მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკითხავი ეს არი" - "გამომცემლობა პალიტრა L" 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიას გვთავაზობს
"საკითხავი ეს არი" - "გამომცემლობა პალიტრა L" 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიას გვთავაზობს

მკი­თხველს ყო­ველ­თვის უნდა ჰქონ­დეს სა­კი­თხა­ვი - გვე­უბ­ნე­ბა „გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“ და წელს პირ­ვე­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­დან მე-20 წელს აღ­ნიშ­ნავს. ამ ორ ათწლე­ულ­ში იგი იქცა არა მხო­ლოდ ერთ-ერთ წამ­ყვან გა­მომ­ცემ­ლო­ბად, არა­მედ წიგ­ნის უდი­დეს გა­მავ­რცე­ლებ­ლად, რო­მელ­მაც სოფ­ლად თუ ქა­ლა­ქად ათა­სო­ბით მკი­თხველს აჩუ­ქა და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა იწყებს თა­მამ კამპნი­ას და მკი­თხველს სათ­ქმელს უგ­ზავ­ნის სლო­გა­ნით „სა­კი­თხა­ვი ეს არის“, რაც გუ­ლის­ხმობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან, ხა­რის­ხი­ან და შთა­გო­ნე­ბით სავ­სე სა­კი­თხავს ყვე­ლა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხვე­ლის­თვის.

დღეს ლი­ტე­რა­ტუ­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. წიგ­ნის კი­თხვა კვლავ რჩე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი კავ­ში­რის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მად. ეს არის მოწ­ვე­ვა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც წიგ­ნე­ბი თა­ნაგ­რძნო­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, წარ­მო­სახ­ვი­სა და ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

„პა­ლიტ­რა L“ სი­ა­მა­ყით წარ­მო­გიდ­გენთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს: სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ბე­ლეტ­რის­ტი­კამ­დე, სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან კლა­სი­კურ ტექ­სტე­ბამ­დე და სი­ახ­ლე­ებ­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ შე­თა­ვა­ზე­ბებს თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­სა (10-13 აპ­რი­ლი) და თა­ვის სა­იტ­ზე აა­ნონ­სებს.

რა წა­ვი­კი­თხოთ პა­ტა­რებ­თან ერ­თად?

თო­მას ზღაპ­რე­ბი - გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე

ამ წიგნ­ში გა­იც­ნობ თო­მას და მის მე­გობ­რებს - ჯუ­ჯებს, ბა­ი­ბუ­რას, ავ­ყან­ყა­ლას, სი­ტყვაყ­ლა­პი­ას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუ­თას, თომ­თეს, ცა­ცან­ცა­ლას... წახ­ვალ სა­ო­ცარ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მი­წის ქვეყ­ნი­დან ცის ქვეყ­ნის­კენ და მი­ზა­ნი გექ­ნე­ბა უდი­ა­დე­სი - მზე მო­იყ­ვა­ნო თოვ­ლი­ან აგ­ვის­ტო­ში, რომ გა­ი­ხა­რონ შო­კო­ლა­დის ხე­ებ­მა და დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს ბავ­შვო­ბა. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ბევრ სხვა უც­ნა­უ­რო­ბას­თან ერ­თად, იმა­საც აღ­მო­ა­ჩენ, რომ შო­კო­ლა­დის ხე­ე­ბის გა­ხა­რე­ბას არც მზე სჭირ­დე­ბა, არც სით­ბო და არც გა­ზა­ფხულ-ზა­ფხუ­ლი. შო­კო­ლა­დის ხე­ე­ბის სი­ცო­ცხლის წეს­ში სულ სხვა რამ წე­რია და ეს რომ გა­ი­გო, „თო­მას ზღაპ­რე­ბი“ ბო­ლომ­დე უნდა წა­ი­კი­თხო.

ბუ ტუ­სუ­რა მი­დის სტუმ­რად ბუ კნა­ჭოს­თან - ლელა ცუც­ქი­რი­ძე

იცი, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან ბუ­ე­ბი სტუმ­რად წა­სას­ვლე­ლად? არა? მა­შინ ეს წიგ­ნი გულ­დას­მით უნდა წა­ი­კი­თხო. პა­ტა­რა ბუ ტუ­სუ­რა თა­ვის­მა მე­გო­ბარ­მა ბუ კნა­ჭომ სტუმ­რად და­პა­ტი­ჟა, ერ­თად ვი­სა­უზ­მოთ და მერე კარ­გად გა­ვერ­თო­თო. ჰოდა, აქ და­ი­წყო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოც არის და თან კარგ „მა­ნერ­ვებ­საც“ გას­წავ­ლის. ეს ცოდ­ნა კი ყველ­გან და ყო­ველ­თვის გა­მო­გად­გე­ბა. ამი­ტომ არ და­ი­ზა­რო და გაჰ­ყე­ვი ტუ­სუ­რას სტუმ­რად - მას­თან და კნა­ჭოს­თან ერ­თად ნამ­დვი­ლად არ მო­ი­წყენ. თუმ­ცა მა­ნამ­დე ტუ­სუ­რას დე­დის და­რი­გე­ბე­ბიც კარ­გად მო­ის­მი­ნე - ამ წიგნ­ში რაც წე­რია, ყვე­ლა­ფე­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია. ხომ იცი, რომ ბუ სიბ­რძნის სიმ­ბო­ლოა!

თოვ­ლის გუნ­და და მისი მე­გობ­რე­ბი - ნა­თია ჯა­ნა­შია

ამ მშვე­ნი­ერ წიგნ­ში თოვ­ლის გუნ­დას უჩ­ვე­უ­ლო და სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გე­ლო­დე­ბა. გა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ არი­ან გუნ­დას მე­გობ­რე­ბი, რო­გო­რი გეგ­მე­ბი აქვს შენს საყ­ვა­რელ გმირს, რო­გორ ერ­თო­ბა, რა აინ­ტე­რე­სებს, რა აში­ნებს და რაზე ოც­ნე­ბობს? წიგნ­ში „გუნ­და და მისი მე­გობ­რე­ბი" ამ კი­თხვებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბად მო­თხრო­ბი­ლი პა­სუ­ხე­ბი გე­ლო­დე­ბა. შენც და­უ­მე­გობ­რდი გუნ­დას, გა­ი­ცა­ნი მისი მე­გობ­რე­ბი და გაჰ­ყე­ვი ექ­სკურ­სი­ა­ზე. მას­თან ერ­თად ცას წე­რი­ლიც მის­წე­რე. გა­სა­ჭირ­შიც ნუ მი­ა­ტო­ვებ.

