პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლდენა ცხვირიდან: რისი ნიშანი შეიძლება იყოს და როგორია პირველადი დახმარება სისხლდენის შესაჩერებლად - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან
სისხლდენა ცხვირიდან: რისი ნიშანი შეიძლება იყოს და როგორია პირველადი დახმარება სისხლდენის შესაჩერებლად - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

სის­ხლდე­ნა ცხვი­რი­დან, ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს სა­ში­ში არ არის, ამი­ტომ ექიმს ამ მი­ზე­ზით ცოტა თუ მი­მარ­თავს - ასე თუ ისე ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რო­გორ შე­ა­ჩე­როს სის­ხლდე­ნა. ხში­რად სის­ხლდე­ნა თა­ვის­თა­ვა­დაც წყდე­ბა, მაგ­რამ ხდე­ბა ისეც, რომ ხან­გრძლივ­დე­ბა და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

  • რა იწ­ვევს ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნას, იცავს თუ არა ის ადა­მი­ანს ინ­სულ­ტის­გან, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ხში­რი სის­ხლდე­ნის დროს, ამა­ზე მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე გვი­პა­სუ­ხებს.

- რა იწ­ვევს ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნას?

- ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სის­ხლდე­ნებს შო­რის მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია. სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ და კომ­პე­ტენ­ტურ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას.

ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის ორი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: ად­გი­ლობ­რი­ვი და სის­ტე­მუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რო­მელ­თაც მე­ო­რა­დად ახა­სი­ა­თებს ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბი­დან სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ცხვი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის მე­ქა­ნი­კუ­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, სიმ­შრა­ლე და გა­თხე­ლე­ბა, რაც რო­გორც წესი ზემო რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გია (ცხვი­რის ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა, ჰი­პერტრო­ფი­ულ/ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი, ადე­ნო­ი­დე­ბი, პო­ლი­პი, ქრო­ნი­კუ­ლი სი­ნუ­სი­ტე­ბი და ა.შ.) სის­ტე­მუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რო­მელ­თაც მე­ო­რა­დად ახა­სი­ა­თებთ ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა არის:

  • გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ო­ბენ მა­ღა­ლი წნე­ვით და თრომ­ბო­ზე­ბით;
  • სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნი­ით; გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ჰე­მო­ფი­ლია და სხვა;
  • თირკმლის და ღვიძ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი.

ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე იყოს სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რიც არის არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დე­ბი, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბი, ან­ტი­აგ­რე­გან­ტე­ბი და ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ცხვი­რის წვე­თე­ბი.

ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე - ლაშა ღუ­ღუ­ნაშ­ვი­ლის ფოტო

- რა არის სის­ხლდე­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა/სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­თან მოხ­ვედ­რამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ვუ­წი­ოთ ასეთ პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა. თუ სის­ხლდე­ნის ინ­ტენ­სი­ვო­ბა მცი­რეა, საკ­მა­რი­სია ცხვირ­ზე გა­რე­დან მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­წო­ლა რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც პა­ცი­ენტს სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს.

თუ ეს არ შვე­ლის, სა­ჭი­როა, ნე­ბის­მი­ერ მა­ლა­მო­ში ბამ­ბის მოზ­რდი­ლი ტამ­პო­ნის დას­ვე­ლე­ბა და ცხვირ­ში გა­კე­თე­ბა მი­ნი­მუმ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოს ექიმს, რათა და­ის­ვას დი­აგ­ნო­ზი, დად­გინ­დეს სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად.

- ხში­რად მა­ღა­ლი წნე­ვი­სას ხდე­ბა სის­ხლდე­ნა. რო­გორც ხალ­ხში ამ­ბო­ბენ, კარ­გია, სის­ხლი რომ წა­მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, ამან ინ­სულ­ტის­გან იხ­სნაო... რას იტყვით ამა­ზე, არის თუ არა ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა ინ­სულ­ტის­გან დაც­ვის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ეს, რა თქმა უნდა, მცდა­რი აზ­რია, ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა თა­ვად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბის მი­ზე­ზი. ამი­ტომ ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე, სა­ჭი­როა ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თვა და ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის პატ­რო­ნა­ჟი.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღა­ლი წნე­ვის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, მინ­და ვურ­ჩიო, რომ ნუ ჩათ­ვლი­ან ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნას ინ­სულ­ტის პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბად. აუ­ცი­ლე­ბე­ლია წნე­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი, რაც თა­ვის მხრივ იქ­ნე­ბა არა­მარ­ტო ინ­სულ­ტის და ინ­ფარ­ქტის, ასე­ვე ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის პრე­ვენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაც.

