მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვბუქსაობთ" თუ არ "ვბუქსაობთ", ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე" - წულუკიანი გახარიას
"ვბუქსაობთ" თუ არ "ვბუქსაობთ", ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე" - წულუკიანი გახარიას

ვეც­დე­ბი ცოტა სწრა­ფად ვი­ლა­პა­რა­კო, რად­გან „ვბუქ­სა­ობთ“, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რს, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ.

გა­ხა­რი­ას ამ რეპ­ლი­კას კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა.

  • "ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თქვენ აღარ ხართ ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ძა­ლი­ან გთხოვთ, „ვბუქ­სა­ობთ“, არ „ვბუქ­სა­ობთ“...., - მი­მარ­თა მას წუ­ლუ­კი­ან­მა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ, აღ­ნიშ­ნულ­ზე პრე­ტენ­ზია არც აქვს.

"არ მაქვს პრე­ტენ­ზია ქალ­ბა­ტო­ნო თავ­მჯდო­მა­რე“, - გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა, რა­საც კვლავ წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა და შე­ახ­სე­ნა, რომ სხდო­მა მას მიჰ­ყავს.

"სხდო­მა აქ მიმ­ყავს მე და თქვენ ხართ ის, ვინც პა­სუ­ხებს იძ­ლე­ვა კი­თხვებ­ზე, „ვბუქ­სა­ობთ“ თუ არ „ვბუქ­სა­ობთ“, ამას მე გა­დავ­წყვეტ, დაგ­ვჭირ­დე­ბა სა­ღა­მომ­დე დრო? ვის­ხდე­ბით აქ სა­ღა­მომ­დე, ჩვენ არ­სად არ გვეჩ­ქა­რე­ბა და თქვენ მი­თუ­მე­ტეს სად უნდა გეჩ­ქა­რე­ბო­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კო­მი­სი­ის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ხა­რი­ას შე­ახ­სე­ნა, რომ დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს.

"ის, რომ თქვენ გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი გაქვთ ჩვე­ნე­ბა, რაც თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ეს არა­ნა­ი­რად არ ნიშ­ნავს, რომ აქ ჩვე­ნე­ბე­ბის მო­ცე­მას თავი აა­რი­დოთ, კი­თხვა როცა და­ის­მე­ბა, პა­სუ­ხი უნდა გას­ცეთ, ისიც გა­მო­ძი­ე­ბაა, ესეც პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­აა და ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, ზუს­ტად ისე გას­ცეთ პა­სუ­ხი, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ე­ცით, სა­დღაც, ოდეს­ღაც პა­სუ­ხი მი­ვე­ცი, ორ­ჯერ, თუ სამ­ჯერ, ეს აქ პა­სუ­ხი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა, რის შემ­დე­გაც, ღუ­დუ­შა­ურ­მა მის ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელს მო­უ­წო­და, „ხა­ბე­იშ­ვილს არ დამ­სგავ­სე­ბო­და“.

„ჩვენ საქ­მი­ა­ნად და აკა­დე­მი­უ­რად ვუდ­გე­ბით, „ნა­ცე­ბი“ ახ­სე­ნეთ და შოუს მო­წყო­ბე­ბი ხომ კარ­გად გახ­სოვთ, თქვე­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ ვა­შა­ძე­ე­ბი და სხვე­ბი, ნუ და­ემ­სგავ­სე­ბით, მთლად ხა­ბე­იშ­ვი­ლის დო­ნე­ზე ნუ და­ე­ცე­მით“, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ვბუქსაობთ" თუ არ "ვბუქსაობთ", ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე" - წულუკიანი გახარიას

"ვბუქსაობთ" თუ არ "ვბუქსაობთ", ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე" - წულუკიანი გახარიას

ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, რადგან „ვბუქსაობთ“, - ამ სიტყვებით მიმართა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს, ალუდა ღუდუშაურს დასმული კითხვის საპასუხოდ.

გახარიას ამ რეპლიკას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა უპასუხა.

  • "ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ძალიან გთხოვთ, „ვბუქსაობთ“, არ „ვბუქსაობთ“...., - მიმართა მას წულუკიანმა, რასთან დაკავშირებითაც, გახარიამ განაცხადა, რომ, აღნიშნულზე პრეტენზია არც აქვს.

"არ მაქვს პრეტენზია ქალბატონო თავმჯდომარე“, - განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა, რასაც კვლავ წულუკიანმა უპასუხა და შეახსენა, რომ სხდომა მას მიჰყავს.

"სხდომა აქ მიმყავს მე და თქვენ ხართ ის, ვინც პასუხებს იძლევა კითხვებზე, „ვბუქსაობთ“ თუ არ „ვბუქსაობთ“, ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე, ჩვენ არსად არ გვეჩქარება და თქვენ მითუმეტეს სად უნდა გეჩქარებოდეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა გახარიას შეახსენა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.

"ის, რომ თქვენ გამოძიებაში მიცემული გაქვთ ჩვენება, რაც თქვენი ვალდებულებაა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აქ ჩვენებების მოცემას თავი აარიდოთ, კითხვა როცა დაისმება, პასუხი უნდა გასცეთ, ისიც გამოძიებაა, ესეც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაა და ვალდებული ხართ, ზუსტად ისე გასცეთ პასუხი, როგორც პროკურატურაში გაეცით, სადღაც, ოდესღაც პასუხი მივეცი, ორჯერ, თუ სამჯერ, ეს აქ პასუხი არ არის“, - განაცხადა სუბარმა, რის შემდეგაც, ღუდუშაურმა მის ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდა, „ხაბეიშვილს არ დამსგავსებოდა“.

„ჩვენ საქმიანად და აკადემიურად ვუდგებით, „ნაცები“ ახსენეთ და შოუს მოწყობები ხომ კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ ვაშაძეები და სხვები, ნუ დაემსგავსებით, მთლად ხაბეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

წაიკითხეთ ასევე: