საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გვემუქრება რუსეთი... გვემუქრება პუტინი. ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის სულ მცირე ოთხ წელიწადში" - გერმანელი გენერალი
"ჩვენ გვემუქრება რუსეთი... გვემუქრება პუტინი. ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის სულ მცირე ოთხ წელიწადში" - გერმანელი გენერალი

"გერ­მა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, ის­ტო­რია წარ­სულ­ში და­ტო­ვოს და ომის­თვის მო­ემ­ზა­დოს", - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია BBC-მ.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, რომ­ლის ავ­ტო­რიც სარა რე­ინსფორ­დია, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "გერ­მა­ნი­ამ მხა­რი და­უ­ჭი­რა სამ­ხედ­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის უზარ­მა­ზარ ზრდას და ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რა გერ­მა­ნი­ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ხმა მის­ცეს თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის მკაც­რი წე­სე­ბი­დან".

ბი-ბი-სის რე­პორ­ტი­ორ­თან სა­უ­ბარ­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი კარ­სტენ ბრო­ი­ე­რი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბუნ­დეს­ვე­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ტო­რია, აცხა­დებს, რომ თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბის ზრდა სას­წრა­ფო­დაა სა­ჭი­რო, რად­გან რუ­სე­თის აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

"ჩვენ გვე­მუქ­რე­ბა რუ­სე­თი... გვე­მუქ­რე­ბა პუ­ტი­ნი. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ ამის შე­სა­ჩე­რებ­ლად", - ამ­ბობს გე­ნე­რა­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ნატო უნდა მო­ემ­ზა­დოს შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის­თვის სულ მცი­რე ოთხ წე­ლი­წად­ში".

რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან­მა შეჭ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა აზ­როვ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში. ხალ­ხს კარ­გად ეს­მო­და გერ­მა­ნი­ის, რო­გორც ევ­რო­პის აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი.

"ორი მსოფ­ლიო ომი და­ვი­წყეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 80 წელი გა­ვი­და, იდეა, რომ გერ­მა­ნე­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტში არ უნდა ჩა­ე­რი­ონ, ჯერ კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დნმ-შია", - აცხა­დებს გერ­მა­ნი­ის "მარ­შა­ლის ფონ­დის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მარ­კუს ზი­ნე­რი.

თვრა­მე­ტი წლის შარ­ლო­ტა კრეფ­ტი ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­ეც­ვა­ლა - "დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დით, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კის ანა­ზღა­უ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია იყო. მაგ­რამ ახლა უნდა ვიბ­რძო­ლოთ ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის".

"მა­შინ, რო­დე­საც ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა პო­ლო­ნე­თი და ბალ­ტი­ის­პი­რე­თი ქვეყ­ნე­ბი, ფრთხი­ლობ­დნენ მოს­კოვ­თან ზედ­მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბას და გა­ზარ­დეს სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბი, გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ კან­ცლერს, ან­გე­ლა მერ­კელს მი­აჩ­ნდა, რომ რუ­სეთ­თან ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა სწო­რი იყო. გერ­მა­ნი­ას მი­აჩ­ნდა, რომ დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­და, მაგ­რამ რუ­სეთ­მა აიღო ფული და მა­ინც შე­იჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

გე­ნე­რა­ლი კარ­სტენ ბრო­ი­ე­რი ფიქ­რობს, რომ გერ­მა­ნი­ას დას­ჭირ­დე­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა.

ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბის­თვის, ის მი­უ­თი­თებს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ხარ­ჯებ­ზე. ბრო­ი­ე­რი ასე­ვე ლა­პა­რა­კობს რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ ომზე, რაც მო­ი­ცავს კი­ბერ­შე­ტე­ვებს, სა­ბო­ტაჟს, ასე­ვე ახ­სე­ნებს ამო­უც­ნობ დრო­ნებს, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­თან შე­ნიშ­ნეს.

"და­სავ­ლე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სე­თი არ ფიქ­რობს ჩარ­ჩო­ებ­ზე. საქ­მე არ ეხე­ბა მშვი­დო­ბი­ან და სა­ო­მარ პე­რი­ო­დებს, ეს არის კონ­ტი­ნუ­უ­მი. ეს არის ის, რაც მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩვენ ნამ­დვილ საფრ­თხეს ვა­წყდე­ბით“, - ამ­ბობს გე­ნე­რა­ლი.

გე­ნე­რა­ლი ბრო­ი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ გერ­მა­ნი­ას სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით 100 000 ჯა­რის­კა­ცი, რათა ადეკ­ვა­ტუ­რად და­იც­ვას თავი და ნატო-ს აღ­მო­სავ­ლე­თი ფლან­გი. სულ 460 000, რე­ზერ­ვის ჩათ­ვლით. გე­ნე­რა­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის დაბ­რუ­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

გე­ნერ­ლის შე­ფა­სე­ბა მისი ძა­ლე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ლა­მენტს ბოლო მოხ­სე­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქვე­ყა­ნას საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი აქვს.

YouGov-ის ბოლო გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ გერ­მა­ნე­ლე­ბის 79% ვლა­დი­მერ პუ­ტინს, "ძა­ლი­ან" ან "საკ­მა­ოდ" სა­შიშ პო­ლი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნევს, ახლა 74%-მა იგი­ვე თქვა დო­ნალდ ტრამპზე.

"ეს იყო ნა­თე­ლი სიგ­ნა­ლი იმი­სა, რომ რა­ღაც ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ჩვენ არ ვი­ცით საით მი­დის აშშ, ადრე შეგ­ვეძ­ლო 100%-ით მივნდო­ბო­დით ამე­რი­კულ დაც­ვას, როცა საქ­მე ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბო­და - ეს ნდო­ბა ახლა გაქ­რა“, - გან­მარ­ტავს გე­ნე­რა­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ჩვენ გვემუქრება რუსეთი... გვემუქრება პუტინი. ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის სულ მცირე ოთხ წელიწადში" - გერმანელი გენერალი

"ჩვენ გვემუქრება რუსეთი... გვემუქრება პუტინი. ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის სულ მცირე ოთხ წელიწადში" - გერმანელი გენერალი

"გერმანიამ გადაწყვიტა, ისტორია წარსულში დატოვოს და ომისთვის მოემზადოს", - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-მ.

პუბლიკაციაში, რომლის ავტორიც სარა რეინსფორდია, აღნიშნულია, რომ "გერმანიამ მხარი დაუჭირა სამხედრო ინვესტიციების უზარმაზარ ზრდას და ეს მას შემდეგ მოხდა, რა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში ხმა მისცეს თავდაცვის ხარჯების განცალკევებას სახელმწიფო ვალის მკაცრი წესებიდან".

ბი-ბი-სის რეპორტიორთან საუბარში გერმანელი გენერალი კარსტენ ბროიერი, რომელიც ამჟამად ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორია, აცხადებს, რომ თავდაცვითი ხარჯების ზრდა სასწრაფოდაა საჭირო, რადგან რუსეთის აგრესია უკრაინით არ შემოიფარგლება.

"ჩვენ გვემუქრება რუსეთი... გვემუქრება პუტინი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად", - ამბობს გენერალი და აღნიშნავს, რომ "ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის სულ მცირე ოთხ წელიწადში".

რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ძირეულად შეცვალა აზროვნება გერმანიაში. ხალხს კარგად ესმოდა გერმანიის, როგორც ევროპის აგრესორი ქვეყნის წარსული.

"ორი მსოფლიო ომი დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა, იდეა, რომ გერმანელები კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის დნმ-შია", - აცხადებს გერმანიის "მარშალის ფონდის“ წარმომადგენელი მარკუს ზინერი.

თვრამეტი წლის შარლოტა კრეფტი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული შეხედულებები შეეცვალა - "დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი სისასტიკის ანაზღაურების ერთადერთი გზა დემილიტარიზაცია იყო. მაგრამ ახლა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებების, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის".

"მაშინ, როდესაც ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთი ქვეყნები, ფრთხილობდნენ მოსკოვთან ზედმეტად დაახლოებას და გაზარდეს საკუთარი თავდაცვითი ხარჯები, გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს მიაჩნდა, რომ რუსეთთან ბიზნესის კეთება სწორი იყო. გერმანიას მიაჩნდა, რომ დემოკრატიზაციას ახორციელებდა, მაგრამ რუსეთმა აიღო ფული და მაინც შეიჭრა უკრაინაში“, - ნათქვამია სტატიაში.

გენერალი კარსტენ ბროიერი ფიქრობს, რომ გერმანიას დასჭირდება ჯარისკაცების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ამის აუცილებლობის დასაბუთებისთვის, ის მიუთითებს რუსეთის სამხედრო ხარჯებზე. ბროიერი ასევე ლაპარაკობს რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, რაც მოიცავს კიბერშეტევებს, საბოტაჟს, ასევე ახსენებს ამოუცნობ დრონებს, რომლებიც გერმანულ სამხედრო ობიექტებთან შენიშნეს.

"დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი არ ფიქრობს ჩარჩოებზე. საქმე არ ეხება მშვიდობიან და საომარ პერიოდებს, ეს არის კონტინუუმი. ეს არის ის, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენ ნამდვილ საფრთხეს ვაწყდებით“, - ამბობს გენერალი.

გენერალი ბროიერი მიიჩნევს, რომ გერმანიას სჭირდება დამატებით 100 000 ჯარისკაცი, რათა ადეკვატურად დაიცვას თავი და ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი. სულ 460 000, რეზერვის ჩათვლით. გენერალი ამტკიცებს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაბრუნება კრიტიკულად აუცილებელია.

გენერლის შეფასება მისი ძალების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ეხმიანება პარლამენტს ბოლო მოხსენებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას საბრძოლო მასალისა და ჯარისკაცების სერიოზული დეფიციტი აქვს.

YouGov-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 79% ვლადიმერ პუტინს, "ძალიან" ან "საკმაოდ" საშიშ პოლიტიკოსად მიიჩნევს, ახლა 74%-მა იგივე თქვა დონალდ ტრამპზე.

"ეს იყო ნათელი სიგნალი იმისა, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა შეერთებულ შტატებში. ჩვენ არ ვიცით საით მიდის აშშ, ადრე შეგვეძლო 100%-ით მივნდობოდით ამერიკულ დაცვას, როცა საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხებოდა - ეს ნდობა ახლა გაქრა“, - განმარტავს გენერალი.

წყარო