ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში ჩავიდა. რუტე ეწვია ოდესას, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა.
"უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას", - წერს მარკ რუტე X-ზე.
“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე.
უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო - მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას,” - წერს რუტე.