ქრისტე აღსდგა, არც ერთი ნაბიჯი უკან! ბოლომდე! - ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ განაცხადა.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უფრო კონკრეტულად, კაციას 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.