დის, რომ ჯა­დოს­ნურ­მა კომ­პი­უ­ტერ­მა ათა­სო­ბით კომ­პა­ნი­ას შო­რის შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის წე­სით მე­დია-ჰოლ­დინგ "პა­ლიტ­რა­ში" შე­მა­ვა­ლი ექ­ვსი სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს-სტრუქ­ტუ­რა ერ­თდრო­უ­ლად შე­არ­ჩია. ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი დამ­თხვე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა და პრო­ცე­სე­ბის გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბა დღემ­დე ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მე­ბად რჩე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის. ამას­თან, არ არ­სე­ბობს ეფექ­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გიც. ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც არ ერი­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, 3 თვის წინ ახა­ლი "გე­ზის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ხის­ტი" უწო­და.

1 ივ­ნისს, რა­დიო "კო­მერ­სან­ტის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა გია ხუ­როშ­ვილ­მა და­ლუქ­ვე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მურ და ბიზ­ნე­სის­თვის მტკივ­ნე­ულ თე­მად და­ა­სა­ხე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბი­სას ბიზ­ნე­სის და­ლუქ­ვა არ უნდა მოხ­დეს და მე­წარ­მე­ებს აღარ უნდა ჰქონ­დეს იმის შიში, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბი­სას წარ­მო­ე­ბა გა­ჩერ­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, 7 ივ­ნისს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­პი­რის­პი­რო იხი­ლა. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ე­ბი "არა­სა­სურ­ველ" ბიზ­ნეს-სტრუქ­ტუ­რებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ია­რა­ღად იქ­ცეს? ეს კი­თხვა რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, თუმ­ცა 7 ივ­ნი­სის შემ­დეგ დის­კუ­სი­ე­ბი ამ თე­მა­ზე ისევ გა­ნახ­ლდა.

ბოლო წლე­ბის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ბა­რე, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ცალ­სა­ხაა - სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ძალ­ზე ეფექ­ტურ ია­რა­ღად იქცა. ამის მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მეა:

ორ­მა­გი ინ­ტერპრე­ტა­ცია. მი­უ­ხე­და­ვად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ი­სა, ახა­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ნა­წილ­ში კვლა­ვაც კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი "სი­ხის­ტის" გარ­და, იგი ძვე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის მსგავ­სად ცნე­ბე­ბი­სა და გან­მარ­ტე­ბე­ბის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა კი, რო­გორც წესი, ინ­ტერპრე­ტა­ტო­რის (სა­ხელ­მწი­ფო) სა­სარ­გებ­ლოდ ხდე­ბა.

ბუნ­დო­ვა­ნე­ბა. "ბუნ­დო­ვა­ნი კა­ნო­ნი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კა­ნო­ნია" - ნა­პო­ლე­ო­ნის ეს სიბ­რძნე თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და მრა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა. სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის უმ­თავ­რე­სი სი­სუს­ტეა სუ­ბი­ექ­ტურ, ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტორ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. ანუ, სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რულ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი­სა თუ ე.წ. სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღე­ბა და არა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გა­წე­რი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მა­გა­ლი­თად, სა­გა­და­სა­ხა­დო მო­ხე­ლის "სა­ფუძ­ვლი­ა­ნი" ეჭ­ვის ან მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი "სან­დო" ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბიზ­ნე­სის და­ლუქ­ვა და ქო­ნე­ბა­ზე სა­გა­და­სა­ხა­დო გი­რავ­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

სწო­რედ ეს სამი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვა­შო­რებ­და და დღე­საც გვა­შო­რებს ევ­რო­პულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო სტან­დარ­ტებს და იმ რე­ა­ლუ­რად ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რა­საც ეფუძ­ნე­ბა მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და პროგ­რე­სი ევ­რო­პა­ში.

ლე­ვან კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "ლი­ბე­რა­ლი"

ინვენტარიზაცია - საშუალება თუ იარაღი?

ინვენტარიზაცია - საშუალება თუ იარაღი?

”ინვენტარიზაცია - საშუალება თუ იარაღი?” - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ჟურნალ ”ლიბერალის” 20 ივნისის ნომერში. სტატია ”მედიაპალიტრის” ექვს სხვადასხვა შპს-ში საგადასახადო შემოწმების ერთდროულად დაწყებას ეძღვნება. გთავაზობთ სტატიას სრულად.

კანონის ბუნდოვანება და მისი ინტერპრეტირების საშუალება, ასევე საგადასახადო სექტორში გადაწყვეტილებების სუბიექტურად მიღების პრაქტიკა - ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა "სახელმწიფოებრივი ინტერესების" დასაცავად დღეს ამ სამ ხარვეზს ეფუძნება.

გასულ კვირას, მედია-ჰოლდინგ "პალიტრაში" საგადასახადო ორგანოების შესვლის შემდეგ გაჩენილი ეჭვებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ორი მთავარი კითხვა გაუჩნდა:

- რამდენად მართებულად და კანონთან შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური საგადასახადო კონტროლის პროცედურებს?

- ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია საგადასახადო სამსახურების გამოყენება პოლიტიკური თუ სხვა სახის ანგარიშსწორების იარაღად, თანაც ისე, რომ კანონი არ დაირღვეს?

საგადასახადო შემოსავლების სამსახური მედია-ჰოლდინგში შემავალ ექვს სხვადასხვა კომპანიაში ერთდროულად შევიდა. ჰოლდინგის ხელმძღვანელების განმარტებით, საგადასახადო კონტროლის პროცედურები წინასწარ დაუგეგმავი იყო. დაიწყო ჰოლდინგის საგადასახადო ინვენტარიზაცია. პარალელურად, მცირე დროით კომპანიების სასაწყობო მეურნეობები და საწარმოო ფართები დაილუქა. ამ ღონისძიებას საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც დალუქვასთან მიმართებაში საგადასახადომ პოლიტიკა მალევე შეცვალა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს ამ საქმეში ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ. კანონი (საგადასახადო კოდექსის მუხლი 255, პუნქტი 3) ცალსახად განსაზღვრავს, რომ "საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა".

კანონმდებლობის ეს პირდაპირი დირექტივა მედია-ჰოლდინგთან და მის ბიზნეს-პარტნიორებთან მიმართებაში, ცალსახად დაირღვა. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ კანონმდებლობის თანახმად, ინვენტარიზაცია მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებს განეკუთვნება (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 261) და ამავე კანონის მიხედვით, ინვენტარიზაციის პროცესი დალუქვის პრაქტიკას საერთოდ არ ითვალისწინებს.

დალუქვას მხოლოდ საგადასახადო შემოწმების პროცედურა ითვალისწინებს, რაც თავისი შინაარსით სრულიად განსხვავდება მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებისაგან. კერძოდ კი, დალუქვა გადაუდებელ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოჰყვება (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 265-ე). გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 265-ე, პუნქტი მე-3) და ისიც, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 265-ე, პუნქტი 1) განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, თუ:

- არსებობს სანდო ინფორმაცია, მატერიალური საშუალებების საეჭვო წარმოშობის შესახებ;

- არსებობს სანდო ინფორმაცია მატერიალური აქტივების დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ზრდის შესახებ;

- არ ხდება დეკლარაციების წარდგენა ან წარდგენილი დეკლარაციები არასრულფასოვანია;

- არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ იგეგმება, გადასახადების გადახდისგან თავის არიდება საქართველოდან პირის გასვლით, დოკუმენტების განადგურებით, დამალვით და ა.შ.

მედია-ჰოლდინგის შემთხვევაში, ჩამოთვლილთაგან არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომაც, მოგვიანებით შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ "პალიტრაში" გეგმური შემოწმება ჩატარდა და არა გადაუდებელი. კანონმდებლობის თანახმად, საგადასახადო ორგა ნოებმა გადასახადების გადამხდელი გეგმური საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე 10 დღით ადრე უნდა გააფრთხილონ. გეგმურ შემოწმებაზე გადაწყვეტილების მიღება "დაბრალდა" კომპიუტერს, რომელიც შემთხვევითი შერჩევის წესით არჩევს შესამოწმებელ ობიექტებს.

