სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1-ელი აგვისტოდან, დაძაბული ვითარების შესახებ ზაზა გოგავას ვაყენებდი საქმის კურსში, რაც შეეხება სააკაშვილთან საუბარს..." - აგვისტოს ომის კულუარები: რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა
"1-ელი აგვისტოდან, დაძაბული ვითარების შესახებ ზაზა გოგავას ვაყენებდი საქმის კურსში, რაც შეეხება სააკაშვილთან საუბარს..." - აგვისტოს ომის კულუარები: რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა

ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და, - ასე უპა­სუ­ხა გე­ნე­რალ­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რის, ილია ინ­ჯი­ას კი­თხვას აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია უფრო ადრე რომ მო­ეხ­დი­ნათ, უფრო მეტი ხალ­ხი და­ზა­რალ­დე­ბო­და თუ უფრო ნაკ­ლე­ბი?

  • კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზეც გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომია. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მას კი­თხვა და­უს­ვა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"პირ­ველ აგ­ვის­ტოს ხე­დავთ, რომ ევა­კუ­ა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს მე­ო­რე მხა­რე და 6 აგ­ვის­ტოს სა­გუ­შა­გო­ზე იღუ­პე­ბა ორი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი. რად­გა­ნაც თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, იზ­რუ­ნოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, თქვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელს, გე­ნე­რა­ლურ გუ­გა­ვას გა­და­ე­ცით, რომ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და ვიზ­რუ­ნო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზეო თუ ინ­ფორ­მა­ცი­ის ასე­თი გა­და­ცე­მა არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ?“ - მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ყუ­რაშ­ვილ­მა და შე­ახ­სე­ნა, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლიც ჰყავს.

თა­ვის მხრივ, ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ზაზა გო­გა­ვას ამ­გვა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, თუმ­ცა მისი პა­სუ­ხი არ ახ­სოვს.

"გა­ვა­კე­თე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, სა­დღაც უკვე, თუ არ ვცდე­ბი 7 რი­ცხვია. [გო­გა­ვას პა­სუ­ხი] დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს. ყვე­ლა ზომა უნდა ვიხ­მა­როთ, რომ ეს არ მოხ­დეს, არ გარ­თულ­დეს სი­ტუ­ა­ცია, ცე­ცხლი გა­და­ი­ზარ­დოს... ფაქ­ტობ­რი­ვად, რა­საც მე­კი­თხე­ბით, ძა­ლი­ან უბ­რა­ლო კი­თხვაა. ბო­დი­ში, ამა­ზე ის რომ მო­მი­წია, მაგ­რამ პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან ვე­უბ­ნე­ბი, რომ იძა­ბე­ბა, ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცია აქვს მო­სახ­ლე­ო­ბას, ნი­ქოზ­ში უკვე სახ­ლე­ბი იწ­ვის, მო­ნი­ტო­რინ­გის დას­კვნე­ბიც იგ­ზავ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნო თეა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, უკვე მოხ­სე­ნე­ბით რე­ჟიმ­ში ვარ. ჩას­წო­რე­ბას ვა­კე­თებ, რომ პირ­ვე­ლი რი­ცხვი­დან დე­ტა­ლუ­რად, თითო გა­მოს­ვლა­ზე ვა­ყე­ნებ საქ­მის კურ­სში. მისი მხრი­დან არის პა­სუ­ხი “ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე,რომ და­შოშ­მინ­დეს, ჩა­ცხრეს“, - გან­მარ­ტა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა.

  • კო­მი­სი­ის წევ­რმა ალე­კო ტა­ბა­ტა­ძემ ჰკი­თხა, უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს რომ შეხ­ვდა, უთხრა თუ არა რომ ‘შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ეს­კა­ლა­ცია, შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ომი და მო­სახ­ლე­ო­ბას, რას ვუშ­ვრე­ბით? ამა­ზე არ გქო­ნი­ათ სა­უ­ბა­რი?“- მი­მარ­თა ტა­ბა­ტა­ძემ ყუ­რაშ­ვილს.