თა­ნა­მედ­რო­ვე თარ­გმა­ნე­ბის თა­რო­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გე­ლო­დე­ბათ:

მონა - ისა­აკ ბა­შე­ვის ზინ­გე­რი

„მონა“ პო­ლო­ნელ-ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში 1978 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, იცხოკ (ისა­აკ) ბა­შე­ვის ზინ­გე­რის, მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია.

მე-17 სა­უ­კუ­ნე. პო­ლო­ნე­თი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­სა და ებ­რა­უ­ლი თე­მის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა უნ­დობ­ლო­ბით, შუღ­ლი­თა და სის­ხლით არის სავ­სე. ია­კო­ბი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლია, და­წყე­ბი­თი ებ­რა­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდას შე­ე­ხო ამ და­პი­რის­პი­რე­ბის მსახ­ვრა­ლი ხელი – ჰა­ი­და­მა­კებ­მა და­არ­ბი­ეს, გა­დაწ­ვეს და გაჟ­ლი­ტეს მისი ქა­ლა­ქი და ამ და­უნ­დო­ბელ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას შე­ე­წი­რა ია­კო­ბის ცოლ-შვი­ლიც. ის ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ, უპო­ვა­რი და უსახ­ლკა­რო, პო­ლო­ნე­ლი გლე­ხის ოჯახს მო­ნად მიჰ­ყი­დეს. გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი, გამ­რჯე, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და სა­კუ­თარ რწმე­ნა­ში ჩა­ძი­რუ­ლი ია­კო­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი ლოც­ვაა. მაგ­რამ თან­და­თან მის გულს სხვაგ­ვა­რი ფო­რი­ა­ქიც ეპა­რე­ბა, რომ­ლის მი­ზე­ზიც პო­ლო­ნე­ლი ვან­დაა – სო­ფელ­ში მარ­გა­ლი­ტი­ვით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ოქ­როს­ფერ­ნაწ­ნა­ვე­ბი­ა­ნი გლე­ხის ქალი. ორი რე­ლი­გია, ორი ხალ­ხი, ორი ტრა­დი­ცია და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი – ყვე­ლა­ფე­რი ამ სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა, მაგ­რამ ის უძ­ლე­ვე­ლია, თუმ­ცა მსხვერ­პლსაც ითხოვს.მთარ­გმნე­ლი: კა­ტია ვოლ­ტერ­სი

შერ­ლი - შარ­ლოტ ბრონ­ტე

შერ­ლის შარ­ლოტ ბრონ­ტე უმ­ძი­მეს დრო­სა და გა­რე­მო­ში წერ­და – მისი ძმა და ორი და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­ი­წი­რა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­მა. რო­მა­ნი 1849 წელს გა­მო­ი­ცა ფსევ­დო­ნი­მით კარ­ერ ბელი. ეს არის შარ­ლოტ ბრონ­ტეს ყვე­ლა­ზე „მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი“ ნა­წარ­მო­ე­ბი, შე­ზა­ვე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი გო­ტი­კუ­რი და დე­ტექ­ტი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით. ეს არის რო­მა­ნი ორ ძლი­ერ ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე – ღა­რიბ და ობოლ ქე­რო­ლა­ინ­ზე, რო­მელ­საც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს მდი­და­რი ფაბ­რი­კან­ტი რო­ბერტ მური, და მის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­ზე, მდი­დარ, ლა­მაზ და თავ­ნე­ბა შერ­ლი­ზე, რო­მელ­საც რო­ბერტ მუ­რის ძმა, მო­რი­დე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გუ­ვერ­ნან­ტი ლუი უყ­ვარს. რო­გორ დას­ძლე­ვენ მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ანთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ხავ­სმო­კი­დე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და ცრურ­წმე­ნებს, ამ სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­ში შე­ი­ტყობთ.

მთარ­გმნე­ლი: ლე­ვან ინა­სა­რი­ძე

სიკ­ვდი­ლი აუზ­თან - აგა­თა კრის­ტი

„პა­ლიტ­რა L-ის“ მკი­თხვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით საყ­ვა­რე­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის სე­რი­ას მო­რი­გი წიგ­ნი შე­ე­მა­ტა. შე­უ­და­რე­ბე­ლი პუ­ა­რო­სა და დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლის, აგა­თა კრის­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ამ სი­ახ­ლეს დიდი ხა­ნია ელი­ან:ინ­გლი­სე­ლი არის­ტოკ­რატ­თა ოჯა­ხი უქ­მე­ებ­ზე ნა­თე­სა­ვებს იწ­ვევს, გა­ერ­თო­ბი­ან, ნუგ­ბარ კერ­ძებს შე­ექ­ცე­ვი­ან, კარ­გი ამინ­დით დატ­კბე­ბი­ან, მა­მუ­ლის სა­ნა­ხებ­ში გა­ი­სე­ირ­ნე­ბენ. სტუმ­რე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო ხალ­ხია, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ექი­მი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, ნა­თე­ლი კაცი და... სწო­რედ მას კლა­ვენ. მიწ­ვე­ულ­თა შო­რის იყო დიდი ერ­კი­ულ პუ­ა­როც, რო­მე­ლიც, რო­გორც მე­ზო­ბე­ლი, ლანჩზე და­პა­ტი­ჟეს, ის კი მკვლე­ლო­ბის მოწ­მე შე­იქ­ნა…

მთარ­გმნე­ლი: პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე

მო­ახ­ლე - ფრი­და მა­კ­ფა­დე­ბი

Top თრი­ლე­რის სე­რია მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახალ ბესტსე­ლერს სთა­ვა­ზობს: ცი­ხი­დან ცი­ხე­ზე უა­რეს სა­პყრო­ბი­ლე­ში, რო­მელ­საც სიმ­პა­თი­უ­რი ურჩხუ­ლი უს­ჯის სულ უბ­რა­ლო შეც­დო­მის­თვი­საც კი. უნე­ბუ­რი მკვლე­ლი ისევ მკვლე­ლო­ბის სურ­ვილს ებ­რძვის. სხვა გზა არა აქვს, რად­გან წა­მე­ბას ვე­ღარ გა­უძ­ლებს. ერთხელ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­კარ­გა იმის­თვის, რომ სი­ბილ­წეს მო­უ­ღო ბოლო, მე­ო­რედ ამას ვე­ღარ აი­ტანს. არა­და, სიყ­ვა­რულ­ზე ოც­ნე­ბობ­და, სა­ში­ნელ ხა­ფან­გში კი გა­ე­ბა მე­ო­რე ტან­ჯუ­ლის გუ­ლის­თვის თუ სულსწრა­ფო­ბის­თვის?

