მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?.." - 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ "მშვიდობის ხიდის" მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ - რას ჰყვება აითაჯის ბიძა?
"დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?.." - 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ "მშვიდობის ხიდის" მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ - რას ჰყვება აითაჯის ბიძა?

1-ელ აპ­რილს თბი­ლის­ში, მშვი­დო­ბის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი გოგო ჯერ კი­დევ არ უპო­ვი­ათ, - ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო მარ­ნე­უ­ლი" ავ­რცე­ლებს, მა­თი­ვე ცნო­ბით, მტკვარ­ში და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნა მარ­ნე­უ­ლე­ლი აი­თაჯ მა­მე­დო­ვაა.

აი­თა­ჯის ოჯა­ხი "რა­დიო მარ­ნე­ულ­თან" აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო გო­გოს მო­სა­ძებ­ნად არა­ფერს აკე­თებს, რის გა­მოც მათ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვად და­ი­წყეს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"აი­თა­ჯის ბიძა, ბი­ძაშ­ვი­ლი და მისი ორი მე­ზო­ბე­ლი მდი­ნა­რე მტკვირს სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რა­ო­ბენ, მდი­ნა­რე­ში კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბი­ლი “ტივ­ტი­ვა­თი”, კა­ბე­ლით შეკ­რუ­ლი 3 და 5 ლიტ­რი­ა­ნი პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით, შე­დი­ან და ასე ცდი­ლო­ბენ აი­თა­ჯის პოვ­ნას.

“4 კაცი ვართ, მე, ბი­ძაშ­ვი­ლი, მე­ზობ­ლე­ბი. 4 კაცი თბი­ლი­სი­დან წი­თელ ხი­დამ­დე ვე­ძებთ. ერთი ნა­ვიც კი არ და­მი­ნა­ხავს აქ, ღმერ­თს ვფი­ცავ. ეს ბოთ­ლე­ბია ჩემი ნავი. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს. ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, სახ­სრე­ბით 4 ადა­მი­ა­ნი ვა­ტა­რებთ გა­მო­ძი­ე­ბას. ერთი კვი­რაა მე ერთი ნა­ვიც არ მი­ნა­ხავს წყალ­ში. ვე­რა­ფერს ვხე­დავ. მხარ­და­ჭე­რა არ არის” ,- გვი­თხრა აი­თა­ჯის ბიძა რა­სულ ომა­როვ­მა

და­კარ­გუ­ლი აი­თაჯ მა­მე­დო­ვას ბიძა იხ­სნებს, რომ 21 წლის გოგო პირ­ველ აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ათ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. აი­თა­ჯი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო წა­სუ­ლი, წვე­უ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, “მშვი­დო­ბის ხი­დის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, გა­უ­ჩი­ნარ­და. რა­სულ ომა­რო­ვის გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ამ მათ უთხრა, რომ ვი­დე­ო­ზე ჩანს თუ რო­გორ ვარ­დე­ბა გოგო მდი­ნა­რე მტკვარ­ში, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ.

“პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვი­დე­ოს არ გვაჩ­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ გოგო წყალ­ში ჩა­ვარ­დაო - თვი­თონ გა­დახ­ტა წყალ­შიო. ფეხ­საც­მე­ლი, ჩან­თა და ტე­ლე­ფო­ნი იქ და­უ­ტო­ვე­ბია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე რა მოხ­და, ვინ­მემ აწყე­ნი­ნა რამე, არა­ფე­რი ვი­ცით. უბ­რა­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბა ნუ­ლია. სხვა­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა გაქ­ცე­უ­ლი­ყო. მაგ­რამ არც ვი­დე­ოს არ გვაჩ­ვე­ნე­ბენ და არც არა­ფერს. მტკვრის პი­რას მისი ნივ­თე­ბის გარ­და არა­ფე­რია. პო­ლი­ცია არა­ნა­ირ ვი­დე­ოს არ გვაჩ­ვე­ნებს. სხვა არა­ფე­რი არ ვი­ცით”, - ამ­ბობს რა­სულ ომა­რო­ვი".

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას ორ­თა­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა აწარ­მო­ებს. წყა­რო

"მაშ­ვე­ლებ­მა, ამ დრომ­დე ვერ მი­აგ­ნეს აი­თაჯს, ვერც ცო­ცხალს და ვერც გარ­დაც­ვლილს.

ოჯა­ხი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა და­მე­თან­ხმე­ბით, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, სე­ზო­ნუ­რი წლის მა­ღა­ლი დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის ქონა აუ­ცი­ლე­ბე­ლია!

სულ სამი ხი­დია თბი­ლის­ში, სა­დაც მტკვრის და­გუ­ბე­ბის შე­დე­გად, წლის დონე კრი­ტი­კულ ნიშ­ნულს აღ­წევს, წლე­ბია ამ ხი­დე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ვარ­დე­ბი­ან მდი­ნა­რე­ში, რა გახ­და, რომ დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი და­ა­ყე­ნონ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ხი­დე­ბის ქვეშ, ან სე­ზო­ნუ­რად მაშ­ვე­ლებ­მა ხი­დე­ბის პე­რი­მეტრზე იმო­რი­გე­ონ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

დღეს მე­სა­უბ­რა აი­თა­ჯის ბა­ბუა, იქ­ნებ მე­ტად გა­ვახ­მა­უ­როთ და ვი­სა­უბ­როთ ამ სა­კი­თხზეო, რომ მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გო­სო ჩვე­ნი ოჯა­ხის უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხე­ბო. რათა სა­ხელ­მწი­ფომ უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნოს, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის მო­ძებ­ნა­შიო!" - წერს მარ­ნე­უ­ლე­ლი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე.

რო­გორც embebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უთხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მტკი­ცე­ბით კი, ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მდი­ნა­რე მტკვრის მო­ნი­ტო­რინ­გი, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია წყლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მყვინ­თა­ვე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ლა­პო­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

ავტორი:

"დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?.." - 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ "მშვიდობის ხიდის" მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ - რას ჰყვება აითაჯის ბიძა?

"დაბადების დღეზე იყო, იქ ვინმემ აწყენინა რამე?.." - 21 წლის გოგონა, რომელიც 14 დღის წინ "მშვიდობის ხიდის" მიმდებარედ მტკვარში ჩავარდა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ - რას ჰყვება აითაჯის ბიძა?

1-ელ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში ჩავარდნილი გოგო ჯერ კიდევ არ უპოვიათ, - ამის თაობაზე ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს, მათივე ცნობით, მტკვარში დაკარგული გოგონა მარნეულელი აითაჯ მამედოვაა.

აითაჯის ოჯახი "რადიო მარნეულთან" აცხადებს, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს აკეთებს, რის გამოც მათ სამძებრო სამუშაოები თავად დაიწყეს.

სტატიაში ვკითხულობთ:

"აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მისი ორი მეზობელი მდინარე მტკვირს სანაპიროზე მოძრაობენ, მდინარეში კუსტარულად მოწყობილი “ტივტივათი”, კაბელით შეკრული 3 და 5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებით, შედიან და ასე ცდილობენ აითაჯის პოვნას.

“4 კაცი ვართ, მე, ბიძაშვილი, მეზობლები. 4 კაცი თბილისიდან წითელ ხიდამდე ვეძებთ. ერთი ნავიც კი არ დამინახავს აქ, ღმერთს ვფიცავ. ეს ბოთლებია ჩემი ნავი. სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენი ძალებით, სახსრებით 4 ადამიანი ვატარებთ გამოძიებას. ერთი კვირაა მე ერთი ნავიც არ მინახავს წყალში. ვერაფერს ვხედავ. მხარდაჭერა არ არის” ,- გვითხრა აითაჯის ბიძა რასულ ომაროვმა

დაკარგული აითაჯ მამედოვას ბიძა იხსნებს, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, წვეულებიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა. რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.

“პოლიციელები ვიდეოს არ გვაჩვენებენ, მაგრამ ამბობენ გოგო წყალში ჩავარდაო - თვითონ გადახტა წყალშიო. ფეხსაცმელი, ჩანთა და ტელეფონი იქ დაუტოვებია. დაბადების დღეზე რა მოხდა, ვინმემ აწყენინა რამე, არაფერი ვიცით. უბრალოდ გამოძიება ნულია. სხვაგანაც შეიძლება გაქცეულიყო. მაგრამ არც ვიდეოს არ გვაჩვენებენ და არც არაფერს. მტკვრის პირას მისი ნივთების გარდა არაფერია. პოლიცია არანაირ ვიდეოს არ გვაჩვენებს. სხვა არაფერი არ ვიცით”, - ამბობს რასულ ომაროვი".

მისივე თქმით, გამოძიებას ორთაჭალის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. წყარო

"მაშველებმა, ამ დრომდე ვერ მიაგნეს აითაჯს, ვერც ცოცხალს და ვერც გარდაცვლილს.

ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია სამაშველო სამსახურები მუშაობენ, თუმცა დამეთანხმებით, რომ დედაქალაქის ცენტრში, სეზონური წლის მაღალი დონის მიუხედავად, მეტი ძალისხმევა და უსაფრთხოების ზომების ქონა აუცილებელია!

სულ სამი ხიდია თბილისში, სადაც მტკვრის დაგუბების შედეგად, წლის დონე კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, წლებია ამ ხიდებიდან ადამიანები ვარდებიან მდინარეში, რა გახდა, რომ დამცავი ბადეები დააყენონ ამ კონკრეტული ხიდების ქვეშ, ან სეზონურად მაშველებმა ხიდების პერიმეტრზე იმორიგეონ 24 საათიან რეჟიმში.

დღეს მესაუბრა აითაჯის ბაბუა, იქნებ მეტად გავახმაუროთ და ვისაუბროთ ამ საკითხზეო, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოსო ჩვენი ოჯახის უბედურების შესახებო. რათა სახელმწიფომ უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს, ჩემი შვილიშვილის მოძებნაშიო!" - წერს მარნეულელი გიორგი მუმლაძე.

როგორც embebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მტკიცებით კი, ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია წყლის საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობს კალაპოტის დათვალიერება.