პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო - “ჯერჯერობით არ იცის ანდრომ, პროცესზე გაიგებს“
სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო - “ჯერჯერობით არ იცის ანდრომ, პროცესზე გაიგებს“

“გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი, სა­ი­მე­დო და ჩვე­ნი მძევ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­დან, სა­დაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავ­გზავ­ნეთ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის საქ­მე, გა­ვა­სა­ჩივ­რეთ მისი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის სა­კი­თხი,- სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ სა­ჩი­ვა­რი მი­ი­ღო“, - ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დღეს სა­სა­მარ­თლოს მო­ახ­სე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც იხი­ლავს „პო­ლი­ტი­კუ­რი მძევ­ლე­ბის და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მცვე­ლე­ბის საქ­მეს”.

„ეს მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მეა და იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო ვერ ას­ხი­ვებს, ვერ გვაჩ­ვე­ნებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ვე­რა­ვი­თარ მი­ნი­მა­ლურს სტან­დარტს, ამ დროს, გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი, სა­ი­მე­დო და ჩვე­ნი მძევ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­დან, სა­დაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავ­გზავ­ნეთ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის საქ­მე, გა­ვა­სა­ჩივ­რეთ მისი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის სა­კი­თხი და მო­ვი­თხო­ვეთ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით და­ცუ­ლი, ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბა. ეს ეხე­ბა, რო­გორც მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ზღუდ­ვას, ასე­ვე საქ­მის სა­მარ­თლი­ან გან­ხილ­ვას, პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას, შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ჩვენ მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში და­დას­ტუ­რე­ბა, რომ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ სა­ჩი­ვა­რი მი­ი­ღო უკვე, რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტარ­და, მას მი­ე­ნი­ჭა კონ­კრე­ტუ­ლი ნო­მე­რი. ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ სა­ჩივ­რის შეს­ვლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ დღე­ში იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან. ჩვენ ფრთხი­ლად ვე­კი­დე­ბით ამ პრო­ცესს, რად­გან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი. იმე­დი და მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო და ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ის მო­სა­მარ­თლე, ვინც ამ პო­ლი­ტი­კურ სა­სა­მარ­თლოს იხი­ლავს, ვერ აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და არა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას - ამ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ სა­მარ­თა­ლი აქ არ მთავ­რდე­ბა და რომ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

  • ად­ვო­კატ თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის თქმით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მხო­ლოდ 4 დღე დას­ჭირ­და, რომ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის საქ­მე­ზე სა­ჩი­ვა­რი მი­ე­ღო და და­ე­წყო მისი გან­ხილ­ვა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სტრას­ბურ­გში სა­ჩი­ვა­რი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი­თაა გაგ­ზავ­ნი­ლი, კერ­ძოდ, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა უკა­ნო­ნოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გან­ცხა­დე­ბე­ბი, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბი.

„ჩვენ, პირ­ვე­ლი­ვე წარ­დგე­ნი­დან, რო­დე­საც პირ­ვე­ლად წარ­ვად­გი­ნეთ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე ვთქვით, რომ ეს იქ­ნე­ბო­და პო­ტენ­ცი­უ­რი საქ­მე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში. შემ­დგომ იყო წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი, სა­დაც ვთქვით, რომ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის სა­ჩი­ვა­რი გა­იგ­ზავ­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მხო­ლოდ 4 დღე დას­ჭირ­და, რომ სა­ჩი­ვა­რი მი­ე­ღო და და­ე­წყო მისი გან­ხილ­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იცის ან­დრომ და პრო­ცეს­ზე გა­ი­გებს და რაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი კვი­რა სჭირ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლოს, რომ რა­ი­მე სა­ხის სა­ჩი­ვა­რი მი­ი­ღოს. ამის სა­პირ­წო­ნედ კი, მხო­ლოდ 4 დღე სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს სა­ჩივ­რის მი­სა­ღე­ბად, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ის უკვე ხე­დავს პო­ტენ­ცი­ურ დარ­ღვე­ვებს ამ საქ­მე­ში. უკვე დღე­ი­დან, არამ­ხო­ლოდ ჩვენ, შიდა დო­ნე­ზე, არა­მედ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოც და­აკ­ვირ­დე­ბა პრო­ცე­სებს და იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თარ­დე­ბა, ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცია გვექ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს­თან”, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო - “ჯერჯერობით არ იცის ანდრომ, პროცესზე გაიგებს“

სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო - “ჯერჯერობით არ იცის ანდრომ, პროცესზე გაიგებს“

“გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და ჩვენი მძევლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავგზავნეთ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი უკანონო პატიმრობის საკითხი,- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჩივარი მიიღო“, - ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

  • მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ დღეს სასამართლოს მოახსენებენ, რომელიც იხილავს „პოლიტიკური მძევლების და უდანაშაულო ადამიანების, საქართველოს ევროპული მომავლის მცველების საქმეს”.

„ეს მძიმე პოლიტიკური საქმეა და იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ეროვნული სასამართლო ვერ ასხივებს, ვერ გვაჩვენებს სამართლიანობის ვერავითარ მინიმალურს სტანდარტს, ამ დროს, გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და ჩვენი მძევლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავგზავნეთ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი უკანონო პატიმრობის საკითხი და მოვითხოვეთ რამდენიმე მუხლით, რომელიც არის ევროპული კონვენციით დაცული, ძირითადი უფლებების დარღვევის დადასტურება. ეს ეხება, როგორც მისი თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვას, ასევე საქმის სამართლიან განხილვას, პოლიტიკურ დევნას, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მივიღეთ ძალიან მოკლე დროში დადასტურება, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჩივარი მიიღო უკვე, რეგისტრაციაში გატარდა, მას მიენიჭა კონკრეტული ნომერი. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივრის შესვლიდან დაახლოებით სამ დღეში იყო ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს, რადგან სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქართული სასამართლო და ჯერჯერობით ყველა ის მოსამართლე, ვინც ამ პოლიტიკურ სასამართლოს იხილავს, ვერ აჩვენებენ, რომ მართლმსაჯულებას ემსახურებიან და არა პოლიტიკურ დევნას - ამ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სამართალი აქ არ მთავრდება და რომ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, შესაძლებლობა და სამართლებრივი ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ საერთაშორისო სასამართლოს სამართლიანი პროცედურები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 4 დღე დასჭირდა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე საჩივარი მიეღო და დაეწყო მისი განხილვა.

მისი განმარტებით, სტრასბურგში საჩივარი რამდენიმე მუხლითაა გაგზავნილი, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ, პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ნიშნით განცხადებები, გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებები.

„ჩვენ, პირველივე წარდგენიდან, როდესაც პირველად წარვადგინეთ ანდრო ჭიჭინაძე ვთქვით, რომ ეს იქნებოდა პოტენციური საქმე, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შემდგომ იყო წინასასამართლო სხდომები, სადაც ვთქვით, რომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 4 დღე დასჭირდა, რომ საჩივარი მიეღო და დაეწყო მისი განხილვა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ იცის ანდრომ და პროცესზე გაიგებს და რაც არის მნიშვნელოვანი, დაახლოებით, ერთი კვირა სჭირდება თბილისის სასამართლოს, რომ რაიმე სახის საჩივარი მიიღოს. ამის საპირწონედ კი, მხოლოდ 4 დღე სჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრის მისაღებად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უკვე ხედავს პოტენციურ დარღვევებს ამ საქმეში. უკვე დღეიდან, არამხოლოდ ჩვენ, შიდა დონეზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოც დააკვირდება პროცესებს და იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდება, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან”, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.