თა­ვის მხრივ, ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"როცა ვნა­ხე, მოხ­სე­ნე­ბა გა­ვუ­კე­თე, დავ­ხვდი. ქალ­ბა­ტონ­მა თე­ა­მაც თქვა, რო­გო­რი [სწრა­ფი] ნა­ბი­ჯე­ბით და­დი­ო­და და მე კონ­ტაქ­ტი იქ, შიგ­ნით არ მქო­ნია, ოთახ­ში იყო... [სა­უ­ბა­რი] ვერ მო­ვა­ხერ­ხე“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბა­ში ჰქონ­და წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბა, რომ 7 აგ­ვის­ტოს, გორ­ში ჩას­ვლი­სას "სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე ჩქა­რა და­დი­ო­და, შე­იძ­ლე­ბა ოპე­რა­ტორს ვერ მო­ეს­წრო გა­და­ღე­ბა".

წუ­ლუ­კი­ან­მა ჰკი­თხა, თუ მი­ე­სალ­მა მა­ინც მას სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"იმას ამ­ბობთ,რომ ვერ მო­ახ­სე­ნეთ სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი, ვერ მო­გე­სალ­მათ მა­ინც? რა დღე­ში ვარ, რა სჭირს ჩვენ სამ­შობ­ლოს, მი­თხა­რი მა­მუ­კა - ასე­თი რამე არ ყო­ფი­ლა? არც სამ­ხედ­რო წე­სით ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა?!“ - ჰკი­თხა წუ­ლუ­კი­ან­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს, რა­ზეც ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა,რომ „მის­გან ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა, მე არ მქონ­და მა­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­პა­სუ­ხოდ ყუ­რაშ­ვილ­მა.

ამის შემ­დგომ, მას კვლავ ჰკი­თხა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მის­თვის რომ მი­ე­ცა მოხ­სე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რას ისურ­ვებ­და რომ ეთ­ქვა.

„ვი­სურ­ვებ­დი[ მეთ­ქვა] ალ­ბათ, თა­და­რი­გი რომ დაგ­ვე­ჭი­რა“, - აღ­ნიშ­ნა ყუ­რაშ­ვილ­მა.

ამის შემ­დგომ წუ­ლუ­კი­ან­მა კვლავ ჰკი­თხა, მან რო­გორც სამ­შვი­დო­ბო ფუნ­ქცი­ის მქო­ნემ, გე­ნე­რალ ზაზა გო­გას უთხრა, თუ არა რომ „ეს რა დაგ­ვე­მარ­თა“?

"თქვე­ნი მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სამ­შვი­დო­ბო ფუნ­ქცია, სამ­შვი­დო­ბო ფუნ­ქცია რომ გაქვთ, ასე­თი რა­ღაც და­გე­მარ­თათ, რომ უამ­რა­ვი სათ­ქმე­ლი გაქვთ მთა­ვარ­სარ­დლის­თვის, რო­მე­ლიც ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევთ. თქვენ თქვენ თავს სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევთ, რომ მი­მარ­თოთ სამ­ხედ­რო წე­სით, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით და ამ კაც­მა [სა­ა­კაშ­ვილ­მა] რო­გორც შე­მო­ირ­ბი­ნა და ისე გა­იქ­ცა , გა­და­ი­ღო სუ­რა­თე­ბი და თქვენ გენშტა­ბის უფ­როსს არ ეუბ­ნე­ბით, ასე­თი რა­ღაც მოხ­და და ახლა რას მიბ­რძა­ნებთ?“ - ჰკი­თხა წუ­ლუ­კი­ან­მა ყუ­რაშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, თუ რა­ტომ არ მო­ახ­სე­ნა ზაზა გო­გა­ვას „მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზრუნ­ვის შე­სა­ხებ“.

"იმ წუთ­ში გა­და­მი­ვი­და, რა­ღაც სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი იყო. უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­მი­კე­თე­ბია. გა­მოწ­ვე­ვე­ბი იყო მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზრუნ­ვა ზუს­ტად. სრო­ლე­ბი იყო და და­ვი­ძა­რი იქეთ“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ თი­თო­ე­უ­ლი მოხ­სე­ნე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, საქ­მის კურ­სში აყე­ნებ­და შტა­ბის უფ­როს­საც და „იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რომ და­ლა­პა­რა­კე­ბო­და შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.

ყუ­რაშ­ვი­ლის ამ პა­სუხს სხდო­მა­ზე სო­ზარ სუ­ბა­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„მთა­ვარ­სარ­და­ლი იქ არის, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი იქ არის, რო­მე­ლიც უკა­ნა ოთახ­ში გე­ლო­დე­ბათ. ასე­ვე, თქვენ ამ­ბობთ, რომ პირ­ველ აგ­ვის­ტოს უკვე სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია, მსხვერ­პლი გვყავს და ამას არ ახ­სე­ნებთ! გუ­შინ, ბა­ტო­ნი ზაზა გო­გა­ვა გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ 7 აგ­ვის­ტომ­დე ჩვენ წარ­მოდ­გე­ნა არ გვქონ­და, რომ რამე საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, რომ შე­იძ­ლე­ბა ომი და­წყე­ბუ­ლი­ყოო და ამ დროს, თქვენ, ვინც ად­გილ­ზე ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოთ, ამ­ბობთ, რომ პირ­ველ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე­თი აც­დე­ნა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს შტა­ბის უფ­როსს, მთა­ვარ­სარ­დალ­სა და თქვენს შო­რის?“ - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სა­უ­ბარ­მა.

მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, „სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი იმა­თი მხრი­დან იყო და­წყე­ბუ­ლი“, რის შე­სა­ხე­ბაც მოხ­სე­ნე­ბას აკე­თებ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"1-ელი აგვისტოდან, დაძაბული ვითარების შესახებ ზაზა გოგავას ვაყენებდი საქმის კურსში, რაც შეეხება სააკაშვილთან საუბარს..." - აგვისტოს ომის კულუარები: რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა

"1-ელი აგვისტოდან, დაძაბული ვითარების შესახებ ზაზა გოგავას ვაყენებდი საქმის კურსში, რაც შეეხება სააკაშვილთან საუბარს..." - აგვისტოს ომის კულუარები: რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა

ევაკუაციის შემთხვევაში, დაზარალებული, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნებოდა, - ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას კითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები?

  • კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მას კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა.

"პირველ აგვისტოს ხედავთ, რომ ევაკუაციას ახორციელებს მეორე მხარე და 6 აგვისტოს საგუშაგოზე იღუპება ორი ქართველი ჯარისკაცი. რადგანაც თქვენი მოვალეობაა, იზრუნოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, თქვენ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, გენერალურ გუგავას გადაეცით, რომ დაძაბული ვითარებაა და ვიზრუნო მოქალაქეების ევაკუაციაზეო თუ ინფორმაციის ასეთი გადაცემა არ გაგიკეთებიათ?“ - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილმა და შეახსენა, რომ ცრუ ჩვენების შესახებ გაფრთხილებულიც ჰყავს.

თავის მხრივ, ყურაშვილმა უპასუხა, რომ ზაზა გოგავას ამგვარი ინფორმირება მოახდინა, თუმცა მისი პასუხი არ ახსოვს.

"გავაკეთე ასეთი ინფორმაცია, სადღაც უკვე, თუ არ ვცდები 7 რიცხვია. [გოგავას პასუხი] დეტალები არ მახსოვს. ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ, რომ ეს არ მოხდეს, არ გართულდეს სიტუაცია, ცეცხლი გადაიზარდოს... ფაქტობრივად, რასაც მეკითხებით, ძალიან უბრალო კითხვაა. ბოდიში, ამაზე ის რომ მომიწია, მაგრამ პირველი აგვისტოდან ვეუბნები, რომ იძაბება, ურთულესი სიტუაცია აქვს მოსახლეობას, ნიქოზში უკვე სახლები იწვის, მონიტორინგის დასკვნებიც იგზავნება ქალბატონო თეა და ამ შემთხვევაში, უკვე მოხსენებით რეჟიმში ვარ. ჩასწორებას ვაკეთებ, რომ პირველი რიცხვიდან დეტალურად, თითო გამოსვლაზე ვაყენებ საქმის კურსში. მისი მხრიდან არის პასუხი “ყველაფერი გააკეთე,რომ დაშოშმინდეს, ჩაცხრეს“, - განმარტა მამუკა ყურაშვილმა.

  • კომისიის წევრმა ალეკო ტაბატაძემ ჰკითხა, უმაღლეს მთავარსარდალს რომ შეხვდა, უთხრა თუ არა რომ ‘შესაძლოა დაიწყოს ესკალაცია, შესაძლოა დაიწყოს ომი და მოსახლეობას, რას ვუშვრებით? ამაზე არ გქონიათ საუბარი?“- მიმართა ტაბატაძემ ყურაშვილს.

თავის მხრივ, ყურაშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილთან შეხვედრისას საუბარი ვერ მოახერხა.

"როცა ვნახე, მოხსენება გავუკეთე, დავხვდი. ქალბატონმა თეამაც თქვა, როგორი [სწრაფი] ნაბიჯებით დადიოდა და მე კონტაქტი იქ, შიგნით არ მქონია, ოთახში იყო... [საუბარი] ვერ მოვახერხე“, - განაცხადა ყურაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა წულუკიანის შეფასება, რომ 7 აგვისტოს, გორში ჩასვლისას "სააკაშვილი ისე ჩქარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორს ვერ მოესწრო გადაღება".

წულუკიანმა ჰკითხა, თუ მიესალმა მაინც მას სააკაშვილი.

"იმას ამბობთ,რომ ვერ მოახსენეთ სააკაშვილთან საუბარი, ვერ მოგესალმათ მაინც? რა დღეში ვარ, რა სჭირს ჩვენ სამშობლოს, მითხარი მამუკა - ასეთი რამე არ ყოფილა? არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი არ ყოფილა?!“ - ჰკითხა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა,რომ „მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა, მე არ მქონდა მაგის შესაძლებლობა“, - განაცხადა საპასუხოდ ყურაშვილმა.

ამის შემდგომ, მას კვლავ ჰკითხა თეა წულუკიანმა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისთვის რომ მიეცა მოხსენების საშუალება, რას ისურვებდა რომ ეთქვა.

„ვისურვებდი[ მეთქვა] ალბათ, თადარიგი რომ დაგვეჭირა“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

ამის შემდგომ წულუკიანმა კვლავ ჰკითხა, მან როგორც სამშვიდობო ფუნქციის მქონემ, გენერალ ზაზა გოგას უთხრა, თუ არა რომ „ეს რა დაგვემართა“?

"თქვენი მთავარი პასუხისმგებლობაა სამშვიდობო ფუნქცია, სამშვიდობო ფუნქცია რომ გაქვთ, ასეთი რაღაც დაგემართათ, რომ უამრავი სათქმელი გაქვთ მთავარსარდლისთვის, რომელიც ამის საშუალებას არ გაძლევთ. თქვენ თქვენ თავს საშუალებას არ აძლევთ, რომ მიმართოთ სამხედრო წესით, თუ სამოქალაქო წესით და ამ კაცმა [სააკაშვილმა] როგორც შემოირბინა და ისე გაიქცა , გადაიღო სურათები და თქვენ გენშტაბის უფროსს არ ეუბნებით, ასეთი რაღაც მოხდა და ახლა რას მიბრძანებთ?“ - ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილმა.

თავის მხრივ, ყურაშვილმა უპასუხა, თუ რატომ არ მოახსენა ზაზა გოგავას „მოქალაქეებზე ზრუნვის შესახებ“.

"იმ წუთში გადამივიდა, რაღაც სხვა გამოწვევები იყო. უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ გამიკეთებია. გამოწვევები იყო მოქალაქეებზე ზრუნვა ზუსტად. სროლები იყო და დავიძარი იქეთ“, - განაცხადა ყურაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ არსებული ვითარების შესახებ თითოეული მოხსენება აქვს გაკეთებული, საქმის კურსში აყენებდა შტაბის უფროსსაც და „იმის საშუალება არ მიეცა, რომ დალაპარაკებოდა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე“.

ყურაშვილის ამ პასუხს სხდომაზე სოზარ სუბარი გამოეხმაურა.

„მთავარსარდალი იქ არის, გენერალური შტაბის უფროსი იქ არის, რომელიც უკანა ოთახში გელოდებათ. ასევე, თქვენ ამბობთ, რომ პირველ აგვისტოს უკვე საომარი ოპერაციები დაწყებულია, მსხვერპლი გვყავს და ამას არ ახსენებთ! გუშინ, ბატონი ზაზა გოგავა გვეუბნებოდა, რომ 7 აგვისტომდე ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ რამე საფრთხე არსებობდა, რომ შეიძლება ომი დაწყებულიყოო და ამ დროს, თქვენ, ვინც ადგილზე ყველაზე კომპეტენტური ადამიანი უნდა იყოთ, ამბობთ, რომ პირველში უკვე დაწყებული იყო საომარი ოპერაციები. ასეთი აცდენა როგორ შეიძლება იყოს შტაბის უფროსს, მთავარსარდალსა და თქვენს შორის?“ - განაცხადა სოზარ საუბარმა.

მამუკა ყურაშვილის თქმით, „საომარი ოპერაციები იმათი მხრიდან იყო დაწყებული“, რის შესახებაც მოხსენებას აკეთებდა.

წაიკითხეთ ასევე: