მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე - ნიშანდობლივია, რომ პირველად, სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან“ - სალომე ზურაბიშვილი
“გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე - ნიშანდობლივია, რომ პირველად, სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან“ - სალომე ზურაბიშვილი

“გუ­შინ­დე­ლი დღე ძლი­ე­რი დარ­ტყმა იყო მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზე, რე­ჟიმ­ზე - ხუ­თი­ვე გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმაა რე­ჟი­მის­თვის. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და­სან­ქცირ­და ბრი­ტა­ნე­თის­გან და სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ჩვე­ნი სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე და ცი­ხე­ში ყოფ­ნა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - ამის შე­სა­ხებ მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ერთი ნა­ბი­ჯია.

„დღეს, ჩვენ ორი თემა გან­ვი­ხი­ლეთ. პირ­ვე­ლი, არის პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხე­ბის ახა­ლი წა­მო­წყე­ბა, მათი კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, რო­გორც ჩანს, შე­იქ­მნა ეს ფორ­მა­ტი. მინ­და, რომ „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მი­დან“ მათ კი­დევ ერთხელ გა­მო­ვუ­ცხა­დო სო­ლი­და­რო­ბა და კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ამ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ორი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სრუ­ლი­ად უც­ვლე­ლი რჩე­ბა, ეს არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მზა­დე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი და გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნე­ბის და მე­ო­რე, სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. იმა­საც უნდა გა­ვუს­ვა ხაზი, რომ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა, ზოგ­ჯერ რაც იყო - წა­მე­ბა, ცუდი მო­პყრო­ბა, ჩვე­ნი მუდ­მი­ვი თე­მაა ჩვენს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, ცალ-ცალ­კე პარ­ტი­ე­ბის ფორ­მატ­ში და ახლა უკვე კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფორ­მატ­ში. ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ტა­ნა და გუ­შინ­დე­ლი დღე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დარ­ტყმა იყო მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზე, რე­ჟიმ­ზე, რად­გან სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან წა­მო­ვი­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, მკაც­რი რე­აქ­ცი­ე­ბი, ერ­თის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რი­დან, კაია კა­ლა­სის და მარ­ტა კო­სის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა, მე­ო­რე - ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის ორ­პარ­ტი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხებს და ჩი­ნე­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, ესეც ძა­ლი­ან მკაც­რი გან­ცხა­დე­ბაა. აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ახ­სე­ნებს რე­ჟიმს, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს, თუ მას ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი - 2 აპ­რილს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ოდი­რის გან­ცხა­დე­ბა „ფა­რას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. ხუ­თი­ვე გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმაა რე­ჟი­მის­თვის. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და­სან­ქცირ­და ბრი­ტა­ნე­თის­გან და სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ჩვე­ნი სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე და ცი­ხე­ში ყოფ­ნა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, ეს რე­აქ­ცია უკვე ერთი ნა­ბი­ჯია გა­მარ­ჯვე­ბის­კენ, ჩვენ ასე მივ­დი­ვართ არ­ჩევ­ნე­ბის­კენ, ასე მივ­დი­ვართ რე­ჟი­მის ჩა­მოშ­ლის­კენ, ეს არის რთუ­ლი, გრძე­ლი გზა, მაგ­რამ ჩვე­ნი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­გე­ბით, არის ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე მიგ­ვიყ­ვანს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ავტორი:

“გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე - ნიშანდობლივია, რომ პირველად, სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან“ - სალომე ზურაბიშვილი

“გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე - ნიშანდობლივია, რომ პირველად, სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან“ - სალომე ზურაბიშვილი

“გუშინდელი დღე ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე - ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი“, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

„დღეს, ჩვენ ორი თემა განვიხილეთ. პირველი, არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება, როგორც ჩანს, შეიქმნა ეს ფორმატი. მინდა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმიდან“ მათ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის ორი მთავარი მიზანი სრულიად უცვლელი რჩება, ეს არის ახალი არჩევნების მზადება, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების და მეორე, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების, მათი მდგომარეობა, ზოგჯერ რაც იყო - წამება, ცუდი მოპყრობა, ჩვენი მუდმივი თემაა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში და ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან სხვადასხვა კუთხიდან წამოვიდა ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები, ერთის მხრივ, ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, მეორე - ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც ძალიან მკაცრი განცხადებაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები - 2 აპრილს გამოცხადებული და ოდირის განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით. ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები, ეს რეაქცია უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.