დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ტრამპის გარემოცვაში სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს თავის შიდა წრეს, მათ შორის თავისი კაბინეტის, გაუზიარა და მასკი თავის ამჟამინდელ როლს მომდევნო კვირებში ჩამოშორდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და გარე მოკავშირე ფრუსტრირებული გახდა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობითა და მას სულ უფრო მეტად პოლიტიკურ „ნაკლად“ განიხილავდნენ.
წყაროების ცნობით, ტრანზიცია, დიდი ალბათობით, დაემთხვევა მასკის, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომლის” ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. აღნიშნული 130-დღიანი ვადის ამოწურვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში არის მოსალოდნელი.
წაიკითხეთ ასევე: