საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენ მიპასუხეთ - "რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო" - წულუკიანი გახარიას
"გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენ მიპასუხეთ - "რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო" - წულუკიანი გახარიას

გახ­სოვთ თუ არა, რომ გი­თხა­რით: ეს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი რამ გა­მო­გა­ყე­ნე­ბი­ნათ-მეთ­ქი?! თქვე­ნი პა­სუ­ხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკო­ნო­მის­ტი კაცი ვარო“, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, შს ყო­ფილ მი­ნისტრს, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას.

წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ხა­რი­ას 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი თათ­ბი­რი შე­ახ­სე­ნა.

"მე­ო­რე დი­ლით, ნა­შუ­ა­დღევს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 სა­ათ­ზე, მთავ­რო­ბა და რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბახ­ტა­ძემ შეგ­ვკრი­ბა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში. თქვენ ოდ­ნავ და­გაგ­ვი­ან­დათ. შე­მოგ­ვი­ერ­თდით, ბევ­რად არ და­გიგ­ვი­ა­ნი­ათ, მაგ­რამ უკვე ვის­ხე­დით. თქვენ სულ გა­ნა­პი­რას იჯე­ქით. მე თქვენ­გან შორს აღ­მოვ­ჩნდი. ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს თავს. თქვენც იყა­ვით ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი, ამ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო. ერ­თა­დერ­თი კი­თხვა, რაც ყვე­ლა კო­ლე­გის­გან, მათ შო­რის ჩემ­გან იმ თათ­ბირ­ზე ის­მო­და, იყო რე­ზი­ნის ტყვი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ტომ იქნა ეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?! მე რაც გი­თხა­რით, გა­ვი­მე­ო­რებ, გახ­სოვთ თუ არ გახ­სოვთ, არ ვიცი. მე გი­თხა­რით, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თქვენ ის მა­ინც არ გი­ნა­ხავთ - მეთ­ქი ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი რომ გა­მო­ი­ყე­ნა და ზურ­გი რომ ჰქონ­და დაჩვრე­ტი­ლი -მეთ­ქი და და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი რამ გა­მო­გა­ყე­ნე­ბი­ნათ-მეთ­ქი?! თქვე­ნი პა­სუ­ხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკო­ნო­მის­ტი კაცი ვარო“. ეს იყო თქვე­ნი პა­სუ­ხი. ახლა თქვენ იძა­ხით, რომ მე ვი­ტყუ­ე­ბი. რაც გინ­დათ, ის თქვით“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

  • წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­მარ­თვას გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა: „რა თქმა უნდა, იტყუ­ე­ბით. ეს არის ტყუ­ი­ლი! ქალ­ბა­ტო­ნო თავ­მჯდო­მა­რევ, ეკო­ნო­მის­ტი არ ვარ და არ ვი­ტყო­დი, რომ ეკო­ნო­მის­ტი კაცი ვარ-მეთ­ქი, ეს არის ტყუ­ი­ლი!“ - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ, რა­ზეც წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა: „ეკო­ნო­მის­ტიც არ ხართ?“

გარ­და ამი­სა, წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ხა­რი­ას ჰკი­თხა, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გამო მის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, რა­ზეც გა­ხა­რია მუდ­მი­ვად უს­ვამს ხაზს.

„ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­აო, ამას ყველ­გან ამ­ბობთ. თქვენ ისიც ხომ თქვით, რომ ჩვენ რა­ღა­ცებს ვერ ვი­გებთ, ლა­მის ქარ­თუ­ლი ენაც არ ვი­ცით, ინ­ტე­ლექ­ტში მო­ვი­კოჭ­ლებთ, სულ ამას გვსაყ­ვე­დუ­რობთ. ჩვე­ნი ყვე­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლი რომ იყა­ვით, მა­ში­ნაც, ალ­ბათ, არ მოგ­წონ­დათ ჩვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტი. ამი­ტომ არ გა­გიკ­ვირ­დეთ შე­კი­თხვა, რომ ვერ გა­ვი­გე რას ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. იქ­ნებ აგ­ვიხ­სნათ, პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას აგ­რძე­ლებთ ისე, რომ ფრან­გებს აქვთ გა­მოთ­ქმა - „თვა­ლებ­ზე არ გცი­ვათ“, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ბე­დუ­ლად, ვი­თომ „ბალი ორი შა­უ­რი“. სად არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა? პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მე ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ თქვენ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვით და გე­ღი­ა­რე­ბი­ნათ, რომ ეს ისე­თი რა­ღაც მოხ­და, ამის მერე უბ­რა­ლოდ არ მაქვს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბაო. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­ზეც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ მის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თი, პი­რი­ქით, „უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გაქ­ცე­ვაა“.

„თქვენ რაც თქვით და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნეთ, ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გაქ­ცე­ვა. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩემ­თვის არის ის, რომ თუ რამე შეც­დო­მა და­მიშ­ვია, ყო­ველ­თვის მით­ქვამს. ბევ­რი კარ­გი საქ­მეც გა­მი­კე­თე­ბია და გაგ­ვი­კე­თე­ბია ყვე­ლას ერ­თად, მაგ­რამ შეც­დო­მე­ბიც და­მიშ­ვია. მე ამ შეც­დო­მებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რომ მაქვს აღე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ ვარ პო­ლი­ტი­კა­ში და სახ­ლში კი არ გავ­ქცე­ულ­ვარ, რაც ბევ­რს უნ­დო­და, იმ ტვირ­თით, შეც­დო­მე­ბით, ასე ვარ. არ მე­ში­ნია არც თქვე­ნი კო­მი­სი­ის და არც თქვე­ნი კო­მი­სი­ის“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ, რა­საც წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ „ვი­ცით, ომამ­დე ტან­კის­ტი იყა­ვით და არ გე­ში­ნი­ათ“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენ მიპასუხეთ - "რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო" - წულუკიანი გახარიას

"გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენ მიპასუხეთ - "რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო" - წულუკიანი გახარიას

გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, შს ყოფილ მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.

წულუკიანმა გახარიას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული თათბირი შეახსენა.

"მეორე დილით, ნაშუადღევს, დაახლოებით, 12 საათზე, მთავრობა და რამდენიმე დეპუტატი, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ შეგვკრიბა მთავრობის კანცელარიაში. თქვენ ოდნავ დაგაგვიანდათ. შემოგვიერთდით, ბევრად არ დაგიგვიანიათ, მაგრამ უკვე ვისხედით. თქვენ სულ განაპირას იჯექით. მე თქვენგან შორს აღმოვჩნდი. ყველანი ვიყავით აღშფოთებულები, რომ ეს უბედურება დაატყდა ზოგიერთ ადამიანს თავს. თქვენც იყავით ძალიან შეწუხებული, ამ დასახიჩრებული ადამიანების გამო. ერთადერთი კითხვა, რაც ყველა კოლეგისგან, მათ შორის ჩემგან იმ თათბირზე ისმოდა, იყო რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით, რატომ იქნა ეს გამოყენებული?! მე რაც გითხარით, გავიმეორებ, გახსოვთ თუ არ გახსოვთ, არ ვიცი. მე გითხარით, ბატონო გიორგი, თქვენ ის მაინც არ გინახავთ - მეთქი ვანო მერაბიშვილმა რეზინის ტყვიები რომ გამოიყენა და ზურგი რომ ჰქონდა დაჩვრეტილი -მეთქი და დასახიჩრებულები რომ იყვნენ ადამიანები, ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“. ეს იყო თქვენი პასუხი. ახლა თქვენ იძახით, რომ მე ვიტყუები. რაც გინდათ, ის თქვით“, - განაცხადა წულუკიანმა.

  • წულუკიანის მიმართვას გახარიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, იტყუებით. ეს არის ტყუილი! ქალბატონო თავმჯდომარევ, ეკონომისტი არ ვარ და არ ვიტყოდი, რომ ეკონომისტი კაცი ვარ-მეთქი, ეს არის ტყუილი!“ - აღნიშნა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა უპასუხა: „ეკონომისტიც არ ხართ?“

გარდა ამისა, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, რაში გამოიხატება 20 ივნისის მოვლენების გამო მის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაზეც გახარია მუდმივად უსვამს ხაზს.

„ჩემი პოლიტიკური პოლიტიკური პასუხისმგებლობააო, ამას ყველგან ამბობთ. თქვენ ისიც ხომ თქვით, რომ ჩვენ რაღაცებს ვერ ვიგებთ, ლამის ქართული ენაც არ ვიცით, ინტელექტში მოვიკოჭლებთ, სულ ამას გვსაყვედურობთ. ჩვენი ყველას ხელმძღვანელი რომ იყავით, მაშინაც, ალბათ, არ მოგწონდათ ჩვენი ინტელექტი. ამიტომ არ გაგიკვირდეთ შეკითხვა, რომ ვერ გავიგე რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იქნებ აგვიხსნათ, პოლიტიკაში ყოფნას აგრძელებთ ისე, რომ ფრანგებს აქვთ გამოთქმა - „თვალებზე არ გცივათ“, აბსოლუტურად გაბედულად, ვითომ „ბალი ორი შაური“. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე ასე წარმომიდგენია, რომ თქვენ გამოსულიყავით და გეღიარებინათ, რომ ეს ისეთი რაღაც მოხდა, ამის მერე უბრალოდ არ მაქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლებაო. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ მის მიერ მოყვანილი მაგალითი, პირიქით, „უპასუხისმგებლობა და გაქცევაა“.

„თქვენ რაც თქვით და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითად მოიყვანეთ, ეს არის უპასუხისმგებლობა და გაქცევა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩემთვის არის ის, რომ თუ რამე შეცდომა დამიშვია, ყოველთვის მითქვამს. ბევრი კარგი საქმეც გამიკეთებია და გაგვიკეთებია ყველას ერთად, მაგრამ შეცდომებიც დამიშვია. მე ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა რომ მაქვს აღებული, სწორედ ამიტომ ვარ პოლიტიკაში და სახლში კი არ გავქცეულვარ, რაც ბევრს უნდოდა, იმ ტვირთით, შეცდომებით, ასე ვარ. არ მეშინია არც თქვენი კომისიის და არც თქვენი კომისიის“,- განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ვიცით, ომამდე ტანკისტი იყავით და არ გეშინიათ“.

წაიკითხეთ ასევე: