მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წუთი გელოდები და მანდ მოგიღებ ბოლოს..." - როგორ აიძულებდა 45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოების გაგზავნას: დანაშაულის დეტალები და მიმოწერა
"10 წუთი გელოდები და მანდ მოგიღებ ბოლოს..." - როგორ აიძულებდა 45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოების გაგზავნას: დანაშაულის დეტალები და მიმოწერა

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გუ­შინ 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი პე­დო­ფი­ლი­ის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, Facebook-ის ყალ­ბი გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მათ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭის ან გო­გოს სა­ხე­ლით ეც­ნო­ბო­და, შე­დი­ო­და ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, რის შემ­დე­გაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სა­კი­თხებ­ზე იწყებ­და სა­უ­ბარს და მათ­გან გა­შიშ­ვლე­ბას და ვი­დე­ო­ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

"კუ­რი­ე­რის" მიერ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­პო­ვე­ბულ აუ­დიო და ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში 45 წლის მა­მა­კა­ცის 14 წლის გო­გოს­თან მი­მო­წე­რაა ასა­ხუ­ლი. პე­დო­ფი­ლი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვანს ისე გა­ეც­ნო, თით­ქოს 17 წლის მო­ზარ­დი იყო, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსხვერ­პლზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­და, აშან­ტა­ჟებ­და და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბით ემუქ­რე­ბო­და.

მი­მო­წე­რით ირ­კვე­ვა, რომ არას­რულ­წლო­ვან­მა შუ­ახ­ნის მა­მა­კაცს არა­ერ­თხელ სთხო­ვა ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა. პე­დო­ფი­ლი მსხვერ­პლს ჯერ წი­ნა­და­დე­ბა­ზე თან­ხმდე­ბო­და, ხოლო შემ­დეგ ვი­დე­ო­ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე მოქ­მე­დე­ბის უპი­რო­ბო შეს­რუ­ლე­ბას სთხოვ­და. უა­რის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მსხვერ­პლზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას გა­ნაგ­რძობ­და.

რა წე­რია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში?

"2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი, 14 წლის გო­გო­ნას Facebook-ით და­უ­კავ­შირ­და, მო­ტყუ­ე­ბით მო­ი­პო­ვა მისი ნდო­ბა, რის შემ­დე­გაც მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა შე­სუ­ლი­ყო აბა­ზა­ნა­ში, ჩარ­თუ­ლი­ყო ვი­დე­ო­ზა­რით, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო და ინ­ტი­მუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­მო­წე­რის და ვი­დე­ო­ზა­რით სა­უბ­რის დროს, თა­ვა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­დენ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მო­მარ­თვის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად წარ­მარ­თა და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. გა­ი­შიფ­რა პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რის მი­მო­წე­რა და ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც გა­მო­ძი­ე­ბამ დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მა­მა­კაცს ათე­უ­ლო­ბით არას­რულ­წლო­ვან­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. გარ­და ამი­სა, ნა­ნა­ხი იქნა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი.

სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წარ­მარ­თავს და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს საქ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე და­ი­ცავს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს".

00:00 / 00:00
ავტორი:

"10 წუთი გელოდები და მანდ მოგიღებ ბოლოს..." - როგორ აიძულებდა 45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოების გაგზავნას: დანაშაულის დეტალები და მიმოწერა

"10 წუთი გელოდები და მანდ მოგიღებ ბოლოს..." - როგორ აიძულებდა 45 წლის კაცი 14 წლის მოზარდს სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოების გაგზავნას: დანაშაულის დეტალები და მიმოწერა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გუშინ 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

  • მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიო და ტექსტურ შეტყობინებებში 45 წლის მამაკაცის 14 წლის გოგოსთან მიმოწერაა ასახული. პედოფილი, რომელიც არასრულწლოვანს ისე გაეცნო, თითქოს 17 წლის მოზარდი იყო, თვეების განმავლობაში მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.

მიმოწერით ირკვევა, რომ არასრულწლოვანმა შუახნის მამაკაცს არაერთხელ სთხოვა ურთიერთობის დასრულება. პედოფილი მსხვერპლს ჯერ წინადადებაზე თანხმდებოდა, ხოლო შემდეგ ვიდეოზარის მეშვეობით სექსუალური შინაარსის მქონე მოქმედების უპირობო შესრულებას სთხოვდა. უარის მიღების შემთხვევაში კი, მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განაგრძობდა.

რა წერია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში?

"2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".