საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც "ნაცები" იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ" - გახარია საგამოძიებო კომისიას
"როგორც "ნაცები" იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ" - გახარია საგამოძიებო კომისიას

ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მაქვს, რომ "ნა­ცე­ბის" კო­მი­სი­ა­ში ვარ მო­სუ­ლი - არ ჩა­მო­გეყ­ვა­ნათ გავ­რი­ლო­ვი, სა­ვარ­ძელ­ში არ ჩა­გეს­ვათ და დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი! - ამის შე­სა­ხებ შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, მაკო გო­მურს ზუს­ტად ისე იყე­ნე­ბენ კო­მი­სი­ა­ზე, რო­გორც მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყე­ნებს.

"ამ გეგ­მა­ში უნდა ჩა­გე­წე­რათ, თუ ეს გეგ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დეა ხელ­მო­წე­რი­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბო­და სპეც­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, ასე­ვე შე­სა­ბა­მის ფურ­ცელ­ზე ჩა­წე­რი­ლი, რომ მი­სა­ტა­ნი იყო ად­გილ­ზე რკი­ნის კედ­ლე­ბი. რკი­ნის ღობე, ჯე­ბი­რი ნამ­დვი­ლად, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს პარ­ლა­მენტს, რაც თავი მახ­სოვს, ბავ­შვო­ბი­და­ნაც გე­მახ­სოვ­რე­ბათ. ეს ჯე­ბი­რი ყო­ველ­თვის იყო თა­ღებ­ში. არ იყო საკ­მა­რი­სი? მე ხომ არ მო­ვი­ტან­დი უცხო­ე­თი­დან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, იღ­ლი­ით რკი­ნის კედ­ლებს? მო­გე­ტა­ნათ რკი­ნის კედ­ლე­ბი! ამ­ხე­ლა უწყე­ბა გქონ­დათ. ბრძა­ნე­ბა­ში არ წე­რია რკი­ნის კე­დე­ლი, ახლა იძა­ხით რკი­ნის კე­დე­ლი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯე­ბი­რის უკან მა­ინც და­გე­ყე­ნე­ბი­ნათ?!“- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­საც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ გავ­რი­ლო­ვი რომ არ ჩა­მო­ეყ­ვა­ნათ, ამით დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი.

„არ ჩა­მო­გეყ­ვა­ნათ გავ­რი­ლო­ვი, სა­ვარ­ძელ­ში არ ჩა­გეს­ვათ და დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. არა­ფერს გა­ვურ­ბი­ვარ. აბ­სურ­დულ სა­კი­თხებს ეხე­ბით, ეს აბ­სურ­დია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, წუ­ლუ­კი­ან­მა მი­მარ­თა გა­ხა­რი­ას და და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ იტყუ­ე­ბა, როცა ამ­ბობს, რომ ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ აზრი ამ საქ­მის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებს კი­თხა.

„რა­ტომ არ და­ე­კი­თხეთ უფრო კომ­პე­ტენ­ტურს პრო­ფე­სი­ით. ვი­ღაც გე­ტყო­დათ, ვინც იცო­და ეს, რომ გა­წიე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ჯე­ბი­რის უკან, არ­ცერ­თს შე­ით­რევ­და აქ­ცი­ა­ზე მო­ნა­წი­ლე თა­ვის წი­აღ­ში და არ გაჩ­ნდე­ბო­და სი­ცო­ცხლის საფრ­თხე. კი­თხეთ თუ არა ვი­ღა­ცას რჩე­ვა? რომ ამ­ბობთ, რომ კი­თხეთ, ეს არის მტკნა­რი ტყუ­ი­ლი!“ - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­საც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ თა­ვად ის იტყუ­ე­ბა.

„დიახ, ვკი­თხე! თქვენ ახლა იტყუ­ე­ბით. წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ ორ ადა­მი­ანს შო­რის რა სა­უ­ბა­რი იყო და რა კი­თხვებს ვუს­ვამ­დით. ის სა­კი­თხიც, რო­მე­ლიც თქვენ და­ა­ყე­ნეთ, იქ ღობე არ­სე­ბობ­დაო, ფო­ტო­ებს გა­მო­გიგ­ზავ­ნით, რო­გო­რი ღობე არ­სე­ბობ­და. იმის მა­გივ­რად, რომ ამ მძი­მე ღა­მი­სა და ამ მძი­მე კრი­ზი­სის წყა­რო რა იყო იმა­ზე სა­უბ­რობ­დეთ, მე­სა­უბ­რე­ბით ღო­ბე­ზე და ზუს­ტად ისე რო­გორც „ნა­ცე­ბი“ იყე­ნე­ბენ მაკო გო­მურს, ზუს­ტად ისე იყე­ნებთ მაკო გო­მურს. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მაქვს, რომ „ნა­ცე­ბის“ კო­მი­სი­ა­ში ვარ მო­სუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ, რა­საც წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ „ნა­ცებ­თან“ დგას თა­ვად ის.

"ნა­ცებ­თან" თქვენ დგა­ხართ. "ნა­ცე­ბის“ კო­მი­სი­ა­ში როცა იყა­ვით მო­სუ­ლი, ხო­რა­ვას საქ­მე­ზე, ნაკ­ლე­ბად ყინ­ჩად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დით“, - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"როგორც "ნაცები" იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ" - გახარია საგამოძიებო კომისიას

"როგორც "ნაცები" იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ" - გახარია საგამოძიებო კომისიას

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ნაცების" კომისიაში ვარ მოსული - არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.

"ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე, ჯებირი ნამდვილად, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდანაც გემახსოვრებათ. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი, იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები! ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი, ახლა იძახით რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ?!“- განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ გავრილოვი რომ არ ჩამოეყვანათ, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.

„არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი. არაფერს გავურბივარ. აბსურდულ საკითხებს ეხებით, ეს აბსურდია“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, წულუკიანმა მიმართა გახარიას და დაინტერესდა, თუ რატომ იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპერაციის შესახებ აზრი ამ საქმის მცოდნე ადამიანებს კითხა.

„რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს პროფესიით. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, რომ გაწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან, არცერთს შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. კითხეთ თუ არა ვიღაცას რჩევა? რომ ამბობთ, რომ კითხეთ, ეს არის მტკნარი ტყუილი!“ - განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ თავად ის იტყუება.

„დიახ, ვკითხე! თქვენ ახლა იტყუებით. წარმოდგენა არ გაქვთ ორ ადამიანს შორის რა საუბარი იყო და რა კითხვებს ვუსვამდით. ის საკითხიც, რომელიც თქვენ დააყენეთ, იქ ღობე არსებობდაო, ფოტოებს გამოგიგზავნით, როგორი ღობე არსებობდა. იმის მაგივრად, რომ ამ მძიმე ღამისა და ამ მძიმე კრიზისის წყარო რა იყო იმაზე საუბრობდეთ, მესაუბრებით ღობეზე და ზუსტად ისე როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ მაკო გომურს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“, - განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ნაცებთან“ დგას თავად ის.

"ნაცებთან" თქვენ დგახართ. "ნაცების“ კომისიაში როცა იყავით მოსული, ხორავას საქმეზე, ნაკლებად ყინჩად გამოიყურებოდით“, - აღნიშნა წულუკიანმა.