ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ სოსო რამიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.