- რო­გორ ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა?

- პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის და კო­ა­გუ­ლოგ­რა­მის გან­სა­ზღვრა.

- რო­გორ უნდა და­იც­ვას ადა­მი­ან­მა თავი ამის­გან?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია ე.წ. ჩე­ქა­ფის ჩა­ტა­რე­ბა, - სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს ტენ­დენ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კა­ში სულ უფრო და უფრო ფეხს იკი­დებს. ეს თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს არა მარ­ტო ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე მთელ რიგ სხვა პრობ­ლე­მა­საც.

- ისიც გა­მი­გო­ნია, რომ ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა სუს­ტმა კა­პი­ლა­რებ­მა იცი­სო... მარ­თლაც ასეა?

- მეტ­წი­ლად ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი არის გა­თხე­ლე­ბუ­ლი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი ცხვი­რის ძგი­დე­ზე, რო­მე­ლიც უხ­ვა­დაა მო­მა­რა­გე­ბუ­ლის სის­ხლძარ­ღვე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ლორ­წო­ვა­ნის გა­თხე­ლე­ბის ფონ­ზე, ზე­და­პი­რუ­ლი დგო­მაა აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის და ნე­ბის­მი­ე­რი ზე­წო­ლა, ეს დატ­ვირ­თვა იქ­ნე­ბა თუ თუნ­დაც გა­ზი­ა­ნი სასმლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც თა­ვის მხრივ ლორ­წო­ვა­ნის გა­ს­ქე­ლე­ბას ხელს უშ­ლის, სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დამ­კვიდ­რდა შე­ხე­დუ­ლე­ბაც.

- რა არის ზო­გა­დი პრე­ვენ­ცია?

- პე­რი­ო­დუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­სინ­ჯვე­ბი, ჯან­სა­ღი ცხოვ­ნე­ბის წესი. რე­კო­მენ­და­ცია კი ასე­თია: ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. სა­ჭი­როა ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია და და­ა­ვა­დე­ბის სწო­რი მარ­თვა, სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.

ავტორი:

სისხლდენა ცხვირიდან: რისი ნიშანი შეიძლება იყოს და როგორია პირველადი დახმარება სისხლდენის შესაჩერებლად - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

სისხლდენა ცხვირიდან: რისი ნიშანი შეიძლება იყოს და როგორია პირველადი დახმარება სისხლდენის შესაჩერებლად - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

სისხლდენა ცხვირიდან, ერთი შეხედვით, თითქოს საშიში არ არის, ამიტომ ექიმს ამ მიზეზით ცოტა თუ მიმართავს - ასე თუ ისე ადამიანებმა იციან, როგორ შეაჩეროს სისხლდენა. ხშირად სისხლდენა თავისთავადაც წყდება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ხანგრძლივდება და სახიფათო მდგომარეობაზე მიანიშნებს.

  • რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას, იცავს თუ არა ის ადამიანს ინსულტისგან, როგორ უნდა მოვიქცეთ ხშირი სისხლდენის დროს, ამაზე მედიცინის დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე გვიპასუხებს.

- რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას?

- ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ ხშირი პრობლემაა სამედიცინო პრაქტიკაში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყაროებზე დაყრდნობით, სისხლდენებს შორის მეორე ადგილი უკავია. საჭიროებს დროულ და კომპეტენტურ სამედიცინო ჩარევას.

ცხვირიდან სისხლდენის ორი მიზეზი არსებობს: ადგილობრივი და სისტემური პათოლოგიები, რომელთაც მეორადად ახასიათებს ცხვირიდან სისხლდენა. ადგილობრივი მიზეზებიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანება, სიმშრალე და გათხელება, რაც როგორც წესი ზემო რესპირატორული ქრონიკული დაავადებების შედეგია (ცხვირის ძგიდის გამრუდება, ჰიპერტროფიულ/ალერგიული რინიტი, ადენოიდები, პოლიპი, ქრონიკული სინუსიტები და ა.შ.) სისტემური პათოლოგიები, რომელთაც მეორადად ახასიათებთ ცხვირიდან სისხლდენა არის:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი წნევით და თრომბოზებით;
  • სისხლის დაავადებები თრომბოციტოპენიით; გენეტიკური დაავადებები, როგორიც არის ჰემოფილია და სხვა;
  • თირკმლის და ღვიძლის პათოლოგიები.

ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს სხვადასხვა მედიკამენტების ჭარბი გამოყენება, როგორიც არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებადი ცხვირის წვეთები.

ხათუნა ჩიტაძე - ლაშა ღუღუნაშვილის ფოტო

- რა არის სისხლდენის შესაჩერებლად პირველადი გადაუდებელი დახმარება/საშუალება?

- ოტორინოლარინგოლოგთან მოხვედრამდე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, როგორ შეიძლება გავუწიოთ ასეთ პაციენტს პირველადი დახმარება. თუ სისხლდენის ინტენსივობა მცირეა, საკმარისია ცხვირზე გარედან მექანიკური ზეწოლა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც პაციენტს საკუთარი ძალისხმევით შეუძლია გააკეთოს.

თუ ეს არ შველის, საჭიროა, ნებისმიერ მალამოში ბამბის მოზრდილი ტამპონის დასველება და ცხვირში გაკეთება მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ აუცილებელია მიმართოს ექიმს, რათა დაისვას დიაგნოზი, დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და მიიღოს შესაბამისი დანიშნულება სრულყოფილი ეფექტის მისაღებად.

- ხშირად მაღალი წნევისას ხდება სისხლდენა. როგორც ხალხში ამბობენ, კარგია, სისხლი რომ წამოვიდა, შესაძლოა, ამან ინსულტისგან იხსნაო... რას იტყვით ამაზე, არის თუ არა ცხვირიდან სისხლდენა ინსულტისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალება?

- ეს, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია, ძლიერი სისხლდენა თავად შეიძლება გახდეს სავალალო შედეგების მიზეზი. ამიტომ ადრეულ ეტაპზევე, საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის მკურნალობაში ჩართვა და ასეთი პაციენტების პატრონაჟი.

რაც შეეხება მაღალი წნევის მქონე პაციენტებს, მინდა ვურჩიო, რომ ნუ ჩათვლიან ცხვირიდან სისხლდენას ინსულტის პრევენციის საშუალებად. აუცილებელია წნევის მაქსიმალური კონტროლი, რაც თავის მხრივ იქნება არამარტო ინსულტის და ინფარქტის, ასევე ცხვირიდან სისხლდენის პრევენციის საუკეთესო საშუალებაც.

- როგორ ხდება დიაგნოსტირება და მიზეზების დადგენა?

- პირველ რიგში აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზის და კოაგულოგრამის განსაზღვრა.

- როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ამისგან?

- აუცილებელია ე.წ. ჩექაფის ჩატარება, - საბედნიეროდ ეს ტენდენცია თანამედროვე პრაქტიკაში სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს. ეს თავიდან აგვარიდებს არა მარტო ცხვირიდან სისხლდენის განვითარებას, ასევე მთელ რიგ სხვა პრობლემასაც.

- ისიც გამიგონია, რომ ცხვირიდან სისხლდენა სუსტმა კაპილარებმა იცისო... მართლაც ასეა?

- მეტწილად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი არის გათხელებული ლორწოვანი გარსი ცხვირის ძგიდეზე, რომელიც უხვადაა მომარაგებულის სისხლძარღვებით. შესაბამისად, ლორწოვანის გათხელების ფონზე, ზედაპირული დგომაა აღნიშნული სისხლძარღვების და ნებისმიერი ზეწოლა, ეს დატვირთვა იქნება თუ თუნდაც გაზიანი სასმლის გამოყენება, რაც თავის მხრივ ლორწოვანის გასქელებას ხელს უშლის, სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს. სწორედ აქედან გამომდინარე დამკვიდრდა შეხედულებაც.

- რა არის ზოგადი პრევენცია?

- პერიოდული სამედიცინო გასინჯვები, ჯანსაღი ცხოვნების წესი. რეკომენდაცია კი ასეთია: ცხვირიდან სისხლდენის თვითმკურნალობა დაუშვებელია. საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია და დაავადების სწორი მართვა, სხვადასხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით.