გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
„მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.