საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერიოზული ამნეზია  დაგმართნიათ... მაშინ შემოვედი და გითხარით: "გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა", რაზეც თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური" - სუბარი გახარიას
"სერიოზული ამნეზია  დაგმართნიათ... მაშინ შემოვედი და გითხარით: "გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა", რაზეც თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური" - სუბარი გახარიას

ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ნე­ზია დაგ­მარ­თნი­ათ - მე­ო­რე ოთახ­ში რომ გა­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე ტე­ლე­ვი­ზორ­ში, რა უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და, თქვენ­თან შე­მო­ვე­დი და გი­თხა­რით: „გა­ა­ჩე­რე რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლა იმი­ტომ, რომ უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს“. თქვე­ნი პა­სუ­ხი იყო სრუ­ლი­ად ცი­ნი­კუ­რი, რომ „რა­ღაც ძვე­ლი დრო­ის კად­რებს ატ­რი­ა­ლე­ბე­ნო“. იქ­ნებ, ესეც გა­იხ­სე­ნოთ, თუ არ გახ­სოვთ? - ამის შე­სა­ხებ დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, სო­ზარ სუ­ბარ­მა შს ყო­ფილ მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ას 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

  • სა­პა­სუ­ხოდ გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ სო­ზარ სუ­ბა­რი რა­საც ახლა ამ­ბობს, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის უნდა ეთ­ქვა. მა­ნამ­დე კი, მან კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაც­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რა­ზეც სო­ზარ სუ­ბარ­მა ასე უპა­სუ­ხა: „ნა­ცე­ბი“, ვინც და­იც­ვა ამას [ვი­ტყვით], როცა თქვე­ნი გა­დად­გო­მის თე­მამ­დე მი­ვალთ“, - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

თა­ვის მხრივ გა­ხა­რი­ამ ასე უპა­სუ­ხა: „იქ,ჯო­ბია არ მიხ­ვი­დეთ. თქვენ არ მო­გი­წი­ოთ გა­დად­გო­მა, იქ რომ მიხ­ვალთ“.

ამას­თან, 20 ივ­ნი­სის ღა­მე­ზე სა­უბ­რი­სას სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ხა­რი­ას უთხრა, რომ რად­გა­ნაც ვერ იხ­სე­ნებს, რო­მელ კა­ბი­ნეტ­ში იყო, ვინ იყო მის გვერ­დით, ასე­ვე არ ახ­სოვს, სა­ერ­თოდ რამე ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და თუ არა, იძუ­ლე­ბუ­ლია თა­ვად შე­ახ­სე­ნოს დე­ტა­ლე­ბი.

"იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, მცი­რე­დით გან­გი­ახ­ლოთ მეხ­სი­ე­რე­ბა იმი­ტომ, რომ მე ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი იქ და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­ხე­ლა დარ­ბა­ზი, პარ­ლა­მენ­ტის ამა­ვე ფლი­გელ­ში, ერთი სარ­თუ­ლით ქვე­მოთ, ვიცე-სპი­კე­რის ოთახ­ში, ამ­ხე­ლა დარ­ბა­ზი სავ­სე იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბით, იყ­ვნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ვი­ყა­ვი მეც. დიახ, ასე იყო“, - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

გა­ხა­რი­ამ და­უ­დას­ტუ­რა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ძა­ლით მი­იყ­ვა­ნა.

"რა თქმა უნდა, მე არ მით­ქვამს [რომ არ იყ­ვნენ], მერე მო­ვიყ­ვა­ნე, ძა­ლით. ცა­რი­ე­ლი იყო ეს შე­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ხა­რი­ას შე­ახ­სე­ნა, რომ მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იმ დრო­ინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია და მისი მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე. სუ­ბარს კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„აქეთ რომ გვაბ­რა­ლებთ „ნა­ცო­ბას“, თქვენ ოთახ­ში რა უნ­დო­და ლომ­ჯა­რი­ას „ნა­ცე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელს „ნა­ცე­ბის“ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რა უნ­დო­და თქვენ ოთახ­ში?“ ჰკი­თხა გა­ხა­რი­ას გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა. თა­ვის მხრივ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი 20 ივ­ნი­სის ღა­მეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო „გამ­ზირ­ზე და და­ეც­ვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და აღე­ნუს­ხა ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბა’.

"ახლა ლომ­ჯა­რი­ას საქ­მე­საც მე ნუ და­მაბ­რა­ლებთ, რას აკონ­ტრო­ლებ­და, რა!“- უპა­სუ­ხა გა­ხა­რი­ამ კო­მი­სი­ის წევ­რებს და თავ­მჯდო­მა­რეს.; ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ ზუს­ტად არ ახ­სოვს, ნინო ლომ­ჯა­რია იყო თუ არა მის კა­ბი­ნეტ­ში.

გა­ხა­რი­ას ამ პა­სუხს სო­ზარ სა­უ­ბა­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ნე­ზია დაგ­მარ­თვი­ათ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ქალ­ბა­ტონ ლომ­ჯა­რი­ას და მის მო­ად­გი­ლეს, ბა­ტონ ბურ­ჯა­ნა­ძეს ასე­თი ამ­ნე­ზია არ აქვთ და თუ არ აქვთ მა­შინ ისი­ნი გა­იხ­სე­ნე­ბენ, რომ რო­დე­საც თქვენ გა­და­წყვი­ტეთ აქ­ცი­ის დაშ­ლა, მე პი­რა­დად, გი­თხა­რით თქვენ, „გი­ორ­გი, მე ნა­ნა­ხი მაქვს ჩემი თვა­ლით, რა უბე­დუ­რე­ბა მო­აქვს რე­ზი­ნის ტყვი­ას, ნა­ნა­ხი მაქვს 2009 წლის 6 მა­ისს, ნა­ნა­ხი მაქვს 2011 წლის 26 მა­ისს და ამი­ტომ, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი ძალა არის იმის­თვის, რომ გა­ზით, წყლის ჭავ­ლით, თუ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დავ­შა­ლოთ. რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი არ გა­ვარ­დეს. თქვენ ბრძა­ნე­ბა გა­ე­ცით დაშ­ლის.

იმ ოთა­ხი­დან, ზე­მო­დან არ ჩან­და, მე­ო­რე ოთახ­ში რომ გა­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე ტე­ლე­ვი­ზორ­ში, რა უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და, თქვენ­თან შე­მო­ვე­დი და გი­თხა­რით, გა­ა­ჩე­რე რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლა იმი­ტომ, რომ უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს! თქვე­ნი პა­სუ­ხი იყოს სრუ­ლი­ად ცი­ნი­კუ­რი,რომ :რა­ღაც ძვე­ლი დრო­ის კად­რებს ატ­რი­ა­ლე­ბე­ნო“. იქ­ნებ ესეც გა­იხ­სე­ნოთ, თუ არ გახ­სოვთ?“-გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

სა­პა­სუ­ხოდ გი­ორ­გი გა­ხა­რია, სუ­ბა­რი ტყუ­ილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"გა­ვი­გე, „მაგ­რე­ბი ხართ“... ახლა, რაც თქვა, ეს არის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა მი­ე­ცა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტია. ეს ბა­ტო­ნი, თუ არის მოწ­მე, რა უნდა კო­მი­სი­ა­ში, რას ლა­პა­რა­კობთ?! ახლა რაც მოჰ­ყვა,ეს ჩვე­ნე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლია? 6 წე­ლია გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. თქვენ ხართ დე­პუ­ტა­ტი, ყო­ფილ­ხართ ად­გილ­ზე, რაც მარ­თლა არ მახ­სოვს. თურ­მე თქვენ­თან მი­ლა­პა­რა­კია,თქვენ რჩე­ვე­ბი მო­გი­ცი­ათ ჩემ­თვის, მე ამ რჩე­ვებ­ზე რა­ღაც პა­სუ­ხი გა­მი­ცია, თქვენ თურ­მე აქ ყო­ფილ­ხართ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და ეს პრო­კუ­რა­ტუ­რას მო­ახ­სე­ნეთ?“-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ

თა­ვის მხრივ, სო­ზარ სუ­ბარ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"თქვენ, თუ ის არ გახ­სოვთ, რომ იქ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი იყო, ე.ი. ბევ­რი რამე არ გეხ­სო­მე­ბათ. კი­თხვებს ჩვენ ვსვამთ და არა თქვენ“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სერიოზული ამნეზია  დაგმართნიათ... მაშინ შემოვედი და გითხარით: "გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა", რაზეც თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური" - სუბარი გახარიას

"სერიოზული ამნეზია  დაგმართნიათ... მაშინ შემოვედი და გითხარით: "გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა", რაზეც თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური" - სუბარი გახარიას

ძალიან სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ - მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, თქვენთან შემოვედი და გითხარით: „გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა იმიტომ, რომ უბედურება ტრიალებს“. თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური, რომ „რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“. იქნებ, ესეც გაიხსენოთ, თუ არ გახსოვთ? - ამის შესახებ დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა შს ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას განუცხადა, რომელიც კომისიას 20 ივნისის საქმეზე კითხვებს პასუხობს.

  • საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ სოზარ სუბარი რასაც ახლა ამბობს, გამოძიებისთვის უნდა ეთქვა. მანამდე კი, მან კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვაში დაადანაშაულა, რაზეც სოზარ სუბარმა ასე უპასუხა: „ნაცები“, ვინც დაიცვა ამას [ვიტყვით], როცა თქვენი გადადგომის თემამდე მივალთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

თავის მხრივ გახარიამ ასე უპასუხა: „იქ,ჯობია არ მიხვიდეთ. თქვენ არ მოგიწიოთ გადადგომა, იქ რომ მიხვალთ“.

ამასთან, 20 ივნისის ღამეზე საუბრისას სოზარ სუბარმა გახარიას უთხრა, რომ რადგანაც ვერ იხსენებს, რომელ კაბინეტში იყო, ვინ იყო მის გვერდით, ასევე არ ახსოვს, საერთოდ რამე ბრძანებებს გასცემდა თუ არა, იძულებულია თავად შეახსენოს დეტალები.

"იძულებული ვარ, მცირედით განგიახლოთ მეხსიერება იმიტომ, რომ მე ნამდვილად ვიყავი იქ და დაახლოებით ამხელა დარბაზი, პარლამენტის ამავე ფლიგელში, ერთი სართულით ქვემოთ, ვიცე-სპიკერის ოთახში, ამხელა დარბაზი სავსე იყო პარლამენტის წევრებით, იყვნენ მთავრობის წევრები, ვიყავი მეც. დიახ, ასე იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გახარიამ დაუდასტურა, რომ აღნიშნული პირები ძალით მიიყვანა.

"რა თქმა უნდა, მე არ მითქვამს [რომ არ იყვნენ], მერე მოვიყვანე, ძალით. ცარიელი იყო ეს შენობა“, - აღნიშნა გახარიამ.

ამ საკითხზე საუბრისას სოზარ სუბარმა გახარიას შეახსენა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმ დროინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. სუბარს კომისიის ერთ-ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილიც გამოეხმაურა.

„აქეთ რომ გვაბრალებთ „ნაცობას“, თქვენ ოთახში რა უნდოდა ლომჯარიას „ნაცების“ წარმომადგენელს „ნაცების“ სახალხო დამცველს, რა უნდოდა თქვენ ოთახში?“ ჰკითხა გახარიას გურამ მაჭარაშვილმა. თავის მხრივ, თეა წულუკიანმაც აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი 20 ივნისის ღამეს უნდა ყოფილიყო „გამზირზე და დაეცვა მოქალაქეების უფლებები და აღენუსხა ყველა დაზიანება’.

"ახლა ლომჯარიას საქმესაც მე ნუ დამაბრალებთ, რას აკონტროლებდა, რა!“- უპასუხა გახარიამ კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს.; ამასთან, აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს, ნინო ლომჯარია იყო თუ არა მის კაბინეტში.

გახარიას ამ პასუხს სოზარ საუბარი გამოეხმაურა.

„ძალიან სერიოზული ამნეზია დაგმართვიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ქალბატონ ლომჯარიას და მის მოადგილეს, ბატონ ბურჯანაძეს ასეთი ამნეზია არ აქვთ და თუ არ აქვთ მაშინ ისინი გაიხსენებენ, რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ აქციის დაშლა, მე პირადად, გითხარით თქვენ, „გიორგი, მე ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას, ნანახი მაქვს 2009 წლის 6 მაისს, ნანახი მაქვს 2011 წლის 26 მაისს და ამიტომ, სრულიად საკმარისი ძალა არის იმისთვის, რომ გაზით, წყლის ჭავლით, თუ ამის გამოყენება აუცილებელია, დავშალოთ. რეზინის ტყვიები არ გავარდეს. თქვენ ბრძანება გაეცით დაშლის.

იმ ოთახიდან, ზემოდან არ ჩანდა, მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, თქვენთან შემოვედი და გითხარით, გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა იმიტომ, რომ უბედურება ტრიალებს! თქვენი პასუხი იყოს სრულიად ცინიკური,რომ :რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“. იქნებ ესეც გაიხსენოთ, თუ არ გახსოვთ?“-განაცხადა სუბარმა.

საპასუხოდ გიორგი გახარია, სუბარი ტყუილში დაადანაშაულა.

"გავიგე, „მაგრები ხართ“... ახლა, რაც თქვა, ეს არის ჩვენება, რომელიც უნდა მიეცა გამოძიებისთვის. ჩვეულებრივი ინტერესთა კონფლიქტია. ეს ბატონი, თუ არის მოწმე, რა უნდა კომისიაში, რას ლაპარაკობთ?! ახლა რაც მოჰყვა,ეს ჩვენება მაინტერესებს, გამოძიებისთვის მიცემულია? 6 წელია გამოძიება მიმდინარეობს. თქვენ ხართ დეპუტატი, ყოფილხართ ადგილზე, რაც მართლა არ მახსოვს. თურმე თქვენთან მილაპარაკია,თქვენ რჩევები მოგიციათ ჩემთვის, მე ამ რჩევებზე რაღაც პასუხი გამიცია, თქვენ თურმე აქ ყოფილხართ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ეს პროკურატურას მოახსენეთ?“-განაცხადა გიორგი გახარიამ

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა ასე უპასუხა:

"თქვენ, თუ ის არ გახსოვთ, რომ იქ სახალხო დამცველი იყო, ე.ი. ბევრი რამე არ გეხსომებათ. კითხვებს ჩვენ ვსვამთ და არა თქვენ“, - განაცხადა სუბარმა.

წაიკითხეთ ასევე: