საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ  შენიშვნა მისცა... ამის გამო მოკლეს სადისტურად, დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?
"უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ  შენიშვნა მისცა... ამის გამო მოკლეს სადისტურად, დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა იცო­და, რომ ჩა­დე­ნი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 22 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ერთ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, მე­ო­რე პირს ბრალ­დე­ბა 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მოკ­ლუ­ლი გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge - ს უყ­ვე­ბა:

"გია სტე­ფან­წმინ­და­ში ცხოვ­რობ­და, უძ­ვირ­ფა­სე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო, ყვე­ლას იმე­დი და გვერ­დში მდგო­მი ვაჟ­კა­ცი. იმ ღა­მით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი, დღე­ო­ბა­ზე გიაც იყო. ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი - ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი (სულ ხუთ­ნი იყ­ვნენ) უზ­რდე­ლობ­დნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რის­თვი­საც გიამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და. ძმებს უთ­ქვამთ, ჩვენ კი­დევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისი­ნი რეს­ტო­რან "წა­ნა­რეთ­ში“ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლებს გიას და­ცინ­ვა და­უ­წყი­ათ, სათ­ვა­ლე ხომ არ გი­ჭერ­სო და მსგავ­სი რეპ­ლი­კე­ბით აიგ­დეს. იქაც მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა და როცა გია უკან წა­მო­სუ­ლა, და­უ­რე­კავთ მის­თვის და საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად და­უ­ბა­რე­ბი­ათ - გვე­ლეთს ჩა­მო­დი, იქ გე­ლო­დე­ბი­თო.

გია ად­გილ­ზე მარ­ტო მი­ვი­და, გვიკ­ვირს, ასე რა­ტომ მო­იქ­ცა, როცა იცო­და, რა სა­ში­ნელ პი­როვ­ნე­ბებ­თან ჰქონ­და საქ­მე... თუმ­ცა, გია უძ­ლი­ე­რე­სი ბიჭი იყო და მის­თვის 4 და 5 კაც­თან გამ­კლა­ვე­ბა, არა­ფე­რი იყო. მისი მე­სი­ჯე­ბი ნა­ხეს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი წერ­დნენ, - სადა ხარ, არ მო­დი­ხარ? შე­გე­შინ­და? გე­ლო­დე­ბით... გია და­ნით დაჭ­რეს, ჭრი­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ხუთ­ნი ყო­ფი­ლან - ძმე­ბი და მათი სამი ბი­ძაშ­ვი­ლი. სამ­მა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა ყაზ­ბე­გი­დან ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში გა­დას­ვლა, ნი­კამ და პა­ა­ტამ ვერა, რად­გან პი­რო­ბი­თი ჰქონ­დათ (ესე­ნიც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ზღვა­რი ვერ გა­დაკ­ვე­თეს, უკან მო­აბ­რუ­ნეს და და­ა­კა­ვეს), ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და ლა­პა­რა­კიც შე­ეძ­ლო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის გამო მოკ­ლეს ასე სა­დის­ტუ­რად მთა­სა­ვით კაცი. ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ხევ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მკვლე­ლო­ბა არა­ვის ახ­სოვს, რაც სა­ა­მა­ყოდ გვქონ­და. ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და ისეც ასე­თი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა...

გიას მთე­ლი ხევი გლო­ვობს, ისე­თი კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხი ჰყავს. გიას კო­ტე­ჯე­ბი ჰქონ­და ყაზ­ბეგ­ში და აქი­რა­ვებ­და, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხია, ქალ-ვაჟი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. გიას დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ, გუ­შინ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც შე­ი­რი­გეს (ეს დაკ­რძალ­ვამ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო), მაგ­რამ ამ ამ ტრა­გე­დი­ის გაგ­რძე­ლე­ბა რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ  შენიშვნა მისცა... ამის გამო მოკლეს სადისტურად, დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

"უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ  შენიშვნა მისცა... ამის გამო მოკლეს სადისტურად, დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეორე ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მოკლული გია ხაიკაშვილის ახლობელი ambebi.ge - ს უყვება:

"გია სტეფანწმინდაში ცხოვრობდა, უძვირფასესი პიროვნება იყო, ყველას იმედი და გვერდში მდგომი ვაჟკაცი. იმ ღამით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ მეზობლები, დღეობაზე გიაც იყო. ქუშაშვილები - ძმები და ბიძაშვილები (სულ ხუთნი იყვნენ) უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, რისთვისაც გიამ შენიშვნა მისცა, წესრიგისკენ მოუწოდა. ძმებს უთქვამთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი რესტორან "წანარეთში“ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ქუშაშვილებს გიას დაცინვა დაუწყიათ, სათვალე ხომ არ გიჭერსო და მსგავსი რეპლიკებით აიგდეს. იქაც მოხდა შელაპარაკება და როცა გია უკან წამოსულა, დაურეკავთ მისთვის და საქმის გასარჩევად დაუბარებიათ - გველეთს ჩამოდი, იქ გელოდებითო.

გია ადგილზე მარტო მივიდა, გვიკვირს, ასე რატომ მოიქცა, როცა იცოდა, რა საშინელ პიროვნებებთან ჰქონდა საქმე... თუმცა, გია უძლიერესი ბიჭი იყო და მისთვის 4 და 5 კაცთან გამკლავება, არაფერი იყო. მისი მესიჯები ნახეს, სადაც ქუშაშვილები წერდნენ, - სადა ხარ, არ მოდიხარ? შეგეშინდა? გელოდებით... გია დანით დაჭრეს, ჭრილობები ძირითადად თავისა და ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ხუთნი ყოფილან - ძმები და მათი სამი ბიძაშვილი. სამმა მათგანმა მოახერხა ყაზბეგიდან ორჯონიკიძეში გადასვლა, ნიკამ და პაატამ ვერა, რადგან პირობითი ჰქონდათ (ესენიც ცდილობდნენ, მაგრამ საზღვარი ვერ გადაკვეთეს, უკან მოაბრუნეს და დააკავეს), ნასამართლევები არიან. ამდენი ჭრილობის მიუხედავად, გია საავადმყოფოში კიდევ ცოცხალი იყო და ლაპარაკიც შეეძლო.

წარმოიდგინეთ, შენიშვნის მიცემის გამო მოკლეს ასე სადისტურად მთასავით კაცი. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ხევში მსგავსი არაფერი მომხდარა, მკვლელობა არავის ახსოვს, რაც საამაყოდ გვქონდა. ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა და ისეც ასეთი სასტიკი მკვლელობა...

გიას მთელი ხევი გლოვობს, ისეთი კარგი პიროვნება იყო.. მას შესანიშნავი ოჯახი ჰყავს. გიას კოტეჯები ჰქონდა ყაზბეგში და აქირავებდა, საკმაოდ შეძლებული ოჯახია, ქალ-ვაჟი და ერთი შვილიშვილი დარჩა. გიას დღეს დაკრძალავენ, გუშინ ქუშაშვილების გვარიც შეირიგეს (ეს დაკრძალვამდე უნდა მომხდარიყო), მაგრამ ამ ამ ტრაგედიის გაგრძელება რა იქნება, არავინ იცის“.