ხელისუფლების ვერსიით გამოდის, რომ ჯადოსნურმა კომპიუტერმა ათასობით კომპანიას შორის შემთხვევითი შერჩევის წესით მედია-ჰოლდინგ "პალიტრაში" შემავალი ექვსი სხვადასხვა ბიზნეს-სტრუქტურა ერთდროულად შეარჩია. ეს დაუჯერებელი დამთხვევა სამოქალაქო სექტორის გაღიზიანების უმთავრესი საფუძველი გახდა.

კომუნიკაციის ნაკლებობა და პროცესების გაუმჭვირვალობა დღემდე ყველაზე მთავარ პრობლემებად რჩება საგადასახადო ორგანოებისათვის. ამასთან, არ არსებობს ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგიც. ამ პრობლემებზე საუბარს თავად ხელისუფლებაც არ ერიდება. მაგალითად, 3 თვის წინ ახალი "გეზის" პრეზენტაციაზე საგადასახადო ადმინისტრირებაში არსებულ ხარვეზებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ხისტი" უწოდა.

1 ივნისს, რადიო "კომერსანტის" ეთერში საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დალუქვები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და ბიზნესისთვის მტკივნეულ თემად დაასახელა. მისი განცხადებით, საგადასახადო შემოწმებისას ბიზნესის დალუქვა არ უნდა მოხდეს და მეწარმეებს აღარ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ საგადასახადო შემოწმებისას წარმოება გაჩერდება.

სამწუხაროდ, 7 ივნისს საზოგადოებამ საპირისპირო იხილა. რამდენად შესაძლებელია საგადასახადო ორგანოები "არასასურველ" ბიზნეს-სტრუქტურებზე ზემოქმედების იარაღად იქცეს? ეს კითხვა რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს, თუმცა 7 ივნისის შემდეგ დისკუსიები ამ თემაზე ისევ განახლდა.

ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდიბარე, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - საგადასახადო ორგანოები პოლიტიკური ზემოქმედების ძალზე ეფექტურ იარაღად იქცა. ამის მიზეზი რამდენიმეა:

ორმაგი ინტერპრეტაცია. მიუხედავად განახლებული რედაქციისა, ახალი საგადასახადო კოდექსი ადმინისტრირების ნაწილში კვლავაც კრიტიკას ვერ უძლებს. ზემოთხსენებული "სიხისტის" გარდა, იგი ძველი საგადასახადო კოდექსის მსგავსად ცნებებისა და განმარტებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

ინტერპრეტირება კი, როგორც წესი, ინტერპრეტატორის (სახელმწიფო) სასარგებლოდ ხდება.

ბუნდოვანება. "ბუნდოვანი კანონი ყველაზე ეფექტური კანონია" - ნაპოლეონის ეს სიბრძნე თანამედროვე ეპოქაშიც აქტუალურია და მრავალი სახელმწიფოს მიერ საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში წარმატებით გამოიყენება. ჩვენი კანონმდებლობაც არ არის გამონაკლისი. სუბიექტურობა. საგადასახადო კოდექსის უმთავრესი სისუსტეა სუბიექტურ, ადამიანურ ფაქტორზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი. ანუ, საგადასახადო ადმინისტრირების პროცედურულ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევებში სახელმწიფო მოხელეების პირადი შეხედულებების, საფუძვლიანი ეჭვისა თუ ე.წ. სანდო ინფორმაციის საფუძველზე მიიღება და არა კანონმდებლობაში გაწერილი შემთხვევების და პროცედურების შესაბამისად. მაგალითად, საგადასახადო მოხელის "საფუძვლიანი" ეჭვის ან მის ხელთ არსებული "სანდო" ინფორმაციის საფუძველზე სრულიად კანონიერად შესაძლებელია ბიზნესის დალუქვა და ქონებაზე საგადასახადო გირავნობის გავრცელება.

სწორედ ეს სამი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვნად გვაშორებდა და დღესაც გვაშორებს ევროპულ საკანონმდებლო სტანდარტებს და იმ რეალურად ლიბერალურ ღირებულებებს, რასაც ეფუძნება მეწარმეობის განვითარება და პროგრესი ევროპაში.

ლევან კალანდაძე

ჟურნალი "ლიბერალი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"