მთარ­გმნე­ლი: ან­ტონ სი­ნა­ტაშ­ვი­ლი

და ყო­ველ დი­ლით სულ უფრო გრძელ­დე­ბა გზა ში­ნის­კენ - ფრედ­რიკ ბაკ­მა­ნი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შვე­დი მწერ­ლის, ფრედ­რიკ ბაკ­მა­ნის ტექსტს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ერთხე­ლაც დგე­ბა დღე, როცა უნდა წახ­ვი­დე, მა­ნამ­დე კი მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, სევ­და­ნა­რე­ვი სი­ხა­რუ­ლით გახ­სე­ნე­ბა იმი­სა, ვინც ან რაც გიყ­ვარ­და და და­უნ­დო­ბელ­მა დრომ წა­ი­ღო. გახ­სე­ნე­ბა იმი­სა, თუ რო­გორ გიყ­ვარ­და სამ­ყა­რო, ქალი, რო­მელ­მაც ვაჟი, მან კი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი – ნო­ა­ნოა გა­ჩუ­ქა, გო­ნი­ე­რი ბიჭი, რო­მელ­საც ბა­ბუ­ა­სა­ვით უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა, უამ­რავ კი­თხვას სვამს და ბა­ბუ­ის­გან სწორ პა­სუ­ხებ­საც იღებს. ვი­საც ცხოვ­რე­ბა ეჩ­ქა­რე­ბა, ის გან­შო­რე­ბას აჩ­ქა­რებ­სო, ეუბ­ნე­ბო­და ბე­ბია ნოას. არა­და, რო­გორ არ უნდა იჩ­ქა­რო?! ხომ უნდა უთხრა შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან გიყ­ვარ­და, მაგ­რამ ამის სათ­ქმე­ლად ხში­რად დრო არ გქონ­და! დიახ, სი­ბე­რე მო­გო­ნე­ბე­ბის დროა, მძაფ­რი სურ­ვი­ლი იმი­სა, ბოლო წუ­თამ­დე გახ­სოვ­დეს, ვინც და რაც გიყ­ვარ­და; სი­ბე­რე კი­დევ ერთი სი­ხა­რუ­ლია, რომ სა­ნამ კოს­მოს­ში წახ­ვალ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შენ გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან.

მთარ­გმნე­ლი: პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე

შე­ცო­დე­ბა­ნი - ლუიზ კე­ნე­დი

ლუის კე­ნე­დის „შე­ცო­დე­ბა­ნი“ არის წიგ­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა სურთ „არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ“ დრო­ე­ბა­ში. მთა­ვა­რი გმი­რი, კუშ­ლა ლა­ვე­რი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. მისი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დგე­ბა მას შემ­დეგ, რაც ერთ სა­ღა­მოს, პაბ­ში, ბელ­ფას­ტელ ცო­ლი­ან მა­მა­კაცს ხვდე­ბა და, შე­დე­გად, სულ უფრო მე­ტად ეფ­ლო­ბა იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი აქვს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა კი ხში­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. „მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რას აკე­თებ, – უთხრა მა­იკლმა კუშ­ლას, – მთა­ვა­რია, ვინ ხარ“. და შემ­დეგ, მკი­თხვე­ლი ხე­დავს, რომ მთე­ლი თხრო­ბა ამ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას ეხე­ბა – რე­ა­ლის­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ თე­მას, ქმე­დე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის შე­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც წიგნ­ში სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. რა ფა­სად უჯ­დე­ბა წყვილს აკ­რძა­ლუ­ლი კავ­ში­რი? ანდა რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც „ვინ ხარ“ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე „რას აკე­თებ?“

მთარ­გმნე­ლი: ნა­თია ჩუ­ბი­ნი­ძე

წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ახალ ტექ­სტებ­სა და დე­ბი­უ­ტან­ტებ­საც შეხ­ვდე­ბით:

მშვი­დო­ბით, თე­მურ! - ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი

კაც­მა თა­ვის მოკ­ვლა რომ გა­და­წყვი­ტოს, რას გა­ვა­კე­თებთ? ცხა­დია, ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ, თუმ­ცა, იცით, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ისე­თე­ბიც, ამ კა­ცის უბე­დუ­რე­ბას სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის რომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ?! აბ­სურ­დია, არა? ასე­თია ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის პი­ე­სა „მშვი­დო­ბით, თე­მურ!“ – ამ­ბა­ვი გრო­ტეს­კუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი­თა და მიგ­ნე­ბე­ბით. თე­მუ­რი — პი­ე­სის მთა­ვა­რი გმი­რი – თა­ვის მოკ­ვლას გა­და­წყვეტს, მაგ­რამ ვინ აც­დის? უფრო სწო­რად, ვინ აც­დის ეს ისე გა­ა­კე­თოს, რო­გორც თა­ვად სურს – მის გვერ­დით ჩნდე­ბი­ან ე.წ. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი – თვით­მკვლე­ლო­ბის დამ­გეგ­მა­ვე­ბი – და „ურ­ჩე­ვენ"" თოკ­ზე ისე ჩა­მო­ე­კი­დოს, რო­გორც თა­ვად აწყობთ, რო­გორც გა­მო­ად­გე­ბათ. თე­მუ­რის თვით­მკვლე­ლო­ბა ისე­თი უნდა იყოს... მათ­თვის სარ­ფი­ა­ნი, ხელ­საყ­რე­ლი და ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლია: მშვი­დო­ბით, თე­მურ! მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ დაგ­ვემ­შვი­დო­ბე­ბა თა­ვად თე­მუ­რი?

სა­ხე­ლი­სა და დი­დე­ბის ფე­ნო­მე­ნი ან­ტი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში - ქეთი ნი­ჟა­რა­ძე

„ტექ­სტი ეძღვნე­ბა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრობ­ლე­მას – რო­გო­რი იყო ძველ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის აზ­რის გა­გე­ბა და სად ხე­დავ­დნენ მოკ­ვდა­ვე­ბი სი­ცო­ცხლის პე­სი­მის­ტუ­რი ფი­ნა­ლის – სიკ­ვდი­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ავ­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს იმ გარ­და­ტე­ხას, რაც ჰო­მე­როს­მა შე­ი­ტა­ნა სიკ­ვდი­ლის წი­ნა­შე ში­შის სა­კი­თხში და რა­საც მის შემ­დეგ ღრმად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ძვე­ლი ბერ­ძე­ნი და რო­მა­ე­ლი ავ­ტო­რე­ბი“.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი

არა­ფე­რი არ გვე­მარ­თე­ბა - თაკო წუ­ლა­ია

არა­ფე­რი არ გვე­მარ­თე­ბა თაკო წუ­ლა­ი­ას პირ­ვე­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც მცი­რე ზო­მის მო­თხრო­ბებს აერ­თი­ა­ნებს. ტექ­სტე­ბი მხატ­ვრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მაგ­რამ მათ ერთი რამ აქვს სა­ერ­თო – ეს არის ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც თით­ქოს ცხოვ­რე­ბას­თან აკ­ვი­ა­ტე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში იბა­დე­ბა. რო­გო­რი რე­ა­ლო­ბაა გა­მო­სა­დე­გი იმის­თვის, რომ მის­გან ხე­ლოვ­ნე­ბა შე­იქ­მნას? რა მოხ­დე­ბა, თუ მწე­რა­ლი მე­ტის­მე­ტად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბე­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ წრებ­რუნ­ვა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა? ამ­ბე­ბის, რომ­ლე­ბიც არაფ­რით არ არის „საკ­მა­რი­სი“ ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის? ავ­ტო­რი სწო­რედ ამ ში­შებ­თან შე­ჯიბ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში წერს. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს თა­ვი­სი ერთი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი „ში­ნა­გა­ნი ამ­ბა­ვი“, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გან­სა­ზღვრავს ჩვენს იდენ­ტო­ბას – სწო­რედ ამ სა­ინ­ტე­რე­სო ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ თე­მას ეხე­ბა მო­თხრო­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა. ხმა­უ­რი­ა­ნი მე­ზობ­ლე­ბით სავ­სე კო­ტე­ჯში გა­მო­კე­ტი­ლი მდგმუ­რი, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ფო­ტო­ე­ბი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი, რო­მე­ლიც ათას ოთხას ოთხმოც­და­ცხრა­მეტ წე­რილს აგ­ზავ­ნის ერთი ად­რე­სა­ტის სა­პოვ­ნე­ლად, სა­ხელ­და­კარ­გუ­ლი უც­ნო­ბი, სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც ინ­გე­ბორგ ბახ­მა­ნის სუ­რა­თი ელა­პა­რა­კე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის წევ­რე­ბი თუ პი­ჯა­კად გა­დაქ­ცე­უ­ლი კაცი – თაკო წუ­ლა­ი­ას უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი გვიყ­ვე­ბა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის იმ ერ­თა­დერთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დი­აგ­ნოს­ტი­კურ ამ­ბავს, რო­მელ­ზე წე­რაც ღირს.

თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნე­ბი წარ­სუ­ლი­დან - ნა­თია ჟვა­ნია

ეს წიგ­ნი ქა­ლე­ბის დიდ ამ­ბებს მო­გიყ­ვე­ბათ. აქ იპო­ვით ქა­ლებს ყველ­გან, სა­დაც აქამ­დე არ გე­გუ­ლე­ბო­დათ – მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში, სპორ­ტში, ალ­პი­ნიზ­მში. იპო­ვით და კი­დევ ერთხელ ია­მა­ყებთ თქვე­ნი ქვეყ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­თი, რო­მელ­საც ასე­თი უში­შა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი, „დე­და­ნი, მა­რად ნე­ტარ­ნი‘‘ ჰყავს. ის­ტო­რი­უ­ლი დავთრე­ბის წა­კი­თხვი­სას ქა­ლე­ბის სა­ხე­ლებს ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბით, ისიც – თუ წმინ­და­ნია, მეფე ანდა რო­მე­ლი­მე მე­ფის ცოლი. ესაა და ეს, სულ რამ­დენ­ჯერ­მე გაკ­რთე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი თუ გმი­რი ქა­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი და სა­ხე­ლე­ბი. არა­და, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს თუ ძველ ამ­ბებ­ში ქალ­თა სა­ხე­ე­ბის ისეთ შთამ­ბეჭ­დავ გა­ლე­რე­ას წა­ა­წყდე­ბით, თუნ­დაც გაკ­ვრით, წი­ნა­და­დე­ბებს შო­რის და­მა­ლულ, მაგ­რამ მა­ინც ასეთ გა­სა­ო­ცარ სა­ხე­ებს!

მსოფ­ლიო ტრენ­დე­ბი და ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი

ილონ მას­კი - უოლ­ტერ აი­ზეკ­სო­ნი

სტივ ჯობ­სი­სა და სხვა ბესტსე­ლე­რი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის ავ­ტო­რის­გან ეს სა­ოც­რად ინ­ტი­მუ­რი ის­ტო­რია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ო­ცარ, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ისეთ გა­მომ­გო­ნე­ბელს ეხე­ბა, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა და­ვის სა­გა­ნი. მისი ხელ­შე­წყო­ბით სამ­ყა­რომ ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ეპო­ქა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სწო­რედ მასკმა აიყ­ვა­ნა სამ­ყა­რო კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბი­სა თუ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე. დიახ, კი­დევ – მან Twitter-იც იყი­და. ბავ­შვო­ბა­ში ილონ მას­კი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და იმ დროს ხში­რად ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლიც კი იყო. ერთ დღეს კი­ბე­ზე და­ა­გო­რეს და დიდ ხანს ურტყეს კი­დეც. ილო­ნი კლი­ნი­კა­ში მთე­ლი კვი­რა იწვა, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი ნა­ი­ა­რე­ვი არა­ფე­რი იყო იმ ემო­ცი­ურ ტკი­ვილ­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც მის­თვის მა­მას მი­უ­ყე­ნე­ბია. 2022 წლის და­სა­წყის­ში – ერთ წე­ლი­წად­ში მას შემ­დეგ, რაც Spaxe X-მა 31 რა­კე­ტა გა­იყ­ვა­ნა ორ­ბი­ტა­ზე, Tesla-მ მი­ლი­ონ­ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ყი­და, ხოლო მას­კი დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნად იქცა, – ილო­ნი ნაღ­ვლი­ა­ნად მსჯე­ლობ­და დრა­მი­სად­მი სა­კუ­თა­რი და­უ­ო­კე­ბე­ლი ლტოლ­ვის შე­სა­ხებ.

ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უოლ­ტერ აი­ზეკ­სო­ნი აჩ­რდი­ლი­ვით დას­დევ­და მასკს, ეს­წრე­ბო­და მის თათ­ბი­რებ­სა და შეხ­ვედ­რებს, თან ახ­ლდა ქარ­ხნებ­ში და დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს თა­ვად ილონ მას­კი­სა და მისი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის გა­მო­კი­თხვა­ში ატა­რებ­და. შე­დე­გად მკი­თხვე­ლებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მას­კის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­თა და რყე­ვე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად გვი­ჩენს კი­თხვას: ნუთუ სწო­რედ ის დე­მო­ნე­ბი წარ­მო­ად­გენს მას­კის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას, რო­მელ­საც შე­დე­გად ინო­ვა­ცი­ე­ბი და პროგ­რე­სი მოჰ­ყვე­ბა.

მთარ­გმნე­ლი: ხა­თუ­ნა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

CEO-ს დღი­უ­რი - სტი­ვენ ბარტლე­ტი

„ეს წიგ­ნი ბიზ­ნე­სის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ არ არის. სტრა­ტე­გია წლის სე­ზო­ნე­ბის მსგავ­სად იც­ვლე­ბა. ამ წიგნ­ში ბევ­რად უფრო მდგრად ცნე­ბებ­ზე ვიმ­სჯე­ლებთ. ჩემი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბი­სა თუ მარ­ცხის სა­თა­ვე, რო­გორც ჩემი ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის, ისე ათა­სო­ბით ინ­ტერ­ვი­უს ჩა­ტა­რე­ბის დროს, პრინ­ცი­პე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ეს პრინ­ცი­პე­ბი გა­უძ­ლებს დროს, ნე­ბის­მი­ერ ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­გად­გე­ბათ და მო­ერ­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ამო­ცა­ნებს, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა სურს და უნდა თა­ვა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­დეს. ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი წე­სე­ბი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის გა­რან­ტი­ას მოგ­ცემთ. ეს წე­სე­ბი ეფუძ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ქცე­ვით მეც­ნი­ე­რე­ბას, ჩემი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შე­დე­გებს ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­თან ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე, ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­სა და პრო­ფე­სი­ა­ში და, რაღა თქმა უნდა, ჩემი სა­ავ­ტო­რო პოდ­კას­ტის ჩა­ნა­წე­რებს - სა­უბ­რებს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და შთა­მა­გო­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს წე­სე­ბი დღე­საც იმუ­შა­ვებს და ასი წლის შემ­დე­გაც“, – წერს წიგ­ნის ავ­ტო­რი სტი­ვენ ბარტლე­ტი.

მთარ­გმნე­ლი: გი­ორ­გი დო­ლი­ძე

იცხოვ­რე, რო­გორც ქალღმერ­თმა - ჯინ მინ­გი­სი

ეს ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სიბ­რძნით, სიძ­ლი­ე­რი­თა და შე­უ­პოვ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ოსა­ნი, იო­რუ­ბას სიყ­ვა­რუ­ლის ქალღმერ­თი. ის ყო­ველ­თვის და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მათ, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ქა­ლე­ბი სუს­ტე­ბი არი­ან. რი­ა­ნო­ნი, ფე­რი­ე­ბის დე­დო­ფა­ლი უელ­სი­დან. ის არას­დროს მის­ცემს სხვას უფ­ლე­ბას მის ნაც­ვლად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არა­ვის მის­ცემს თა­ვი­სი გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის უფ­ლე­ბას. ფრე­ია, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ომის სკან­დი­ნა­ვი­ე­ლი ქალღმერ­თი. ის არ ეგუ­ე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ნორ­მებ­სა და ზე­წო­ლას, და ყო­ველ­თვის უწე­სებს სხვებს სა­ზღვრებს. ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ის­ტო­რი­ამ და­ი­ვი­წყა, მაგ­რამ თა­ვად არას­დროს და­ი­ვი­წყე­ბენ საყ­ვა­რელ ქმნი­ლე­ბებს, ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – გო­გო­ნებს, და ყო­ველ­თვის შე­ახ­სე­ნე­ბენ, რო­გორ და­იც­ვან თავი, რო­გორ გა­უმკლავ­დნენ გა­მოწ­ვე­ვებს და რაც მთა­ვა­რია - რო­გორ ირ­წმუ­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის.

მთარ­გმნე­ლი: სოფო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი

კი­თხვა უნდა იყოს არა მხო­ლოდ ცოდ­ნის წყა­რო, არა­მედ სი­ა­მოვ­ნე­ბა, შთა­გო­ნე­ბა და თავ­გა­და­სა­ვა­ლი. „სა­კი­თხა­ვი ეს არის“ – მოდი, ერ­თად ვი­პო­ვოთ შენი შემ­დე­გი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი!

R

ავტორი:

"საკითხავი ეს არი" - "გამომცემლობა პალიტრა L" 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიას გვთავაზობს

"საკითხავი ეს არი" - "გამომცემლობა პალიტრა L" 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიას გვთავაზობს

მკითხველს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საკითხავი - გვეუბნება „გამომცემლობა პალიტრა L“ და წელს პირველი წიგნის გამოცემიდან მე-20 წელს აღნიშნავს. ამ ორ ათწლეულში იგი იქცა არა მხოლოდ ერთ-ერთ წამყვან გამომცემლობად, არამედ წიგნის უდიდეს გამავრცელებლად, რომელმაც სოფლად თუ ქალაქად ათასობით მკითხველს აჩუქა დაუვიწყარი თავგადასავლები და განახლებული ბიბლიოთეკა.

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, გამომცემლობა იწყებს თამამ კამპნიას და მკითხველს სათქმელს უგზავნის სლოგანით „საკითხავი ეს არის“, რაც გულისხმობს მრავალფეროვან, ხარისხიან და შთაგონებით სავსე საკითხავს ყველა თაობისა და გემოვნების მკითხველისთვის.

დღეს ლიტერატურა თავისუფლებისა და განვითარებისკენ სწრაფვის მნიშვნელოვანი ნაწილია. წიგნის კითხვა კვლავ რჩება ადამიანური კავშირის, განვითარებისა და განტვირთვის საუკეთესო ფორმად. ეს არის მოწვევა სამყაროში, სადაც წიგნები თანაგრძნობის, აზროვნების, წარმოსახვისა და ახალი გზების ძიების საშუალებაა.

„პალიტრა L“ სიამაყით წარმოგიდგენთ მრავალფეროვან არჩევანს: საბავშვო წიგნებიდან თანამედროვე ბელეტრისტიკამდე, სამეცნიერო ლიტერატურიდან კლასიკურ ტექსტებამდე და სიახლეებთან ერთად სპეციალურ შეთავაზებებს თბილისის წიგნის ბაზრობასა (10-13 აპრილი) და თავის საიტზე აანონსებს.

რა წავიკითხოთ პატარებთან ერთად?

თომას ზღაპრები - გიორგი კეკელიძე

ამ წიგნში გაიცნობ თომას და მის მეგობრებს - ჯუჯებს, ბაიბურას, ავყანყალას, სიტყვაყლაპიას, ნიკა ლოს, მარი ლას, თუთას, თომთეს, ცაცანცალას... წახვალ საოცარ მოგზაურობაში მიწის ქვეყნიდან ცის ქვეყნისკენ და მიზანი გექნება უდიადესი - მზე მოიყვანო თოვლიან აგვისტოში, რომ გაიხარონ შოკოლადის ხეებმა და დიდხანს გაგრძელდეს ბავშვობა. ამ მოგზაურობაში, ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად, იმასაც აღმოაჩენ, რომ შოკოლადის ხეების გახარებას არც მზე სჭირდება, არც სითბო და არც გაზაფხულ-ზაფხული. შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში სულ სხვა რამ წერია და ეს რომ გაიგო, „თომას ზღაპრები“ ბოლომდე უნდა წაიკითხო.

ბუ ტუსურა მიდის სტუმრად ბუ კნაჭოსთან - ლელა ცუცქირიძე

იცი, როგორ ემზადებიან ბუები სტუმრად წასასვლელად? არა? მაშინ ეს წიგნი გულდასმით უნდა წაიკითხო. პატარა ბუ ტუსურა თავისმა მეგობარმა ბუ კნაჭომ სტუმრად დაპატიჟა, ერთად ვისაუზმოთ და მერე კარგად გავერთოთო. ჰოდა, აქ დაიწყო ამბავი, რომელიც ძალიან სახალისოც არის და თან კარგ „მანერვებსაც“ გასწავლის. ეს ცოდნა კი ყველგან და ყოველთვის გამოგადგება. ამიტომ არ დაიზარო და გაჰყევი ტუსურას სტუმრად - მასთან და კნაჭოსთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენ. თუმცა მანამდე ტუსურას დედის დარიგებებიც კარგად მოისმინე - ამ წიგნში რაც წერია, ყველაფერი დასამახსოვრებელია. ხომ იცი, რომ ბუ სიბრძნის სიმბოლოა!

თოვლის გუნდა და მისი მეგობრები - ნათია ჯანაშია

ამ მშვენიერ წიგნში თოვლის გუნდას უჩვეულო და სახალისო თავგადასავლები გელოდება. გაინტერესებს, ვინ არიან გუნდას მეგობრები, როგორი გეგმები აქვს შენს საყვარელ გმირს, როგორ ერთობა, რა აინტერესებს, რა აშინებს და რაზე ოცნებობს? წიგნში „გუნდა და მისი მეგობრები" ამ კითხვებზე საინტერესო ამბებად მოთხრობილი პასუხები გელოდება. შენც დაუმეგობრდი გუნდას, გაიცანი მისი მეგობრები და გაჰყევი ექსკურსიაზე. მასთან ერთად ცას წერილიც მისწერე. გასაჭირშიც ნუ მიატოვებ.

თანამედროვე თარგმანების თაროზე რამდენიმე საინტერესო სიახლე გელოდებათ:

მონა - ისააკ ბაშევის ზინგერი

„მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.

მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლითა და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი – ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა – სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები – ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს.მთარგმნელი: კატია ვოლტერსი

შერლი - შარლოტ ბრონტე

შერლის შარლოტ ბრონტე უმძიმეს დროსა და გარემოში წერდა – მისი ძმა და ორი და სწორედ იმ პერიოდში შეიწირა ტუბერკულოზმა. რომანი 1849 წელს გამოიცა ფსევდონიმით კარერ ბელი. ეს არის შარლოტ ბრონტეს ყველაზე „მძაფრსიუჟეტიანი“ ნაწარმოები, შეზავებული კლასიკური გოტიკური და დეტექტიური მოტივებით. ეს არის რომანი ორ ძლიერ ახალგაზრდა ქალზე – ღარიბ და ობოლ ქეროლაინზე, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მდიდარი ფაბრიკანტი რობერტ მური, და მის საუკეთესო მეგობარზე, მდიდარ, ლამაზ და თავნება შერლიზე, რომელსაც რობერტ მურის ძმა, მორიდებული და განათლებული გუვერნანტი ლუი უყვარს. როგორ დასძლევენ მეგობრები თავიანთ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ხავსმოკიდებულ შეხედულებებსა და ცრურწმენებს, ამ საინტერესო რომანში შეიტყობთ.

მთარგმნელი: ლევან ინასარიძე

სიკვდილი აუზთან - აგათა კრისტი

„პალიტრა L-ის“ მკითხველისთვის განსაკუთრებით საყვარელი დეტექტივების სერიას მორიგი წიგნი შეემატა. შეუდარებელი პუაროსა და დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის მოყვარულები ამ სიახლეს დიდი ხანია ელიან:ინგლისელი არისტოკრატთა ოჯახი უქმეებზე ნათესავებს იწვევს, გაერთობიან, ნუგბარ კერძებს შეექცევიან, კარგი ამინდით დატკბებიან, მამულის სანახებში გაისეირნებენ. სტუმრები სასიამოვნო ხალხია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმი, სიცოცხლით სავსე, ნათელი კაცი და... სწორედ მას კლავენ. მიწვეულთა შორის იყო დიდი ერკიულ პუაროც, რომელიც, როგორც მეზობელი, ლანჩზე დაპატიჟეს, ის კი მკვლელობის მოწმე შეიქნა…

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე

მოახლე - ფრიდა მაკფადები

Top თრილერის სერია მძაფრი ემოციების მოყვარულებს ახალ ბესტსელერს სთავაზობს: ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?

მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი

და ყოველ დილით სულ უფრო გრძელდება გზა შინისკენ - ფრედრიკ ბაკმანი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი მწერლის, ფრედრიკ ბაკმანის ტექსტს თუ დავუჯერებთ, ერთხელაც დგება დღე, როცა უნდა წახვიდე, მანამდე კი მოგონებების დროა, სევდანარევი სიხარულით გახსენება იმისა, ვინც ან რაც გიყვარდა და დაუნდობელმა დრომ წაიღო. გახსენება იმისა, თუ როგორ გიყვარდა სამყარო, ქალი, რომელმაც ვაჟი, მან კი საყვარელი შვილიშვილი – ნოანოა გაჩუქა, გონიერი ბიჭი, რომელსაც ბაბუასავით უყვარს მათემატიკა, უამრავ კითხვას სვამს და ბაბუისგან სწორ პასუხებსაც იღებს. ვისაც ცხოვრება ეჩქარება, ის განშორებას აჩქარებსო, ეუბნებოდა ბებია ნოას. არადა, როგორ არ უნდა იჩქარო?! ხომ უნდა უთხრა შენს საყვარელ ადამიანებს, რომ ყველა ძალიან გიყვარდა, მაგრამ ამის სათქმელად ხშირად დრო არ გქონდა! დიახ, სიბერე მოგონებების დროა, მძაფრი სურვილი იმისა, ბოლო წუთამდე გახსოვდეს, ვინც და რაც გიყვარდა; სიბერე კიდევ ერთი სიხარულია, რომ სანამ კოსმოსში წახვალ, საყვარელი ადამიანები შენ გვერდით იქნებიან.

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე

შეცოდებანი - ლუიზ კენედი

ლუის კენედის „შეცოდებანი“ არის წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება სურთ „არაჩვეულებრივ“ დროებაში. მთავარი გმირი, კუშლა ლავერი, ახალგაზრდა ქალია, რომელიც ირლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც ერთ საღამოს, პაბში, ბელფასტელ ცოლიან მამაკაცს ხვდება და, შედეგად, სულ უფრო მეტად ეფლობა იმ რეალობაში, სადაც სიყვარულს საზღვრები აქვს, ინდივიდუალური სურვილები და სოციალური რეალობა კი ხშირად შეუთავსებელია. „მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებ, – უთხრა მაიკლმა კუშლას, – მთავარია, ვინ ხარ“. და შემდეგ, მკითხველი ხედავს, რომ მთელი თხრობა ამ ბუნდოვანებას ეხება – რეალისტური ნაწარმოების ტრადიციულ თემას, ქმედებისა და პიროვნების ჭეშმარიტი რაობის შეპირისპირებას, რომელიც წიგნში სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ვითარდება. რა ფასად უჯდება წყვილს აკრძალული კავშირი? ანდა რამდენად შესაძლებელია ბედნიერების პოვნა სამყაროში, სადაც „ვინ ხარ“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „რას აკეთებ?“

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე

წიგნის ბაზრობაზე ქართველი ავტორების ახალ ტექსტებსა და დებიუტანტებსაც შეხვდებით:

მშვიდობით, თემურ! - ბასა ჯანიკაშვილი

კაცმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტოს, რას გავაკეთებთ? ცხადია, ამის უფლებას არ მივცემთ, თუმცა, იცით, რომ შეიძლება გამოჩნდნენ ისეთებიც, ამ კაცის უბედურებას საკუთარი ბედნიერებისთვის რომ გამოიყენებენ?! აბსურდია, არა? ასეთია ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ!“ – ამბავი გროტესკული მინიშნებებითა და მიგნებებით. თემური — პიესის მთავარი გმირი – თავის მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ვინ აცდის? უფრო სწორად, ვინ აცდის ეს ისე გააკეთოს, როგორც თავად სურს – მის გვერდით ჩნდებიან ე.წ. დაინტერესებული პირები – თვითმკვლელობის დამგეგმავები – და „ურჩევენ"" თოკზე ისე ჩამოეკიდოს, როგორც თავად აწყობთ, როგორც გამოადგებათ. თემურის თვითმკვლელობა ისეთი უნდა იყოს... მათთვის სარფიანი, ხელსაყრელი და ამიტომ გადაწყვეტილია: მშვიდობით, თემურ! მაგრამ საინტერესოა, როგორ დაგვემშვიდობება თავად თემური?

სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურ ლიტერატურაში - ქეთი ნიჟარაძე

„ტექსტი ეძღვნება მსოფლიო კულტურის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას – როგორი იყო ძველ სამყაროში ადამიანის ცხოვრების აზრის გაგება და სად ხედავდნენ მოკვდავები სიცოცხლის პესიმისტური ფინალის – სიკვდილის განეიტრალების შესაძლებლობებს. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გარდატეხას, რაც ჰომეროსმა შეიტანა სიკვდილის წინაშე შიშის საკითხში და რასაც მის შემდეგ ღრმად და საფუძვლიანად განიხილავდნენ ძველი ბერძენი და რომაელი ავტორები“.

რისმაგ გორდეზიანი

არაფერი არ გვემართება - თაკო წულაია

არაფერი არ გვემართება თაკო წულაიას პირველი წიგნია, რომელიც მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს. ტექსტები მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აქვს საერთო – ეს არის ლიტერატურა, რომელიც თითქოს ცხოვრებასთან აკვიატებულ დაპირისპირებაში, კონკურენციაში იბადება. როგორი რეალობაა გამოსადეგი იმისთვის, რომ მისგან ხელოვნება შეიქმნას? რა მოხდება, თუ მწერალი მეტისმეტად ჩვეულებრივი ამბების დაუსრულებელ წრებრუნვაში აღმოჩნდება? ამბების, რომლებიც არაფრით არ არის „საკმარისი“ ლიტერატურისთვის? ავტორი სწორედ ამ შიშებთან შეჯიბრების პირობებში წერს. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ერთი, განსაკუთრებული „შინაგანი ამბავი“, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას – სწორედ ამ საინტერესო ეგზისტენციალურ თემას ეხება მოთხრობების აბსოლუტური უმეტესობა. ხმაურიანი მეზობლებით სავსე კოტეჯში გამოკეტილი მდგმური, გარდაცვლილი მამის სახლში მარტო დარჩენილი ქალიშვილი, ფოტოებიდან გაუჩინარებული ქალი, ბიბლიოთეკარი, რომელიც ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ წერილს აგზავნის ერთი ადრესატის საპოვნელად, სახელდაკარგული უცნობი, სტუდენტი, რომელსაც ინგებორგ ბახმანის სურათი ელაპარაკება, ლიტერატურული კლუბის წევრები თუ პიჯაკად გადაქცეული კაცი – თაკო წულაიას უკლებლივ ყველა პერსონაჟი გვიყვება თავისი ცხოვრების იმ ერთადერთ, შეიძლება ითქვას, დიაგნოსტიკურ ამბავს, რომელზე წერაც ღირს.

