საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს
ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

"ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს. მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ტო­ვა.

  • რო­გორც ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის უც­ნო­ბია, თუ რო­დის იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე.

"ბრა­ლი წა­მი­ყე­ნეს, ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ჩემს არ მის­ვლას ეხე­ბა. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი რა იქ­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის, არ ვიცი, და­ვე­ლო­დოთ. ცხა­დია, რომ დღე­ვან­დე­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი იყე­ნებს პრო­კუ­რა­ტუ­რას, სა­სა­მარ­თლოს ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რაც, სა­სა­მარ­თლოც და აუ­ცი­ლებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ეს ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, რო­გორც კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ჩა­მო­შორ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე ჯა­ფა­რი­ძე არ გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც, ის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად და­ი­ბა­რეს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას“ გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. მან საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

  • როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

"ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი "ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ხელისუფლება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.