ახლოვდება ბრწყინვალე დღესასწაული და მალე დადგება დღე, როდესაც დავაგემოვნებთ ერთმანეთის გამომცხვარ უგემრიელეს პასკებს, შევადარებთ ერთმანეთს და ჩავინიშნავთ რეცეპტებს მომავალი წლისთვისაც.
გთავაზობთ პასკის რეცეპტს კონდიტერ თამარ თაბოშვილისგან, რომელსაც gemrielia.ge ავრცელებს. "ბევრი რამ ვცადე და 3 წელია ამ რეცეპტზე შევჯერდი...“ - ამბობს ის.
კვერცხი - 10 ც
შაქარი - 1300 გ
რფქვილი - 3 კგ
]მშრალი საფუარი - 4.00 სკ
რძე - 1 ლ
კარაქი - 500 გრ
ზეთი - 1 ჭ
ნაღები ან არაჟანი - 300 გრ
ქიშმიში - 400 გრ
ცუკატები
დარიჩინი
მუსკატის კაკალი
თავდაპირველად ვამზადებთ აპარას. ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით 4 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა ფქვილი რომ კარგად აფუვდეს.
მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი, შაქარს მოაკელით 10 სკ და ესეც დაუმატეთ.
ერთად ამომყავს კვერცხის ცილა და გული, ისევე როგორც ტორტის ბისკვიტი, ცალკე ცილა და შემდეგ ვამატებ გულს. დაუმატეთ 10 სკ შაქარი და არაჟანი.
ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს, დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად ავურევთ და შევაზელთ კვერციან მასას, კარგად აურიეთ, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი, ღამე ჩაზილვა არ ჭირდება. გააგრძელეთ კითხვა