თანამედროვე გოგონები წარსულიდან - ნათია ჟვანია

ეს წიგნი ქალების დიდ ამბებს მოგიყვებათ. აქ იპოვით ქალებს ყველგან, სადაც აქამდე არ გეგულებოდათ – მეცნიერებაში, ლიტერატურაში, პოლიტიკაში, სპორტში, ალპინიზმში. იპოვით და კიდევ ერთხელ იამაყებთ თქვენი ქვეყნით, საქართველოთი, რომელსაც ასეთი უშიშარი, განსაკუთრებული, შეუჩერებელი, „დედანი, მარად ნეტარნი‘‘ ჰყავს. ისტორიული დავთრების წაკითხვისას ქალების სახელებს ნაკლებად შეხვდებით, ისიც – თუ წმინდანია, მეფე ანდა რომელიმე მეფის ცოლი. ესაა და ეს, სულ რამდენჯერმე გაკრთება პოლიტიკოსი თუ გმირი ქალების სახეები და სახელები. არადა, საქართველოს უახლეს თუ ძველ ამბებში ქალთა სახეების ისეთ შთამბეჭდავ გალერეას წააწყდებით, თუნდაც გაკვრით, წინადადებებს შორის დამალულ, მაგრამ მაინც ასეთ გასაოცარ სახეებს!

მსოფლიო ტრენდები და ქართული გამოცემები

ილონ მასკი - უოლტერ აიზეკსონი

სტივ ჯობსისა და სხვა ბესტსელერი ბიოგრაფიების ავტორისგან ეს საოცრად ინტიმური ისტორია მსოფლიოს ყველაზე საოცარ, თუმცა ამავდროულად, ისეთ გამომგონებელს ეხება, რომელიც არაერთხელ გამხდარა დავის საგანი. მისი ხელშეწყობით სამყარომ ელექტროავტომობილების ეპოქაში გადაინაცვლა. სწორედ მასკმა აიყვანა სამყარო კოსმოსური კვლევებისა თუ ხელოვნური ინტელექტის მაღალ საფეხურზე. დიახ, კიდევ – მან Twitter-იც იყიდა. ბავშვობაში ილონ მასკი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა და იმ დროს ხშირად ბულინგის მსხვერპლიც კი იყო. ერთ დღეს კიბეზე დააგორეს და დიდ ხანს ურტყეს კიდეც. ილონი კლინიკაში მთელი კვირა იწვა, მაგრამ ფიზიკური ნაიარევი არაფერი იყო იმ ემოციურ ტკივილთან შედარებით, რომელიც მისთვის მამას მიუყენებია. 2022 წლის დასაწყისში – ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც Spaxe X-მა 31 რაკეტა გაიყვანა ორბიტაზე, Tesla-მ მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ხოლო მასკი დედამიწაზე ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა, – ილონი ნაღვლიანად მსჯელობდა დრამისადმი საკუთარი დაუოკებელი ლტოლვის შესახებ.

ორი წლის განმავლობაში უოლტერ აიზეკსონი აჩრდილივით დასდევდა მასკს, ესწრებოდა მის თათბირებსა და შეხვედრებს, თან ახლდა ქარხნებში და დროის უმეტეს ნაწილს თავად ილონ მასკისა და მისი ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლებისა თუ მოწინააღმდეგეების გამოკითხვაში ატარებდა. შედეგად მკითხველებს შემოგვთავაზა მასკის გამარჯვებებითა და რყევებით გამორჩეული ცხოვრების ამსახველი საოცარი ისტორია, რომელიც თავისთავად გვიჩენს კითხვას: ნუთუ სწორედ ის დემონები წარმოადგენს მასკის მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომელსაც შედეგად ინოვაციები და პროგრესი მოჰყვება.

მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი

CEO-ს დღიური - სტივენ ბარტლეტი

„ეს წიგნი ბიზნესის სტრატეგიის შესახებ არ არის. სტრატეგია წლის სეზონების მსგავსად იცვლება. ამ წიგნში ბევრად უფრო მდგრად ცნებებზე ვიმსჯელებთ. ჩემი ყველა წარმატებისა თუ მარცხის სათავე, როგორც ჩემი ანტრეპრენერული მოგზაურობის, ისე ათასობით ინტერვიუს ჩატარების დროს, პრინციპების ერთობლიობაა. ეს პრინციპები გაუძლებს დროს, ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოგადგებათ და მოერგება ნებისმიერი ადამიანის ამოცანებს, რომელსაც მნიშვნელოვანი საქმეების კეთება სურს და უნდა თავადაც გამორჩეული გახდეს. ეს ფუნდამენტური წესები სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარანტიას მოგცემთ. ეს წესები ეფუძნება ფსიქოლოგიასა და ქცევით მეცნიერებას, ჩემი ინტერვიუების შედეგებს ათეულათასობით ადამიანთან ყველა კონტინენტზე, ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და პროფესიაში და, რაღა თქმა უნდა, ჩემი საავტორო პოდკასტის ჩანაწერებს - საუბრებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და შთამაგონებელ ადამიანებთან. ეს წესები დღესაც იმუშავებს და ასი წლის შემდეგაც“, – წერს წიგნის ავტორი სტივენ ბარტლეტი.

მთარგმნელი: გიორგი დოლიძე

იცხოვრე, როგორც ქალღმერთმა - ჯინ მინგისი

ეს ლეგენდარული ქალბატონები სიბრძნით, სიძლიერითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან. ოსანი, იორუბას სიყვარულის ქალღმერთი. ის ყოველთვის დაუპირისპირდება მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქალები სუსტები არიან. რიანონი, ფერიების დედოფალი უელსიდან. ის არასდროს მისცემს სხვას უფლებას მის ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები, არავის მისცემს თავისი გულისა და გონების გაკონტროლების უფლებას. ფრეია, სიყვარულისა და ომის სკანდინავიელი ქალღმერთი. ის არ ეგუება საზოგადოებრივ ნორმებსა და ზეწოლას, და ყოველთვის უწესებს სხვებს საზღვრებს. ეს ქალბატონები ისტორიამ დაივიწყა, მაგრამ თავად არასდროს დაივიწყებენ საყვარელ ქმნილებებს, ადამიანებს, განსაკუთრებით კი – გოგონებს, და ყოველთვის შეახსენებენ, როგორ დაიცვან თავი, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს და რაც მთავარია - როგორ ირწმუნონ საკუთარი თავების.

მთარგმნელი: სოფო ჩერქეზიშვილი

კითხვა უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის წყარო, არამედ სიამოვნება, შთაგონება და თავგადასავალი. „საკითხავი ეს არის“ – მოდი, ერთად ვიპოვოთ შენი შემდეგი საყვარელი წიგნი!

R